განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4080-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ------ მ--------ს ძე ლ--–------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 5------, მცხოვრები: თ---–-------–------------------------------------------------–-
ადვოკატი - თ---------------–---
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 26 ივლისს, დილის საათებში, ქ.თ---–--–-, გ-–----ის მ--- მ/რ, კორპუსი #--, ბინა #--–-, თ------ ლ--–-----მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა დის ------ ლ--–------ს მიმართ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია----- ლ--–------ს ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, თ------ ლ--–------ დანის გამოყენებით----- ლ--–-----ს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის გამოც,----- ლ--–-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გაიქცა გარეთ, შეშინებულმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და განაცხადა, რომ ძმამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა. თ------ ლ--–------ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 26 ივლისს, დილის საათებში, ქ.თ---–--–-, გ-–----ის მ--- მ/რ, კორპუსი #--, ბინა #--–-, თ------ ლ--–-----მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა დის ------ ლ--–------ს მიმართ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია----- ლ--–------ს ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. პატრულ-ინსპექტორ - ლ--------–-–---–-ს ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 26 ივლისს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე მეწყვილესთან ვ----– მ------–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მისამართზე დახვდათ ბრალდებული თ------ ლ--–------ და მისი და----- ლ--–------, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა და აცხადებდა, რომ თ------ ლ--–-----მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მსხვერპლი ითხოვდა ბრალდებულის დაკავებას. უთითებდა საკუთარ ხელზე და აცხადებდა, რომ კონფლიქტის დაწყების პირველ ეპიზოდში ძმამ დაარტყა ხელზე, ხოლო შემდეგ მთელს სხეულზე, თავშიც. დაზარალებულს ეცვა მოკლემკლავიანი მაისური, მკლავზე ეტყობოდა სიწითლე და ნათითურების კვალი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დაზარალებულმა ექიმებს ვიზუალური დათვალიერების დროს დაუდასტურა იგივე ინფორმაცია რაც მიაწოდა სამართალდამცავებს. მოწმის ჩვენებით, პოლიციელების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედ-პერსონალის თანდასწრებით, თ------ ლ--–-----მა ფიზიკურად გაიწია დისკენ, პოლიციელებმა აღკვეთეს მისი მიახლოება დაზარალებულთან.
3.2. სასწრაფოს ექიმის შ-----------------ის ჩვენებით, შეტყობინების საფუძველზე ბრიგადასთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ბრიგადას სადარბაზოში დახვდა----- ლ--–------, რომელმაც განმარტა, რომ ძმამ თ------ ლ--–-----მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი თავის არეში. მსხვერპლი იტკიებდა თავს, მიეცა ტკივილგამაყუჩებელი და მსუბუქი დამამშვიდებელი. მსხვერპლი ითხოვდა თ------ ლ--–------ს დაკავებას, რადგან შიშობდა, რომ ძმას მისთვის შესაძლოა რამე დაეშავებინა. მას შემდეგ რაც პოლიციელებმა დაიწყეს დაკავება, ბრალდებული გაღიზიანდა და სცადა დაზარალებულთან მიახლოება, თუმცა პოლიციელებმა მყისიერად შეაკავეს.
3.3. სასწრაფოს ექიმის ს------- გ-------ის ჩვენებით, შეტყობინების საფუძველზე ბრიგადასთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მისამართზე სადარბაზოსთან დახვდათ აღელვებული და აკანკალებული დაზარალებული, რომელიც ამბობდა, რომ ძმამ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის დაფიქსირებას ოფიციალურ დოკუმენტში. მსხვერპლი განმარტავდა, რომ თ------ ლ--–-----მა, სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კეფაში დაარტყა ხელი. ბინაში ყოფნისას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც აგრესიული ბრალდებული გაიწია სავარაუდოდ დასარტყმელად, თუმცა პოლიციელებმა შეაკავეს. თ------ ლ--–------ დას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათი თანდასწრებითაც, შეაგინა დედის მისამართით.----- ლ--–-----ს მიეცა დამამშვიდებელი. მსხვერპლი ითხოვდა მოძალადის დაკავებას. მოწმის განმარტებით, სრულად ასახა სამედიცინო ბარათში----- ლ--–------ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
3.4. მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. სრულად დაეთანხმა წარდგენილი ბრალდების შინაარს და მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
3.5. თ------ ლ--–------ს მიერ 2019 წლის 26 ივლისს, ოჯახში ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს, გარდა გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, მოწმობს უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა: პოლიციელების ვ----– მ------–---–ის, გ---- კ------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, პაციენტის სამედიცინო #---- ბარათი, სადაც მითითებულია, რომ პაციენტი----- ლ--–------ არის ნაცემი, რის გამოც აქვს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კლინიკურ ანამნეზს ხელს აწერს----- ლ--–------, შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმი,----- ლ--–------ს მიერ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ამონარიდი ოქმიდან ,,... ქალის ხმა: ვიძახებ პატრულს, ძალიან გთხოვთ..., ...ქალის ხმა: კი, პატრული, პოლიციას ვიძახებ..., ...ოპერატორის ხმა: კარგით, რა ხდება, რა პრობლემაა? ქალის ხმა: ეპილეფსიანი, მეტაკება, მცემდა ეხლა და გამოვიქეცი... მოდით ნახეთ რა მდგომარეობაში ვარ (ტირის), ძლივს გამოვაღწიე სახლიდან, ძალიან გთხოვთ მალე მომხედოთ...“
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთად დამტკიცებულად მიიჩნია თ------ ლ--–------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ფიზიკური ძალადობა).
3.7.რაც შეეხება მუქარის ეპიზოდს, ამ ნაწილში, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, უდავო და სადავო მტკიცებულებათაგან არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ 2019 წლის 26 ივლისს, თ------ ლ--–------ დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სადავო და უდავო მტკიცებულებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ 2019 წლის 26 ივლისს, ქ.თ---–--–-, გ-–----ის მ--- მ/რ, კორპუსი #--, ბინა #--–-, თ------ ლ--–-----მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკური ძალადობა განახორციელა დის ------ ლ--–------ს მიმართ, რამაც გამოიწვია----- ლ--–------ს ფიზიკური ტკივილი. სწორედ ძალადობა გახდა საფუძველი დაზარალებულს სამართალდამცავი ორგანოსთვის მიემართა ,,112-ის“ საშუალებით და დახმარება მოეთხოვა.
4.2. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებებათა ერთობლიობის არარსებობის გამო, ვერ დადგინდა მუქარის მატერიალური ფაქტი. უდავო მტკიცებულების - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ბრალდებული მას არ დამუქრებია. სასამართლო განმარტავს, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, განსახილველ შემთხვევაში, გარდა თ------ ლ--–------ს აღიარებითი ჩვენებისა, განსხვავებით ფიზიკური ძალადობის ეპიზოდისა, მუქარის ნაწილში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის პოზიციასთან ერთობლიობაში დაადასტურებდა მუქარის მატერიალურ ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მუქარა არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან მათი გამოკვლევის შედეგად ვერ დადგინდა მუქარის შინაარსი, გამოხატვის ფორმა, შიშის აღქმის სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები, შესაბამისად გაჩნდა გონივრული ეჭვი ამ ეპიზოდში ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რაც გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
4.4.მუქარის ეპიზოდში ფაქტების უტყუარად დასადგენად, მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------ ლ--–------ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.6. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების და პრეიუდიციული ფაქტების ურთიერთანალიზით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა თ------ ლ--–-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. თ------ ლ--–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
5.2. თ------ ლ--–-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6.3. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - დანაშაულის აღიარებას. ასევე გათვალისწინებული იქნა ის ფაქტიც, რომ თ------ ლ--–-----ს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის დროს გაანალიზებული იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, იგი არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მე-2 ჯგუფი), ეპილეფსიით დაავადებული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. განსახილველი ბრალდება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თ------ ლ--–------ აღიარებს ჩადენილ ქმედებას, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ამდენად საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე - პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები, როგორც პირობა დადებული სასჯელი, რათა დამნაშავე პირმა მომავალში აღარ ჩაიდინოს განზრახი დანაშაული და მასზე განხორციელდეს საპრობაციო კონტროლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ლ--–------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. თ------ ლ--–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 26 ივლისიდან - 2019 წლის 27 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა