განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2018
საქმის ნომერი
330310016001427895
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001427895

საქმე №3ბ/1538-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე)- ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1-”,თავმჯდომარე - ნ---- ჯ------რი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;

წარმომადგენელი - ს---------------ძე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–- 1-’’ სასარჩელო განცხადება არდაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ.220-224);

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. ქალაქ თბილისში, ზ---------–-ს ქუჩა N1--ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეებმა 2008 წლის 22 სექტემბერის საერთო კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-----–---, ზ---------–-ს 1-“ დააფუძნეს და ამხანაგობის წესდება დაამტკიცეს. ამასთან, ამხანაგობის თავმჯდომარედ რ----- უ----–-ძე აირჩიეს.

 

2.1.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წესდების მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარეს მიენიჭა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში ამხანაგობის სახელით გამოსვლის უფლებამოსილება.

 

2.1.3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 9 დეკემბრის N6--- ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ზ---------–-ს ქუჩა N1--ში და ზ---------–-ს ქუჩა N11-ში მდებარე მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის პროექტი.

 

2.1.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით დაკორექტირდა თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ზ---------–-ს ქუჩაზე, N1- კორპუსის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის გეგმა, ე.წ. ,,წ-----–------ი“ და 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 79.2 კვ.მ ფართობი საზოგადოებრივი სერვიტუტით დაიტვირთა.

 

2.1.5. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ამხანაგობა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ თავჯდომარეს რ----- უ----–-ძეს 2011 წლის 26 მარტს ჩაბარდა.

 

2.1.6. 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენელმა მ------------მ ქ.თბილისის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი 2016 წლის 25 აპრილს წარადგინა.

 

2.1.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანებით ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენლის მ------------ს 2016 წლის 25 აპრილის N1-------- ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი კანონით დადგენილ ერთთვიანი ვადაში წარუდგენლობის გამო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად უნდა იქნეს შეფასებული, გააჩნდა თუ არა ქ.თბილისის მერს ბმა „ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბმა „ზ---------–-ს 1--ის“ თავმჯდომარე რ----- უ----–-ძეს 2011 წლის 26 მარტს პირადად ჩაბარდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანება. შესაბამისად, დასახელებული აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 26 მარტს, თუმცა ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ დროიდან არა ერთი თვის ვადაში, არამედ 2016 წლის 25 აპრილს იქნა წარდგენილი, ამასთან, საჩივრის ავტორს არც ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე მიუთითებია.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი განეხილა ამხანაგობა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანებით კანონის შესაბამისად დარჩა განუხილველად ბმა „ზ---------–-ს 1--ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და არ არსებობს დასახელებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანების კანონიერების პირობებში საფუძველი ეცლება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნასაც, რამეთუ სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ დაინტერესებულმა პირმა გამოიყენა კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი).

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ქალაქ თბილისში, ზ---------–-ს ქუჩა N1--ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეებმა 2008 წლის 22 სექტემბერის საერთო კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-----–---, ზ---------–-ს 1-“ დააფუძნეს და ამხანაგობის წესდება დაამტკიცეს. ამასთან, ამხანაგობის თავმჯდომარედ რ----- უ----–-ძე აირჩიეს.

 

4.1.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წესდების მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარეს მიენიჭა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში ამხანაგობის სახელით გამოსვლის უფლებამოსილება.

 

4.1.3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 9 დეკემბრის N6--- ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ზ---------–-ს ქუჩა N1--ში და ზ---------–-ს ქუჩა N11-ში მდებარე მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის პროექტი.

 

4.1.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით დაკორექტირდა თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ზ---------–-ს ქუჩაზე, N1- კორპუსის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის გეგმა, ე.წ. ,,წ-----–------ი“ და 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ 79.2 კვ.მ ფართობი საზოგადოებრივი სერვიტუტით დაიტვირთა.

 

4.1.5. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანება ამხანაგობა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ თავჯდომარეს რ----- უ----–-ძეს 2011 წლის 26 მარტს ჩაბარდა.

4.1.6. 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენელმა მ------------მ ქ.თბილისის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი 2016 წლის 25 აპრილს წარადგინა.

 

4.1.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანებით ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენლის მ------------ს 2016 წლის 25 აპრილის N1-------- ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი კანონით დადგენილ ერთთვიანი ვადაში წარუდგენლობის გამო.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. ამასთან, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ), ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად უნდა იქნეს შეფასებული, გააჩნდა თუ არა ქ.თბილისის მერს ბმა „ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ მითითებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

პალატა მიიჩნევს, რომ უდავოია ის გარემოება, რომ რომ ბმა „ზ---------–-ს 1--ის“ თავმჯდომარე რ----- უ----–-ძეს 2011 წლის 26 მარტს პირადად ჩაბარდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანება. შესაბამისად, დასახელებული აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 26 მარტს, თუმცა ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ დროიდან არა ერთი თვის ვადაში, არამედ 2016 წლის 25 აპრილს იქნა წარდგენილი, ამასთან, საჩივრის ავტორს არც ვადის გაშვების საპატიო მიზეზებზე მიუთითებია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი განეხილა ამხანაგობა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1--ის“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სადავო აქტით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანებით - კანონის შესაბამისად დარჩა განუხილველად ბმა „ზ---------–-ს 1--ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და არ არსებობს დასახელებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 ივნისის N1---- ბრძანების კანონიერების პირობებში საფუძველი ეცლება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 1 მარტის N--- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე მოთხოვნასაც, რამეთუ სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ დაინტერესებულმა პირმა გამოიყენა კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1- ის’’ სარჩელი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.1.2 აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბმა ,,ვ-----–--- ზ---------–-ს 1-’’-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე