განაჩენი

სისხლის სამართლის 29.04.2020
საქმის ნომერი
130100119003171253
დავის ტიპი
126 1
თარიღი
29.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/160-2019

№ 027030819005

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25.09.2019 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ-------–-----------------–-----ვი, დაბადებული 05.03.1982 წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ქ----ლი, მუსხელიშვილის ქ.N 8, ბინა N 49.

 

ადვოკატი: მ--------------–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

გ-------–----–-----ვმა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 03 აგვისტოს გ-------–----–-----ვი მივიდა თავისი დის, ე-–-------–-----ვის საცხოვრებელი სახლის მისამართზე ქ.ქ----ლში, დავით მუსხელიშვილის ქ.N8-ში, რა დროსაც ე-–-------–-----ვს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი თვალის არეში დაარტყა ხელი და წააქცია, ხოლო წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ელზა ქელეხსაევმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ-------–----–-----ვის მიერ ჩ ადენილი ძალადობის ფაქტს შეესწრო ე-–-------–-----ვის არასრულწლოვანი შვილი გ------------------ძე.

 

ე.ი. გ-------–----–-----ვმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა გ-------–----–-----ვის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: მ---------------ძის, ზ----------–-ძის, გ------------------ძის, ბ---------–--–--ლის, ვ-–---------------–-ილის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულ ე-–-------–-----ვის გამოკითხვის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 19 აგვისტოს N 0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია გ-------–----–-----ვის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ-------–----–-----ვმა ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ-------–----–-----ვს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-------–----–-----ვმა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი იგი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 გ-------–----–-----ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს და დაზარალებულის პოზიციას.

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-------–----–-----ვის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------–----–-----ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ-------–----–-----ვის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გ-------–----–-----ვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 04 აგვისტოდან , ამავე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

4. გაუქმდეს გ-------–----–-----ვის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი