განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001771928
საქმე №3ბ/2270-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართვლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ---------------ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ნ----- ბ------–--ა;
წარმომადგენელი - თ--------–-–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნ-–--–ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ნ----- ბ------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 148-160).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1 . მოსარჩელე - ნ----- ბ------–--ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, კ--–----ი, ფ------ლა 3, კორპუსი №10.
2.1.2. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ირკვევა, რომ ნ----- ბ------–--ას ოჯახის (ოჯახის წევრი - ნ----- ბ------–--ა) მუდმივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო ნ-–--–ი, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000. ამონაწერის მიხედვით ქულის მინიჭების თარიღად მითითებულია 2015 წლის 16 დეკემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსების თარიღად - 2015 წლის 16 ნოემბერი.
2.1.3. შეფასების შედეგად ნ----- ბ------–--ას წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7.5 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სოციალური კრიტერიუმი - 5,5 ქულა; მათ შორის სიღარიბის მაჩვენებელი (სოციალური კრიტერიუმი) – 03 ქულა, შემოსავლის მაჩვენებელი 01 ქულა და ქირით ცხოვრების მაჩვენებელი - 1.5 ქულა; მეორე ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ”შშმპ“ – 02 ქულა.
2.1.4. 2015 წლის 24 მარტს ნ----- ბ------–--ას მიერ შევსებული იქნა ფართის მიღების თაობაზე განაცხადი ქ. თბილისში, ასევე, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. კითხვარის შესაბამისად, ნ----- ბ------–--ას ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან.
2.1.5. 2016 წლის 01 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ ნ----- ბ------–--ა ცხოვრობს ძმის - ბ------ ბ------–--ას ბინაში მდებარე ქ .თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო დასახლება. ერთსულიანი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი წარმოადგენს 145 ლარს. ბავშვობიდან არის მეორე ჯგუფის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
2.1.6. 2016 წლის 05 დეკემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სხდომაზე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ.თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ.თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ”ჰ----–--- ჯ--------ან“ გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ასევე დამატებით განიხილა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზე დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისათვის, ამ ეტაპზე არასაკმარისი ქულების გამო უარი უთხრა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ოროთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8,5 და ნაკლები ქულა. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ სამოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა და იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ოთხოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა.
ხსენებული კომისიის გადაწყვეტილებით ნ----- ბ------–--ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკამყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო (1.5 ქულა დააკლდა ქირაში, ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში).
2.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნ----- ბ------–--ას ოჯახს, არასაკმარისი ქულების გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ ”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზ----აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ”ო” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
ხსენებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა).
ამავე წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია.
სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე წესის მე-4 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 04 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მიმართ 2015–2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. აღნიშნული გეგმის 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად, 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. ამავე გეგმის 1.3. პუნქტის თანახმად, 1.2. პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა1, ხოლო 1.9. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელე - ნ----- ბ------–--ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, კ--–----ი, ფ------ლა 3, კორპუსი 10, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად კი მითითებულია - თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო დასახლება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ნ----- ბ------–--ას ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია მხოლოდ თვითონ და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულაა 1000. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ნ----- ბ------–--ას სარეიტინგო ქულაა - 6 (1,5 დააკლდა ქირაში, ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში).
სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ----- ბ------–--ა არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ასევე დადგენილია, რომ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 06 ქულაზე მეტი დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
ნ----- ბ------–--ას მიმართ, მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არსებობს სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2016 წლის 01 სექტემბრის განხორციელებული მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ ნ----- ბ------–--ა ცხოვრობს ქირის გარეშე ძმის - ბ------ ბ------–--ას ბინაში მდებარე ქ.თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო დასახლება. ნ----- ბ------–--ა არის მკვეთრად გამოხატული მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მისი ყოველთვიური შემოსავალია 145 ლარი.
მონიტორინგის შედეგად ნ----- ბ------–--ას მიენიჭა 06 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სოციალური კრიტერიუმი - 04 ქულა; მათ შორის სიღარიბის მაჩვენებელი (სოციალური კრიტერიუმი) – 03 ქულა, შემოსავლის მაჩვენებელი 01 ქულა; მეორე ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ”შშმპ“ – 02 ქულა.
სასამართლომ მოიხმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს, რომ თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება მას - 1.5 ქულა, ხოლო თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილ საარსებო მინიმუმს აღემატება შესაბამისი საარსებო მინიმუმის ნახევარი ოდენობით - 1 ქულა.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ნ----- ბ------–--ას ყოველთვიური შემოსავალია 145 ლარი, ხოლო 2016 წლის დეკემბრის თვის საარსებო მინიმუმია 143.1 ლარი. სასამართლო თვლის, რომ ნ----- ბ------–--ას ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება დადგენილ საარსებო მინიმუმს შესაბამისი საარსებო მინიმუმის ნახევარი ოდენობით, არამედ აღმატება მხოლოდ 1.9 ლარით, რაც ნახევარზე ბევრად ნალებია. ამდენად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების ის დანაწესი, რომელიც ადგენს, რომ თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება მას - 1.5 ქულა და ნ----- ბ------–--ას შემოსავლის მაჩვენებელში ნაცვლად ერთი ქულისა უნდა მიენიჭოს 1,5 ქულა, რის შემდეგადაც მოსარჩელისათვის მინიჭებული საერთო ქულა იქნება 6,5.
დევნილ ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 06 ქულაზე მეტი დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ამდენად, არ არსებობს, არასაკმარისი ქულის გამო, მოსარჩელე ნ----- ბ------–--ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნ-–--–ი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნ-–--–ში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანება ქ.თბილისის პროექტის ფარგლებში ნ----- ბ------–--ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვებელით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელე ნ----- ბ------–--ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. მოსარჩელე - ნ----- ბ------–--ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, კ--–----ი, ფ------ლა 3, კორპუსი №10.
4.1.2. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ირკვევა, რომ ნ----- ბ------–--ას ოჯახის (ოჯახის წევრი - ნ----- ბ------–--ა) მუდმივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო ნ-–--–ი, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000. ამონაწერის მიხედვით ქულის მინიჭების თარიღად მითითებულია 2015 წლის 16 დეკემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსების თარიღად - 2015 წლის 16 ნოემბერი.
4.1.3. შეფასების შედეგად ნ----- ბ------–--ას წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7.5 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სოციალური კრიტერიუმი - 5,5 ქულა; მათ შორის სიღარიბის მაჩვენებელი (სოციალური კრიტერიუმი) – 03 ქულა, შემოსავლის მაჩვენებელი 01 ქულა და ქირით ცხოვრების მაჩვენებელი - 1.5 ქულა; მეორე ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ”შშმპ“ – 02 ქულა.
4.1.4. 2015 წლის 24 მარტს ნ----- ბ------–--ას მიერ შევსებული იქნა ფართის მიღების თაობაზე განაცხადი ქ. თბილისში, ასევე, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი. კითხვარის შესაბამისად, ნ----- ბ------–--ას ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან.
4.1.5. 2016 წლის 01 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ ნ----- ბ------–--ა ცხოვრობს ძმის - ბ------ ბ------–--ას ბინაში მდებარე ქ .თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო დასახლება. ერთსულიანი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი წარმოადგენს 145 ლარს. ბავშვობიდან არის მეორე ჯგუფის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
4.1.6. 2016 წლის 05 დეკემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სხდომაზე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ.თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ.თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ”ჰ----–--- ჯ--------ან“ გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ასევე დამატებით განიხილა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზე დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისათვის, ამ ეტაპზე არასაკმარისი ქულების გამო უარი უთხრა იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ოროთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8,5 და ნაკლები ქულა. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ სამოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა და იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ოთხოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა.
ხსენებული კომისიის გადაწყვეტილებით ნ----- ბ------–--ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკამყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო (1.5 ქულა დააკლდა ქირაში, ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში).
4.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №3--- ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ნ----- ბ------–--ას ოჯახს, არასაკმარისი ქულების გამო ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.2.2. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის თანახმად, დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
პალატა განმარტავს, რომ ნ----- ბ------–--ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, კ--–----ი, ფ------ლა 3, კორპუსი 10, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად კი მითითებულია - თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო დასახლება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ნ----- ბ------–--ას ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია მხოლოდ თვითონ და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულაა 1000. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ნ----- ბ------–--ას სარეიტინგო ქულაა - 6 (1,5 დააკლდა ქირაში, ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში).
ნ----- ბ------–--ა არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ასევე დადგენილია, რომ იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 06 ქულაზე მეტი დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
2016 წლის 01 სექტემბრის განხორციელებული მონიტორინგის ოქმით დგინდება, რომ ნ----- ბ------–--ა ცხოვრობს ქირის გარეშე ძმის - ბ------ ბ------–--ას ბინაში მდებარე ქ.თბილისი, ზ---- ფ------ლა, ს--------ო დასახლება. ნ----- ბ------–--ა არის მკვეთრად გამოხატული მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მისი ყოველთვიური შემოსავალია 145 ლარი.
მონიტორინგის შედეგად ნ----- ბ------–--ას მიენიჭა 06 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სოციალური კრიტერიუმი - 04 ქულა; (მათ შორის სიღარიბის მაჩვენებელი (სოციალური კრიტერიუმი) – 03 ქულა, შემოსავლის მაჩვენებელი 01 ქულა) მეორე ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ”შშმპ“ – 02 ქულა.
ნ----- ბ------–--ას ყოველთვიური შემოსავალია 145 ლარი, ხოლო 2016 წლის დეკემბრის თვის საარსებო მინიმუმია 143.1 ლარი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, იმის შესახებ, რომ ნ----- ბ------–--ას ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება დადგენილ საარსებო მინიმუმს შესაბამისი საარსებო მინიმუმის ნახევარი ოდენობით, არამედ აღმატება მხოლოდ 1.9 ლარით, რაც ნახევარზე ბევრად ნალებია. ამდენად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების ის დანაწესი, რომელიც ადგენს, რომ თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება მას - 1.5 ქულა და ნ----- ბ------–--ას შემოსავლის მაჩვენებელში ნაცვლად ერთი ქულისა უნდა მიენიჭოს 1,5 ქულა, რის შემდეგადაც მოსარჩელისათვის მინიჭებული საერთო ქულა იქნება 6,5. იმ პირობებში, როდესაც დევნილ ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 06 ქულაზე მეტი დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, არ არსებობს, არასაკმარისი ქულის გამო, მოსარჩელე ნ----- ბ------–--ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, პალატა ზ----აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზ----აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. აპელანტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნ-–--–ის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნ-–--–ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნ-–--–ით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში
მოსამართლე ილონა თოდუა