განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5189-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – თ-------- ტ----–--ის
ბრალდებულ - თ---------- პ------–---–ის
ადვოკატ - ნ--ა ს------------–----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
- თ---------- რ---------ის ძე პ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (მოხსნილი აქვს 2019 წლის 28 ივნისს), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: ს-----------------------------–------–------–----------------------–------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- პ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
თ---------- პ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 მაისიდან 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, ქ-------–--–------–-----------------------------------------ში, თ---------- პ------–---–ი ყოფილ მეუღლეს - ნ---- შ----–-–---–ს როგორც პირად, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის დროს, აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ, ლანძღავდა და აგინებდა. მათ შორის, ანალოგიურ ქმედებებს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 11 ივლისს, 2019 წლის 24 ივლისს, 2019 წლის 7 აგვისტოს, 2019 წლის 19 აგვისტოს და 2019 წლის 31 აგვისტოს. თ---------- პ------–---–ის ქმედების შედეგად ნ---- შ----–-–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. თ---------- პ------–---–ის მიერ ნ---- შ----–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი (10 წლის) შვილი - გ------- პ------–---–ი.
ე.ი. თ---------- პ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა თ---------- პ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერს, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მისი დედის მიმართ რეალურად განხორციელდა სისტემატური შეურაცხყოფა ბრალდებულის მხრიდან, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თ---------- პ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფსიქოლოგიური ძალადობა და ადგილი არ ჰქონია ისეთი სახის ძალადობას, რაც აუცილებელს გახდიდა თ---------- პ------–---–ის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენების გზით. ამასთან, სასამართლო აფასებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამ ეტაპზე კი ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები (დადასტურებულია დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით). აღნიშნული მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკის დაბალ საფრთხეზე, რაც ასევე არწმუნებს სასამართლოს თ---------- პ------–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაში.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და ინანიებს, დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ და თანასოფლელებისაგან ხასიათდება დადებითად, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, თ---------- პ------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბრალდებულის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, სასამართლოს მისი გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია, რამდენადაც როგორც საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვევა, მას აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს აღნიშნული სასჯელის მოხდაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ---------- პ------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------- პ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ თ---------- პ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 28 სექტემბრიდან - 2019 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. მსჯავრდებულ თ---------- პ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ---------- პ------–---–ს დაევალოს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი