განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100119003318971 №1/173
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12.03.2020 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ----------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ფ-------------------
დაბადებული: 30.09.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლეობა: არ მქონე
საცხოვრებელი ადგილი: სენაკი, ვ-------------ს ქ.N7-
ადვოკატი - ზ--------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებში, ფ-------------------მ ქ.სენაკში, ვ-------------ს ქ.N7--ში მდებარე, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მის ქალიშვილს ქ----------------–---–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმები მოქაჩა ხელით, ხოლო შემდეგ ხის ჯოხი დაარტყა ზურგის არეში, რის შემდეგაც ქ----------------–---–ს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2. ბრალდებულმა ფ-------------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. 26.09.2019 წლის სამედიცო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 23.09.2019 წ 16:29-16:52 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ქ----------------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ძველი ნაწიბურები, კანის დეპიგმენტირებული უბანი და დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისს).
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, შ---------------მ დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.
5. 07.10.2019 წლის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ქ----------------–---–ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები დგინდება, რომ ფ-------------------ს მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედება შეიცავს შეურაცხყოფის და დამცირების ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ქ----------------–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, თ--------------–---–--ამ დაადასტურა დასკვნის ნამდვილობა.
6. მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულმა ქ----------------–---–მა განმარტა, 2019 წლის სექტემბრის თვეში მას და დედამისს მოუვიდათ კონფლიქტი, დედამისმა იძალადა მასზე, რისი შემსწრეც იყო მეზობელი ხურცილავა, თმები ,,მოუწეწა’’ და ჯოხი დაარტყა ზურგზე, ექსპერტმაც დაადასტურა ეს, ტკივილი განიცადა, დაზარალდა.
7. მოწმე ზ------------–--–--ამ განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში ნახა ფ------------------- თავის ეზოში ჯოხით სცემდა ქ----------------–---–ს, ტიროდა ბავშვი.
8. მოწმე ლ-----–--–--------ემ განაცხადა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოში 2019 წლის 19 სექტემბერს შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ქ----------------–---–მა ითხოვა დახმარება, მისი დედის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიურ ზემოქმედების შესახებ, დაიწყო გამოძება, გამოკითხვისას აღნიშნავდა რომ დედის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიურ ზემოქმედების ფაქტს ადგილი ქონდა სენაკში საქმე ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაიგზავნა შს სენაკის სამმართველოში.
9. მოწმე ი-----–---------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში ქუთაისის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სამმართველოში მიყვანილი იქნა ქ----------------–---–ი რომელიც განმარტავდა რომ დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები ჩადენილი იყო სენაკში საქმე ქვემდებარეობით გადმოგზავნილი იქნა სენაკში.
10. მოწმე დ------------–-–---–მა განაცხადა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან სენაკის სამმართველოში ქვემდებარეობით გადაზავნილი იქნა სისხლის სამართლის საქმე ქ----------------–---–ის მიმართ დედის ფ-------------------ს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები.
11. მოწმე რ------------–-ამ განაცხადა, რომ მიიღო სისხლის სამართლის საქმე რომელიც ეხებოდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაწყებულ გამოძიებას ქ----------------–---–ის მიმართ დედის ფ-------------------ს მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ გამოკითხული იქნა ქ----------------–---–ი, ასევე ჩატარებული იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
12. მოწმე რ------------–-ამ განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს სენაკის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სადაც დახვდა ქ----------------–---–ი რომელმაც განაცხადა, რომ მას დედამისმა ფ-------------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გადაყვანილი იქნა სამმართველოში სადაც გამოკითხა და გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, მან განუმარტა რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოში 2019 წლის 19 სექტემბერს დაწყებული იყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომელიც ქვემდებარეობით გადმოგზავნილი იყო სენაკის სამმართველოში.
13. ბრალდებულმა ფ-------------------მ განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში შვილთან ქ----------------–---–თან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი, თუმცა ხელი ან ჯოხი არ დაურტყამს, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სამართლებრივი შეფასება:
14. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფ-------------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ფ-------------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრაშია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ფ-------------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
15. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს ფ-------------------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციებს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს.
16. სრულიად დამაჯერებელი და სარწმუნოა დაზარალებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ფ-------------------მ მასზე ფიზიკურად იძალადა, რაც ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა პირმა ზ------------–--–--ამ, რომელმაც ნახა ფ------------------- თავის ეზოში ჯოხით თუ როგორ სცემდა შვილს, ქ----------------–---–ს. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც ქ----------------–---–ს აღენიშნებოდა ,,დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისს)".
ამდენად უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ფ-------------------ს მიერ, შვილის, ქ----------------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტი.
17. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ფ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ფ-------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
18. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
19. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
20. ბრალდებულ ფ-------------------ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
21. ფ-------------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
22. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
23. სასჯელის დანიშვნისას ფ-------------------ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლით, სსსკ-ის 81-ე, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ------------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ფ-------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ნებართვის გარეშე მასთან მიახლოების აკრძალვა, ასევე დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.
3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ფ------------------- ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.
დაევალოს მსჯავრდებულ ფ-------------------ს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე