განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001878642
საქმე №3ბ/2086-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სს,, ს----------–-------------ა’’;
წარმომადგენელი - მ--------------–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი- გ--------–--–----–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ.160-164);
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. 2015 წლის 2 ივლისს სს ”ს----------–-------------ას”, როგორც „შემსყიდველსა”, და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა №1----- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”მიმწოდებელმა” აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების დანართების №1 და №5 განსაზღვრული პირობების შესაბამისად რკინიგზის ობიექტების დაცვა (მომსახურება) განეხორციელებინა, ხოლო "შემსყიდველმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა დღგ-ს გარეშე თვეში 7--------- ლარის , ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 8--------5 ლარის ოდენობით.
2.1.2. სს ”ს----------–-------------ას” სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ №1----- ხელშეკრულების შესაბამისად 2016 წლის აპრილის თვეში მიღებული მომსახურების ღირებულება 1-------- ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სს”ს----------–-------------ას” შორის ურთიერთობა 2015 წლის 2 ივლისის №1----- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2015 წლის 2 ივლისის №1----- საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სს ”ს----------–-------------ის” მიმართ წარმოეშვა ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების ვალდებულება, ხოლო სს ”ს----------–-------------ას” - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ სს ”ს----------–-------------ამ” სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია. ამდენად, სს ”ს----------–-------------ა” ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ 2016 წლის აპრილში განხორციელებული დაცვის მომსახურების საფასური 1-------- ლარის ოდენობით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მასზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს მის მიმართ მოსარჩელის ვალდებულება, აანაზღუროს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება. მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოობის შემთხვევაში, გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ყოფილა დადასტურებული მოსარჩელის მიერ და ამდენად, წარმოადგენდა სადავო ვალდებულებას. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ სასამართლო განხილვის გზით დადასტურებით. იმისათვის, რომ მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად გამოეყენებინა თავისი უფლება ზიანის ანაზღაურებაზე, უნდა მოეთხოვა ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ფორმითა და წესით შესაბამისი სარჩელის (შეგებებული სარჩელის) წარდგენით. მხარეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის ან განცხადების წარდგენის გზით დაიწყონ წარმოება კონკრეტული უფლებისა თუ ინტერესის დასაცავად, თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს, თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე-189-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს უფლება აქვს აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნება განსახილველად, თუ: 1) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად, 2) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, 3) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არსებობს ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება. სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა უფლებამოსილი, ემსჯელა მოსარჩელის პასუხისმგებლობაზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუ წარდგენილი იქნებოდა შეგებებული სარჩელი კანონით გათვალისწინებული დასაშვებობის პირობების დაცვით. ასეთის არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლობლობას, დაადასტუროს მოპასუხის მიერ მითითებული ვალდებულების არსებობის ფაქტი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. 2015 წლის 2 ივლისს სს ”ს----------–-------------ას”, როგორც „შემსყიდველსა”, და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა №1----- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”მიმწოდებელმა” აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების დანართების №1 და №5 განსაზღვრული პირობების შესაბამისად რკინიგზის ობიექტების დაცვა (მომსახურება) განეხორციელებინა, ხოლო "შემსყიდველმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა დღგ-ს გარეშე თვეში 7--------- ლარის , ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 8--------5 ლარის ოდენობით.
4.1.2. სს ”ს----------–-------------ას” სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ №1----- ხელშეკრულების შესაბამისად 2016 წლის აპრილის თვეში მიღებული მომსახურების ღირებულება 1-------- ლარის ოდენობით.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.2.2. ამასთან, სააპალეციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების’’ თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სს”ს----------–-------------ას” შორის ურთიერთობა 2015 წლის 2 ივლისის №1----- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2015 წლის 2 ივლისის №1----- საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სს ”ს----------–-------------ის” მიმართ წარმოეშვა ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების ვალდებულება, ხოლო სს ”ს----------–-------------ას” - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ სს ”ს----------–-------------ამ” სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია. ამდენად, სს ”ს----------–-------------ა” ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ 2016 წლის აპრილში განხორციელებული დაცვის მომსახურების საფასური 1-------- ლარის ოდენობით.
პალატა სრულად იზიარებას სასამართლოს შეფასებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე მითითებით, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. სასამართლო განმარტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება. მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა.
პალატა განმარტავს, რომ სადავოობის შემთხვევაში, გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ყოფილა დადასტურებული მოსარჩელის მიერ და ამდენად, წარმოადგენდა სადავო ვალდებულებას. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ სასამართლო განხილვის გზით დადასტურებით. იმისათვის, რომ მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის ჩასათვლელად გამოეყენებინა თავისი უფლება ზიანის ანაზღაურებაზე, უნდა მოეთხოვა ასეთი გადაწყვეტილების მიღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ფორმითა და წესით შესაბამისი სარჩელის (შეგებებული სარჩელის) წარდგენით. მხარეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის ან განცხადების წარდგენის გზით დაიწყონ წარმოება კონკრეტული უფლებისა თუ ინტერესის დასაცავად, თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს, თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე-189-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს უფლება აქვს აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულ იქნება განსახილველად, თუ: 1) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად, 2) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, 3) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არსებობს ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება. სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა უფლებამოსილი, ემსჯელა მოსარჩელის პასუხისმგებლობაზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუ წარდგენილი იქნებოდა შეგებებული სარჩელი კანონით გათვალისწინებული დასაშვებობის პირობების დაცვით. ასეთის არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლობლობას, დაადასტუროს მოპასუხის მიერ მითითებული ვალდებულების არსებობის ფაქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას. პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. სს ,,ს----------–-------------ის’’ მიერ 2017 წლის 19 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 586.11 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს----------–-------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე