განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
330100119003273170
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5294-19

N------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა------–----ე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი--------––-----ი, დაბადებული 1----–-–-----------–ს, ე------ მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: თბილისი, პ-–-------------–-------------------------------------–--

 

ადვოკატი - ს--------------–--,თარჯიმანი - ქ---------------–-–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 5 სექტმებრიდან 2019 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, ი--------––-----ი მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს, რომლებიც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას გამუდმებით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რაც თ-------------–---–ის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. 2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 29 სექტმებერს თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი მოუჭირა ორივე ხელზე, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებზე, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 5 ოქტომბერს, გამთენიისას, თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ესროლა მობილური ტელეფონი, რაც მოხვდა მარჯვენა იდაყვში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 5 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ი--------––-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ი--------––-----ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შეტყობინებას, პატაკს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, დაზარალებულ თ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: ლ--–--------–---–ის, დ------------–---–ის, ბ------------ის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდა სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ი--------––-----ის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ცემას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცა აღნიშნული შედეგის დადგომას ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი--------––-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 5 სექტმებრიდან 2019 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, ი--------––-----ი მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს, რომლებიც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას გამუდმებით, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და ახორციელებდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რაც თ-------------–---–ის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. 2019 წლის 5 სექტმებერს თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 29 სექტმებერს თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 2 ოქტომბერს, თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი მოუჭირა ორივე ხელზე, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებზე, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 5 ოქტომბერს, გამთენისაას, თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ესროლა მობილური ტელეფონი, რაც მოხვდა მარჯვენა იდაყვში, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს ფსიქიკური ტანჯვა. 2019 წლის 5 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, პ-–-------------–-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას ი--------––-----იმ მასთან მუდმივად მცხოვრებ თ-------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოწივია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ი--------––-----ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------––-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11.1 126-ე მუხლის 12 ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი--------––----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი--------––-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ი--------––-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილით სასჯელის სახით ითვალისწინებს, შინაპატიმრობას 1-იდან 2 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ ი--------––-----ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ი--------––-----ის აღიარება და სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ დაზარალებული შეურიგდა მეუღლეს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო ბრალდებული აღიარებს მომხდარ ფაქტს და ინანიებს, აღარ განმეორდება მსგავსი, არის სტუდენტი.

 

შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ი--------––-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა ასევე ითვალისწინებს, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად ბრალდებულს დაუნიშნავს სასჯელის თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი--------––-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

ი--------––-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ი--------––-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 5 ოქტომბრიდან 2019 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ი--------––-----ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

დისკი, რომელზეც ჩაწერილია შეტყობინება და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამო ცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე