განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
050100120003511040
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100120003511040

საქმე N 1-79-20

განაჩენი

საქართველოს სახელით

06. 04. 2020 წელი ქ.ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე

 

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნი----------ძე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: გო------------–აძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N-------------

 

ბრალდებული: ქარ---–--------–----ნი

მამის სახელი: მ----------

დაბადებული: 1-.11.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივი მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ნ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილი

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2----–-–--------------, დაახლოებით 21:00 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოებით განწყენებულმა ქა-----–-------–----ნმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ქრ-----------–-----ს, კერძოდ ხელებით წვდა თმებში და დაქაჩა ძლიერად, ამასთან ხელები რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შემდეგაც ხელის თითები ჩაუყო პირში და უჭერდა ძლიერად. ქა-----–-------–----ნის ქმედების შედეგად ქრ-----------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

 

2----–-–-------------- წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ქა-----–-------–----ნის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე ქა-----–-------–----ნმა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან სადავოდ გახადა მხოლოდ დაზარალებულ ქრ-----------–-----ის გამოკითხვის ოქმი.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ქა-----–-------–----ნმა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქა-----–-------–----ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ქა-----–-------–----ნის ბრალეულობას - შეტყობინება, ქრ------------–------ს და და---------–------ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია, ქა-----–-------–----ნის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში. სასამართლო განმარტავს, რომ პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ქა-----–-------–----ნმა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ქა-----–-------–----ნი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ქა-----–-------–----ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ქართლოს კალიანმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს განცხადებით მომართა დაზარალებულმა ქრ-----------–-----მა და მიუთითა, რომ პატიობს შვილს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს მის მიმართ შემამსუბექებელი გარემობების გათვალისწინებით, კანონით განსაზღვრული შეღავათების გამოყენებას და მსუბუქი სასჯელის დანიშვნას.

 

ქა-----–-------–----ნის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე - თუ რა ხერხით ჩაიდინა ბრალდებულმა ქა-----–-------–----ნმა დანაშაული, მან ხანდაზმული ასაკის დედას - ქრ-----------–-----ს ჯერ წვდა თმებში, შემდეგ ხელები დაარტყა თავსა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ბოლოს კი, ხელის თითები ჩაუყო პირში და მოუჭირა. საქმეში არსებული და მხრეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქრ-----------–-----ს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების, სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ამდენად, ქა-----–-------–----ნს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ქა-----–-------–----ნს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესების დაცვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ქა-----–-------–----ნი 2----–-–------------------- გასამართლებული იქნა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მიერ განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით), რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით და ჯარიმის 2000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------- წერილით ირკვევა, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–------------------- განაჩენზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ქა-----–-------–----ნს დაეკისრა ჯარიმის თანხის - 2000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დაკისრებული ჯარიმის თანხა - 2000 ლარი არ არის გადახდილი, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში, წინათ განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლევმა ქა-----–-------–----ნმა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ანუ სახეზეა დანაშაულის რეციდივი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ განზარახი დანაშაულებისათვის ნასამართლევ ქა-----–-------–----ნს არა აქვს გადახდილი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის თანხა და მას კვლავ ბრალად ედება განზრახი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას ქა-----–-------–----ნის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ კა-----–-------–----ნს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რასაც აღიარებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნახევარი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ქა-----–-------–----ნის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა და მას, საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის შთანთქმის პრინციპის საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქა-----–-------–----ნი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 ( ექვსი) თვის ვადით. დანიშნული ძირითადი სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ქა-----–-------–----ნის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 120-ე და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ქა-----–-------–----ნს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 ( ექვსი) თვის ვადით. დანიშნული ძირითადი სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ ქა-----–-------–----ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20---–-–---------------------------------

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე