განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2020
საქმის ნომერი
330100119002981118
თარიღი
14.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1982-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ----- გ-------–ის

ბრალდებულ - მ-----– კ------ის

ადვოკატ - ი----- ქ-----–--ის

თარჯიმან - თ------- ს---------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- მ-----– ნ-----–----ის ძე კ------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, განათლების არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–-------–---------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– კ------მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მ-----– კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 16 მარტს, შ-----------–----------------–-------–-–---------–---------------–----–-ს პატრულ-ინსპექტორის მიერ მ-----– კ------ის მიმართ გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მ-----– კ------ს აეკრძალა მ------ გ----------თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და ვერბალური სახის კონტაქტი.

მიუხედავად აღნიშნულისა, მ-----– კ------მა 2019 წლის 17 მარტს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა და ვალდებულება, კერძოდ, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ-------–--–----–---------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, კომუნიკაცია დაამყარა მ------ გ----------თან, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული გაურკვეველი ნივთით, დაარტყა სახის არეში.

ე.ი. მ-----– კ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა მ-----– კ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ-----– კ------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მ-----– კ------ის მიმართ 2019 წლის 16 მარტს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ-----– კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მ-----– კ------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათსა და ინტენსივობას და აღნიშნავს, რომ მართალია, მ-----– კ------მა 2019 წლის 17 მარტს, შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან მალევე (მეორე დღეს) დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა, რაც გამოიხატა დაზარალებულისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ დარღვევას განმეორებითი ხასიათი არ ჰქონია, ხოლო შემაკავებელი ორდერის დარღვევის დროს ბრალდებული იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მ-----– კ------ის განმარტებით, დაზარალებულმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამ ეტაპზე მასთან ურთიერთობა აღარ აქვს, რაც ამცირებს მათ შორის კონფლიქტის განმეორების რისკს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის შემდეგაც მისი მხრიდან ძალადობას ანდა კონფლიქტს დაზარალებულთან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია მ-----– კ------ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან. რაც შეეხება ალტერნატიულ არასაპატიმრო სასჯელებს, აღსანიშნავია, რომ ბრალდებული თვითდასაქმებულია და გამომუშავებული შემოსავლით არჩენს ოჯახს (მეუღლეს, რძალს და შვილიშვილებს). ამასთან, მისი განმარტებით, აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რის გამოც ექიმის მიერ აკრძალული აქვს ფიზიკური დატვირთვა. შესაბამისად, ბრალდებულის ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მ-----– კ------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, რამდენადაც ამით, ერთის მხრივ, ხელი შეეშლება ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, სასჯელი შეუთავსებელი იქნება მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.

ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მ-----– კ------ისათვის ჯარიმის დანიშვნა მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც იქნება სასჯელის მიზნების შესაბამისი და უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და სხვა პირებთან მშვიდობიანი ურთიერთობის გაგრძელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– კ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. გაუქმდეს მ-----– კ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით ნაწილობრივ გადახდილი თანხა - 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი