განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/135-20 (011250120001)
საქმე 140100120003516692
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მარტი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებულ - მ--–---- ყ-------–---–ის (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ-------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ------------------------–-----------; მცხოვრები: გ--------–---------------------) დაუსწრებლად
ადვოკატი - მ------ ი------–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2020 წლის 25 იანვარს, ღამით, გ----–----–----------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მ--–---- ყ-------–---–მა 5 წლის შვილის - მ------ ყ-------–---–ის თანდასწრებით მეუღლეს - ე-–--- ყ-------–---–ს ორივე ხელი ჰკრა მხრებში და წააქცია, რის შედეგად ე-–--- ყ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ--–---- ყ-------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ე-–--- ყ-------–---–ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ--–---- ყ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ--–---- ყ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი - 15 და 5 წლის შვილი, ჰყავს ორი შვილიშვილიც, დაზარალებული შეურიგდა მას და პრეტენზია არ აქვს;
5.2. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელი არ არის მ--–---- ყ-------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–---- ყ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ მ--–---- ყ-------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2020 წლის 25 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ მ--–---- ყ-------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი