განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310117002136209 (3/ბ-654-2017 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ბ-------ი’’, შპს ,,ჭ-–----- 2017”, ინდ.მეწარმე ,,მ---- ხ------ე’’, მ------ ბ------ე
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,ბ-------ის’’, შპს ,,ჭ-–----- 2017-ის“, ინდ. მეწარმე ,,მ---- ხ------ის’’ და მ------ ბ------ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების შპს ,,ბ-------ის’’, შპს ,,ჭ-–----- 2017’’-ის, ინდ. მეწარმე ,,მ---- ხ------ის’’ და მ------ ბ------ის უძრავ-მოძრავი ქონების, კერძოდ:
მ------ ბ------ის (პ/ნ 4----------) 100%-იანი წილის შპს „ბ-------იში“ (ს/ნ 4--------); მ------ ბ------ის კუთვნილი წილის უძრავ ქონებებში - ს/კ.3-----------; ს/კ. 3-----------; 3-----------; ს/კ. 3-----------; მ------ ბ------ის საბანკო ანგარიშების - სს ,,ს----------–--------ში’’ და სს ,,თ----- ბანკში _ დაყადაღება;
მ---- ხ------ის (პ/ნ 4----------) 100%-იანი წილის შპს „ჭ-–----- 2017-ში“ (ს/ნ. 4--------); შპს „გ-------–ი“ (ს/ნ 4--------); შპს „მ--–----------––ი“ (ს/ნ. 4--------); შპს „ი-----–--ში“ (ს/ნ 4--------); შპს „ჭ-–----- 2017-ის“ (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშების სს ,,ვ-----------------------ში’’ და მ---- ხ------ის (პ/ნ 4----------) - საბანკო ანგარიშების სს ,,ვ-----------------------ში’’ _ დაყადაღება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე მ---- ხ------ის 100%-იან წილებს შპს ჭ-–----- 2017-ში“, შპს ,,გ-------–ი’’, შპს ,,მ--–----------––ი’’; შპს ,,ი-----–--ში’’; მაია ხ------ის საბანკო ანგარიშებს სს ,,ვ-----------------------ში’’. ასევე ყადაღა დაედო შპს ,,ჭ-–----- 2017-ის“ საბანკო ანგარიშებს სს ,,ვ-----------------------ში’.
სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა _ მ------ ბ------ის უძრავ ქონებებზე, საბანკო ანგარიშებსა და 100-იან წილზე შპს ,,ბ-------ში’’ დაყადაღების ნაწილში _ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
შუამდგომლობის უარყოფის ნაწილში სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 90-93).
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საჩივარი მიიღო წარმოებაში (ს.ფ. 95-96), ხოლო 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 97-102).
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,ბ-------ის’’, შპს ,,ჭ-–----- 2017-ის“, ინდ. მეწარმე ,,მ---- ხ------ის’’ და მ------ ბ------ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების შპს ,,ბ-------ის’’, შპს ,,ჭ-–----- 2017-ის“, ინდ. მეწარმე ,,მ---- ხ------ის’’ და მ------ ბ------ის უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების _ დაყადაღების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,ბ-------ი’’, შპს ,,ჭ-–----- 2017’’, ინდ. მეწარმე ,,მ---- ხ------ე’’ და მ------ ბ------ე წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს. შპს ,,ბ-------ს" (ს/ნ 4--------) 2017 წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 14 447.55 ლარის ოდენობით. 2017 წლის 1---------ს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2017 წლის 1------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0------ ბრძანება შპს „ბ-------ის" ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 30.05.2017წ. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ბ-------ს" საკუთრებაში ან/და ბალანსზე არ ერიცხება რაიმე სახის ქონება, თავად გადასახადის გადამხდელის მიერ კი არ იქნა წარმოდგენილი ქონების ნუსხა (შედგა სამართალდარღვევის ოქმი: 1-----2017 წ. N C--------).
შპს „ბ-------ის" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ------ ბ------ე (პ/ნ. 4----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შპს „ბ-------ის" საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციების საფუძველზე 2016 წლის დეკემბრის თვის დღგ-სა და 2016 წლის მოგების გადასახადში.
2017 წლის 1-----–--ის მ------ ბ------ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ბ-------ის" სამეწარმეო საქმიანობას ფაქტობრივად ახორციელებდა მისი მეუღლე - მ---- ხ------ე (პ/ნ. 4----------). მ---- ხ------ის მონაწილეობა შპს „ბ-------ის" სამეწარმეო საქმიანობაში დასტურდება იმითაც, რომ 1-----2017წ. შპს „ე-–-------–-------------ის" (ს/ნ. 4-------5) მიერ შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილი იქნა შპს „ბ-------ისგან" მიღებული მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც სალაროს გასავლის ორდერში თანხის - 45 700 ლარის მიმღებად შპს „ბ-------ის" მხრიდან დაფიქსირებულია მ---- ხ------ე (პ/ნ. 4----------).
2017 წლის 06 იანვარს მ---- ხ------ის სახელზე, 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით დარეგისტრირდა ახალი საწარმო - შპს „ჭ-–----- 2017“ (ს/ნ 4--------), რომლის საქმიანობის სფეროს, როგორც შპს „ბ-------ის" (ს/ნ. 4--------) შემთხვევაში, წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელება. 2017 წლის 2-------ს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0------ ბრძანება შპს „ჭ-–----- 2017-ის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 23.06.2017წ. ელექტრონულად. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „ჭ-–----- 2017-ის“ საკუთრებაში და ბალანსზე ქონება არ ერიცხება. მას შემდეგ, რაც შპს „ჭ-–----- 2017“ (ს/ნ 4--------) დეკლარაციების საფუძველზე წარმოეშვა საგადასახადო დავალიანება და დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით (2-----2017 წ.), 0-----2017 წ. მ---- ხ------ემ განახორციელა ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია და იგივე საქმიანობის გახორციელება დაიწყო ახალი სამეწარმეო სტატუსით. ამასთან, შპს „ჭ-–----- 2017-ის“ და ინდ.მეწარამე „მ---- ხ------ის" ფაქტობრივი მისამართი (ტყიბული, სოფ. გ------) და გადამხდელის ელექტრონული გვერდის მისამართი ერთი და იგივეა.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი _ შემდგომში სასამართლოს მიერ აღნიშნული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის შემთხვევაში, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამდე, მოხდეს მოპასუხეთა კუთვნილი ქონების გასხვისება, რის გამოც შეუსრულებელი დარჩება ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები, რაც შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა ფიზიკური პირის მ------ ბ------ის მიმართ არ გააძნელებს და არც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ეხება შპს ,,ბ-------ის’’, შპს ,,ჭ-–----- 2017-ის“ და ინდ. მეწარმე ,,მ---- ხ------ის’’ ურთიერთობებს და დაუსაბუთებელია სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობა მ------ ბ------ის მიმართ. მხოლოდ ის ფაქტი, მ------ ბ------ე წარმოადგენს მოპასუხე კომპანიის დირექტორს _ ვერ გახდება საფუძველი ამ უკანასკნელის, როგორც ფიზიკური პირის ქონების დაყადაღებისა, რაც საბოლოო ჯამში საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახედ განიხილება, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად განმცხადებელს ეკისრება და მხოლოდ ზოგადი მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით, მოსარჩელის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. იგივე ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზემოთ მოხსენიებული შინაარსის განცხადების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. შესაბამისად მხოლოდ პირთა დასახელება მოპასუხე მხარედ არ არის საკმარისი, რომ სასამართლომ მათ მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს - სავალდებულოა, რომ მოსარჩელემ ასევე დაასაბუთოს თუ რატომ უნდა მოხდეს მოპასუხეთა უფლების შეზღუდვა, რაც მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფილი ვერ იქნა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ფიზიკური პირის - მ------ ბ------ის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს, რაც სრულიად მართებულად შეაფასა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ.
სააპელაციო პალატის აზრით, საჩივარი არ შეიცავს არგუმენტაციას, რომელიც გააქარწყლებდა გასაჩივრებული განჩინების დებულებებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ (სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის უარყოფის) ნაწილში;
3. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე