განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
130100120003436731
დავის ტიპი
126 1
თარიღი
10.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/8-20

№ 027161219003

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11.03. 2020 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ---------------------------–--ლი, დაბადებული 09.08.1959 წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილი.

 

ბრალდებული - გ--–----–-----------------------ძე, დაბადებული 09.05.1961 წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 01022006814, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ადვოკატები: მ------------–-–--ლი, ლ---------------ლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

დ-------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში, გ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სესხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, დ-------------–---–მა ცემის გზით ჩაიდინა ძალადობა გ--–-----------ძის მიმართ. კერძოდ: სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ე.ი. დ-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. დ-------------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: დ-------------–---–ის, ლ------------ძის და გ--–-----------ძის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულ გ--–-----------ძის გამოკითხვის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. გ--–-----------ძემ ჩაიდინა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში, გ--–-----------ძის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სესხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, გ--–-----------ძემ ცემის გზით ჩაიდინა ძალადობა დ-------------–---–ის მიმართ, კერძოდ: სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ე.ი. გ--–-----------ძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4.1. გ--–-----------ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: დ-------------–---–ის, ლ------------ძის და გ--–-----------ძის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულ დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია დ-------------–---–ის და გ--–-----------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად სს პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ დ-------------–---–ს.

გ--–-----------ძემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად სს პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ--–-----------ძეს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

5.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

გ--–-----------ძემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი იგი დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

გ--–-----------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

7.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულთა პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობენ და განიცდიან ჩანადენის გამო და დაზარალებულთა პოზიციას.

 

7.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ-------------–---–ის და გ--–-----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა შეეფარდოთ პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი)თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლებს საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გ--–-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი)თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლებს საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

4. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ--–-----------ძის მიმართ მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. გაუქმდეს დ-------------–---–ის და გ--–-----------ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი