გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1--04.---- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–-
სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე
მოსარჩელე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური,წარმომადგენელი - კ------ შ-------ე, მ---------–-–---–ი,მოპასუხე: შპს „ჰ----------------",წარმომადგენელი: ს--------------,დავის საგანი:. თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე შპს „ჰ----------------"-ს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1944,80 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მითითებით, 2--- წლის 1------------ს ,,ჰ----------------", დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში. ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №226 და 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე (ს--------------------–---–-- მაღაზია) ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 176.80 ლარი. შპს „ჰ----------------"-ს 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით ერიცხება დავალიანება 1944,80 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ჰ----------------"-ს, წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო 2--- წლის 1--------–ს გამართულ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 1------------ს ,,ჰ----------------" დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში. ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №226 და 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე (ს--------------------–---–-- მაღაზია) ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 176.80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს. ფ. 2-13);
-რეგისტრაციის აქტი (ს. ფ. 14)
-განცხადება (ს. ფ. 20)
3.1.2. შპს „ჰ----------------"-ს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით შეადგენს 1444,80 ლარს.
3.1.3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ შეადგენს 1444,80 ლარს. მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას მოპასუხემ გადაიხადა 500 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მხარეთა მიერ არ მითითებულა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს ერიცხება დასუფთავების მოსაკრებლის საფასური 1444,80 ლარი.
მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად და მოითხოვა მისი განაწილვადება, რასაც მოსარჩელის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“;
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის დ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 1------------ს ,,ჰ----------------", დარეგისტრირდა ადგილობრივი მოსაკრებლის გადამხდელად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურში. ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №226 და 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე (ს--------------------–---–-- მაღაზია) ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 176.80 ლარი.
,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 დადგენილების მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ბ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას; გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას; ე) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილება არეგულირებს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობას.
დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 და 2015 წლის 26 თებერვლის №68 დადგენილების შესაბამისად მოხდა დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე (ს--------------------–---–-- მაღაზია) სამუშაო ფართის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 176, 80 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს არაერთხელ ეცნობა გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა, დავალიანება სრულად არ დაუფარავს.
მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ შეადგენს 1444,80 ლარს. მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას მოპასუხემ გადაიხადა 500 ლარი, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს _ დისპოზიციურობას.
დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველი. რაც შეეხება მოპასუხის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ მიეცეს შესაძლებლობა თანხის ეტაპობრივად გადახდისა, რასაც მოსარჩელის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან სასამართლო მიიჩნევს რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია განაწილვადდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოპასუხეს თანხის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელე თავისი სარჩელით თანხის დაკისრებას მოითხოვდა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო თავისი ინიციატივით, ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო. ამასთან, გადაიხადა მოთხოვნის გარკვეული ნაწილი. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე შპს „ჰ----------------"-ს ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1444,80 ლარის გადახდა, რომელიც გადახდილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვისა;
2. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–-