განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-124-2019
(03817061-002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივლისი, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ვ--–----------------ე
ბრალდებული - გ-------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 199- წლის 1- დ--------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხ-–----ში, დ-----------------------–-ს ქუჩის №7----ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--ში, ი-----–------–---–ის ქუჩის №3--ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ-------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, გ-------------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
201- წლის 01 ივნისს 1- წლის ე-–-------–----ემ სოციალური ქსელის მეშვეობის გაიცნო გ-------------ე. 201- წლის 1------სს გ-------------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ე-–-------–----ეს და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. დაახლოებით 09:00 საათზე, ხ-–----ში, მ--------–---–ის ქუჩაზე, გ-------------ე „მ----------“-ს მარკის ავტომანქანით, რომელსაც იგი პარადად მართავდა და რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია “B--------”, შეხვდა ე-–-------–----ეს; ქალაქის სხვადასხვა უბნების მონახულების შემდეგ მივიდნენ ე.წ. „ზ------------“, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს. დასახელებულ ტერიტორიაზე გ-------------ემ ავტომანქანის უკანა სავარძელზე ე-–-------–----ესთან, მისივე თანხმობით, რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი.
1.2. გ-------------ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 03 ივლისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტის N0043-631- დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N00492111- დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N00494081- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N00688791- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ გ-------------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2019 წლის 03 ივლისს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ გ-------------ესა და ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---– შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2019 წლის 03 ივლისს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ბ----------------–---–მა ბრალდებულ გ-------------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც გ-------------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსი 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებული სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. შემდგომი კვლევის მიზნით აღებული ნიმუშები, ასევე 13 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერი, სიგარეტის კოლოფი და სიგარეტის ნამწვი უნდა განადგურდეს;
5.2. ავტომანქანა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
5.3. გიორგი პაპასკირსა და დაზარალებულ ე-–-------–----ეს უნდა დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი ტანსაცმელი.
5.4. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ გ-------------ეს შორის 2019 წლის 3 ივლისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
3. გ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;
5. დამატებითი სასჯელის სახით გ-------------ეს დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
6. შემდგომი კვლევის მიზნით აღებული ნიმუშები, ასევე 13 ცალი თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერი, სიგარეტის კოლოფი და სიგარეტის ნამწვი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
8. გიორგი პაპასკირსა და დაზარალებულ ე-–-------–----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კუთვნილი ტანსაცმელი;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი