განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
010100119003290638
დავის ტიპი
126
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003290638

1-1212/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ა----------–---–-

 

ბრალდებული - ო----- გ-------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N 1-----------

 

ბრალდებული:ო----- გ-------

მამის სახელი: კ----–--

დაბადებული: 07.05.1---–--–---------–-------------------–------------–------------–--------------------------------------------------------------------------------–----–----------------------–---------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის 1 ნაწილით ნასამართლევმა, ნსვამ მდგომარეობაში მყოფმა ო----- გ-------მ, 2019 წლის 23 ოქტომბერს ღამის საათებში, ქ.ბათუმი, ლ----------------------------–-- სახეზე ხელების დაფარებით და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელჯოხის რამდენჯერმე დარტყმით, თავის ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით მძინარე მდგომარეობაში მყოფ დედას - ლ--- გ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც ლ--- გ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

2019 წლის 24 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ო----- გ------- დაკავებული იქნა 01 საათსა და 50 წუთზე ქ---------–---–-----------------------------------–- თავის საცხოვრებელ ბინაში. დაკავება მოხდა წინააღმდეგობის გარეშე. დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა მალხაზ პაქსაძემ და ირაკლი გობაძემ. დაკავების ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ზაზა იმნაძემ.

 

ბრალდებული დაკავების ოქმის სისწორე და მასში ასახული შინაარსი სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა მ--–--------------

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ჯ----–-–-–--–---- ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ო----- გ-------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. საქმეში არსებული მისი სახელით შედგენილი ოქმები ეკუთვნის მას და ოქმები სრულად ადასტურებენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ფაქტს, შინაარს და შედეგებს.

 

გარდა ზემოთ აღწერილი მტკიცებულებებისა ო----- გ------- მიერ ჩადენელი დანაშაული დადგენილია ასევე სხვა უდაო მტკიცებულებებისა.

 

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების ლ--- გ-------ს, ირაკლი გობაძის, ანა მედვედევას, მელანო ცენტერაძის, ნანული მამულაძის და მალხაზ პ------- გამოკითხვის ოქმენი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- გ-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ა“ ქვეპუნქტი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ო----- გ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

ო----- გ-------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ო----- გ-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ო----- გ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ო----- გ-------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ო----- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეუძლება გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი