გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2020
საქმის ნომერი
010210016001264615
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001264615

# 2-546/2016 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2016 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ლე--–------–--ე

წარმომადგენელი - და---------------ე

მოპასუხე - და----–---------ე

წარმომადგენელი - რო-–-------------ე, ნ-------------ე, მა-–----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. და----–---------ეს ლე--–------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 9600 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- მხარეებს შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რის საფუძველზეც მოპასუხე და----–---------ემ აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელეს გადაუხდიდა ქ. ბათუმში, ზუ-------------–--ის ქუჩა #-----ში მდებარე 12,07 კვ.მ. ფართის საფასურს, რაც აუდიტის შეფასებით შეადგენს 9600 ლარს.

- მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ თუ ფართს გაიფორმებდა საკუთრებაში, ან მას გადასცემდა მოსარჩელეს საკუთრებაში, ან გადაუხდიდა ფულად თანხას, რაც არ შეასრულა.

- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოთხოვნა ხანდზმული არ არის, რადგან მხარეებს შორის დადებულია პირობითი გარიგება და პირობის დადგომისას წარმოიშვა მოპასუხის ვალდებულება, შესაბამისად, პირობის დადგომისას წარმოეშვა მოსარჩელესაც მოთხოვნის უფლება.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

- წერილობითი შეთანხმება - ხელწერილი არ არის დაწერილი მოპასუხის მიერ და მასზე არც მისი ხელმოწერაა, შესაბამისად, და----–---------ეს არანაირი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ აუღია.

- აუდიტის დასკვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის მიერ არ მომხდარა სადავო ფართის დათვალიერება-შემოწმება, შესაბამისად შეფასებაც არის ზერელე.~

- სარჩელში მითითებულ სადავო ფართის მისამართზე - ქ. ბათუმი, ზუ-------------–--ის ქუჩა #----, და----–---------ეს საკუთრება არ გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, აღნიშნულ დავაზე სასამართლოს კანინიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობს, რომლითაც დავა და----–---------ის სასარგებლოდ გადაწყდა.

- სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითა, რაც არ გაუპროტესტებია მოსარჩელე მხარეს, თუმცა განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმული არაა.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლების განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. მოწმეები:

 

3.1. მოწმე ნადია ცეცხლაძემ აჩვენა, რომ დაახლოებით 3-4 წლის უკან და----–---------ემ დაუწერა ხელწერილი ლე--–------–--ეს 12,0 კვ.მ. ფართის სათავსოს მიმართ გარიგებაზე, ფართს კი ამ დროს ფლობდა ლე--–------–--ე. მხარეების მიერ ხელწერილის შედგენასა და მასზე ხელმოწერას თვითონ არ ესწრებოდა (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. მოწმე ნოდარ გოგოლიშვილმა აჩვენა, რომ ლე--–------–--ემ გაასხვისა გარაჟი 1997-2000 წლებში, და----–---------ის მამას - ბე–-----------ეს მიყიდა. ამის შემდეგ კი, 12,70 კვ.მ. ფართის დამხმარე სათავსო მიადგა ამ გარაჟს ლე--–------–--ემ, რაც და----–---------ემ მისგან იყიდა და ამაში 1500 აშშ დოლარი გადაუხადა დანიელის მამამ (იხ. სხდომის ოქმი).

 

4. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ სადავო ფართი 12,70 კვ.მ. სათავსო მოპასუხე და----–---------ემ პოლიციის მეშვეობით გამოათავისუფლებინა ლე--–------–--ეს და ამ ფართს ფლობს თვითონ - მოპასუხე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

 

4.1.2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი საკითხები:

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმება-ხელწერილი, რის საფუძველზეც მოპასუხე და----–---------ემ აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელეს გადაუხდიდა ქ. ბათუმში, ზუ-------------–--ის ქუჩა #-----ში მდებარე 12,07 კვ.მ. ფართის საფასურს, რაც აუდიტის შეფასებით შეადგენს 9600 ლარს, - როდის არის შედგენილი და შედგენილია თუ არა და----–---------ის მონაწილეობით და მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა მას. შესაბამისად, წარმოუშობს თუ არა აღნიშნული შეთანხმება-ხელწერილი მხარეებს უფლება-მოვალეობებს;

- ქ. ბათუმში, ზუ-------------–--ის ქუჩა #-----ში მდებარე 12,07 კვ.მ. ფართის სათავსოს სამართლებრივი მდგომარეობა მხარეთა შეთანხმება-ხელწერილის დადებამდე და მას შემდეგ, დღემდე.

- ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა;

მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რის საფუძველზეც მოპასუხე და----–---------ემ აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელეს გადაუხდიდა ქ. ბათუმში, ზუ-------------–--ის ქუჩა #-----ში მდებარე 12,07 კვ.მ. ფართის საფასურს, რაც აუდიტის შეფასებით შეადგენს 9600 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ თუ ფართს გაიფორმებდა საკუთრებაში, ან მას გადასცემდა მოსარჩელეს საკუთრებაში, ან გადაუხდიდა ფულად თანხას, რაც არ შეასრულა.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელეს, მიუთითებს, რომ წერილობითი შეთანხმება - ხელწერილი არ არის დაწერილი მოპასუხის მიერ და მასზე არც მისი ხელმოწერაა, შესაბამისად, და----–---------ეს არანაირი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ აუღია. ასევე, მოსარჩელის წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის მიერ არ მომხდარა სადავო ფართის დათვალიერება-შემოწმება, შესაბამისად შეფასებაც არის ზერელე. გარდა ამისა, სარჩელში მითითებულ სადავო ფართის მისამართზე - ქ. ბათუმი, ზუ-------------–--ის ქუჩა #----, და----–---------ეს საკუთრება არ გააჩნია და აღნიშნული ფართის გამო დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობს, რომლითაც დავა და----–---------ის სასარგებლოდ გადაწყდა.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითა, რაც არ გაუპროტესტებია მოსარჩელე მხარეს, თუმცა განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმული არაა.

 

4.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

4.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს მხარეთა განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა ზეპირად რა ითქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ სადავოობისას თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

 

შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება მოვალეობა დაამტკიცოს, თუ როდის იქნა ხელწერილი შედგენილი და რომ ხელწერილი ნამდვილად ეკუთვნის მოპასუხეს. ამასთან იგი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ სადავო სათავსოს ფართზე მას ჰქონდა მფლობელობა და დაუთმო მოპასუხეს გარკვეული პირობით და რომ ეს პირობა დადგა და წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ, და რომ არ გასულა მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა.

 

თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ სადავო სათავსოს ფართიდან გამომდინარე, მას მოსარცელის წინაშე ვალდებულება არ აუღია, რომ წარმოდგენილ ხელწერილზე მისი ხელმოწერა არაა.

 

4.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

4.2.5. მოსარჩელემ წარმოადგინა შეთანხმება-ხელწერილი, რის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ მოპასუხე და----–---------ემ აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელეს გადაუხდიდა ქ. ბათუმში, ზუ-------------–--ის ქუჩა #-----ში მდებარე 12,07 კვ.მ. ფართის საფასურს, რაც აუდიტის შეფასებით შეადგენს 9600 ლარს, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე, მიუთითებს რომ ხელწერილი მისი შედგენილი არაა და არც რაიმე ვალდებულება აუღია მოსარჩელის წინაშე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ წარმოდგენილი ხელწერილი უთარიღოა, არ არის მითითებული მისი შედგენის თარიღი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ქ. ბათუმში, ზუ-------------–--ის ქუჩა #-----ში მდებარე 12,07 კვ.მ. ფართის სათავსოს სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია-მტკიცებულებები სადავო შეთანხმება-ხელწერილის დადებამდე და მას შემდეგაც, დღემდე მდგომარეობით. უფრო მეტიც, იგი არც სარჩელში და არც სხდომაზე ამ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არ მიუთითებს. მოსარჩელემ არც კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნაზე იშუამდგომლა, რათა დაემტკიცებინა, რომ ხელწერილი მოპასუხეს ეკუთვნის, ანუ მოსარჩელემ თავისი საპროცესო მოვალეობები ვერ შეასრულა.

ამდენად, არ დგინდება, რომ ხელწერილი როდის იქნა შედგენილი და რომ ის ეკუთვნის მოპასუხეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- შეთანხმება-ხელწერილი;

- ახსნა-განმარტებები;

 

4.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილია:

- მოპასუხემ წარმოადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე #2/754-2013წ.). მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა ლე--–------–--ის სარჩელი ბმა ,,ე-------"-ისა და და----–---------ის მიმართ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და და----–---------ეზე ფართის საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბათუმში, ე---ს (ამჟამად ზუ-------------–--ის) ქ. #----ში მდებარე 24,70 კვ.მ. ფართი და----–---------ის მამას რი----–---------ეს საკუთრებაში გადაეცა უსასყიდლოდ 2004 წლის 10 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც და----–---------ემ მიიღო მემკვიდრეობით მამის გარდაცვალების შემდეგ. ამავე გადაწყვეტილებით უდავოდ იქნა დადგენილი, რომ ლე--–------–--ე ბმა ,,ე-------"-ის წევრად არ ირიცხება, მას საკუთრება გააჩნია ე---ს ქუჩა #----ში.

- მოპასუხემ ასევე წარმოადგინა ბმა ,,ე-------"-ის 2009 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმი, რომლის თანახმადაც დადასტურდა და----–---------ის მიერ საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქციის შედეგად მიმატებული 38 კვ.მ. ფართის ფლობის ფაქტი, რის შედეგადაც მას გაუხდია 60,3 კვ.მ. ფართი. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ წარმოადგინა მოსარჩელე ლე--–------–--ის ხელწერილი, რომლითაც იგი აღიარებს, რომ ჰქონდა დამხმარე სათავსო და 1800 აშშ დოლარად, რომელიც მიღებული აქვს, მიყიდა ბე–----------–--------------ეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ლე--–------–--ის ხელწერილი;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე #2/754-2013წ.);

- ბმა ,,ე-------"-ის 2009 წლის 24 დეკემბრის კრების ოქმი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ახსნა-განმარტებები;

 

4.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მწირად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია იმის დასადგენად, რომ მოპასუხემ მის წინაშე აღიარა ფულადი ვალდებულება. გამომდინარე აქედან, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც ვერ იმსჯელებს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს ფაქტობრივი საფუძვლებიც, რათა სასამართლომ იმსჯელოს სარჩელის სამარლებრივ საფუძვლებზეც.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

8.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წარმოდგენილი ხელწერილი უთარიღოა, არ არის მითითებული მისი შედგენის თარიღი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ქ. ბათუმში, ზუ-------------–--ის ქუჩა #-----ში მდებარე 12,07 კვ.მ. ფართის სათავსოს სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია-მტკიცებულებები სადავო შეთანხმება-ხელწერილის დადებამდე და მას შემდეგაც, დღემდე მდგომარეობით. უფრო მეტიც, იგი არც სარჩელში და არც სხდომაზე ამ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არ მიუთითებს. მოსარჩელემ არც კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნაზე იშუამდგომლა, რათა დაემტკიცებინა, რომ ხელწერილი მოპასუხეს ეკუთვნის, ანუ მოსარჩელემ თავისი საპროცესო მოვალეობები ვერ შეასრულა.

ამდენად, არ დგინდება, რომ ხელწერილი როდის იქნა შედგენილი და რომ ის ეკუთვნის მოპასუხეს.

 

სასამართლო განმეორებით მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომ დაემტკიცებინა, თუ როდის იქნა ხელწერილი შედგენილი და რომ ხელწერილი ნამდვილად ეკუთვნის მოპასუხეს. ამასთან იგი ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ სადავო სათავსოს ფართი მას ჰქონდა მფლობელობაში და დაუთმო მოპასუხეს გარკვეული პირობით და რომ ეს პირობა დადგა და წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ, და რომ არ გასულა მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა.

 

მოსარჩელემ თავის საპროცესო მოვალეობას თავი ვერ გაართვა, ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, უფრო მეტიც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიც კი იმდენად მწირია, რომ სასამართლო მოკლებულია საშუალებას, რათა იმსჯელოს სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებზე.

 

8.3. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

8.4. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, არ დგინდება რა მხარეთა შორის გარიგების დადება, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების აღება მოსარჩელის წინაშე, შესაბამისად, წინამდებარე დავას არ გააჩნია ფაქტობრივი და შესაბამისად სამართლებრივი საფუძვლებიც.

 

9. საპროცესო ხარჯები:

9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 288 ლარი, ასევე მოპასუხის მიერ გადახდილია იურიდიული მოსახურების საფასური 384 ლარი. საპროცესო ხარჯები სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით უნდა განაწილდეს მხარეებს შორის. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ეკისრება მისი გადახდა. აქედან გამომდინარე, გადახდილი აქვს რა წინასწარ სახელმწიფო ბაჟი, მას ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოპასუხეს იურიდიული მომსახურების საფასური.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლე--–------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. დაეკისროს მოსარჩელე ლე--–------–--ეს მოპასუხის და----–---------ის სასარგებლოდ მოპასუხის მიერ მიერ გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ანაზღაურება - 384 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე