განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160140020003586166
საქმე #N 1/110-20
ბოლნისის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 აპრილი, 2020 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - სა-–---------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მა-----------------ვი
მამის სახელი : რა---
დაბადებული: 199--–-–--------------ლი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება : საშუალო
ოჯახური მდგომარეობა : დასაოჯახებელი
რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მარნეული---------–---------–--;
ადვოკატი - ანა------------ი
ბრალდებული: რა-------–---------ი
მამის სახელი : შა----–----
დაბადებული: 198--–-–------------ი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება : საშუალო
ოჯახური მდგომარეობა : დაოჯახებული
რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მარნეული---------–---------–--;
ადვოკატი - ელგუჯა გავაშელი
თარჯიმანი - ნა--–-------------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე: საჯარო
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საპროცესო შეთანხმების არსი
2018 წლის 24 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში მა-----------------ვს შელაპარაკება მოუვიდა რა-------–---------თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფეხი დაარტყა ბარძაყში მა-----------------ვს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 24 მარტს დაახლოებით 22:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოშირა-------–---------სა და მა-----------------ვს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, მა-----------------ვმა მუშტი დაარტყა სახის არეში რა-------–---------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
მტკიცებულებათა ერთობლიობა
მა-----------------ვის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, აგრეთვე ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების სამირ აბბასოვის, ვასიფ ნასიბოვის, სარხან ორუჯოვის, ელვინ ვალიევის, ელბრუს ზეინალოვის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დაკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა;
რა-------–---------ის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, აგრეთვე ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების სამირ აბბასოვის, ვასიფ ნასიბოვის, სარხან ორუჯოვის, ელვინ ვალიევის, ელბრუს ზეინალოვის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დაკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა;
საპროცესო ნორმათა დაცულობა
შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, აგრეთვე ის გარემოებები, რომ ბრალდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ნებაყოფლობით მიმართეს პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადეს ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით, საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე და სწრაფი მართლმსაჯულების მიზნით 2020 წლის 14 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და ბრალდებულების მა-----------------ვის და რა-------–---------ის წინასწარი თანხმობით ბრალდებულებსა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–---------–--ლს შორის, ზემდგომი პროკურორის წინასწარი წერილობითი თანხმობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმები.
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სა-–---------–--ლმა შუამდგომლობით მომართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ბრალდებულების მა-----------------ვისა და რა-------–---------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულების წერილობითი განცხადებები (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებულები და მათი ადვოკატები), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულებმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადეს, სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა სა-–---------–--ლმა, ბრალდებულებმა მა-----------------ვმა, რა-------–---------მა და მათმა ადვოკატებმა ელგუჯა გავაშელმა და ანა------------მა.
სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულებს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებთან დაკავშირებით უშუალოდ ბრალდებულისათვის შეკითხვების დასმის შედეგად, რომლებზედაც ბრალდებულმა ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხები გასცა, დარწმუნდა, რომ:
- საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
- საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს;
- ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
- ბრალდებულებს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
- ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ მათ ბრალი;
- ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იისინი აღიარებენ;
- ბრალდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
- ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან.
- ბრალდებულებისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
- ბრალდებულები სრულად ეთანხმებიან ბრალის აღიარების თაობაზე საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
- საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. სასამართლო სხდომაზე გარკვეული იქნა ყველა გარემოება და ბრალდებულები სრულად ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმებას, რომელიც უკავშირდება ბრალის აღიარებით სასჯელზე შეთანხმებას;
- ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
- ბრალდებულებს გაცნობიერებული აქვთ, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების პირობების შეცვლა, ამასთან, იისინი არ არიან შეზღუდული პროკურორისა და ადვოკატის პოზიციით, არც თავის მიერ გაცხადებული პოზიციით და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ დროს შეუძლიათ, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლომ გამოიკვლია, რომ ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს სრულად აქვთ გადაცემული საქმის მასალები, დაცვის მხარეს აგრეთვე გადაცემული აქვს საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სამართლებრივი შეფასება
საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი, კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე).
სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე ბრალდებულებისაგან დამარწმუნებელი პასუხები მიიღო.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები სწორია. საპროცესო შეთანხმებაში ასახული რომელიმე პირობა არ უზღუდავს ბრალდებულებს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებულების მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება, ამასთან, მათ არ შეზღუდვიათ უფლება, მიეღოთ იურიდიული დახმარება. ბრალდებულებს გააზრებული აქვთ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, მათ შორის ნასამართლობა და მათ გულწრფელად ნებაყოფლობითი თანხმობა განაცხადეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებენ ბრალს და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელის ზომაზე.
სასამრთლო აღნიშნავს, რომ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული რელევანტური გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
ამრიგად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სულისკვეთებასთან შეუთავსებელი არაა, როდესაც ბრალდებული საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე უარს ამბობს ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე (იხ. Kwiatkowska v. Italy, განაცხადი no. 52868/99, 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება). ამასთან, იმისათვის, რომ აღნიშნული ჩაითვალოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, იგი გამოხატული უნდა იყოს ცხადად და არაორაზროვნად, გაცნობიერებულად, მისი თავისუფალი ნების საფუძველზე (Colozza v. Italy, 1985 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები 90-91, აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. აგრეთვე Slavcho Kostov v. Bulgaria, პ. 17, 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება; Ruciński v. Poland, პ. 12, 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან (იხ. აგრეთვე Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10). პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა, აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება, დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, პ. 135). უფლებაზე უარის თქმა უნდა განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. ამასთან, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135-136, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება; Poitrimol v. France, პ. 31, 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება; Hermi v. Italy, პ. 73, 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება). საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი. სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების საჯარო სასამართლო სხდომაზე გარკვევა (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 92 და 95).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი სახელმწიფოს უტოვებს დისკრეციას, განსაზღვროს განაჩენის გასაჩივრების უფლების რეალიზების მოდალობები გასაჩივრების საფუძვლების ჩათვლით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დისკრეციის აღნიშნული ფარგლები ფართოა. აღნიშნული უფლება, როგორც წესი, ირღვევა მაშინ, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გასაჩივრების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ნებადართული სამი გამონაკლისიდან თუნდაც ერთ-ერთს არ ემთხვევა (იხ. Zaicevs v. Latvia, 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება პ. 53).
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 96, აღნიშნა, რომ რადგან ბრალდებული უარს ამბობს საქმის არსებით განხილვაზე, ჩვეულებრივი წესით განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების საშუალებებთან შედარებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე განაჩენის გასაჩივრების მექანიზმის შეზღუდულობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მოთხოვნებს (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 96).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–---------–--ლის შუამდგომლობები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე რჩება განხილვის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–---------–--ლის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ სა-–---------–--ლსა და ბრალდებულ მა-----------------ვს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. მა-----------------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელი ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - მა-----------------ვის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. დამტკიცდეს პროკურორ სა-–---------–--ლსა და ბრალდებულ რა-------–---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
6. რა-------–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
პროკურორს უფლება აქვს, თუ მსჯავრდებული დაარღვევს საპროცესო შეთანხმების პირობას, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: /დევი დევიძე/