განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
330100120003465569
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/556-20

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – დ----------------

ბრალდებულების – გ---------------ს, ს-----------–--ის და ჟ--------–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

გ------------------------ს, დაბადებულის - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თბილისი, რ------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------–---------------------------–--------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ჟ-------------------–------–----, დაბადებულის - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–----–----–-------------------------------–----------------------------–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ს---------–----------------–----- დაბადებულის - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–----–----–-------------------------------–----------------------------–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს - გ---------------ს, ჟ--------–--ეს და ს-----------–--ეს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს სამეწარემეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

გ---------------მ, ჟ--------–--ემ და ს-----------–--ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ---------------მ, ჟ--------–--ემ და ს-----------–--ემ 2014 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სხვადსხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდნენ ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას გ---------------, ჟ--------–--ე და ს-----------–--ე ეწეოდნენ გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდნენ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. კერძოდ: გ---------------ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 54 005 ლარი და 58 445 აშშ დოლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა შესაბამისი კურსით 72 910.19 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, გ---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2014-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 12 913.64 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ჟ--------–--ის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 16 096.50 ლარი და 29.000 აშშ დოლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა შესაბამისი კურსით 26.805.76 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, გ---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2014-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 5 023.25 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ს-----------–--ის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 16 080 ლარი და 26 145 აშშ დოლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა შესაბამისი კურსით 31.225.79 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ს-----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2014-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 5.691.64 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ჩადენილი ქმედებისათვის გ---------------, ჟ--------–--ე და ს-----------–--ე 2020 წლის 15 იანვრის დადგენილებით მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინათ ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულებმა: გ---------------მ, ჟ--------–--ემ და ს-----------–--ემ აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულების აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილები თანდართული სესხის ხელშეკრულებთან და ხელშეკრულების გაუქმების სანოტარო აქტებთან ერთად, ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების ოქმები, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წერილები, ეროვნული ბანკის წერილები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომარათვის წერილები, სპეციალური გამოკვლევათა და თემატური რევიზიის აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა: გ---------------მ, ჟ--------–--ემ და ს-----------–--ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 192 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

გ---------------ს, ჟ--------–--ის და ს-----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

გ---------------ს, ჟ--------–--ეს და ს-----------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს - გ---------------ს, ჟ--------–--ეს და ს-----------–--ეს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლებათ პირობით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

2. გ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გ---------------ს (პ--------------) საკუთრებაში არსებულ 35.83 კვ.მ. უძრავ ქონებას, მდებარე - თბილისი, რ--------------------; საკადასტრო კოდი: N 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ნაწილში.

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს გ---------------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - თ---–---------------–---------------------------–------------------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

4. ჟ--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

5. ს-----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

6. ჟ--------–--ისა და ს-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ჟ--------–--ისა (პ/ნ N-----------) და ს-----------–--ის (პ/ნ N-----------) კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, მდებარე - ქ-------–-------–----–----–----------------------------–------------------------------ში, საკადასტრო კოდით: 0----------------------- რომელიც დაყადაღებულია 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში, თითოეული ბრალდებულის მიმართ.

7. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს ჟ--------–--ისა და ს-----------–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - თ---–-------–----–----–-------------------------------–--------------------------- და მათვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროთ მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი