გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
050210019003127959
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210019003127959

N2/667-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.03.2020 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე,მოსარჩელე- სს---------------------------–----–---------------–-----------------იო,წარმომადგენელი-ნი----------–--ლი

მოპასუხე -ჩო-----------------–----–-------------ია,წარმომადგენელი-ბექ--–-----–ია

მოპასუხე- ჩო-----------------–----–-------------------–ო,წარმომადგენელი-თა---------–--ე, მა-----------–----–-–---–ი

მოპასუხე-ჯუ-------------ძე

დავის საგანი:ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს ჩო-----------------–----–-------------იას, ჩო-----------------–----–-------------------–ოს და ჯუ-------------ძეს სს---------------------------–----–---------------–--------------------ოს სასარგებლოდ- 5385.52 ლარის ოდენობით.

 

სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს წარმომადგენლის ნი----------–--ლის განმარტებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბა-------–- ყოველწლიურად ტარდება ფერიცვალების დღესასწაულისადმი მიძღნილი სახალხო ზეიმი კულტურულ-სპორტული ღონისძიებით. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი 2----–--–ს იყო ჩოხატაურის მუნიციპალიყეყოს გამგეობა და საკრებულო. ზემოაღნიშნულ დღესასწაულზე გადაცემისათვის მასალების მოპოვების მიზნით 2016 წლის 18-19 აგვისტოს მივლინებულ იქნა სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს თანამშრომლები, მათ შორის ოპერატორი ნი----–-----------ავა.

 

დღესასწაულის ფარგლებში გამართული დოღის გადაღებას აწარმოებდა ოპერატორი, რა დროსაც მას მოულოდნელად დაეჯახა ცხენით მოჯირითე. დოღში მონაწილეებს უნდა გაევლოთ მდინარეში, დამსწრე საზოგადოება კი მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებდა მდინარის ნაპირებიდან. ოპერატორი კადრების გადაღების მიზნით იმყოფებოდა მდინარის ნაპირას და ელოდა დოღში მონაწილეების მდინარის მონაკვეთზე გავლას, რა დროსაც ოპერატორს საპირისპირო მხრიდან დაეჯახა ცხენით მოჯირითე პირი. ცხენის დაჯახების შედეგად ოპერატორს მიადგა ჯანრმთელობის მძიმე დაზიანება-ხერხემლის, წელის და კისრის დახურული ტრამვა, ასევე დაზიანდა ტელევიზიის ბალანსზე რიცხული ვიდოკამერა, რითაც მაუწყებელს მიადგა მატერიალური ზარალი- 5385.52 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით დასახელებულ ღონისძიებაზე არ იყო დაცული დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოება, კერძოდ, არ იყო შემოსაზღვრული მონაწილეების ან ცხენზე მოჯირითეებისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილი, ასევე არ იყო ამკრძალავი ნიშნები, თუ რა ტერიტორიაზე იყო დაუშვებელი მოქალაქეების ან/და ცხენით მოჯირითეების გადაადგილება. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ღონისძიების ორგანიზატორი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, ისინი ცხენზე მოჯირითე პირთან ერთად არიან სოლიდარულად პასუხისმგებლები მაუწყებლისათვის მიყენებულ ზიანზე და ითხოვს მათ სოლიდარულად დაეკისროთ ვიდეოკამერის შეკეთებოისათვის მაუწყებლის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ჩო-----------------–----–-------------იის წარმომადგენლის ბექ--–-----–იას განმარტებით სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს ოპერატორი არ იმყოფებოდა ნაპირზე. ის გადაღებას აწარმოებდა დოღში მონაწილე ცხენოსნებისათვის განკუთვნილ ტრასაზე, მოქმედებდა წინდაუხედავად, რაც ნათლად ჩანს ვიდეომასლაზე. მისი განმარტებით ჩო-----------------–----–-------------იის მიერ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისათვის განხორციელებული იყო ყველა გონივრული და აუცილებელი მოქმედება, რათა დაცული ყოფილიყო დამსწრე პირთა უსაფრთხოება. კერძოდ, ფერისცვალების დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე ეცნობა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ღონისძიებაზე დამსწრე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ქმედებების განხორციელების თაობაზე. ბექ--–-----–იას განმარტებით კურორტ ბა-------–- 2----–-–---------------- გამართული ღონისძიების ამსახველ ფოტომასალაში ნათლად ჩანს გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებების ამსახველი ფაქტები. კერძოდ, დამსწრე პირთა უსაფრთხოებისათვის გავლებულია სპეციალური ლენტი და შსს თანამშრომელბის მიერ კონტროლდება ხალხის ნაკადი, რათა არ მომხდარიყო ხალხის შესვლა საცხენოსნო ტრასაზე.

 

2.2.ჩო-----------------–----–-------------------–ოს წარმომადგენლის განმარტებით მაუწყებლის ოპერატორი იდგა საფრთხისშემცველ ადგილას, საიდანაც დოღის თვალყურის დევნება აკრძალული იყო. არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნამდვილად კონკრეტულად დოღის დღეს დაზიანდა ვიდეოკამერა. წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნულ დღეს მიღებული იყო უსაფრთხოების ზომები. დასახელებული ღონისძიების შესახებ ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი სამსახურები წესრიგის დაცვისათვის და დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოებისათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია ჩო-----------------–----–-------------იის მიმართვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორისადმი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსისადმი და შსს გურიის სამხარეო მ---------------------–------------------ რაიონული სამმართველოს უფროსისადმი ფერისცვალების დღისადმი ჩასატარებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ჩოხატაურის მინიციპაკიტეტის მერიის წერილები (იხ. ს.ფ. 23-25).

 

3.2.2.საქმეშია სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს დირექტორის 2016 წლის 17 აგვისტოს ბრძანება გადაცემა დილას რეპორტიორის-მა------–------ის, ოპერატორის-ნი----–-----------ავას და მძღოლის -მე----------ის 2016 წლის 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაცემისათვის ,-----–-- მასალის მომზადების მიზნით მივლინების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება (იხ.ს.ფ. 26).

 

3.2.3 საქმშია დილის გადაცემის რეპორტიორის -მა------–------ის და მძღოლ-მე----------ის მოხსენებითი ბარათი სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს დირექტორისადმი 2----–-–---------------- დოღში მონაწილე ცხენის მიერ ოპერატორ ნი----–-----------ავას დაზიანებასთან და ნი----–-----------ავაზე განპირობებული სამსახურეობრიბი ციფრული ვიდეოკამერის დაზიანებასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოხსენებითი ბარათი (იხ. ს.ფ. 27).

 

3.2.4. საქმეშია საგადასახადო მოთხოვნა N------ რომლის თანახმად ვიდეოკამერის მიმდინარე რემონტის ხარჯი შეადგენს-5385.52 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 38).

 

3.2.5.საქმეში წარმოდგენილია შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გადმოგზავნილი მოკვლეული მასალების ქსეროასლები 2----–-–---------------- ფერისცვალების დღესასწაულზე კ. ბა-------–- აჭ----------–-------- ოპერატორზე ცხენით მოჯირითის დაჯახებისა და ტელევიზიის ბალანსზე რიცხული კამერის დაზიანების ფაქტზე. აღნიშნულ მასალებში არის დღესასწაულის წამყვანის-კლ-----------------ს, ჩო-----------------–----–----------------–------------–------------–-------ს და ჩო-----------------–----–-------------------------------------------------------------იას გასაუბრების ოქმები, სადაც აღნიშნავენ რომ ღონისძიება და ზოგადად დოღი იყო ორგანიზებული მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით. მათთვის ცნობილია, რომ აჭ----------–-------- ჟურნალისტი შესული იყო მდინარეში, კარგი კადრების გადაღებასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოკვლეული მასალები .

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოუსმიუნა რა მხარებს, გაანალიზა საქმის მასალები , მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 415-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასმართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი

გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

 

მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას, რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ Nს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე Nას-973-1208-04).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.

 

მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ღუიზ თორijა ვ. შპაინ, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე შერყავინ ანდ Oტჰერს ვ. Uკრაინე §§ 55-62).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, რომელიც ორგანიზაციამ განიცადა 2----–-–---------------- კურორტ ბა-------–- ფერიცვალების დღესასწაულის დროს. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.

 

სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: თუ ზიანის წარმიშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია, იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტის მიზანი, ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სსსკ-ის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ 15.02.2018წ. საქმე №72-72-2018).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა კუთვნილი მოძრავი ნივთის მოპასუხეთა მხრიდან დაზიანებათან დაკავშირებით დააფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კურორტ ბა-------–- აღნიშნულ დღეს არ იყო შემოსაზღვრული მონაწილეების ან ცხენზე მოჯირითეებისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილი, ასევე არ იყო ამკრძალავი ნიშნები, თუ რა ტერიტორიაზე იყო დაუშვებელი მოქალაქეების ან/და ცხენით მოჯირითეების გადაადგილება.

 

ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე-ჩო-----------------–----–-------------იის და სა--------–--- წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ჩო-----------------–----–-------------იის მიერ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისათვის განხორციელებული იყო ყველა გონივრული და აუცილებელი მოქმედება, რათა დაცული ყოფილიყო დამსწრე პირთა უსაფრთხოება. კერძოდ, ფერისცვალების დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე ეცნობა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ღონისძიებაზე დამსწრე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით და შესაბამისი ორგანოების მხრიდან შესრულებული იყო ყველა მოთხოვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო სსკ-ის 415-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ დამდგარი ზიანი, ნაწილობრივ, მოპასუხის-ჯუ-------------ძის ქმედებითაა გამოწვეული. შესაბამისად, მოპასუხის-ჯუ-------------ძის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, რაც მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის, მოთხოვნილი თანხის ნახევრის 2692.76 ლარის დაკისრების საფუძველი უნდა გახდეს. ხოლო, ვინაიდან არ დასტურდება ჩო-----------------–----–-------------იის და ჩო-----------------–----–-------------------–ოს ბრალეულობა დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, მათ მიმართ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად ჯუ-------------ძეს უნდა დაეკისროს სს---------------------------–----–---------------–--------------------ოს სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხა- 73.88 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 263-265-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს წარმომადგენლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ჩო-----------------–----–-------------იისა და ჩო-----------------–----–-------------------–ოს მიმართ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2.ჯუ-------------ძეს დაეკისროს სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს სასარგებლოდ 2692.76 ლარის გადახდა

 

2. ჯუ-------------ძეს დაეკისროს სს---------------------------–----–---------------–-----------------იოს სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხამ 73.88 ლარის ოდენობით.

 

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება-სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დარჩეს უცვლელი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისი სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე