განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
330100119002840939
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/533-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი Qქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ელენე გოგუაძე

სხდომის მდივანი ნინო ჩინჩალაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ--------------–-ა;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული – გ---------------ე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებულის: მ–--------------–----------------------------ა; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, გ-------–---–---------------------------------------

 

ადვოკატები - თ------------–-–---–ი, თ---------------ა;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. გ---------------ემ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, თ--------------ნ, თ---–----------ის ასასვლელთან, ურთიერთშელაპარაკებისას, გ------- ზარიძემ ზ---------–----–---–ს, მუშტი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში. დარტყმის შედეგად, ზ--------–----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. გ---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დაზარალებულმა ზ--------–----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს, იმყოფებოდა მამიდის დაკრძალვაზე, რის შემდეგაც ს-------–---–--------------ან მანქანით წავიდა თ----სკენ. საჭესთან მისი მეუღლე ე---------–---–ი იჯდა. ამ დროს მას აცნობეს, რომ მისი მამიდაშვილი ზ-----------ეც წამოსაყვანი იყო, რის გამოც მისი დალოდების მიზნით ისინი გაჩერდნენ თ--------------ნ, თ---–----------ის ასასვლელთან. მანქანაში ისხდნენ თვითონ, მისი მეუღლე ე---------–---–ი, მამიდა ნ-----------ე და ძმა ნ------–----–---–ი. მან მანქანაში სიგარეტის მოწევა დაიწყო, ხოლო სიგარეტის ცარიელი კოლოფი ფანჯრიდან გადააგდო, რაც შემთხვევით მოხვდა ქუჩაში ველოსიპედით გამვლელ მამაკაცს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა გ---------------ე. მან გ---------------ეს ბოდიში მოუხადა ამის გამო, თუმცა გ---------------ემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო იგი მანქანიდან გადმოვიდა და ზ-----ეს უთხრა, გაემეორებინა, რაც მას უწოდა. შელაპარაკებისას გ---------------ემ მას დაარტყა ხელი მარცხენა თვალის არეში და გაიქცა. მან დარტყმის შედეგად ტკივილი იგრძნო, გამოეკიდა გ---------------ეს და სამჯერ დაარტყა, რის შემდეგაც მისი ძმა ჩაუდგა მათ შუაში და შეაჩერა. იქვე სამარშუტო ტაქსით მოდიოდა ხ----------–---–ი, რომელმაც დაინახა ისინი და ჩამოვიდა სამარშუტოდან.

 

2.2. მოწმე ე---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ზ--------–----–---–ის მეუღლე. 2018 წლის 3 ნოემბერს იყო ზ--------–----–---–ის მამიდის დაკრძალვა. რესტორნიდან მისი მანქანით წამოვიდნენ თვითონ, ზ--------–----–---–ი, ზ-----ის ძმა ნ--- და მამიდა. მანქანა მარჯვენა საჭიანი იყო და თვითონ საჭესთან იჯდა, ხოლო ზ-----ი მის გვერდით. ისინი თ----ს ასახვევთან გაჩერდნენ ზ--------–----–---–ის მამიდაშვილის დალოდების მიზნით. მან გადააყენა მანქანა და ჩართო ავარიული ციმციმები. ზ--------–----–---–მა დაიწყო სიგარეტის მოწევა, ხოლო სიგარეტის ცარიელი კოლოფი გადააგდო ფანჯრიდან. გადაგდებული კოლოფი შემთხვევით მოხვდა მამაკაცს, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა გზაზე. მოგვიანებით გაარკვია, რომ ეს მამაკაცი იყო გ---------------ე. ზ--------–----–---–მა გ---------------ეს ბოდიში მოუხადა ამის გამო, თუმცა გ-------მ ზ-----ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ზ--------–----–---–ი გადავიდა მანქანიდან, მივიდა გ---------------ესთან და ჰკითხა რატომ მიაყენა შეურაცხყოფა, როცა მან ბოდიში მოუხადა. გ---------------ემ შელაპარაკებისას მუშტი გაარტყა ზ--------–----–---–ს. იგი ცდილობდა ზ-----ის შეკავებას და ეუბნებოდა გაეშვა გ---------------ე. გ---------------ე პროვოკაციულად იქცეოდა. მოჩხუბრებს ნ------–----–---–იც აშველებდა. შემდეგ ისინი შუქნიშნისკენ წავიდნენ და იქ რა მოხდა არ იცის. ინციდენტის ამოწურვისას ზ--------–----–---–ს თვალთან დაზიანება ეტყობოდა.

 

2.3. მოწმე ნ------–----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ზ--------–----–---–ი მისი ძმა არის. 2018 წლის 3 ნოემბერს იყო მისი მამიდის დაკრძალვა. დაკრძალვის შემდეგ დარბაზიდან ზ--------–----–---–ის მეუღლის ე---------–---–ის მანქანით ერთად წამოვიდნენ, თვითონ, ე---------–---–ი, ზ--------–----–---–ი და მისი მამიდა. საჭესთან ე---------–---–ი იჯდა მის გვერდით კი ზ--------–----–---–ი. ისინი თ----ს ტერიტორიაზე გაჩერდნენ მამიდაშვილის დალოდების მიზნით, რა დროსაც ზ--------–----–---–მა დაიწყო სიგარეტის მოწევა, ხოლო სიგარეტის ცარიელი კოლოფი გადააგდო ფანჯრიდან, რაც შემთხვევით მოხვდა ქუჩაში ველოსიპედით მოსიარულე გ---------------ეს. ზ--------–----–---–მა ბოდიში მოუხადა გ---------------ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა უწმაწური სიტყვებით მიმართა მას. ზ--------–----–---–მა უთხრა გ-------ს, მეუღლის თანდასწრებით რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო და გადავიდა მანქანიდან. გ---------------ესა და ზ--------–----–---–ს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც გ---------------ემ ზ-----ს მუშტი გაარტყა სახის არეში. თავის მხრივ ზ--------–----–---–მაც დაარტყა გ---------------ეს. ის და ე---------–---–ი აშველებდნენ მოჩხუბრებს. მან წამოიყვანა ზ--------–----–---–ი, ჩასვა მანქანაში და წამოვიდნენ სახლში. ზ-----ს თვალის არეში დაზიანება ეტყობოდა.

 

2.4. მოწმე ხ----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ზ--------–----–---–ი მისი ნათესავია. 2018 წლის 3 ნოემბერს იგი იმყოფებოდა ნათესავის დაკრძალვაზე, საიდანაც ზ--------–----–---–ი ოჯახთან ერთად პირველი წამოვიდა. როდესაც თვითონაც წამოვიდა მიკროავტობუსით, გზაში დაინახა, რომ ზ--------–----–---–ი ვიღაცას ეკამათებოდა. იგი მივიდა მათთან და იკითხა რა ხდებოდა, რაზეც ზ--------–----–---–მა უპასუხა, რომ მანქანიდან გადააგდო სიგარეტის ცარიელი კოლოფი, რაც შემთხვევით მოხვდა გამვლელს, რამაც გამოიწვია კომფლიქტი. ერთმანეთში ჩხუბობდნენ ზ--------–----–---–ი და გ---------------ე, ხოლო ზ-----ის მეუღლე და ძმა აშველებდნენ მათ. გ---------------ემ და ზ--------–----–---–მა ერთმანეთს დაარტყეს. ზ--------–----–---–ს დაზიანება ეტყობოდა თვალის არეში. ასევე გ---------------ესაც ეტყობოდა დაზიანება. მან ისინი გააშველა, რის შემდეგაც გ---------------ე დარჩა ადგილზე, ხოლო დანარჩენები წამოვიდნენ სახლებში.

 

2.5. მოწმე თ---–------–--------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის გ---------------ის მეგობარი. გ---------------ემ მას დაურეკა და უთხრა, რომ თ----ს ასახვევთან, თ---–----------ის ტერიტორიაზე უცხო პირები მასზე ძალადობდნენ და სცემდნენ. მან დაურეკა გ---------------ის დას ნ-------------ეს და ერთად მივიდნენ მითითებულ ადგილას, სადაც დახვდათ გ---------------ე, რომელსაც ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და მიათრევდა თავის ველოსიპედს, რომელიც დამტვრეული იყო. გ-------მ მათ მოუყვა, რომ უცხო პირებმა ჯერ სიგარეტის კოლოფი ესროლეს მას, შემდეგ კი სცემეს.

 

2.6. მოწმე გ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს შპს ,,ბ--–---ში“ მძღოლის პოზიციაზე. 2018 წლის 3 ნოემბერს მას შეკვეთა ჰქონდა, რომ გასვენების შემდეგ ვაზისუბნიდან მუხიანში გადაეყვანა მგზავრები მიკროავტობუსით. მგზავრები ნასვამები იყვნენ, გზაში, თ---–----------ის ასასვლელთან მგზავრებმა გააჩერებინეს მანქანა, რა დროსაც ორი მამაკაცი ჩავიდა ქვევით ახლობლის სანახავად. შემდეგ ისინი ხუთ წუთში დაბრუნდნენ და საუბრობდნენ, რომ რაღაც შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი სიგარეტის კოლოფის გადაგდების გამო.

 

2.7. მოწმეებმა ი--------------ემ, ი-–----------ემ, კ---------------ამ, დ---------–-----მა და ი-----–--------ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

2.8. 2019 წლის 11 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,მ------–-------------------------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1-----ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. გ---------------ეს კლინიკისთვის მიუმართავს 2018 წლის 3 ნოემბერს, 18:18 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: ცხვირის ზედაპირული ტრავმა.

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით დადგენილია, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, თ--------------ნ თ---–----------ის ასასვლელთან, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ--------–----–---–მა გ---------------ეს მუშტი დაარტყა ცხვირში. დარტყმის შედეგად გ---------------ე დაეცა, დაცემის შემდეგ მან სამჯერ კვლავ დაარტყა ფეხი სხეულის სხვადასხვა მიდამოში. შედეგად, გ---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.10. ბრალდებულმა გ---------------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

2.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, გ---------------ეს მიერ ზ--------–----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.14. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.15. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.16. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, თ--------------ნ, თ---–----------ის ასასვლელთან, გ---------------ესა და ზ--------–----–---–ს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება.

 

2.17. დაზარალებულმა ზ--------–----–---–მა ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა იმის შესახებ, რომ გ---------------ემ ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, ხელი დაარტყა თვალის არეში და გაიქცა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.18. გარდა დაზარალებულისა, ხელის დარტყმის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა ე---------–---–მა და ნ------–----–---–მა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გ---------------ემ ხელი დაარტყა ზ--------–----–---–ს, ხოლო ამ ინციდენტის ამოწურვისას ზ--------–----–---–ს თვალთან აღენიშნებოდა დაზიანება.

 

2.19. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების ხ----------–---–ის და გ---------------–---–ისა (რომლებმაც შეიტყეს ამ ინციდენტის შესახებ) და (გამომძიებლებისა და ექსპერტების) - ი--------------ის, ი-–----------ის, კ---------------ას, დ---------–-----ის და ი-----–--------ის ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 

2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.21. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

 

2.22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს გ---------------ის მსჯავრდებისათვის.

 

2.23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ზ--------–----–---–ი და მოწმეები ნ------–----–---–ი და ე---------–---–ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს გ---------------ის წინააღმდეგ.

 

2.24. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 17:15 საათზე, თ--------------ნ, თ---–----------ის ასასვლელთან, ურთიერთშელაპარაკებისას, გ---------------ემ ზ---------–----–---–ს, მუშტი ერთხელ დაარტყა მარცხენა თვალის მიდამოში. დარტყმის შედეგად, ზ--------–----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

 

3.5. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ გ---------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.

 

3.6. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.7. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ შემთხვევის დროს კომფლიქტი იყო ორმხრივი, რა დროსაც ზ--------–----–---–მაც იძალადა გ---------------ეზე, რის გამოც იგი გასამართლებული იქნა სასამართლოს მიერ.

 

5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, გ---------------ეს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება გ---------------ისთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

1) ერთი ცალი ლაზერული დისკი მასზე დატანილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

2) გ---------------ისგან ამოღებული გატეხილი ყურსასმენი (რომელიც ინახება შ-----–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში), - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ---------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე