განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2020
საქმის ნომერი
050100118002361048
დავის ტიპი
370 2 , 370 1 , 370
თარიღი
30.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0-----------------

საქმე N1-8----

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25.03. 2020 წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა გუ------ე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნი-----------ე

 

დაცვის მხარე

დამცველი: და----------–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

 

ბრალდებული: მა------------ე

მამის სახელი: ჯე---–ი

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახუ--- მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზ------------------–-------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი (20-- წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქციით)

 

დისპოზიცია: მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში (20-- წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქციით)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. მა------------ემ 201- წლის 14 და 15 აგვისტოს, ზუ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, გამოძიების მიმდინარეობისას მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 201- წლის 13 აგვისტოს დაინახა, რომ მისგან ხელმარჯვნივ ფანჯრიდან ზუ---------------მ გადმოიღო ორლულიანი სანადირო თოფი, დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, რითაც მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მა------------ის ამ ჩვენებებისა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, ზუ---------------ს წარედგინა ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის. 201- წლის 27 ნოემბერს, მა------------ემ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ზუ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის N0----------- საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას მისცა ცრუ ჩვენება, უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები და განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს ზუ---------------ს მიერ ბა---------–----ის მიმართ სანადირო თოფიდან დამიზნებით განხორციელებული გასროლა და მიუთითა, რომ ზუ---------------ს შემთხვევით გაუვარდა სანადირო თოფი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში (20-- წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქციით)

 

2.1. 20-- წლის 30 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მა------------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ წინასასამართლოს სხდომაზე მა------------ემ თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, თავად დაცვის მხარეს კი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

 

რაც შეეხება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვას, ბრალდებულმა მა------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და----------–--ემ კი, წარდგენილ ბრალდებაში მა------------ის გამართლება მოითხოვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-0-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2- იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზუ---ბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციუ--- დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციუ--- სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმუ--- უფლება, განა---რციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/200-) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/0 -, § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიუ--- ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 2-824/04 , § 114, ECHR 1-/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 202-1/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტუ---დ სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10-90/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (20-- წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

3.2. 201- წლის 14 აგვისტოს მოწმის დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დეტექტივ-გამომძიებლის მა-–-----–-–---–---–-ს მიერ, N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული იქნა მა------------ე. ჩვენებაში მა------------ემ მიუთითა, რომ 201- წლის 13 აგვისტოს დაპატიჟებული იყო თანასოფლელის -ზუ---------------ს სახლში, სუფრაზე, სადაც ასევე დაპატიჟებული იყვნენ მათი ნაცნობები: ბა---------–----ე და ელ--------–---–----ძე. კუთვნილი ავტომანქანით დახვდა სოფელში ბა----ს და ელ-------ს, რომლებსაც ახლდა მძღოლი უჩ----------ძე. მოწმემ აღნიშნა, რომ თვითონ იმყოფებოდა ალ--------------თან ერთად, მივიდნენ ზუ-----ს სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ზუ-----, ირ---–---------ძე, შა-–--------–--ძე და ზუ-----ს ცოლ-შვილი. მანვე მიუთითა, რომ დასხდნენ გაშლილ სუფრასთან, თვითონ იჯდა სუფრის თავში, მისგან ხელმარჯვნივ - ზუ------------ძე, რომელიც იყო სუფრის თამადა, ხოლო მისგან ხელმარცხნივ იჯდნენ ჯერ უჩ----------ძე, შემდეგ ბა---------–----ე და შა-–--------–--ძე, სუფრის მოპირდაპირე მხარეს იჯდა ელ--------–---–----ძე და მისგან მარჯვენა მხარეს - ალ--------------–------------ძე. მარჯვენა მხარეს ზუ---ს შვილი - ვა--- იჯდა და შემდეგ - ირ---–---------ძე. უჩ----------ძის გარდა ყველანი ღვინოს სვამდნენ, ვინაიდან იგი საჭესთან იყო და მხოლოდ ბა---- სვამდა არაყს. რამდენიმე საათი ქეიფობდნენ და სვამდნენ. დაახლოებით 02:30 საათზე, ელ-------ი წამოდგა და გარეთ გავიდა, მას გაყვა უჩ----------ძე, ხოლო სუფრის დანარჩენი წევრები დარჩნენ, ელ-------ის და უჩ-- გასვლისთანავე, ზუ--- ადგა ფეხზე, თავის შვილთან ვა---სთან ერთად და შევიდნენ სახლში. მოწმემ განმარტა, რომ ამ დროს მისგან ხელმარჯვნივ ფანჯრიდან დაინახა, რომ ზუ---------------მ გადმოიღო ორლულიანი თოფი, დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, თავიდან ეგონა ზუ---ბს ჰაერში გასროლა უნდოდა, მაგრამ რომ დაუმიზნა, ვერაფრის თქმა ვერ მოასწარო, მაშინვე ესროლა ზუ---ბმა ბა----ს და გულმკერდის არეში დაჭრა.

 

გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე მოწმე მა------------ემ რამდენჯერმე მიუთითა, რომ ზუ---------------მ გადმოღებული თოფი დამიზნებით ესროლა ბა---------–----ეს. კერძოდ მოწმემ განმარტა, რომ როდესაც იჯდა სუფრასთან და მასთან ერთად ისხდნენ სუფრის სხვა წევრებიც, ამ დროს ადგა ზუ----- ყოველგვარი შეკამათების, ჩხუბის ან შეუ---ცხყოფის გარეშე და შევიდა ოთახში, გადმოიღო თოფი და დაუმიზნა ბა----ს, რომელსაც ესროლა და მოკლა. დარწმუნებულია, რომ ზუ------------ძემ ესროლა თოფი და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ბა---------–----ეს, ვინაიდან სხვას თოფი არ ჰქონია და თან დაინახა, რომ ზუ---მ თოფი დაუმიზნა ბა----ს და ეს ისე მალე მოხდა, რომ ვერც კი მოასწარო რაიმე სახის რეაქციის გამოხატვა, ესროლა და მოკლა. ზუ---მ ერთი გასროლა განა---რციელა ბა----ს მიმართ, თუმცა თოფი იყო ორლულიანი. არ იცის, რატომ ესროლა ზუ---მ დამიზნებულად განზრახ ბა----ს თოფი და რატომ მოკლა.

 

დაკითხვის ოქმი შედგება სამი ფურცლისგან, რომლის თითოეულ გვერდზე მა------------ე ხელმოწერით ადასტურებს ოქმის სისწორეს (იხ. ტომი I - ს.ფ. 3-5);

 

3.3. 201- წლის 15 აგვისტოს მოწმის დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დეტექტივ-გამომძიებელ მა-–-----–-–---–---–-ს მიერ, N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული იქნა მა------------ე, რომელმაც გამომძიებელს მიაწოდა 201- წლის 14 აგვისტოს დაკითხვისას მიცემული ჩვენების ანალოგიუ--- ჩვენება სისხლის სამართლის საქმის ზოგიერთი გარემოების დაზუსტებით. კერძოდ, 201- წლის 15 აგვისტოს დაკითხვისას მა------------ემ კვლავ დაადასტუ---, რომ 201- წლის 13 აგვისტოს ზუ---------------ს სახლში, სუფრასთან ყოფნის დროს, დაახლოებით 02:30 საათზე მაშინ, როცა ელ-------ი წამოდგა და გავიდა გარეთ, დაახლოებით 5-10 წამშივე კი, მას გაყვა უჩ----------ძე, ამავე დროს წამოდგა ზუ---------------, ღვინის გრაფინი აიღო ხელში, თქვა, რომ ღვინის ჩამოსასხმელად მიდიოდა და მისი შვილიც ვა---ც გაჰყვა, ხოლო დანარჩენი სუფრის წევრები დარჩნენ სუფრასთან, დაახლოებით 40 წამის გასვლის შემდეგ, რაც ზუ----- შევიდა სახლში ღვინის ჩამოსასხმელად, მისგან ხელმარჯვნივ, ფანჯრიდან დაინახა, რომ ზუ---------------მ გადმოიღო ორლულიანი სანადირო თოფი და დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა. მოწმემ მიუთითა, რომ თავიდან ეგონა ზუ---ბს ჰაერში გასროლა უნდოდა, მაგრამ რომ დაუმიზნა ვერ მოასწრო ვერაფრის თქმა და მოქმედება, მაშინვე ესროლა ზუ---ბმა ბა----ს და დაჭრა გულმკერდის არეში.

 

გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე მოწმე მა------------ემ არაერთხელ დაადასტუ--- ზუ---------------ს მიერ სანადირო თოფიდან ბა---------–----ის მიმართულებით დამიზნებით სროლის ფაქტი. კერძოდ, განმარტა, რომ ზუ----- ადგა სუფრიდან ყოველგვარი შეკამათების, ჩხუბის ან შეუ---ცხყოფის გარეშე და შევიდა ოთახში იმ მოტივით, რომ ღვინით უნდა შეევსო გრაფინი, მაგრამ გადმოიღო თოფი და დაუმიზნა ბა----ს, ესროლა და მოკლა. ზუ---ბს თოფი ეჭირა ორივე ხელით, მარჯვენა ხელი მოკიდებული ჰქონდა ჩახმახთან, ხოლო მარცხენა ხელი წინ ხის სახელურზე, ლულასთან. როდესაც ცოლი მივარდა და წართმევა თოფის დაუწყო, თვითონ მაშინვე ბა----სთან მივიდა. მოწმემ მიუთითა, ზუ---------------ს გარდა, სხვას არავის თოფი არ ეჭირა და თან დაინახა, რომ ზუ---მ თოფი დაუმიზნა ბა----ს, ესროლა და მოკლა. მოწმე მა------------ემ დააზუსტა შემდეგი: მიუთითა, რომ ზუ---ბმა თოფი ისროლა ფანჯრიდან, მაგრამ სახლი არის სარემონტო, იქ ფანჯრის ადგილია, მაგრამ არც ფანჯარა არის და არც ფანჯრის ჩარჩოა ჩ--მული-ჩამონტაჟებული.

 

დაკითხვის ოქმი შედგება სამი ფურცლისგან, რომლის თითოეულ გვერდზე მა------------ე ხელმოწერით ადასტურებს ოქმის სისწორეს (იხ. ტომი I, ს.ფ. ს.ფ. 6-8);

 

3.4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 2-----------ს სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ აღნიშნულ დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მა------------ე მოწმის სახით დაიკითხა ზუ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით) არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე. მა------------ეს, ჩვენების მიცემამდე სასამართლოს მხრიდან განემარტა სისხლისამათლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში. ჩვენების მიცემის წინ მა------------ემ დადო რელიგიუ--- ფიცი. აღნიშნულის შემდეგ, მან სასამართლოს მისცა ჩვენება, რა დროსაც უარყო 14.08.201- წლის და 15.08.201- წლის დაკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ არ დაუნახავს ზუ---------------ს მიერ ბა---------–----ის მიმართ სანადირო თოფიდან დამიზნებით გასროლის ფაქტი და მიუთითა, რომ ზუ---------------ს სანადირო თოფი გაუვარდა შემთხვევით (იხ. ტომი I , ს.ფ. 38-39);

 

3.5. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელმა მოახდინა DVD დისკის გახსნა-დათვალიერება, შემდგომში ადვოკატისათვის ასლის გადაცემის მიზნით. DVD-R ჩანაწერი წარმოადგენს ზუ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მოწმე მა------------ის მიერ მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერს. დისკი მოთავსებულია თეთრი ფერის კონვერტში, რომელსაც გარეთა მხრიდან აწერია ,,ზუ---------------, ასლი’’. კონვერტი დალუქულია, გახსნისას მასში აღმოჩნდა თეთრი ფერის სპეციალურ კონვერტში მოთავსებული DVD –R დისკი. კონვერტს შიგნით, მარჯვენა მხარეს აწერია 27.11. 201-. დისკის გახსნისას მასში აღმოჩნდა ყვითელი ფერის საქაღალდე წარწერით 1-321-201-, რომელშიც შენახულია აუდიოჩანაწერის 4 ცალი ფაილი ნომრებით: 000, 001, 002 და 003. ჩანაწერის სრული ხანგრძლივობა შეადგენს 02:16:59 საათს (იხ. ტომი I, ს.ფ. 211-212).

 

3.6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 2-----------ს სასამართლო სხდომის ოქმითა და მოწმე მა------------ის ჩვენების აუდიოჩანაწერის (DVD - R დისკზე) 20---–-–---------------–ის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ოზურგეთის რაიონული სასამართოდან გადმოგზავნილი, ზუ---ბ გუ------ის ბრალდების სისხლის სამართლი საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, მოწმე მა------------ის ჩვენების აუდიოჩანაწერის DVD - R დისკი. აღნიშნული DVD –R დისკი მოთავსდა შსს გუ----------–-–--------------------ს „acer“ მოდელის ე.წ. პროცესორის წამკითხველში, რომლის გახსნის შემდეგ მასზე აღმოჩნდა ყვითელი საქაღალდე წარწერით 1-321-201-, რომელშიც შენახულია აუდიო ჩანაწერის ოთხი ფაილი ნომრებით: 000; 001; 002; და 003. ჩანაწერის სრული ხანგრძლივობა წარმოადგენს 02:16:59 საათს. ჩანაწერებში 000; 001; 002 მკვეთრად გამოხატულია პროკურორის, ადვოკატის და მოსამართლის საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩანაწერები წარმოადგენს პროკურორის, ადვოკატის და მოსამართლის მაგიდაზე მოთავსებულ მიკროფონში დაფიქსირებულ ჩანაწერებს, ხოლო რაც შეეხება 003 ციფრით აღნიშნულ ჩანაწერს, მასში მკვეთრად არის გამოხატული მა------------ის ხმა.

 

ჩანაწერი იწყება მოწმის ვინაობის დადგენით - 00.00 წუთიდან - მოწმე მა------ე მამია ჯე---–ის ძე, დაბადებული 1--- წლის 1- მაისი, დაბადების ადგილი სოფელი მერია (ნაღობილები) დაოჯახებული, მუშაობს კერძოდ, მშენებლობაზე.

 

მოსამართლემ მა------------ეს განუმარტა, რომ იკითხებოდა მოწმის სახით ზუ---------------ს საქმეზე და გაფრთხილებულია ცრუ ჩვენების მიცემისათვის და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მა------------ემ დაიფიცა, რომ იტყვის სიმართლეს.

პროკურორის კითხვაზე - ბრალდებულ ზუ---------------ს თუ იცნობს? მა------------ე პასუხობს, რომ ზუ---------------ს იცნობს სკოლიდან, ბაღიდან და მასთან დიდი ხნის მეგობრობა აქვს, ხოლო გარდაცვლილი ბა---------–----ე გაიცნო ქო----–---ში, მშენებლობაზე, წელიწადნახევრის წინ. გააცნო მეგობრებმა ელ--------–---–----ძემ და უჩ----------ძემ. მანვე განაცხადა, რომ 201- წლის 13 აგვისტოს, დილიდან მუშაობდა ზუ---------------სთან, სახლს არემონტებდნენ, იქ იყვნენ ასევე შა---------–--ძე, ირ---–---------ძე, ალ-----------ძე. საღამოს დაურეკა ბიჭებმა, ელ-------მა ,,მომენატრა თქვენთან ქეიფი და ჩამოვჯდეთ, დავლიოთ, ვიქეიფოთო“, იქნებოდა დაახლოებით ღამის 10-ის ნახევარი, არ იცოდნენ სად უნდა მისულიყვნენ და მან უთხრა, რომ გზაზე დახვდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ალ--------------თან ერთად, ნაღობილევში, სკოლის წინ დახვდა ელ--------–---–----ძეს, უჩ----------ძეს და ბა---------–----ეს, რომლებიც იყვნენ ,,გოლფით’’, საჭესთან ელ-------ი იჯდა. წავიდნენ ზუ---------------სთან. სუფრა გაშლილი დახვდათ სახლის გვერდით, გარაჟთან, მარცხენა მხარეს, ჩამოხურულში, 1 სართულზე. მოწმემ მიუთითა, რომ სუფრასთან ისხდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: თვითონ იჯდა კუთხეში, შემდეგ მაგიდის თავში იჯდა ზუ---, მის გვერდზე მარცხენა მხარეს- თვითონ, შემდეგ იჯდნენ ელ-------ი, შა---, ბა----. ზუ-----დან მარჯვენა მხარეს - მისი შვილი ვა---, ირ---–---------ძე, ალ-----------ძე. სუფრასთან დასხდნენ დაახლოებით ღამის 10 საათისათვის. თამადობდა ზუ---. ყველანი სვამდნენ ღვინოს, მძღოლის - უჩ-- და ზუ---ს შვილის - ვა---ს გარდა. ბა---- სვამდა არაყს. სუფრასთან არაფერი არ მომხდარა, ჩვეულებრივად ქეიფობდნენ. სუფრასთან ისხდნენ დაახლოებით ორი-ორსაათნახევარი ან მეტი. ზუ--- ადგა და ღვინოს ჩამოსასხმელად გავიდა ოთახში, სარდაფში, იმ ადგილიდან სადაც სუფრა იყო, ხელმარჯვნივ ოთახში, რომელიც სარდაფად არის გამოყენებული. მაგიდის წევრები სუფრასთან იყვნენ, ზუ---ს გაჰყვა ვა---. ელ-------ი და უ-- არ იყვნენ სუფრასთან. ელ-------ს აწყინა ღვინომ და მისახმარებლად უ-- გაყვა, მანამდე, სანამ ზუ----- წავიდოდა.

 

პროკურორის კითხვაზე: შემდეგ რა მოხდა? მოწმე განმარტავს: შემდეგ გავარდა თოფი, შესასვლელიდან პირველ ფანჯარაში შიგნით გავარდა თოფი, კაცი გადაბრუნდა, წაიქცა ბა----, გადავარდა უკან. დაინახა გასროლის ხმა, მომენტალუ---დ დაინახა თოფის ლულა ფანჯარასთან. თოფი გავარდა ფანჯრიდან, წამიერად მოხდა, დაინახა თოფის ლულა ეკავა ზუ---ს (ჩანაწერის დრო 14:23 წთ). პროკურორის კითხვაზე: თოფის ლულა რა მდგომარეობაში იყო, ეს ლულა იმ ოთახში იყო გამოწეული, თუ თქვენს ოთახში? მოწმემ მიუთითა, რომ დაინახა თოფის ლულა ქვევით დაშვებული, გავარდა წამიერად, ხელში არ დაუნახავს როგორ ეჭირა. ლულა გამოწეული იყო ცოტათი. იმ დროს მაგიდასთან იჯდა ალიკა, ირ---–ი, შა-–-ა, ბა----. გასროლის დროს ბა---- იჯდა, გასროლის შემდეგ ბა---- წაიქცა, მივარდა ყველა, გადავარდნილი იყო სკამიდან. თოფი გავარდა და მოხვდა ბა----ს გულმკერდის არეში. მოწმემ მიუთითა, რომ მან, შა-–-ამ, ალიკამ და მძღოლმა - უ--მ ჩ--ვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. ავტომანქანას გაჰყვა ალ-----------ძე, თვითონ კი ტელეფონით დაუკავშირდა მეზობელს- დავით ვასაძეს და უთხრა უბედურება დაგვემართა, არ ვიცი რა მოხდა, ცოცხალია თუ მკვდარი, დაჭრა მოხდა და წავიდეთ საავადმყოფოშიო. მოწმემ აღნიშნა, რომ მის ავტომანქანაზე დაჯდა დავით ვასაძე და წავიდნენ საავადმყოფოში. გზაში არაფერი მომხდარა, დავით ვასაძეს უთხრა, ბა----ს ზუ---მ ესროლა. პროკურორის კითხვაზე: კონკრეტულად რა დეტალები უთხრა დავითს? მა------------ემ აღნიშნა: კონკრეტულად ცოცხალია თუ მკვდარი არ იცოდა, ისროლა თოფი და მოხვდა კაცსო, მეტი არაფერი უთქვამს, საავადმყოფოში მისვლისას უთხრეს, რომ გარდაიცვალა. ზუ---ბთან აქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა. თოფი იყო ორპირა, ჰორიზონტალურ ლულიანი... ზუ---ბმა თოფთან დაკავშირებით უთხრა, რომ თოფი მორყეულია, არ ვარგა, ერთს რომ გაისვრის ორივე ვარდებაო...

 

პროკურორი (მა------------ის თანხმობით) კითხულობს ამონარიდს მა------------ის დაკითხვის ოქმიდან ,,... ელ-------ი წამოდგა, ბოდიში მოიხადა და გავიდა სუფრიდან გარეთ, ვინაიდან შეუძლოდ იყო, დაახლოებით 5-10 წამშივე მას გაჰყვა მისახმარებლად უჩ----------ძე. ამავე დროს, წამოდგა ზუ--------------- და ღვინის გრაფინი აიღო ხელში და თქვა, რომ წავალ ღვინოს ჩამოვასხამო და მისი შვილიც - ვა---ც გაჰყვა, ხოლო დანარჩენი სუფრის წევრები დავრჩით ჩვეულებრივად. დაახლოებით 40 წამის გასვლის შემდგომ, რაც ზუ----- შევიდა სახლში ღვინის ჩამოსასხმელად, ჩემგან ხელმარჯვნივ ფანჯრიდან დავინახე, რომ ზუ---------------მ გადმოიღო ორლულიანი სანადირო თოფი და დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, მე თავიდან მეგონა ზუ---ბს ჰაერში უნდოდა გასროლა, მაგრამ რომ დაუმიზნა ვერ მოვასწარი ვერაფრის თქმა და მოქმედება, მაშინვე ესროლა ზუ---ბმა ბა----ს და ბა---- დაჭრა გულმკერდის არეში. ამ დროს ზუ---ბთან მივარდა ზუ-----ს მეუღლე თინა, რომელიც იქვე იჯდა სუფრიდან დაახლოებით 5-6 მეტრში და თხილს არჩევდა, თუმცა მე ვერ ვხედავდი, სუფრიდან მოფარებულში იჯდა. თინამ დაუწყო ჭიდაობა ზუ---ბს და დაახლოებით 10 წამში წაართვა თოფი და ზუ---ს ვეღარ მოვკარი თვალი...’’ პროკურორის კითხვაზე: იყო თუ არა ასეთი რამ? მოწმემ განაცხადა, რომ ,,დამიზნება არ დაუნახავს (საუბრის დრო 2-:01 წთ. ) დაუმიზნა და ესროლა, ასეთი რამ არ დაუნახავს. ლულის გამოწევა დაინახა, გამოწეული ვის მიმართ იყო არ იცის. წამიერად ვერ მიხვდა ვის მიმართ იყო, ტყვია მოხვდა ბა----ს და მის მიმართ იყო. მეუღლე ეტაკა ხელში თოფის წასართმევად, ზუ----- გაიქცა, რამდენიმე წამში წაართვა თოფი მეუღლემ ზუ---ს’’.

 

პროკურორი (მამიას მა------ის თანხმობით) კითხულობს ამონარიდს მა------------ის დაკითხვის ოქმიდან ,,... ზუ---ბს თოფი ეჭირა ორივე ხელით მე რომ დავინახე, კერძოდ მარჯვენა ხელი მოკიდებული ჰქონდა ჩახმახთან, ხოლო მარცხენა ხელი წინ ხის სახელურზე, ლულასთან’’. პროკურორის კითხვაზე: ჰქონდა თუ არა ასეთს ადგილი? მოწმე მა------------ე პასუხობს, რომ ,,არა, მასეთი რამ არ დაუნახავს. დაინახა, რომ გავარდა თოფი’’.

 

პროკურორის შეთავაზებაზე გაეკეთებინა დემონსტრირება თუ როგორ ეჭირა ზუ---ბს თოფი, მა------------ე აკეთებს დემონსტრირებას და სიტყვიერად აღწერს, რომ ,,ზუ---ბს მარცხენა ხელი ჰქონდა ცივილოზე, მარჯვენა ხელში ეჭირა ტარი, ჩახმახზე ჰქონდა თუ არა ხელი არ იცის. ლულა დაინახა ჩვეულებრივად შემოვიდა პირდაპირ ოთახში და წამიერად გავარდა’’. აღნიშნულით სრულდება პროკურორის მიერ მოწმის დაკითხვა.

 

დაკითხვას აგრძელებს დაცვის მხარე, კითხვაზე: როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვობიდან დღემდე ზუ---------------სთან და როგორ ახსნიდა იმ მომენტს, პოლიციაში მიცემული ჩვენებიდან, სადაც აღნიშნავს, რომ დამიზნებით ესროლა ზუ---ბმა ბა----ს, სწორია თუ არა ეს? მოწმე მა------------ე აცხადებს, რომ ,,ჰქონდა კარგი ურთიერთობა, სულერთი არ არის მისი ბედი. დამიზნებით არ უსვრია. სუფრასთან რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა, არც მიზეზი და საბაბი ჰქონია’’. მანვე განაცხადა, რომ თვითონ იჯდა ზუ-----ს გვერდით, მისგან მარცხნივ. ფანჯარა, საიდანაც დაინახა გასროლა, იქნებოდა 3-4 მეტრში. იჯდა კუთხეში და შიგნით რა ხდებოდა არ ჩანდა. გადაადგილებას ვერ ხედავდა.

 

ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სუ---თებზე, რომელიც გადაღებული იყო ბა---------–----ის მობილუ--- ტელეფონით ,,აიფონ 6-ით’’, მოწმე მიუთითებს, რომ სუ---თებზე გამოსახულია თვითონ, ზუ----- და ირ---–---------ძე. სუ---თი გადაღებულია გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე. კითხვაზე: სუ---თის გადაღების დროს შეეძლო თუ არა დაენახა იმ ადგილიდან თოფის ლულა როგორ გამოყო, რა ტრაექტორიით ისროლა ზუ---------------მ? მა------------ე პასუხობს, რომ არ შეეძლო დაენახა. შიგნით რა მოხდა არ იცის, რა ვითარებაში მოხდა გასროლა არ იცის, იცის რომ ბა---- გარდაიცვალა.

 

ადვოკატმა წარადგინა სუ---თი საქმიდან (ს.ფ. 314) და კითხვაზე: ,,ამბობთ, რომ გასროლა მიმართული იყო ბა----ს მიმართ, იცნობთ თუ არა სუ---თზე გამოსახულ პიროვნებს? მა------------ე პასუხობს, რომ იცნობს. გამოსახულია ელ-------ი, შა-–-ა და ბა----. ადვოკატის კითხვაზე: საიდან დაასკვნა, რომ გასროლა ბა----ს მიმართ იყო მიმართული და არა შა-–--------–--ძის მიმართ და ჰქონდა თუ არა მას (მა------------ეს) ამის გათვლის მიზეზი და საშუალება და თუ მიხვდა ვის ესროდა ზუ-----? მა------------ემ უპასუხა, რომ არ იცოდა რომელს მოხდებოდა. არ იცის დამიზნებით კონკრეტულად ბა----ს მიმართ იყო გასროლა თუ არა. გასროლის დროს ზუ-----ს ვიზუალი გასროლის ადგილიდან არ დაუნახავს. ზუ---ბთან ერთად გავიდა შვილი - ვა---. ვა--- სად წავიდა არ დაუნახავს. გასროლის დროს ვა--- იყო თუ არა ზუ---ბთან არ დაუნახავს, არ დაუნახავს გასროლის შემდეგ მეუღლემ ზუ---ბს თოფი როდის გამოართვა. მეუღლე იჯდა კარებთან. გასროლის შემდეგ ყუ---დღება ბა----ზე იყო გადატანილი. ბა----ს არ დაუყვირია. გასროლის დროს ბა---- იჯდა სკამზე, გადავარდა უკან. მივარდი ბა----ს,ზუ-----ს მეუღლე თი------ი წამოხტა სკამიდან და შევარდა ოთახში. ზუ---ბს არ შეეზლო მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ადამიანი მოეკლა’’.

 

პროკურორის კითხვაზე: - ,,დაინახეთ როგორ მივარდა მას თი------ი და წაართვა თოფი, ეხლა აღნიშნავთ, რომ არ დაგინახავთ, კონკრეტულად როგორ იყო? მა------------ე პასუხობს: დაინახა რომ შევარდა ოთახში. ის მომენტი არ დაუნახავს წაართვა თუ არა თოფი. მა------------ემ უარყო და აღნიშნა, რომ არ უთქვამს წაართვა თოფი, დაინახა რომ შევარდა თოფის წასართმევად, თოფის წართმევის მომენტი არ დაუნახავს’’.

 

პროკურორის კითხვაზე: - ,,აღნიშნეთ, რომ ვერ ხედავდით ზუ---ბს, გააკეთეთ დემონსტრირება თუ როგორ ეკავა თოფი, ეხლა ამბობთ რომ არ დაგინახავთ? მა------------ემ უპასუხა, რომ სახეზე არ დაუნახავს, ბნელი იყო ოთახში. განათება არ იყო გაყვანილი, რომელ ოთახშიც მუშაობდნენ’’.

 

პროკურორის მიერ წარმოდგენილ სუ---თებზე და კითხვაზე: ,,თუ საიდან მოდის განათება? მა------------ემ განმარტა, რომ განათება იყო იქ, სადაც იჯდნენ. ასევე დაადასტუ---, რომ სუ---თზე გამოსახული ფანჯარაც იყო განათებული, მაგრამ ვერ დაინახა, რადგან სინათლე ურტყამდა თვალებში. საუბარში მა------------ე აღნიშნავს, რომ მისთვის იარაღის დამიზნება ნიშნავს მხარზე მიდებას. სწორი მიმართულებით გასროლა ხდება იარაღის მხარზე მიდებით. გასროლის დროს ბა----ს გვერდით იჯდა შა-–-ა, გასროლა იყო ბა----ს მიმართულებით. თოფის ლულა ეკავა ხელში, სახე არ დაუნახავს. ზუ----- შევიდა ოთახში ღვინის მოსატანად, ფანჯარასთან იყო ახლოს. გასროლა მოხდა ფანჯრიდან, ხელების მოძრაობას ვერ ხედავდა. თოფის ლულა იყო მიმართული ბა----სკენ, შა-–-ა და ბა---- იჯდა გვერდი-გვერდ. მარჯვნივ შა-–-ა და მარცხნივ ბა----. გასროლა მოხდა ბა----ს მიმართულებით’’.

 

ადვოკატის კითხვაზე: - ,,დაინახა თუ არა ლულა გამოშვერილი ფანჯრიდან, მა------------ე პასუხობს: ლულა დაინახა, მაგრამ ფანჯრიდან გამოშვერილი არა, თვალი მოკრა წამიერად. ლულა კედლიდან გამოშვერილი არ დაუნახავს. არ იცის ბა----ს მიმართ მოხდა გასროლა თუ შა-–-ას მიმართ’’.

 

პროკურორის კითხვაზე: ,,კონკრეტულად ლულა გამოწეული იყო თუ არ იყო, როგორ ეკავა ხელში, როგორ ახსნით? მა------------ე პასუხობს: ლულა დაინახა ფანჯრიდან, ლულა იყო ფანჯრის სწორად. ბა---- ფანჯრიდან დაშორებული იყო 5-6 მეტრი’’. მანვე განაცხადა, რომ მისგან ფანჯარა დაშორებული იყო 3-4 მეტრით. საფანტი იშლება 3-4 მეტრში და შესაძლებელია გამიზნული გასროლისას გაიგო მოხდა თუ არა მოქალაქეს. ამ მომენტში ვის მიმართ იყო გასროლა არ იცის. ბა---- და შა-–-ა იჯდნენ გვერდი-გვერდ. შედეგის მიხედვით გამიზნული გასროლა იყო ბა----ს მიმართ.

 

ადვოკატის კითხვაზე: ზუ---------------მ განზრახ მოკლა თუ არა ბა----? მა------------ე პასუხობს, რომ არ იცის.

 

პროკურორის კითხვაზე: ზუ---------------მ ბა---- განზრახ მოკლა თუ არა? მა------------ე პასუხობს, არა, განზრახ არ მოუკლავს. არ იყო ის კაცი, რომ განზრახ მოეკლა. თოფი გაუარდა შემთხვევით, დაკეცვის დროს.

 

საუბრის დასასრულს 01:20:08 საათზე მოსამართლე აზუსტებს მა------------ის განათლებას: აქვს თუ არა გავლილი სკოლის სრული კურსი, რაზედაც მა------------ პასუხობს რომ აქვს 8 კლასი.

 

აღნიშნულით სრულდება მა------------ის ჩვენების ჩანაწერი, რის შემდეგაც DVD - R დისკი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა (იხ. ტომი I, ს. ფ 38-86, 213-21-/.

 

3.7. მა------------ის ბრალდებულის სახით 13.02.20-- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მა------------ემ დაადასტუ--- ზუ---------------ს ბრალდების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, 14.08.201- წლის და 15.08.201- წლის მოწმის სახით დაკითხვის ოქმებში მითითებული გარემობები და აღნიშნა, რომ 201- წლის 14-15 აგვისტოს მოწმის სახით დაკითხვის დროს გაფრთხილებული იყო ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რის შემდეგაც მისი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე განაცხადა, რომ 201- წლის 14 სექტემბრის, 02:30 საათზე როცა სუფრიდან წამოდგა ელ-------ი და გარეთ გავიდა, მას გაჰყვა მისახმარებლად უჩ----------ძე, ზუ---ც ადგა ფეხზე თავის შვილთან ვა---სთან ერთად და შევიდნენ სახლში ღვინის ჩამოსასხმელად, ამ დროს მისგან ხელმარჯვნივ, ფანჯრიდან დაინახა, რომ ზუ---------------მ გადმოიღო ორლულიანი თოფი, რომელიც დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, თავიდან ეგონა ზუ---ბს ჰაერში უნდოდა გასროლა, მაგრამ, რომ დაუმიზნა ვერაფრის თქმა ვერ მოასწარო, მაშინვე ესროლა ზუ---ბმა ბა----ს და დაჭრა გულმკერდის არეში.

 

გამომძიებლის კითხვაზე: ,,რატომ მისცა სასამართლოს განსხვავებული ჩვენება და რა მოხდა სინამდვილეში?’’ მა------------ემ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დაიკითხა ზუ---------------ს მიმართ გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა ზუ---------------, რომელიც არის მისი ბავშვობის მეგობარი, თანასოფლელი და მისი შვილის ნათლიის მამა. ამ ფაქტმა მასზე იმოქმედა, შეეცოდა ზუ---------------, არ უნდოდა მისი ჩვენება გამხდარიყო ზუ---------------ს პატიმრობის საფუძველი, ამის გამო სასამართლო პროცესზე შეცვალა გამოძიების მსვლელობისას მიცემული ჩვენებები და აღნიშნა, რომ არ დაუნახავს თუ როგორ დაუმიზნა ზუ---------------მ ბა---------–----ეს, ასევე მისი ვარაუდი იყო, რომ ზუ---------------ს შემთხვევით გაუარდა თოფი.

 

მა------------ემ უარყო სასამართლო სხდომამდე და მის შემდეგაც, მის მიმართ იძულების, დაშინების, მუქარის ან სხვაგვარი უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი და განაცხადა, რომ ზუ--------------- ყოველგვარი შეკამათების, ჩხუბის და ან შეუ---ცხყოფის გარეშე შევიდა ოთახში და გადმოიღო თოფი, დაუმიზნა ბა----ს და ესროლა, რის გამოც ბა---- გარდაიცვალა. ზუ---------------ს თოფი ეჭირა ხელში, კერძოდ მარჯვენა ხელი ჰქონდა სასხლეტთან და მარცხენა ხელი კი ე.წ. ცივილოზე. თოფი იყო ორლულიანი, ჰორიზონტალუ---. აღნიშნული დაინახა წამიერად და წამიერად მოხდა გასროლა, ისე რომ ვერ იმოქმედა. არ იცის და ვერ ხვდება რატომ ესროლა ზუ---ბმა დამიზნებულად განზრახ ბა----ს თოფი და რატომ მოკლა. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ სასამართლო პროცესზე განზრახ მიცემულ ცრუ ჩვენებას, რაზედაც გამომძიებლის მიერ წინასწარ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობით. ადასტურებს, რომ გამოძიებისას 201- წლის 14, 15 აგვისტოს მიცემულ ჩვენებებშიასახული ინფორმაცია არის სიმართლე.

 

გამოკითხვის ოქმი შედგება სამი ფურცლისგან, რომლის თითოეულ გვერდზე მა------------ე ხელმოწერით ადასტურებს ოქმის სისწორეს (იხ. ტომი I, ს.ფ. 200-202).

 

3.8. 20-- წლის 14 თებერვალს, ადვოკატის მონაწილეობით, მა------------ემ ბრალდებულის სახით გამოკითხვის დროს დაადასტუ--- 20-- წლის 13 თებერვლის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

გამოკითხვის ოქმი შედგება ხუთი ფურცლისგან, რომლის თითოეულ გვერდზე მა------------ე ხელმოწერით ადასტურებს ოქმის სისწორეს. ოქმის ბოლოს გაკათებულია მინაწერი: ,,ოქმი დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს მ.მა------ე’’ (იხ. ტომი I, ს.ფ. 2-5-2-9).

 

3.9. მა-–-----–-–---–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის 10.02.20-- წლის ოქმით დასტურდება, მუშაობს შსს გუ---ის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 201- წლის 14 აგვისტოს შსს გუ---ის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ბა---------–----ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით. მითითებულ საქმეზე ძირითადად თვითონ აწარმოებდა გამოძიებას. გამოძების მიმდინარეობისას, მის მიერ 201- წლის 14 აგვისტოს დაკითხა მოწმე მა------------ე, რომელსაც დაკითხვის დაწყებამდე განემარტა მოწმის ყველა უფლება-მოვალეობანი, გაფრთხილებული იქნა ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. მა------------ემ თავისი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე განმარტა, რომ 201- წლის 13 აგვისტოს, ზუ---------------ს სახლში, სუფრასთან ყოფნის დროს,.... დაახლოებით 02:30 საათისათვის ელ-------ი გავიდა გარეთ, რომელსაც გაჰყვა უჩ----------ძე, ხოლო სუფრის სხვა წევრები სუფრასთან დარჩნენ და აგრძელებდნენ ქეიფს. ელ-------ის და უჩ-- გასვლისთანავე, ზუ------------ძე თავის შვილთან-ვა---სთან ერთად ადგა სუფრიდან და შევიდა სახლში. მა------------ემ მიუთითა, რომ სწორედ ამ დროს დაინახა ხელმარჯვნივ მდებარე ფანჯრიდან თუ როგორ გადმოიღო ორლულიანი თოფი ზუ---------------მ, როგორ დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, რის შედეგადაც ბა---- დაჭრა გულმკერდის არეში. გასროლის შემდეგ ზუ---------------ს თოფი წაართვა მისმა მეუღლემ - თინამ. მა------------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ზუ--------------- ყოველგვარი შეკამათების, ჩხუბის და შეუ---ცხყოფის გარეშე ადგა და შევიდა ოთახში, გადმოიღო ორლულიანი თოფი, ფანჯრიდან დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა. მოახდინა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ბა---------–----ე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დეტექტივ-გამომძიებლის განმარტებით, 201- წლის 15 აგვისტოს მოწმის სახით დამატებით დაკითხა მა------------ე, რომელმაც დაადასტუ--- პირველი დაკითხვის დროს მიცემული ჩვენების სისწორე და კვლავ განმარტა, რომ როდესაც ზუ----- შევიდა სახლში ღვინის ჩამოსასხმელად, მისგან ხელმარჯვნივ მდებარე ფანჯრიდან დაინახა თუ როგორ გადმოიღო ორ ლულიანი სანადირო თოფი ზუ---------------მ, დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა. მა------------ის დაკითხვის დროს მის მიმართ ჩვენების მიღების მიზნით მუქარას, დაშინებას, ძალადობას ან უკანონო დაპირებას ადგილი არ ჰქონია. მა------------ის მიერ მიცემული ჩვენებები დაფიქსირებულია 201- წლის 14 და 15 აგვისტოს დაკითხვის ოქმებში. მა------------ემ დაკითხვების შემდეგ თავად წაიკითხა დაკითხვის ოქმები, მათში რაიმე სახის შენიშვნა არ გაუკეთებია და ჩვენების სისწორე დაადასტუ--- ხელისმოწერით (იხ. ტომი I. ს.ფ. 1--19).

 

3.10. შა-–--------–--ძის მოწმის სახით გამოკითხვის 20.03.20-- წლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 201- წლის 13 აგვისტოს დილიდან ეხმარებოდა თანასოფლელს და მეგობარს ზუ---------------ს სახლში, სარემონტო სამუშაოებზე, ასევე ეხმარებოდნენ თანასოფლელები: ირ---–---------ძე, მა------------ე, ალ------------------ძე. საღამოს, ზუ-----ს მეუღლემ - თი------მა გაშალა სუფრა. დაახლოებით 2-:00 საათზე, ზუ---ბთან მოვიდნენ სტუმრები: უჩ----------ძე, ბა---------–----ე და ელ--------–---–----ძე, რომლებსაც სახლი მოასწავლა მა------------ემ. მაგიდა გაშლილი იყო სახლის პირველ სართულზე აივანზე. თვითონ, ბა---------–----ე, მა------------ე და უჩ----------ძე იჯდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ, სახით კედლისკენ და კარგად ხედავდნენ ფანჯარას. უჩ----------ძის გარდა ყველანი სვამდნენ ღვინოს, ხოლო ბა---- სვამდა არაყს. სუფრაზე რაიმე სახის კონფლიქტი, ან ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა. დაახლოებით 02:30 საათზე ელ--------–---–----ძე შეუძლოდ გახდა და გარეთ გავიდა, თან გაჰყვა უჩ----------ძე. სუფრასთან ყოფნისას, ზუ----- ადგა ღვინის გრაფინით ხელში, ღვინოს მოსატანად და აივნიდან შევიდა სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახში, რომლის ფანჯარაც ესაზღვრებოდა აივანს. ზუ---ბს ღვინის მოსატანად გაჰყვა თავისი შვილი- ვა---ც. მოულოდნელად დაინახა ზუ---ბმა ფანჯრიდან როგორ გამოიშვირა სანადირო ორლულიანი თოფი, დაუმიზნა ბა---------–----ეს და მოახდინა ერთი გასროლა. გასროლის შედეგად ბა---- მაშინვე გადავარდა სკამიდან და დავარდა ძირს.

 

გამოძიებლის კითხვაზე: სუფრის წევრების განლაგებიდან გამომდინარე, რომელ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა დაენახა ზუ---------------ს მიერ თოფის გასროლის მომენტი? მოწმე შა-–--------–--ძემ განაცხადა, რომ გასროლის ფაქტი გარკვევით დაინახა მან და მა------------ემ. დანარჩენები ზურგით ისხდნენ ფანჯრისკენ. პირადად დაინახა როგორ გადმოწია ფანჯრიდან ზუ---მ სანადირო თოფი და დაუმიზნა ბა----ს და ესროლა, რის შედეგადაც ბა---- გარდაიცვალა (იხ. ს.ფ. 2-5-2-7).

 

3.11. უჩ----------ძის მოწმის სახით გამოკითხვის 20-- წლის 13 თებერვლის ოქმში მითითებულია, რომ ზუ---------------ს მიერ თოფიდან გასროლის პროცესი უნდა დაენახათ ფანჯარასთან ყველაზე ახლოს მსხდომთ: მა------------ეს და შა-–--------–--ძეს, ვინაიდან დანარჩენები ზურგით ისხდნენ ფანჯრისკენ (იხ.ტომი I, ს.ფ. 204-207)

 

3.12. ანალოგიუ--- მოსაზრებას ანვითარებას ელ--------–---–----ძე მოწმის სახით გამოკითხვის 20-- წლის 13 თებერვლის ოქმში (იხ. ს.ფ. 208-210).

 

3.13. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 19 აპრილის განაჩენით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ბრალდებულ ზუ---------------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ზუ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ამასთანავე, განაჩენის 2.1.7. პუნქტში მითითებულია ,,სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მა------------ემ განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულ ზუ---------------ს და არის მისი მეგობარი. ასევე იცნობდა გარდაცვლილ ბა---------–----ეს, რომელიც გაიცნო ქო----–---ში მშენებლობაზე მუშაობის დროს. ბა---- გააცნეს მეგობრებმა უჩ----------ძემ და ელ--------–---–----ძემ. 201- წლის 13 აგვისტოს, მუშაობდა სარემონტო სამუშაოებზე ზუ---------------სთან სახლში, მასთან ერთად იყვნენ შა-–--------–--ძე, ირ---–---------ძე და ალ------------------ძე. საღამოს დაურეკა ელ-------მა და უთხრა რომ საქეიფოდ მიდიოდნენ მასთან. სტუმრებს, ელ--------–---–----ძეს, უჩ----------ძეს და ბა---------–----ეს, ალ-------რესთან ერთად, დახვდა გზაზე, სოფელ ნაღობილევში და წავიდნენ ზუ---------------სთან, სადაც სუფრა გაშლილი იყო და დასხდნენ სუფრასთან. სუფრა გაშლილი იყო სახლის პირველ სართულზე, სახლის მარცხენა მხარეს სადგომად დახურულ ადგილას. შესასვლელი მხრიდან მაგიდის თავში იჯდა ზუ-----, მისგან მარცხნივ თვითონ, შემდეგ ელ-------ი, შა-–-ა და ბა----. მისგან მარჯვენა მხარეს, ზუ-----, ზუ-----ს შვილი ვა---, ირ---–ი და ალ-------რე. სუფრასთან დაახლოებით 10 საათზე დასხდნენ. ზუ----- იყო თამადა. სუფრის წევრები სვამდნენ ღვინოს, ხოლო ბა---- არაყს. მხოლოდ უ-- და ზუ-----ს შვილი არ სვამდნენ. სუფრასთან არაფერი მომხდარა და დაახლოებით ორი ან ორსაათნახევარი ისხდნენ. ზუ----- ადგა ღვინის ჩამოსასხმელად, წაიღო გრაფინი და გავიდა სარდაფში. კერძოდ, ოთახში, რომელიც სარდაფად იყო გამოყენებული. სუფრის სხვა წევრები ისხდნენ მაგიდასთან, მხოლოდ ელ-------ი და უ-- იყვნენ გასულები, რადგან ღვინომ აწყინა ელ-------ს, ხოლო უ-- მას გაჰყვა. ჯერ უ-- და ელ-------ი გავიდნენ და შემდეგ ზუ----- წავიდა ღვინოს მოსატანად. მისივე ჩვენებით, პირველი ფანჯრიდან გავარდა თოფი, დაინახა, რომ ბა---- წაიქცა და უკანა მხარეს გადავარდა. დაინახა თოფის ლულა და სხვა არაფერი. თოფი ეკავა ზუ---ბს, თუმცა როგორ ეკავა არ იცის, რადგან მხოლოდ ლულა დაინახა. დაინახა რომ ლულა ქვევით იყო დაშვებული, თუმცა როგორ ეჭირა თოფი ზუ---ბს არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით ლულა ცოტა გამოწეული იყო მათი ოთახისკენ. გასროლის დროს ბა---- იჯდა. ბა---- გადავარდა, რადგან თოფიდან გასროლილი მოხვდა გულმკერდის არეში’’. ,,...ზუ---------------ს თოფი იყო ორპირა, ჰორიზონტალუ--- ლულებით. ზუ---ბთან ერთად ბევრჯერ წასულან სანადიროდ, დაახლოებით 5-6 წლის წინ. ზუ-----სგან იცოდა, რომ თოფი მორყეული იყო, ერთს რომ ისვრიდა, მეორე ლულიდანაც ვარდებოდა და თოფი არ ვარგოდა. ზუ---ბს ჩვეულებრივი სიმთვრალე ქონდა. მა------------ემ განმარტა, რომ ზუ-----ს მხრიდან თოფის დამიზნების ფაქტი არ დაუნახავს და დაინახა მხოლოდ თოფის ლულა. მისივე ჩვენებით ზუ---------------ს მარცხენა ხელი ეკავა ლულაზე, ხოლო მარჯვენა ხელით ეკავა თოფის ტარი, ჩახმახზე ქონდა თუ არა მოკიდებული ხელი ზუ---------------ს არ დაუნახავს. მა------------ემ პროკურორის კითხვაზე განაცხადა, რომ თოფის ლულა ოთახში წამიერად პირდაპირ შემოვიდა და იქვე გავარდა. სუფრაზე რამე კონფლიქტს კი ადგილი არ ქონდა. მისივე ჩვენებით, იმ ადგილიდან სადაც იჯდა, ფანჯარა 3-4 მეტრში იყო. მაგიდასთან იჯდა კუთხეში და შიგნით ოთახში რა ხდებოდა ზუსტად არ იცოდა. ტომი პირველი ს.ფ. 31--ზე მიუთითა, რომ სადაც სუ---თზე არის მოცემული, სწორედ იმ ადგილზე იჯდა მაგიდასთან. მა------------ემ განმარტა, რომ არ დაუნახავს ზუ---------------სათვის, მეუღლის მხრიდან, თოფის წართმევის მომენტი. მა------------ემ განმარტა, რომ ის ოთახი სადაც ზუ--------------- იმყოფებოდა არ იყო განათებული, რადგან სადაც სუფრა იყო იმ ოთახში არსებული სინათლე თვალში ანათებდა და კარგად ვერ ხედავდა მეორე ოთახში რა ხდებოდა, აღნიშნულის გამო ზუ-----ს სახე არ დაუნახავს. მისივე ჩვენებით, გასროლის მომენტში ბა----ს გვერდით შა-–-ა იჯდა და ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ. გასროლის დროს ზუ-----ს ხელები არ დაუნახავს, მხოლოდ თოფის ლულა დაინახა. მა------------ემ განმარტა, რომ ფანჯარაში თვითონ ზუ--------------- არ ჩანდა. მა------------ემ განმარტა, რომ ლულა დაინახა, მაგრამ არა ფანჯრიდან გამოშვერილი. მა------------ემ, პროკურორის კითხვაზე აღნიშნა, რომ როდესაც საუბრობდა ზუ---------------ს მიერ თოფის ლულის ფანჯრიდან გამოწევაზე შეეშალა და სურდა ეთქვა, რომ ფანჯრის სწორად იყო ლულა და არა გამოწეული. მა------------ემ პროკურორის კითხვაზე განმარტა, რომ ზუ---------------ს შემთხვევით გაუვარდა თოფი, დაკეცვის დროს, თუმცა ფანჯარასთან რატომ მივიდა ბრალდებული არ იცის’’.

 

სასამართლომ შეაფასა რა მა------------ის ჩვენება, განაჩენში მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა ,,მა------------ეს ჩვენებას, როგორც უტყუარ მტკიცებულებას, რადგან მა------------ემ დაკითხვის დროს განმარტა, რომ სინათლე ანათებდა თვალებში და კარგად ვერ ხედავდა იმ ოთახში, სადაც ზუ--------------- იდგა, რა ხდებოდა. მხედველობის შეზღუდვით არის სავარაუდოდ განპირობებული ის რომ მა------------ემ, მის მიერ თოფის ლულის დანახვის ფაქტი ურთიერთსაწინააღმდეგოდ განმარტა. კერძოდ, თავდაპირველად აღნიშნა, რომ დაინახა თოფის ლულა და სხვა არაფერი. შემდეგ განმარტა, რომ დაინახა ლულა, რომელიც ცოტა გამოწეული იყო მათი ოთახისკენ. მოგვიანებით მიუთითა, რომ თოფის ლულა ოთახში წამიერად პირდაპირ შევიდა, ასევე აღნიშნა, რომ ლულა დაინახა, მაგრამ არა ფანჯრიდან გამოშვერილი და მიუთითა, რომ ფანჯრის სწორად დაინახა ლულა. სასამართლომ არ გაიზიარა მა------------ის ჩვენება, რადგან ერთი მხრივ თავად მოწმე მიუთითებდა, რომ მხედველობის არე ქონდა შეზღუდული, სინათლე ანათებდა და ვერ ხედავდა კარგად. მეორე მხრივ ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მან სავარაუდოდ დაინახა.

 

3.14. ბრალდებულმა მა------------ემ, საქმის არსებითი განხილვის დროს უარყო დანაშაულის ჩადენის - ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი.

 

3.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.1-. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.18. სასამართლო ყუ---დღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

3.19. დადგენილია, რომ 201- წლის 27 ნოემბერს, ზუ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხვის დროს მა------------ემ სასამართლოში უარყო გამოძიების დროს 201- წლის 14 და 15 აგვისტოს მიცემული ჩვენებები იმ კუთხით, რომელიც შეეხებოდა ზუ---------------ს მიერ, ბა---------–----ის მიმართ სანადირო თოფიდან დამიზნებით განხორციელებულ გასროლას, განაცხადა, რომ ასეთი არ დაუნახავს და მიუთითა, რომ ზუ---------------ს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა.

 

3.20. სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მა------------ემ სასამართლოს მისცა თუ არა ცრუ ჩვენება. გამომძიებელ მა-–-----–-–---–---–-ს მიერ მა------------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ ...სუფრასთან ყოფნისას, იმ დროს, როცა ზუ--------------- შევიდა სახლში ღვინის ჩამოსასხმელად, მა------------ემ, მისგან ხელმარჯვნივ მდებარე ფანჯრიდან დაინახა თუ, როგორ გადმოიღო ორლულიანი სანადირო თოფი ზუ---------------მ, დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა.

 

3.21. სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტუ--- მხრივ გამოიხატება მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში. ქმედება ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ერთ - ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან. ინფორმაცია ცრუდ ითვლება თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ განზრახ არის დამახინჯებული ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის ობიექტუ---დ გადაწყვეტისთვის. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ცრუ“ ნიშნავს სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას და შესაბამისი ორგანოსთვის თუ პირისთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. პირის მიერ გადმოცემული ფაქტების სიცრუის დასადგენად საჭიროა გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების მოძიება. სისხლის სამართლის საქმეზე ეს შეიძლება იყოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ამსრულებლის როლი და ვინაობა, გარემოება, რომელიც განსაზღვრავს პირის საშიშროების ხასიათსა და ხარისხს, ზიანის ოდენობას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და სხვას.

 

3.2-. მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 19 აპრილის განაჩენში სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა ,,მა------------ეს ჩვენებას, როგორც უტყუარ მტკიცებულებას, რადგან მა------------ემ დაკითხვის დროს განმარტა, რომ სინათლე ანათებდა თვალებში და კარგად ვერ ხედავდა იმ ოთახში, სადაც ზუ--------------- იდგა, რა ხდებოდა. მხედველობის შეზღუდვით არის სავარაუდოდ განპირობებული ის რომ მა------------ემ, მის მიერ თოფის ლულის დანახვის ფაქტი ურთიერთსაწინააღმდეგოდ განმარტა. კერძოდ, თავდაპირველად აღნიშნა, რომ დაინახა თოფის ლულა და სხვა არაფერი. შემდეგ განმარტა, რომ დაინახა ლულა, რომელიც ცოტა გამოწეული იყო მათი ოთახისკენ. მოგვიანებით მიუთითა, რომ თოფის ლულა ოთახში წამიერად პირდაპირ შევიდა, ასევე აღნიშნა, რომ ლულა დაინახა, მაგრამ არა ფანჯრიდან გამოშვერილი და მიუთითა, რომ ფანჯრის სწორად დაინახა ლულა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მა------------ეს ჩვენებას, რადგან ერთი მხრივ თავად მოწმე მიუთითებს, რომ მხედველობის არე შეზღუდული ქონდა, სინათლე ანათებდა და ვერ ხედავდა კარგად. მეორე მხრივ ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მან სავარაუდოდ დაინახა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------ეს ჩვენება ეფუძნება ვარაუდებს და მოწმე ზუსტად ვერ აღწერს იმ გარემოებებს, მათ შორის შეზღუდული მხედველობის გამო, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში’’.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მა------------ის ჩვენება ვერ აკმაყოფილებდა მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს და იგი არ გამოდგებოდა ქმედების განზრახ ჩადენის დამადატურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ხსენებული განაჩენით დგინდება მა------------ის ჩვენების სიცრუე, რასაც სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ დაეყრდნო და იგი შეფასებული უნდა იქნეს როგორც ცრუ ჩვენება.

 

3.23. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, რომელზეც მა------------ემ მისცა ცრუ ჩვენება, ზუ---------------ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის - განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ტიპის და კატეგორიის დანაშაულის გახსნისათვის მნიშვნელოვანია მოწმეთა მიერ სამართალდამცავ ორგანოსთან თანამშრომლობა, რათა მოხდეს გამოძიების მიერ არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვება და ამ მტკიცებულბების საფუძველზე სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემობების ზუსტად დადგენა და შეფასება, რასაც მოცემულ შემთხვევში მა------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

3.24. სასამართლო ყუ---დღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მა------------ეს როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის სასამართლო განხილვისას, დაკითხვის წინ კანონის სრული დაცვით განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებული იქნა ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. მა------------ე სწორედ ამ მომენტიდან ითლება მოცემული დანაშაულის სუბიექტად.

 

3.25. ამდენად, სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, მა------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, საქმეზე ობიქტუ--- ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესების ხელყოფის მიზნით, 201- წლის 27 ნოემბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ზუ---------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით დაკითხულმა მა------------ემ, ბავშვობის მეგობრის და შვილის ნათლიის მამის - ზუ---------------სათვის ხელის დაფარებისა და პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით, სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ სასამართლოს წინაშე არ დაადასტუ---, 201- წლის 14 და 15 აგვისტოს დაკითხვის დროს მიცემული ჩვენება მასზედ, რომ ფანჯრიდან დაინახა ზუ---------------მ თუ როგორ გადმოიღო ორლულიანი სანადირო თოფი, თუ როგორ დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, რითაც მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ნაცვლად ამისა, მა------------ემ სასამართლოს განუცხადა, რომ არ დაუნახავს ზუ---------------ს მიერ ბა---------–----ის მიმართ სანადირო თოფიდან დამიზნებით განხორციელებული გასროლა და მიუთითა, რომ ზუ---------------ს შემთხვევით გაუვარდა სანადირო თოფი.

 

3.2-. დაცვის მხარის პოზიციის ანალიზი:

 

ბრალდებულმა მა------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა და----------–--ემ განმარტა, რომ არ ეთანხმება ბრალდებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველ დაკითხვაზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამოძიების ეტაპზე ჩვენება მიღებულია კანონის დარღვევით. ამასთან, მისი განმარტებით მა------------ე არ უარყოფდა ზუ---------------ს მიერ ბაჩაბა ბოლვაძის თოფიდან გასროლით მოსკვლის ფატს, თუმცა, დამიზნებით ესროლა თუ არა აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა საქმისათვის, რადგან არსებობს სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქმეზე, რომელიც არ დაფუძნებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჩვენებას, ეს იყო პრეიუდიცია, ამასთან დამცველი აცხადებს, რომ მა------------ეს ედავებიან საქმეზე ხელის შეშლაში, როცა ზუ---------------ს განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩადენაში ედებოდა ბრალი, რაც არ არის დადასტურებული. ამდენად ადვოკატს განმარტებით, ვინაიდან მა------------ემ წორედ სასამართლოს მისცა სწორი ჩვენება წადგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პირველ დაკითხვაზე მა------------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მისი დაკითხვა მოხდა კანონის დარღვევით არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით. 201- წლის 14 აგვისტოს მა------------ე დაიკითხა მოწმის სახით, მეორე დღეს - 15 აგვისტოს კვლავ განხორციელდა მისი დაკითხვა, რა დროსაც მა------------ემ მისცა 14 აგვისტოს მიცემული ჩვენების ანალოგიუ--- ჩვენება, დაადასტუ--- 14 აგვისტოს დაკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები. ორივე დაკითხვის ოქმის ყველა გვერდი ხელმოწერილია მა------------ის მიერ, ხოლო ოქმების ბოლოს გაკეთებულია მინაწერი: ,,ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს მ. მა------ე’’.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადვოკატის არგუმენტი, თითქოს მა------------ემ სასამართლოს მისცა სწორი ჩვენება გაზიარებული არ უნდა იქნას, რადგან მა------------ემ 201- წლის 27 ნოემბერს სასამართლოს მისცა, 201- წლის 14 და 15 აგვისტოს დაკითხვის ოქმებისაგან განსხვავებული ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, მა------------ემ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე, ზეპირ ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ დაუნახია ზუ---------------ს მხრიდან ბა---------–----ის მიმართულებით თოფიდან დამიზნებით გასროლის ფაქტი და რომ ზუ---------------ს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა მას მიცემული გამომძიებლისთვის 201- წლის 14 და 15 აგვისტოს დაკითხვისას. ამონარიდი 201- წლის 14 აგვისტოს დაკითხვის ოქმიდან (ს.ფ. 3-5) ,,... დაახლოებით იქნებოდა 02:30 საათი, რა დროსაც ელ-------ი წამოდგა, ბოდიში მოიხადა და გავიდა სუფრიდან გარეთ, მას გაყვა მისახმარებლად უჩ----------ძე, ხოლო დანარჩენი სუფრის წევრები დავრჩით ჩვეულებრივად, ელ-------ის და უჩ-- გასვლისთანავე ზუ--- ადგა ფეხზე თავის შვილთან ვა---სთან ერთად და შევიდნენ სახლში. ამ დროს, ჩემგან ხელმარჯვნივ ფანჯრიდან დავინახე, რომ ზუ---------------მ გადმოიღო ორ ლულიანი თოფი და დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, მე თავიდან მეგონა ზუ---ბს ჰაერში უნდოდა გასროლა მაგრამ რომ დაუმიზნა ვერ მოვასწარი ვერაფრის თქმა მაშინვე ესროლა ზუ---ბმა ბა----ს და ბა---- დაჭრა გულმკერდის არეში’’. ამონარიდი 201- წლის 15 აგვისტოს დაკითხვის ოქმიდან (ს.ფ. 6-8) ,,... დაახლოებით იქნებოდა 02:30 საათი რა დროსაც ელ-------ი წამოდგა, ბოდიში მოიხადა და გავიდა სუფრიდან გარეთ, ვინაიდან შეუძლოდ იყო, დაახლოებით 5-10 წამშივე მას გაყვა მისახმარებლად უჩ----------ძე. ამავე დროს წამოდგა ზუ--------------- და ღვინის გრაფინი აიღო ხელში და თქვა, რომ წავალ ღვინოს ჩამოვასხავო და მისი შვილიც ვა---ც გაყვა, ხოლო დანარჩენი სუფრის წევრები დავრჩით ჩვეულებრივად. დაახლოებით 40 წამის გასვლის შემდგომ, რაც ზუ----- შევიდა სახლში ღვინის ჩამოსასხმელად, ჩემგან ხელმარჯვნივ ფანჯრიდან დავინახე, რომ ზუ---------------მ გადმოიღო ორ ლულიანი სანადირო თოფი და დაუმიზნა ბა---------–----ეს და ესროლა, მე თავიდან მეგონა ზუ---ბს ჰაერში უნდოდა გასროლა მაგრამ რომ დაუმიზნა ვერ მოვასწარი ვერაფრის თქმა და მოქმედება, მაშინვე ესროლა ზუ---ბმა ბა----ს და ბა---- დაჭრა გულმკერდის არეში’’. მა------------ის 201- წლის 2-----------ს ზეპირ ჩვენებასა და 201- წლის 14 და 15 აგვისტოს დაკითხვის ოქმებში ასახულ ინფორმაციათა შორის განსხვავება გამოიკვეთა ამ ორი მტკიცებულების შინაარსის შედარებისას, რაც შეეხება საკითხს, თუ სად იცრუა მა------------ემ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სიცრუე გამოიკვეთა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში, ამ სიცრუეს მოწმობს ერთი მხრივ, გამოძიების ეტაპზე და მეორე მხრივ 20-- წლის 19 აპრილის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. გამოძიების ეტაპზე მა------------ემ მიუთითა ზუ---------------ს მიერ, ფანჯრიდან გადმოღებული ორლულიანი სანადირო თოფის ბა---------–----ისათვის დამიზნებისა და გასროლის განხორციელების შესახებ, ხოლო სასამართლოში უარყო აღნიშნული, განაცხადა, რომ ასეთი არ დაუნახია და აღნიშნა, რომ ზუ---------------ს შემთხვევით გაუვარდა სანადირო თოფი, სასამართლომ კი, განაჩენის დადგენისას მა------------ის ჩვენება არ მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად და არ გაიზიარა იგი, როგორც ქმედების განზრახ ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

3.27. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადვოკატი არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს ზუ---------------ს მიერ ბა---------–----ისათვის თოფის დამიზნებით გასროლა-არგასროლის ფაქტს და ამის საილუსტრაციოდ ანვითარებს ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიას, რითაც თავისივე პოზიციებთან მოდის წინააღმდეგობაში. ერთის მხრივ აცხადებს, რომ დამიზნებით ესროლა თუ არა - მა------------ე ვერ გააცნობიერებდა, რადგან წამიერად მოხდა ეს ყველაფერი, ხოლო მეორეს მხრივ, მიუთითებს, რომ არცერთ სასამართლო ინსტანციას არ მიუღია მხედველობაში მა------------ის ჩვენება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ზუ---------------ს მიმართ დადგენილ განაჩენში დეტალუ---დ არის გადმოცემული და სხვა მკიცებულებებთან ერთობლიობაში მიმოხილული მა------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომელიც სასამართლომ ცალკე გამოყო და შეაფასა. ამონარიდი განაჩენის 2.2.9 პუნქტიდან ,,ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიდან, მა------------ეს და შა-–--------–--ძეს უნდა დაედასტურებინათ ზუ---------------ს მიერ, გასროლის დროს თოფის ისეთ მდგომარებაში მომარჯვების ფაქტი, რაც ქმედების განზრახ ჩადენაზე მიუთითებდა’’, ხოლო მა------------ის ჩვენების შეფასების დროს სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სასამართლო ვერ გაიზიარებს მა------------ის ჩვენებას, რადგან ერთი მხრივ თავად მოწმე მიუთითებს, რომ მხედველობის არე შეზღუდული ქონდა, სინათლე ანათებდა და ვერ ხედავდა კარგად. მეორე მხრივ, ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მან სავარაუდოდ დაინახა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------------ეს ჩვენება ეფუძნება ვარაუდებს და მოწმე ზუსტად ვერ აღწერს იმ გარემოებებს, მათ შორის შეზღუდული მხედველობის გამო, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში, რის გამოც მა------------ის ჩვენება არ წარმოადგენს ქმედების განზრახ ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას’’. ის გარემოება, რომ სასამართლო არ დაეყრდნო და არ გაიზარა მა------------ის ჩვენება, როგორც უტყუარი მტკიცებულება, არ შეიძლება გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მა------------ეს არ მიუცია ცრუ ჩვენება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა არ ნიშნავს მოსამართლის მიერ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას ან ქმედების გადაკვალიფიცირებას ანდა ფაქტის დადგენის შეუძლებლობას. ეს ასე რომ იყოს, საერთოდ შეუძლებელი გახდება ცრუ ჩვენების მიწოდების დადგენა, რადგან ჩვენების სიცრუის დამადასტურებელი გარემოება არის განაჩენით დადგენილი ფაქტები. თუ სასამართლო ვერ მოახერხებს ფაქტების დადგენას ცრუ ჩვენების გამო, არ იარსებებს იმის დადასტურების მექანიზმი, რომ პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად იყო ცრუ. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუ ჩვენების მიცემა თავად წარმოადგენს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას განაჩენის შინაარსზე რაიმე გავლენის მოხდენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, განაჩენი არ დაყრდნობია მა------------ის ჩვენებას, რადგან მან სასამართლოს სხდომაზე ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები გააკეთა და მოწმის ჩვენება ვერ იქნებოდა განაჩენით დადგენილი ფაქტების საფუძველი. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა------------ის ჩვენება ეფუძნებოდა ვარაუდებს, არ იყო უტყუარი, არ წარმოადგენდა ქმედების განზრახ ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას და დაეყრდნო სხვა მასალების ერთობლიობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მა------------ის ჩვენებამ სასამართლოს შეუქმნა დაბრკოლება, დაედგინა ის გარემოებები, რომელთა დასადასტურებლადაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში, რითაც შეუშალა ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

3.28. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცრუ ჩვენების მიცემისათვის, რომლის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირები, რომლებიც ვალდებული არიან ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების განხორციელებას, თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ართულებენ საქმის ობიექტურ განხილვას და ხელს უშლიან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. დანაშაულის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები. დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად მიიჩნევა ერთ-ერთი ცრუ ჩვენების მიცემის მომენტიდან. შედეგის დადგომას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენება ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტუ---დ გადაწყვეტისათვის. არა აქვს მნიშვნელობა იმას ეს ჩვენება შეიცავს ბრალდებულის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ მონაცემებს. ცრუ ჩვენება შეიძლება ეხებოდეს საქმის ყველა მნიშვნელოვან გარემოებას, მაგ. დანაშაულის ფაქტს.

 

3.29. ცრუ ჩვენება არის აბსტრაქტული საფრთხის შემცველი დელიქტი, ვინაიდან ქმნის მართლსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის აბსტრაქტულ საფრთხეს და ისჯება იმის მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევში შეუშალა თუ არა ხელი ამ მოქმედებამ სასამართლოში ჭემარიტების დადგენას. ქმედების საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით კვალიფიკაციიისათვის აუცილებელი არ არის შედეგის (მართლსაჯულებისათვის ხელის შეშლა) დადგომა. ამაზე ცალსახად მიუთითებს მუხლის დისპოზიცია: ,,მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით...’’ აღნიშნული ჩანაწერით ნათელია, რომ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა გამოიხატება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა ან/და ცრუ ჩვენების მიცემაში.

 

3.30. შედეგგარეშე დანაშაულის შემადგენლობათა შექმნისას კანონმდებელი ზოგადად გულისხმობს მოქმედების ან უმოქმედების აბსტრაქტულ საფრთხეს და ათავისუფლებს მოსამართლეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამ საფრთხის რეალუ---დ დადგომის დამტკიცების მოვალეობისაგან. სწორედ ამიტომ არის, რომ შედეგგარეშე დანაშაულის შემადგენლობა (მაგ. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლი) დამთავრებულად ითვლება კანონით აკრძალული ქმედების ჩადენის ან სავალდებულო მოქმედების შეუსრულებლობის მომენტიდან. ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როცა შედეგიანი დელიქტია ჩადენილი. შესაბამისად, დამატებით რაიმე შედეგზე აპელირება (მოცემულ შემთხვევაში, დამცვლის მოსაზრება სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არსებობაზე) ემსახურება მა------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დახსნის სურვილს და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.

 

3.31. ის ფაქტი, რომ მა------------ემ რეალობისაგან განსახვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, თავის მხრივ წარმოადგენს მართლსაჯულებისათვის ხელის შეშლას და არა აქვს მნიშვნელობა იმას, საქმეზე, რაზეც განხორციელდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რეალუ---დ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა, თუ გამამართლებელი. მოცემულ შემთხვევში მთავარი არის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, ამასა ხაზს უსვამს დანაშაულის ფორმალუ--- შემადგენლობა. ამდენად, დაცვის მხარის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი არგუმენტები არის მცდელობა, მა------------ემ თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა------------ის ქმედებაში იკვეთება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმდების როგორც ობიექტუ---, ისე სუბიექტუ--- შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც არ არსებობს წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულოდ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3.32. სასამართლო ყუ---დღებას ამახვილებს ცრუ ჩვენების მიცემის განზრახვაზე, კერძოდ, მა------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე 201- წლის 27 ნოემბერს მიცემული ჩვენებითა და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მა------------ის ბრალდებულის სახით 20-- წლის 13 და 14 თებერვლის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ზუ--------------- არის მისი ბავშვობის მეგობარი, თანასოფლელი და მისი შვილის ნათლიის მამა, სწორედ აღნიშნული ურთიერთობით იყო გამსჭვალული მა------------ის განზრახვა, ზუ---------------ს მიერ ბა---------–----ის მიმართულებით სანადირო თოფის დამიზნებით გასროლის ფაქტის დამა-–-ითა და ზუ---------------ს მიერ თოფის შემთხვევით გავარდნაზე აპელირებით, გამოერიცხა ზუ---------------ს მხრიდან ბა---------–----ის მკვლელობის განზრახვა.

 

3.33. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ცრუ ჩვენების მიცემა საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

 

3.34. უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებითა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 19 აპრილის განაჩენით ირკვევა, რომ მა------------ე მოწმის სახით დაიკითხა ზუ---------------ს მიმართ სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

 

3.35. ამდენად დადგენილია, რომ მა------------ემ მართლმსაჯულებას ხელი შეუშლა ცრუ ჩვენების მიცემით ზუ---------------ს ბრალდების საქმეზე, რომელსაც ბრალად ჰქონდა წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თუხთმეტ წლამდე ვადით.

 

3.36. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

3.37. დანაშაულის ობიექტუ--- შემადგენლობა გამოიხატება გამოსაკითხი პირის, ასევე დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში გამოძიების ან საქმის სასამართლოში განხილვის დროს.

 

3.38. დანაშაულის სუბიექტუ--- შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

3.39. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცრუ ჩვენების მიცემით ხელს უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, სურდა აღნიშნული ქმედების ჩადენა, რათა ბრალდებულ ზუ---------------ს შემსუბუქებოდა პასუხისმგებლობა.

 

3.40. სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია მა------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.5. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტუ---დ ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

4.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4.10. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

4.11. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალუ---დ მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტუ--- პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N730-3/01, პარაგრაფი N40).

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10-90/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

4.14. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4.15. ამდენად, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მა------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში (20-- წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. მა------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკუ--- პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალუ---, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მა------------ემ მართლმსჯალებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა იმ დანაშაულის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა - განზრახ მკვლელობა.

 

6.5. სასამართლო იზიარებს საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 201- წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციუ--- შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალუ--- მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

6.6. ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მიზანს (ზუ---------------სათვის ხელის დაფარებას და პასუხისმგებლობის შემსუბუქებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (სასამართლოსათვის სწორი ჩვენების მიცემის ვალდებულების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (სასამართლოსათვის მოწმის სახით დაკითხვისას განზრახ ცრუ ჩვენების მიცემა და ამით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი).

 

6.7. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მა------------ის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამკაცრდა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქცია გამკაცრდა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია. კერძოდ, სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილის 20-- წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე.

 

6.8. საქართველოს სიხსლის სამართლის კოდექსსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მინაზია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

6.9. მოცემულ შემთხვევში, სასამართლო ყუ---დღებას აქცევს დანაშაულის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ დანაშაულებრივი საქმიანობის განმეორების რისკებს.

 

6.10. ამდენად, მა------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც მა------------ეს უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370–ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ოზურგეთის რიონული სასამართლოდან გამოთხოვილი 2 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ინახება შსს გუ---ის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-2-0-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 271-274-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (20-- წლის 19 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებული მა------------ე დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატუ---ს სამსახურს.

 

3. მსჯავრდებულ მა------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 მარტიდან.

 

4. მსჯავრდებული მა------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 20-- წლის 13 თებერვლიდან 20-- წლის 16 თებერვლის ჩათვლით.

 

5. მსჯავრდებული მა------------ე შესახლებულ იქნას სპეციალუ--- პენიტენციუ--- სამსახუ---ს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

6. გაუქმდეს მა------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. მა------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 6000 (ექვსი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული მა------------ის პ/ნ 3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები) დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 2501.00 კვ.მ. მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სო----–------ა, საკადასტრო კოდით 2-.0-.2-.0-- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

7. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგი სახით:

 

7.1. ოზურგეთის რიონული სასამართლოდან გამოთხოვილი 2 ცალი DVD-R დისკი, რომელიც ინახება შსს გუ---ის პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

8. მსჯავრდებულ მა------------ეს დაუბრუნდეს ჩაბარებული პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე