განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.01.2018
საქმის ნომერი
121311118002260587
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 121311118002260587 (3/ბ- 49-18)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

საჩივრის ავტორი − შპს ,,ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ის’’ პაციენტი რ----– ხ-–--------

ადვოკატი − თ-------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე − შპს ,,ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ი’’

წარმომადგენელი − რ-------------ე

 

ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის წევრი − მ---------------ე

 

დავის საგანი − არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელება

 

გასაჩივრებული ბრძანება − ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება

 

სააპელაიო პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

2018 წლის 16 იანვარს შპს ,,ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ის’’ გენერალურმა დირექტორმა გ--------------ემ მიმართა ხონის მაგისტრატ სასამართლოს და 2018 წლის 1--------ის №--- სამედიცინო დასკვნის საფუძველზე პაციენტ რ----– ხ-–--------სთვის, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიული დახმარების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

 

ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის ბრძანებით შპს ,,ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ის’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა _ რ----– ხ-–----იანს გაუგრძელდა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების ვადა მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს ექვსი თვისა.

 

აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიატნა შპს ”ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ის” პაციენტმა რ----– ხ-–----იანმა.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ შპს ”ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ის” პაციენტის რ----– ხ-–--------ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიულ დახმარებაზე მყოფი პირის მიმართ ჩატარებული ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის 2018 წლის 1--------ის №--- დასკვნით დადგენილია, რომ რ----– ხ-–-------- დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით - (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით კოდი F-20.0). ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მას არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, რის გამოც იგი საჭიროებს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელებას შპს ,,აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში’’.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII4 თავით დადგენილია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2120 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, საჩივრის შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2118 მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2119 მუხლის მე-2 ნაწილით, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია არანებაყოფლობითი სტაციონარული დახმარების ვადის გაგრძელება არა უმეტეს ექვსი თვისა. ყოველი ამგვარი გაგრძელებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულება უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუ არ არის ამოწურული არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

რაც შეეხება რ----– ხ-–--------ს მიერ საქმის განხილვისას გაცხადებულ მოთხოვნას საქმეზე დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2120 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლოს უფლება აქვს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

 

სააპელაციო პალატა საჭიროდ არ მიიჩნევს რ----– ხ-–--------ს ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით დამატებით სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა დადგენილია, ამასთან არც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გამოკვეთილა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს” ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ის” პაციენტ რ----– ხ-–--------ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2119, 2120 მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს

1. შპს ”ა------------------------–---–--------–------------------------------–----------------–--–------ის” პაციენტ რ----– ხ-–--------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება;

 

3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება გადაეგზავნოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118 მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს;

 

4. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე