განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2018
საქმის ნომერი
330310017001770582
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001770582

საქმე №3ბ/2090-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ--–- ქ--–----ი;

წარმომადგენელი- თ--------–-–---–ი;

 

მესამე პირები (16.2) - მ------ა ქ--–----ი, ა-–---ი ქ--–----ი, მ--------------–--ე-ქ--–----ი, ლ-------–----ი, ვ---------ა ქ--–----ი, ს--–---ე ქ--–----ი, გ------ი გ-----–-ა, თ----------–-ა, ნ--–--------–-ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანება, მოსარჩელე დ--–- ქ--–----ის (ოჯახთან ერთად) გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ--–- ქ--–----ის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მესამე პირის - მ------ა ქ--–----ი, ასევე მესამე პირების - თ----------–-ას და ნ--–--------–-ას კანონიერი წარმომადგენელი - მ------ა ქ--–----ი დაეთანხმა სარჩელს.

 

3.2. მესამე პირები - ა-–---ი ქ--–----ი, მ--------------–--ე-ქ--–----ი, ლ-------–----ი, ვ---------ა ქ--–----ი, ს--–---ე ქ--–----ი და გ------ი გ-----–-ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

4.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი:

 

დ--–- ქ--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანება, მოსარჩელე დ--–- ქ--–----ის (ოჯახთან ერთად) გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ--–- ქ--–----ის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე; მხარეები გათავისუფლებულნი იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. მოსარჩელე - დ--–- ქ--–----ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს თბილისი, კ--–----ი, ფ-------–ა 3, კორპუსი 3. (ს.ფ 28)

 

5.2. 2016 წლის 04 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ დ--–- ქ--–----ის ოჯახი - ა-–---ი ქ--–----ი, მ--------------–--ე-ქ--–----ი, ლ-------–----ი, ვ---------ა ქ--–----ი და ს--–---ე ქ--–----ი 2010 წლიდან ცხოვრობენ მისამართზე ქ. მ--------–ი, ყოფილი №1 ს--------------–--ი, სახლი №2, ბინა №1, ხოლო მ------ა ქ--–----ი, გ------ი გ-----–-ა, თ----------–-ა და ნ--–--------–-ა ამ მისამართზე ცხოვრობს 2016 წლიდან. მანამდე ცხოვრობდა ქირით თბილისში, მისამართზე მ--------–-ს ქუჩა №2.

 

ოჯახის შემოსავალია 2960 ლარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოანაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებიან 49140 ქულით. ოჯახი შედგება ხუთი არასრულწლოვანი ბავშვისაგან. მ------ა ქ--–----ის მეუღლე - რ-------ალდანი გარდაიცვალა აფხაზეთის ომში 1993 წელს. რაც შეეხება ა-–---ი ქ--–----ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, დ--–- ქ--–----ის განმარტებით, ბანკიდან კრედიტის მიღების სანაცვლოდ ა-–---ი ქ--–----მა ბიძასთან - რ----- ქ--–----თან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება, აიღო კრედიტი და იპოთეკით დატვირთული ბინა, კვლავ ჩუქების ხელშეკრულებით დაუბრუნა ბიძას - რ----- ქ--–----ს. კრედიტის თანხას კი იხდის ა-–---ი ქ--–----ი.

 

მ------ა ქ--–----ის განცხადებით, ვეღარ შეძლო ქირის გადახდა, ამიტომ საცხოვრებლად გადავიდა დედასთან და აპლიკაციაშიც ამიტომ გაერთიანდნენ. (ს.ფ 152-158)

 

5.3. 2016 წლის 14 სექტემბერს შედგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხდებისა და გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ სამინისტროს უფლებამოსილი პირები გამოცხადნენ მ------ა ქ--–----ის ოჯახის მოსაძიებლად ქ.თბილისი, ო--------–ის №3, პირველი სართული (ამ მისამართზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გამო). ადგილზე დახვდათ მ------ა ქ--–----ის არასრულწლოვანი შვილები - ნ--–--------–-ა და თ----------–-ა, რომლებმაც განუცხადეს, რომ მამა იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო დედა გასული იყო ქალაქში. (ს.ფ 159)

 

5.4. შეფასების შედეგად დ--–- ქ--–----ს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 9 ქულა. სოციალური კრიტერიუმი - ნათესავთან ქირის გარეშე ცხოვრება - 1 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა, თვრამეტ წლამდე ასაკის პირები - 2 ქულა, ბრძოლაში გარდაცვლილი ოჯახის წევრი - 3 ქულა. მითითებული დამატებითი ინფორმაციის თანახმად, დ--–- ქ--–----ს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი და სამი შვილიშვილი, განაცხადს ავსებს მათთან, არადევნილ რძალთან - მ--------------–--ე-ქ--–----თან, მეორე შვილთან - მ------ა ქ--–----თან, ორ შვილიშვილთან და არადევნილ სიძესთან - გ------ი გ-----–-ასთან ერთად. (ს.ფ 66-67)

 

5.5. 2016 წლის 05 დეკემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სხდომაზე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ.თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ.თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ”ჰუალინგ ჯგუფისგან“ გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ასევე, დამატებით განიხილა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზე დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი.

 

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისათვის, ამ ეტაპზე არასაკმარისი ქულების გამო უარი უთხრა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ოროთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8,5 და ნაკლები ქულა. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ სამოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა და იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ოთხოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა.

 

ხსენებული კომისიის გადაწყვეტილებით დ--–- ქ--–----ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმყოფილებაზე, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო. (ს.ფ 58-65)

 

5.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №---- ბრძანებით, ქ. თბილისში არსებული პროექტების ფაგლებში, დ--–- ქ--–----ის ოჯახს, ამ ეტაპზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ( ს.ფ 14)

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას მხედველობაში არ მიუღია ის ფაქტი, რომ მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვებისაგან მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო სხდომაზე მ------ა ქ--–----მა მიუთითა, რომ ვეღარ შეძლო ქირის გადახდა, ამიტომ საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, თუმცა როცა ქირით ცხოვრობდა, ქირის თანხის გადახდაშიც დედა ეხმარებოდა, მეუღლე - გ------ი გ-----–-ა კი არ მუშაობს. დ--–- ქ--–----მაც დაადასტურა მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

 

7.სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას, რომელიც ასევე არ ამტკიცებს ცალსახად მოსარჩელისა და მისი შვილის - მ------ა ქ--–----ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს. სადაო არ არის ის გარემოება, რომ მ------ა ქ--–----ისა და დ--–- ქ--–----ის დევნილი ოჯახები ცალ-ცალკე, სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე, ცალ-ცალკე ოჯახებად არიან დარეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ მ------ა ქ--–----ის საცხოვრებელი მისამართი სამინისტროს მიერ გადამოწმდა 2016 წლის 14 სექტემბერს ქ. თბილისში (ნაქირავები), სადაც სამინისტროს თანამშრომლებს დახვდნენ მ------ა ქ--–----ის შვილები და ასევე არ არის სადავო ის საკითხი, რომ დ--–- ქ--–----ის ოჯახის საცხოვრებელი მისამართის გადამოწმებისას, 2016 წლის 4 სექტემბერს, ქ. მ--------–ში, ყოფილი N1 ს--------------–--–ი, სახლი N2, ბინა N1-ში ცხოვრების ფაქტი 2010 წლიდან დაუდასტურდათ მხოლოდ დ--–- ქ--–----ს, ა-–---ი ქ--–----ს, მ--------------–--ე-ქ--–----ს, ლ-------–----ს, ვ---------ა ქ--–----სა და ს--–---ე ქ--–----ს. ახსნა-განმარტებების ეტაპზე, არც მ------ა ქ--–----სა და დ--–- ქ--–----ს არ უარუყვიათ მათი ზემოხსენებულ მისამართებზე ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი, თუმცა ამასთან აღნიშნეს, რომ მ------ა ქ--–----ის ოჯახი ფინანსურად დამოკიდებულია დ--–- ქ--–----ზე. ზემოხსენებული გარემოებების მიუხედავად, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, გაურკვეველი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ--–- ქ--–----თან ერთად ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ საერთო სამეურნეო საქმიანობასა და მის ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ მ------ა ქ--–----ი, მისი მეუღლე და შვილები.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დ--–- ქ--–----ისა და მ------ა ქ--–----ის ოჯახის განაცხადები ხელოვნურად არ გაერთიანდებოდა, დ--–- ქ--–----ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა ქულათა მაღალი მაჩვენებელი საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად, მ------ა ქ--–----ის ოჯახისაგან განსხვავებით, შესაბამისად, ხელოვნური გაერთიანებით ისინი შეეცადნენ მ------ა ქ--–----ის ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულიყო დედამისის ოჯახთან გაერთიანების შედეგად სხვა დევნილ ოჯახებზე ადრე, უფრო მოკლე დროის მონაკვეთში. ვინაიდან მოსარჩელისა და მისი შვილის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი არ იქნა დადასტურებული, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის, ამ ეტაპზე, ბინით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან მცდარი ინფორმაციის წარმოდგენა გავლენას ახდენს რიგ სხვა ფაქტორებზე, კომისიამ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და ამ ეტაპზე უარი უთხრა დ--–- ქ--–----ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილბაზე.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).

 

ამავე წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.

 

სასამართლო მიუთითებს ამავე წესის მე-4 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ 2015–2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნული გეგმის 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. ამავე გეგმის 1.3. პუნქტის თანახმად, 1.2. პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 1, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე დ--–- ქ--–----ი და მისი ოჯახის წევრები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული ოჯახისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ დ--–- ქ--–----ი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

 

2016 წლის 04 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ დ--–- ქ--–----ის ოჯახი - ა-–---ი ქ--–----ი, მ----------------–--ე-ქ--–----ი, ლ-------–----ი, ვ---------ა ქ--–----ი და ს--–---ე ქ--–----ი 2010 წლიდან ცხოვრობენ მისამართზე ქ. მ--------–ი, ყოფილი №1 ს--------------–--ი, სახლი №2, ბინა №1, ხოლო მ------ა ქ--–----ი, გ------ი გ-----–-ა, თ----------–-ა და ნ--–--------–-ა ამ მისამართზე ცხოვრობს 2016 წლიდან. მანამდე ცხოვრობდა ქირით თბილისში, მისამართზე მ--------–-ს ქუჩა №2 ოჯახის შემოსავალია 2960 ლარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოანაცემთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებიან 49140 ქულით. ოჯახი შედგება ხუთი არასრულწლოვანი ბავშვისაგან. დ--–- ქ--–----ის მეუღლე - რ-------ალდანი გარდაიცვალა აფხაზეთის ომში 1993 წელს. რაც შეეხება ა-–---ი ქ--–----ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, დ--–- ქ--–----ის განმარტებით, ბანკიდან კრედიტის მიღების სანაცვლოდ ა-–---ი ქ--–----მა ბიძასთან - რ----- ქ--–----თან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება, აიღო კრედიტი და იპოთეკით დატვირთული ბინა, კვლავ ჩუქების ხელშეკრულებით დაუბრუნა ბიძას - რ----- ქ--–----ს. კრედიტის თანხას კი იხდის ა-–---ი ქ--–----ი.

 

მ------ა ქ--–----ის განცხადებით, ვეღარ შეძლო ქირის გადახდა, ამიტომ საცხოვრებლად გადავიდა დედასთან და აპლიკაციაშიც ამიტომ გაერთიანდნენ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიციის თანახმად, დ--–- ქ--–----ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმისას, დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ დ--–- ქ--–----ის და მ------ა ქ--–----ი ოჯახი არის ხელოვნურად გაერთიანებული, ვინაიდან 2016 წლის 14 სექტემბერს შედგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხდებისა და გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ სამინისტროს უფლებამოსილი პირები გამოცხადნენ მ------ა ქ--–----ის ოჯახის მოსაძიებლად ქ.თბილისი, ო--------–ის №3, პირველი სართული (ამ მისამართზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გამო). ადგილზე დახვდათ მ------ა ქ--–----ის არასრულწლოვანი შვილები - ნ--–--------–-ა და თ----------–-ა, რომლებმაც განუცხადეს, რომ მამა იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო დედა გასული იყო ქალაქში.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ სამინისტროს საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას მხედეველობაში არ მიუღია ის ფაქტი, რომ მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვებისაგან მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო სხდომაზე მ------ა ქ--–----მა მიუთითა, რომ ვეღარ შეძლო ქირის გადახდა, ამიტომ საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, თუმცა როცა ქირით ცხოვრობდა, ქირის თანხის გადახდაშიც დედა ეხმარებოდა, მეუღლე - გ------ი გ-----–-ა კი არ მუშაობს. დ--–- ქ--–----მაც დაადასტურა მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გარდა, სამინისტროს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც დაადასტურებდა ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, ხოლო უბრალო ვარაუდი კი არ შეიძლება გახდეს გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.

 

საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -