განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
080210015001109895
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210015001109895

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-856-2017 28 ნოემბერი, 2017 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - შპს ა-----------ი, ტ-------------ე

წარმომადგენელი - თ--------------–-------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი

წარმომადგენელი - გ--------–-----ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის, ნაწილობრივ, დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ს----------–--------ის სარჩელი მოპასუხეების – შპს ა------------ის -დირექტორი მ----------------ე და ტ-----ი ა------ის მიმართ - თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. მოპასუხეებს - შპს ა-----------ი-ს (დირექტორი მ----------------ე) და ტ-----ი ა------ეს სს ს----------–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №გცლცა 00--------------- და №გცლცა0---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 41.739.35 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს - შპს ა-----------ის (დირექტორი მ----------------ე) და ტ-----ი ა------ეს სს ს----------–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2987.33 ლარის გადახდა. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით - დადგინდა იპოთეკით დატვირთული ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ი-----–---ის ქ.№12. ს.კ. 0-----------; ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ი-----–---ის ქ. №12. ს.კ. 0----------- - რეალიზაცია. - იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარავად, აღსრულება მიექცა შპს ა------------ის და ტ-----ი ა------ის ნებისმიერი ქონების მიმართ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2013 წლის 7 ივნისს სს ს----------–--------სა და შპს ა------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №გცლ0--------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 26 ნოემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №გცლცა00---------------, რომლის თანახმად შპს ა------------ზე გაიცა კრედიტი 43000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიური 14%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის დარიცხვის დაანგარიშებით. 2.2. 2014 წლის 16 სექტემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №გცლცა0----------------, რომლის თანახმად შპს ა------------ზე გაიცა კრედიტი 6000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სარგებლის წლიური 15%-ის დარიცხვითა და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის დარიცხვის გაანგარიშებით. 2.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 7 ივნისს სს ს----------–--------სა და ტ-----ი ა------ეს შორის შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №ცაჰ---------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ტ-----ი ა------ეს რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ქუთაისი, ი-----–---ის ქ.№12. ს.კ.0-----------. 2.4. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 25 ნოემბერს სს ს----------–--------სა და ტ-----ი ა------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №ცაჰ---------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ქუთაისი, ი-----–--ის ქ.№14 (ნაკვეთი №2) ს.კ. 0-----------. 2.5. გცლცა00--------------- კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 26 ნოემბერს სს ს----------–--------სა და ტ-------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №ცას0--------, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა შპს ა------------ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე. 2.6. გცლცა0---------------- კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 16 სექტემბერს სს ს----------–--------სა და ტ-----ი ა------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №ცას0--------, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა შპს ა------------ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე. 2.7. სარჩელის შემოტანის მომენტისათვის შპს ა------------ის დავალიანება შეადგენდა: №00--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე: ძირ თანხას - 35016.80 აშშ დოლარს, პროცენტს - 1906.29 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს - 159.11 აშშ დოლარს, სულ - 38513.20 აშშ დოლარს. №0---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე: ძირ თანხას - 2446.85 აშშ დოლარს, პროცენტს - 77.42 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს - 701.88 აშშ დოლარს, სულ - 3226.15 აშშ დოლარს. ჯამში შპს ,,ა-----------’’-ის დავალიანება შეადგენს 41739.35 აშშ დოლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. -საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მოხმობილი სამართლის ნორმების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 2.11. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულების შესრულება იყო დამოკიდებული ხელშეკრულების მხარის ფინანსურ შესაძლებლობაზე და არ წარმოადგენდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 2.14. მოხმობილი სამართლის ნორმების (სკ 286-ე მუხლი) თანახმად, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა, დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით - ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ი-----–---ის ქ.№12. ს.კ.0-----------. და ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ქუთაისი, ი-----–--ის ქ.№14 (ნაკვეთი №2) ს.კ. 0-----------. რეალიზაცის, ხოლო თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ უნდა ყოფილიყო მოპასუხეების შპს ა------------ის და ტ-----ი ა------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ, მოთხოვნის ნაწილში, რადგან სსს კოდექსის 463-ე მუხლით - თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შპს ა-----------მა და ტ-------------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში გადახდილი იქნა თანხები, რაც არ ჩათვალა არაფერში. 3.2. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა სარგებლისა და ვალდებულების შესრულება ერთდროულად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ ვალდებულების სრულად (მიუღებელი სარგებლის) შესრულება და ასევე პირგასამტეხლოს გადახდა ერთდროულად დაუშვებელია - ხოლო აპელირება იმაზე, რომ პირგასამტეხლო ანაზღაურებს მიყენებულ ზიანს და კანონიერი მისი ოდენობა განისაზღვროს 0,5% პროცენტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამართლინია, არ შეიძლება ჩაითვალოს კანინიერად, მაშინ როდესაც საბანკო დაწესებულებას არ წარმოუდგენია ზიანის მიყენების განმსაზღვრელი (მათ შორის ოდენობის განმსაზღვრელი) არავითარი მტკიცებულება ხოლო პირგასამტეხლომ კი შეადგინა 2300 აშშ დოლარი, ეს მაშინ როდესაც ბანკს არავითრი ზიანი არ მიდგომია დაუკმაყოფილდა სრულად, როგორც თავნი ასევე სარგებლის მოთხოვნა. 3.3. რაც შეეხება პირგასამტეხლოს განსაზღვრის ოდენობას სასამართლომ მხოლოდ ტრაფარეტული მსჯელობით დაადგინა მისი განსაზღვრის თანაზომიერება და გონივრულობა, მაშინ როდესაც სასამართლო ერთიან პრაქტიკაში აღნიშნული გარემოება სულ სხვაგარად რეგულირდება 0,01% პროცენტამდე, ხოლო საბანკო დაწესებულების სასიცოცხლო მნიშვნელობა - თუ არ იქნა სარგებელთან ერთად პირგასამტეხლოც გადახდილი დადასტურებული და დამტკიცებული არაა. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ არ გამოყენა კანონი რომელიც უნდა გამოყენებინა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 7 ივნისს სს ს----------–--------სა და შპს ა------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №გცლ0--------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 26 ნოემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №გცლცა00---------------, რომლის თანახმად შპს ა------------ზე გაიცა კრედიტი 43000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიური 14%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის დარიცხვის დაანგარიშებით. 4.2. 2014 წლის 16 სექტემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №გცლცა0----------------, რომლის თანახმად შპს ა------------ზე გაიცა კრედიტი 6000 აშშ დოლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, სარგებლის წლიური 15%-ის დარიცხვითა და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%-ის დარიცხვის გაანგარიშებით. 4.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 7 ივნისს სს ს----------–--------სა და ტ-----ი ა------ეს შორის შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №ცაჰ---------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ტ-----ი ა------ეს რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ქუთაისი, ი-----–---ის ქ.№12. ს.კ.0-----------. 4.4. კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 25 ნოემბერს სს ს----------–--------სა და ტ-----ი ა------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №ცაჰ---------, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ტ-----ი ა------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ქუთაისი, ი-----–--ის ქ.№14 (ნაკვეთი №2) ს.კ. 0-----------. 4.5. გცლცა00--------------- კრედიტის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 26 ნოემბერს სს ს----------–--------სა და ტ-------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №ცას0--------, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა შპს ა------------ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე. 4.6. გცლცა0---------------- კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 16 სექტემბერს სს ს----------–--------სა და ტ-----ი ა------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №ცას0--------, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა იკისრა სრულად პასუხისმგებლობა შპს ა------------ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე. 4.7. სარჩელის შემოტანის მომენტისათვის შპს ა------------ის დავალიანება შეადგენდა: №00--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე: ძირ თანხას - 35016.80 აშშ დოლარს, პროცენტს - 1906.29 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს - 159.11 აშშ დოლარს, სულ - 38513.20 აშშ დოლარს. №0---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე: ძირ თანხას - 2446.85 აშშ დოლარს, პროცენტს - 77.42 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს - 701.88 აშშ დოლარს, სულ - 3226.15 აშშ დოლარს. ჯამში შპს ,,ა-----------’’-ის დავალიანება შეადგენს 41739.35 აშშ დოლარს. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 623-ე, 868-ე, 417-ე, 286-ე და 891-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანი იყო. 4.8. პალატა არ იზიარებს აპელანტების პოზიციას იმის თაობაზე, რომ გადასახდელი თანხის განსაზღვრისას სასამართლომ უკვე გადახდილი თანხა არ გაითვალისწინა. 4.8.1. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ აპელანტებს არ განუმარტავთ, თუ კონკრეტულად რა თანხა გადაიხადეს მათ კრედიტორის სასარგებლოდ, რაც შესასრულებელ ვალდებულებას არ გამოკლებია, ამავდროულად, არ წარმოუდგენიათ აღნიშნულის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება. 4.8.2. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ შპს ა-----------ს 2013 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება 2015 წლის 4 მარტის შემდეგ, ხოლო 2016 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2015 წლის აპრილის შემდეგ არ შეუსრულებია. 4.8.3. ამ დროიდან სარჩელის აღძვრამდე გადასახდელი სარგებელი კი სწორად არის გამოანგარიშებული. 4.9. პალატა ეთანხმება აპელანტებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებებათა გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შპს ა-----------მა ვალდებულება 2015 წლის მარტსა და აპრილში დაარღვია, სასამართლომ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2017 წლის 26 ივნისს გამოიტანა. 4.9.1. პალატის აზრით, 35016,8 აშშ დოლარის ორ წელზე მეტი ხნით გადაუხდელობისათვის 1590,11 აშშ დოლარის პირგასამტეხლო სავსებით გონივრული და დარღვეულ ვალდებულებასთან შესაბამისია. 4.9.2. დარღვეულ ვალდებულებას ასევე სავსებით შეესაბამება 2446,85 აშშ დოლარის იმავე ვადით გადაუხდელობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 701,88 აშშ დოლარი. 4.9.3. ამგვარად, საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლები არ არსებობს. 4.10. ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. 4.10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა მოვალე თავის ვალდებულებას დადგენილ დროში არ ასრულებს, კრედიტორს შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც. 4.10.2. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებისათვის ერთდროულად, ვალის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება კანონიერი იყო. 4.11. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ა-----------ისა და და ტ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა