განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2020
საქმის ნომერი
120100120003506729
დავის ტიპი
258 2
თარიღი
23.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3506729-1/051-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი 2020 წ--–- ქ.ა---––---

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - კ------- ლ---–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს------ მ----- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.1-.2--- წელს, პ/ნ 0---------7 რეგისტრირებული ა------ი, სოფელი ვ-------, ფაქტიურად მცხოვრები: ა------ი, სოფელი ვ-------;

 

ადვოკატი:

 

ნ-------- ს--------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ს------ მ-----მ ჩაიდინა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება რაც გამოიხატა შემდეგში:

 

201- წლის 3- მაისს ა------ის რაიონის სოფელ ვ------ში არსებული სოფლის სასაფლოდან, ს------ მ----- მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჟ--–---- ბ----ის გარდაცვლილი ნათესავების გ------- მ------ და გ-----–- გ--------ის სასაფლაოდან ალუმინის დეტალებს, რომელიც 90 (ოთხმოცდაათ) ლარად ჩააბარა ქ.ა---––---ში, ს-------- ქუჩაზე მდებარე ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით ჟ--–---- ბ----ეს მიაყენა ქონებრივი და მორალური ზიანი. (201- წლის 3- მაისი ეპიზოდი).

 

201- წლის 06 ივნისს ა------ის რაიონის სოფელ ვ------ში არსებული სოფლის სასაფლოდან, ს------ მ----- მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფ-------–- მ------–---–-ს გარდაცვლილი შვილის ც---- მ------–---–-ს, ნ--–- მ------ გარდაცვლილი ნათესავების ა-------- მ------ა და მისი მეუღლის კ----- (ე----------) თ------–---–--მ------ა და გ--–- კ-------–---- გარდაცვლილი მამის ა---- კ-------–---- სასაფლაოებიდან ალუმინის დეტალებს, რომელიც 11- (ასთორმეტ ) ლარად ჩააბარა ქ. ა---––---ში, ს-------- ქუჩაზე მდებარე ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ფ-------–- მ------–---–-, წ--–- მ-----ს და გ--–- კ-------–---ს მიადგათ ქონებრივი და მორალური ზიანი.(201- წლის 06 ივნისის ეპიზოდი).

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ს------ მ-----მ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულების ჟ--–---- ბ----ის,ფ-------–- მ------–---–-ს, გ--–- კ-------–---- და ნ--–- მ------ გამოკითხვა, მოწმეების: ნ--–- მ------, ი----- ი---------ს, მ------ ი---------ს, მ------ ზ-------–---–-ს, გ------- ც-------–-ს, ვ--–------ მ------, ნ-----–- მ------ გამოკითხვები, ბრალდებულ ს------ მ------ გამოკითხვა, საგამოძიეო ექსპერომენტის ოქმები, ქ. ა---––---ში, ს-------- ქუჩა N1-ში მდებარე ფერადი ლითონების მიმღები პუნქტიდან აღრიცხვის ჟურნალის ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები.) ერთობლიობა ს------ მ------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნ--–- შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/1-, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (201- წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1-93, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 1811-/02, ECHR 2006 XII).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 258-ე მუხლის (დანაშაულის) ობიექტია საზოგადოებრივი ზნეობა. სისხლის სამართლებრივი დაცვის დამატებით ობიექტს წარმოადგენს საკუთრება. მსგავსი დანაშაული შეურაცხყოფს მოქალაქეთა მორალურ გრძნობებს, გარდაცვლილის ხსოვნას, რომლის მიმართ საზოგადოებასა და მის თითოეულ წევრს აქვს შეფასების საკუთარი პოზიცია და მნიშვნელოვან როლს აკუთვნებს პირად ცხოვრებაში. დანაშაულის საგანია საფლავი, საფლავის ძეგლი ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობა და სხვა. დანაშაულის სუბიექტი ზოგადია, პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი. დანაშაულის სუბიექტური მხარე კი, პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. სსკ 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის, რაც გულისხმობს ხსენებული საგნის ფარულ ან აშკარა დაუფლებას მისი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის მიზნით. გატაცების საგანი შეიძლება იყოს საფლავის ქვა, სტელა, ფილა, საფლავის მესერი და სხვა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს------ მ-----მ ჩაიდინა:

 

მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ე.ი. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით. (2 ეპიზოდი.)

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს------ მ------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ს------ მ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს------ მ-----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს------ მ----- არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა (201- წლის 3- მაისი ეპიზოდში) 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო (201- წლის 6 ივნისის ეპიზოდში ) – 8 (რვა) თვის ვადით იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ს------ მ-----ს მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 8( რვა) და 6 (ექვსი) თვით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით შეძლებს დააფიქროს ს------ მ------ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, ს------ მ-----ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ალუმინის ღობის ფილა, ალუმინის ფილა, ალუმინის ფილის ორნამენტიანი ნატეხი და ფერადი ლითონების მიღება ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, რომლებიც ინახება ა------ის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ს------ მ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით (201- წლის 3- მაისი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 ( ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელად დაუდგინდეს 1 (ერთი) წლის ვადა.

 

ს------ მ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით (201- წლის 06 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელად დაუდგინდეს 1 (ერთი) წლის ვადა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა (201- წლის 06 ივნისის ეპიზოდი) შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი (201- წლის 3- მაისი ეპიზოდი) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------ მ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელად დაუდგინდეს 1 (ერთი ) წლის ვადა.

 

2. ს------ მ------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

ცნობად იქნეს მიღებული რომ გირაო უზრუნველყოფილი არაა.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ალუმინის ღობის ფილა, ალუმინის ფილა, ალუმინის ფილის ორნამენტიანი ნატეხი და ფერადი ლითონების მიღება ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, რომლებიც ინახება ა------ის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან