განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2020
საქმის ნომერი
130100118002583755
დავის ტიპი
126 1
თარიღი
23.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/155-2018

№ 027200518001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ-------------------------ძე დაბადებული 1975 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ მ-----ში.

ადვოკატი - მ--------------–--ლი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი

 

ბრალდებული: ლ-–------------------ძე დაბადებული 1988 წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ მ-----ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

გ------------ძემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 მაისს გ-------------ე იმყოფებოდა ქ-----–ის რაიონის სოფელ მ-----ის საძოვრებზე, ამავე სოფლის მოსახლეობის პირუტყვის მოსავლელად. ამ დროს დაიღუპა სოფელ მ-----ის მკვიდრის გ------------ის ერთი სული ცხვარი, რამაც განაპირობა გ------------ესა და გ-------------ეს შორის კონფლიქტის წარმოშობა. აღნიშნულ ნიადაგზე, 2018 წლის 17 მაისს ქ-----–ის რაიონის სოფელ მ-----ში გ------------ძემ გ-------------ეს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ე.ი. გ------------ძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა გ------------ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ გ-------------ის გამოკითხვის ოქმს. მოწმეების: ხ-----------–-–--ლის, გ------------ის, ლ-–---------ძის, თ------–-–--ლის, ჯ-----------–-–--ლის, მ-------------ძის, ლ-----------ძის გამოკითხვის ოქმებს. გ-------------ის დაზიანების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 22 მაისის N 0-------- დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3.სასამართლომ დაადგინა:

 

3.1. ლ-–---------ძემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 მაისს გ-------------ე იმყოფებოდა ქაქრელის რაიონის სოფელ მ-----ის საძოვრებზე, ამავე სოფლის მოსახლეობის პირუტყვის მოსავლელად. ამ დროს დაიღუპა სოფელ მ-----ის მკვიდრის, გ------------ის ერთი სული ცხვარი, რამაც განაპირობა გ------------ესა და გ-------------ეს შორის კონფლიქტის წარმოშობა.

იმის გამო, რომ გ------------ის ოჯახი ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას და მოკლე დროში კონფლიქტი ვერ განიმუხტა, 2018 წლის 19 მაისს გ-------------ეს შეხვდა გ------------ის შვილი ლ-–---------ძე და ცემა რა გ-------------ე, მიაყენა მას სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ე.ი. ლ-–----------ძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4.1. სასამართლოს დასკვნა ლ-–----------ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ გ-------------ის გამოკითხვის ოქმს. მოწმეების: ხ-----------–-–--ლის, გ------------ის, გ------------ძის, მ-------------ძის, ლ-----------ძის გამოკითხვის ოქმებს. გ-------------ის დაზიანების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N 5003082618 დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია გ------------ძის და ლ-–---------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ------------ძემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. შესაბამისად სს პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის ეკისრება ბრალდებულ გ------------ძეს.

 

5.2. ლ-–---------ძემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის ეკისრება ბრალდებულ ლ-–---------ძეს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

5.4. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ------------ძემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ხოლო ლ-–---------ძემ ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი ისინი დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ბრალდებულ გ------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

6.2. ბრალდებულ ლ-–----------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

7.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულთა პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობენ და განიცდიან ჩანადენს.

 

7.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ როგორც ბრალდებულ გ------------ძის, ისე ბრალდებულ ლ-–---------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა შეეფარდოთ პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ------------ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გაუქმდეს გ------------ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

4. ლ-–---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

5. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლ-–---------ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. გაუქმდეს ლ-–---------ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი