განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5242-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------- გ---- ასული ს-----–------------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-------რს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–----------------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ---–---------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ბრალდებული - ა---------– გ---- ძე ს-----–--ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაბადებული 1--- წლის 1--------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-3ა მ/რაიონი, კორპ.#338, ბ--------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ---–---------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 28 სექტემბერს, მ------- ს-----–------------ემ ყოფილ რძალს-ა--------- ე--------ს, რომელთან ერთადაც წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობასა, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში და მოუჭირა ორივე ხელი ლოყებზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად ა--------- ე--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 28 სექტემბერს, საღამოს სათებში, ა---------– ს-----–--ემ ა--------- ე--------ს, რომელთან ერთადაც წარსულში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა ა--------- ე--------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულ - ა--------- ე-------ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- ე--------სთან. მ------- ს-----–------------ე ყოფილი დედამთილია, ხოლო ა---------– ს-----–--ე ყოფილი მეუღლის ბიძა. ი-----–- ე--------სთან ქორწინებაში ყოფნის დროს ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას მ------- ს-----–------------ესა და ა---------– ს-----–--ესთან. 2019 წლის 28 სექტემბერს, ყოფით პრობლემებზე დაწყებული კონფლიქტის დროს მ------- ს-----–------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში და მოუჭირა ორივე ხელი ლოყებზე. ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობის შემდეგ ა---------– ს-----–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ა--------- ე--------მ მუქარა რეალურად აღიქვა, რის გამოც გაიქცა სახლიდან, ეზოდან გამოსულს ა---------– ს-----–--ე ავტომანქანით დაედევნა და კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ა---------- ე--------ს შეეშინდა, რომ შესაძლოა ა---------– ს-----–--ეს მანქანა განზრახ დაეჯახებინა, მან მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დასახმარებლად დარეკა პოლიციაში. დაზარალებულის ჩვენებით ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას შეესწრო მისი მეგობარი მ--------------–---–ი.
2.2. დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულებმა მ------- ს-----–------------ემ და ა---------– ს-----–--ემ დანაშაული აღიარეს.
2.3.საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს გამოკვლევაზე.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთად დამტკიცებულად მიიჩნია მ------- ს-----–------------ის და ა---------– ს-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.5. უდავო მტკიცებულებით - მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 28 სექტემბერს, მეგობარს ა--------- ე--------ს ახლდა ყოფილი მეუღლის სახლში, რა დროსაც მისი თანდასწრებით მ------- ს-----–------------ემ დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,... მ------- ე-------- მივარდა ა---------ს, გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში და შემდეგ ორივე ხელი მოკიდა ლოყებზე და მოუჭირა..., ...ა--------- ეუბნებოდა მტკივა გამიშვი ხელიო და ცდილობდა გაეთავისუფლებინა თავი...“. მოწმე გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ ა---------– ს-----–--ე დაემუქრა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით, ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,...ა---------ს ა---------–ი ეუბნებოდა მოგკლავო, ჩვენ შეგვეშინდა, ა---------მ თქვა წამოდი გავიქცეთ, თორემ მართლა მომკლავსო, ჩვენ გამოვიქეცით და ეს რომ დაინახა ა---------–მა ჩაჯდა ავტომანქანაში და გამოგვეკიდა ავტომანქანით, ჩვენ გადავედით მოპირდაპირე მხარეს, ა---------–ი კი ავტომანქანით მოგვდევდა, თან აგინებდა ა---------ს, როდესაც ავტომანქანით მოგვიახლოვდა ა---------–ს ა---------მ უთხრა, პატრული მყავს გამოძახებული, ეს რომ გაიგონა ა---------–მა მოატრიალა ავტომანქანა და წავიდა...“
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დაზარალებულის ა--------- ე-------ის ზეპირი ჩვენებითა და მოწმე მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ასევე ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებითა და უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მ------- ს-----–------------ემ 2019 წლის 28 სექტემბერს, ყოფილ რძალზე ა--------- ე--------ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში და მოუჭირა ორივე ხელი ლოყებზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.2. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.3.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ზეპირი ჩვენებით, ბრალდებულის ა---------– ს-----–--ის მიერ დანაშაულის აღიარებით და უდავო მტკიცებულებით: მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით სასამართლო ადგენს, რომ ა---------– ს-----–--ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლებიან პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ წარსულში ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–- ე--------სთან, ცხოვრობდა მასთან ოჯახში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ მეუღლის დედა - მ------- ს-----–------------ე და მეუღლის ბიძა ა---------– ს-----–--ე და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. მტკიცებულებების ურთიერთანალიზით სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ------- ს-----–------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაული. ბრალდებულმა ა---------– ს-----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ------- ს-----–------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ა---------– ს-----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - დანაშაულის აღიარებას, გულწრფელ სინანულს, გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ ბრალდებულები წარსულში არასდროს ყოფილან კანონთან კონფლიქტში, მათ გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მათი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. განსახილველი ბრალდება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და წარსულში არასდროს ყოფილან კანონთან კონფლიქტში, დასახელებული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბრალდებულების საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც მიღწევადია სასჯელის მიზნები, ბრალდებულებს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- ს-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს მ------- ს-----–------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. ა---------– ს-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. გაუქმდეს ა---------– ს-----–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5.მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა