გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.11.2019
საქმის ნომერი
330310019003158316
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6617-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ჯ----------------------------------“

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ი-----–------------–--ე

 

მესამე პირი - შპს ,,ე------–------------ი“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №5---- გადაწყვეტილება.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - შპს ,,ე------–------------ის’’ წარმომადგენელი წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ შპს ,,ე------–------------ი’’ შპს ,,ჯ----------------------------------ს“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------- არასაყოფაცხოვრებო აბონენტად, მისამართზე - ქ. თბილისში, შ-----–-ს ქ. N30-ში.

 

2017 წლის 9 ოქტომბერს შპს ,,ჯ----------------------------------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში, შ-----–-ს ქ. N30-ში მდებარე შპს ,,ე------–------------ის’’ საკუთრებაში არსებული ობიექტის წყალმომარაგება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, ობიექტზე არსებული 32 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან უმრიცხველოდ ხდებოდა სასმელი წლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N0----- და აღურიცხავი წყლის მოხმარების N0----- აქტი, რომლითაც შპს ,,ე------–------------ს’’დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 2464.22 ლარი.

 

შპს ,,ჯ----------------------------------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის საფუძველზე, 2017 წლის 13 ოქტომბრის N2--- დადგენილებით შპს ,,ე------–------------ს’’ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

2017 წლის 13 ოქტომბერს, შპს ,,ე------–------------ის’’ დირექტორმა მ--------------მა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტით დარიცხული თანხის გაუქმება.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის №9---- გადაწყვეტილებით შპს ,,ე------–------------ის’’ დირექტორის მ--------------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ე------–------------ისთვის’’ შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით 2464,22 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა და შესაბამისი ცვლილებები შეეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით 2464,22 ლარის უსაფუძვლოდ დარიცხვის საფუძვლად მიჩნეული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაუცველობა, კერძოდ, მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელებული იყო 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით, ხოლო, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ობიექტზე მომხმარებლის მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიექტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა, შესაბამისად, კომპანიის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განისაზღვრა 1 საათი, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განისაზღვრა 386,38 ლარით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-------) შპს ,,ჯ----------------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის №9---- გადაწყვეტილება - შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2464,22 ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში და დაევალა მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ამ ნაწილში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით (საქმე N3---------), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-36);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება (ს.ფ. 37-54).

 

3.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №5---- გადაწყვეტილებით შპს ,,ე------–------------ის’’ დირექტორის მ--------------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2464,22 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა და შესაბამისი ცვლილებები შეეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2464,22 ლარის უსაფუძვლოდ დარიცხვის საფუძვლად კვლავ მიჩნეული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაუცველობა, კერძოდ, მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელებული იყო 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით, ხოლო, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ობიექტზე მომხმარებლის მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიექტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა, შესაბამისად, კომპანიის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განისაზღვრა 1 საათი, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განისაზღვრა 386,38 ლარით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ----------------------------------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №5---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას.

 

ხსენებული წესების მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამ წესების მიზნებისათვის კი სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამასთან, მე-4 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ე------–------------ი’’ შპს ,,ჯ----------------------------------ს“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია N7-------- არასაყოფაცხოვრებო აბონენტად, მისამართზე - ქ. თბილისში, შ-----–-ს ქ. N30-ში.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში - იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს შპს ,,ჯ----------------------------------ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში, შ-----–-ს ქ. N30-ში მდებარე შპს ,,ე------–------------ის’’ საკუთრებაში არსებული ობიექტის წყალმომარაგება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, ობიექტრზე არსებული 32 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან უმრიცხველოდ ხდებოდა სასმელი წლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N0----- და აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტი, რომლითაც შპს ,,ე------–------------ს’’დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 2464,22 ლარი, რომელიც დაანგარიშებულ იქნა 32 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 8 საათიანი დღიური მოხმარებით.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის №9---- გადაწყვეტილებით შპს ,,ე------–------------ის’’ წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე, ზემოაღნიშნული დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,ე------–------------ის’’ მფლობელობაში არსებულ ობიექტზე მომხმარებლის მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიქტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა. შესაბამისად, კომპანიის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განისაზღვრა 1 საათი, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განისაზღვრა 386,38 ლარით.

 

დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3-------) შპს ,,ჯ----------------------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 დეკემბრის №9---- გადაწყვეტილება - შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2464,22 ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში და დაევალა მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ამ ნაწილში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს ,,ე------–------------ის’’ მფლობელობაში არსებული ობიექტის სამუშაო განრიგი, დატვირთვის რეჟიმი, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ფოტო-სურათებით შპს ,,ე------–------------ის’’ კუთვნილ ობიექტზე (ქ. თბილისში, შ-----–-ს N30-ში) ნათლად ჩანს ჭარბი წყლის მოდინების ფაქტი, რომლითაც დასტურდება წყლის უკანონო მოხმარება. ამ ყველაფრის საპირისპიროდ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე იქნა მიღებული, რომ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიექტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა (რის გამოც, კომპანიამ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განსაზღვრა 1 საათი), რაც წინააღმდეგობაში მოდის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებასთან.

 

ამდენად, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2464,22 ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევის ნაწილში) გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას კი იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც კომისიის მიერ კიდევ ერთხელ იქნა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, კომისიის შეფასებით კომპანიის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩენილი იქნა უმრიცხველო განშტოება, მომხმარებლის მიერ მიმდინარეობდა მიწის მოჭრითი სამუშაოები მშენებლობის დასაწყებად და ობიექტი სასმელ წყალს მუდმივ რეჟიმში არ მოიხმარდა. ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია ასევე წყლის მილის დაზიანების გამო სამშენებლო მოედნიდან წყლის ამოტუმბვის პროცესი. ვიდეომასალით დასტურდება ისიც, რომ მიწის მოჭრით სამუშაოებს ასრულებს ერთი ერთეული ტექნიკა, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ კომისიაში ვერ იქნა წარმოდგენილი ობიექტის სამუშაო განრიგი. ობიექტის დატვირთვის და სასმელი წყლის მოხმარების ოდენობის დასადგენად კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათი, საიდანაც დასტურდება, რომ აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების შემდეგ ობიექტმა 2018 წლის იანვარში მოიხმარა 2მ3 სასმელი წყალი, თებერვალში 3მ3, მარტში 6მ3. ანუ სამ თვეში მოიხმარა 11მ3, რომლის ღირებულებამ შეადგინა 36.61 ლარი, შესაბამისად, ობიექტის დატვირთვის რეჟიმის გათვალისწინებით, არ არსებობს მომხმარებლის მიერ უმრიცხველო განშტოებიდან იმ რაოდენობით სასმელი წყლის მოხმარების შესაძლებლობა, რაც კომპანიამ მას დაარიცხა. ამასთან, რაც შეეხება კომპანიის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაზე დაფიქსირებულ ჭარბი წყლის მოდინების ფაქტს, აღნიშნული განხორციელებულია კომპანიის თანამშრომლის მიერ ქსელში წყლის არსებობის და სასმელი წყლის უმრიცხველოდ მოხმარების შესაძლებლობის ფაქტის ფოტო და ვიდეომასალაზე ასახვის მიზნით და აღნიშნული გარემოება ობიექტის დატვირთვის რეჟიმს ვერ განსაზღვრავს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ე------–------------ის“ მიერ შეუძლებელი იყო სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მოხმარება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მრიცხველის გვერდის ავლით, მოხმარების პერიოდად განისაზღვროს 1 საათი, აღნიშნული დარიცხვა კი სრულად უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ კომპანიაზე მიყენებული ზიანის (ან შესაძლო ზიანის) ანაზღაურებას. შესაბამისად, კომპანიის მიერ შპს „ე------–------------ზე“ დარიცხვა უნდა განხორციელდეს 32 მმ დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 1 საათიანი დღიური მოხმარებით, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განისაზღვრა 386,38 ლარით.

 

ამდენად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №5---- გადაწყვეტილებით შპს ,,ე------–------------ის’’ დირექტორის მ--------------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ჯ----------------------------------ს“ 2017 წლის 9 ოქტომბრის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,ე------–------------ისთვის’’ 2464,22 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა და შესაბამისი ცვლილებები შეეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში - იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადგენილია შპს „ე------–------------ის“ მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ღირებულების დადგენის მიზნებისათვის, შპს ,,ჯ---------------------------------ს“ სასმელი წყლის მოხმარების პერიოდი უნდა განესაზღვრა რიგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ შპს ,,ჯ---------------------------------მა“ სასმელი წყლის უკანონო სარგებლობის ღირებულების გამოთვლის ერთ-ერთი კომპონენტი - მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის სარგებლობის პერიოდი განსაზღვრა მაქსიმალური 8 საათიანი დატვირთით, თუმცა მოსარჩელე მხარემ, გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შპს „ე------–------------ი“ სასმელ წყალს უწყვეტად, 8 საათიანი დატვირთვით მოიხმარდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წლით სარგებლობის 1 საათით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაცული ორგანოს მიერ შეფასებულ გარემოებებზე და მათ შორის, შპს ,,ე------–------------ის’’ მიერ სადავო პერიოდში მიმდინარე სამუშაოების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული სასმელი წყლის უკანონო მოხმარების 1 საათიანი დატვირთვა, წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რომლითაც უნდა გამოანგარიშდეს მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულებაა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მითითების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ შპს „ე------–------------ისათვის“ დარიცხული თანხის (2464.22 ლარი) უსაფუძვლოდ მიჩნევა და შპს ,,ჯ---------------------------------სთვის“ წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების დაცვით დარიცხვის განხორციელების დავალება კანონშესაბამისია.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №5---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, შპს ,,ჯ----------------------------------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ჯ----------------------------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე