განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2020
საქმის ნომერი
210100120003516485
დავის ტიპი
151
თარიღი
16.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003516485

saqme #1/46-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ -გ------- ნ----------,ბრალდებულ - ზ------ კ---–-–---–--,ადვოკატ - გ------- პ-----–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033280120001

 

ბრალდებულ ზ------ კ---–-–---–-- მიმართ

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი - 3----------

დაბადებული - 1-.--.1--- წელი

განათლება - ს-–----–-- გ------–---- მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული - ს----------- რაიონი, სოფელი გ-------–------, 2--ე I ჩიხი, №-

ფაქტობრივად მცხოვრები - ს----------- რაიონი, სოფელი გ-------–------, 2--ე I ჩიხი, №-

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ზ------ კ---–-–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 2020 წლის 28 იანვარს, დილის საათებში, დაახლოებით 09:30 საათზე, ს----------- რაიონის, სოფელ გ-------–------ში მდებარე კ---–-–---–---- საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ზ------ კ---–-–---–-- მუშტის მარცხენა ფეხში ძლიერი დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - მ------ დ---------–---–-- მიმართ, შემდგომ კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ წამებით მოკლავდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, მ------ დ---------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ესე იგი, ზ------ კ---–-–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ზ------ კ---–-–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------ კ---–-–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2020 წლის 17 მარტს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ------ კ---–-–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ კ---–-–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ კ---–-–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №221104 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება მ------ დ---------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ მ------ დ---------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - გ------- ო------–---–--, ნ-----–---- კ---–-–---–--, დ----- ბ------–---–--, ხ------- დ---------–---–--, შ--–-- ჯ------- და ვ----– მ------–---–-- გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ზ------ კ---–-–---–-- დაკავების ოქმი; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2020 წლის 30 იანვრის №000641920 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ზ------ კ---–-–---–-- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ზ------ კ---–-–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ზ------ კ---–-–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ზ------ კ---–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ------ კ---–-–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ნასამართლობის არ მქონეა, რეგისტრირებული არის სოციალურად დაცველი ოჯახების ერთაინ ბაზაში, ამპუტირებული აქვს ფეხი და შესაბამისად არის ინვალიდობის ჯგუფის მქონე. გარდა ამისა, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა პირველ რიგში მიზნად არ უნდა ისახავდეს კონკრეტული პიროვნების დასჯას და ამავდროულად, არ უნდა იყო მაპროვოცირებული მხართა შორის ურთიერთობის გამწვავებისა და ოჯახის რღვევისა. კერძოდ, გათვალისწინებულ უნდა იქნას ის გარემოება, რომ ბრალდებული შერიგებულია რა დაზარალებულთან და ორივე მხარეს აქვს სურვილი განაგრძონ ოჯახურ თანაცხოვრება, გამოყენებული სასჯელი არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი ოჯახის რღვევისა ან/და სხვა უარყოფითი შედეგის დადგომისა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ კ---–-–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ კ---–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

2. ზ------ კ---–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ კ---–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ------ კ---–-–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 28 იანვრიდან 2020 წლის 2 მარტის ჩათვლით.

 

5. გაუქმდეს ზ------ კ---–-–---–-- მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ს---------------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - მ------ დ---------–---–- (პირადი №3----------).

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ზ------ კ---–-–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ზ------ კ---–-–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი