განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160100120003530404
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/92-20 13 აპრილი 2020 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019070220003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ბადრი პატარაია
ბრალდებული: ვ-–-------- ა-------ი
მამის სახელი : არმენ
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
გა--თლება : საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქN166
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, წმინდა ნინოს ქN128
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ვ-–-------- ა-------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N1-ში მდებარე კულტურისა და დასვენების პარკში, ვ-–-------- ა-------მა გოგონასთან ურთიერთოობის გამო მომხდარი შელაპარაკებისას ფეხი ერთხელ ჩაარტყა მარჯვენა მუხლის არეში ს----- ნ------------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამედიცინო ექსპერტიზის N001024220 დასკვნის თა--ხმად 1,2,3,4/. შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა #100, რეგისტრაციის # 3277-ის მონაცემებით ს----- ნ------------ს 07.02.20 წ სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ს----- ნ------------ის გამოითხვის ოქმით, 2020 წლის 07 თებერვლის ამოღების ოქმით, მოწმეების: პ----ა ა--------ის, ბ--–- ჩ-------ის, ა-–-------რე ა-------ის, მ------ ვ-------ის და ა-- მ--------ის გამოკითხვის ოქმებით, 2020 წლის 05 მარტის პირის ამოცნობის ოქმით, დადგენილია რომ ვ-–-------- ა-------მა გოგონასთან ურთიერთობის გამო მომხდარი შელაპარაკებისას ფეხი ერთხელ ჩაარტყა მარჯვენა მუხლის არეში ს----- ნ------------ს,რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ვ-–-------- ა-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თა--ხმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ვ-–-------- ა-------ის მიერ და--შაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ვ-–-------- ა-------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ს----- ნ------------ის გამოითხვის ოქმი, მოწმეების: პ----ა ა--------ის, ბ--–- ჩ-------ის, ა-–-------რე ა-------ის, მ------ ვ-------ის და ა-- მ--------ის გამოკითხვის ოქმები, 2020 წლის 05 მარტის პირის ამოცნობის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N001024220 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ვ-–-------- ა-------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგა--ც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაა--ლიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ვ-–-------- ა-------ის მიერ ინკრიმინირებული და--შაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა--ხმად, ,,გამამტყუნებელი გა--ჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ-–-------- ა-------მა ს----- ნ------------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა და--შაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს და--შაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი გა--ჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ და--შაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ და--შაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ-–-------- ა-------ი აღიარებს და ინანიებს და--შაულს, ითა--მშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის ადგილს.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ვ-–-------- ა-------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი და--შაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ-–-------- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ვ-–-------- ა-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ს----- ნ------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ს----- ნ------------ს
გა--ჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთა--ვე.
გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გა--ჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე