განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/6253-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 23 იანვარი, 2020 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------------------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული ო----------–----------–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–--------------------–-------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 22 დეკემბერს, დღის განმავლობაში, გ-----------------–---–ი ყოფილ შეყვარებულს ნ--–---------ეს აიძულებდა მასთან შერიგებას, რა მიზნითაც დილის საათებში მიაკითხა სამსახურში, სადაც სთხოვდა შერიგებას, ხოლო დაახლოებით 20:00 საათზე თბილისში, გ--------------------ში მდებარე ნ--–---------ის საცხოვრებელ ბინაში კვლავ გააგრძელა შერიგების მოთხოვნა. გ-----------------–---–მა ნ--–---------ისგან შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ, მისი იძულების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ--–---------ის მობილურ ტელეფონს, რაზეც უთხრა ნ--–---------ეს, რომ დაბრუნებოდა მხოლოდ შერიგების შემთხვევაში.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა გ-----------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ნ--–---------ის, გ---------------–--ის, შ--–----------–--ის გამოკითხვის ოქმების, გ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმის, ტელეფონის დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით კრიმინალიზებულია იძულება. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს შეხედულებისამებრ. დანაშაული გამოიხატება: ა) პირის ფიზიკურ იძულებაში; ბ) პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს მოქმედება. ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება გათოკვა, გაკავება და სხვა. ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ, ჯანმრთელობის დაზიანების, მოკვლის, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა. მიაღწევს თუ არა დამნაშავე დასახულ მიზანს დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ-----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ-----------------–---–ი აიძულებდა ნ--–---------ეს მასთან შერიგებას, რა მიზნითაც მან დილის საათებში მიაკითხა სამსახურში და სთხოვდა შერიგებას, ხოლო ღამე მიაკითხა სახლში და შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ იძულების მიზნით დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს და უთხრა, რომ შერიგების შემთხვევაში დაუბრუნებდა, ხოლო აღნიშნული კი იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ-----------------–---–ს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------–---–ი განხორციელებული ქმედებით - იძულებით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და დაოჯახდნენ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს.
3. ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე