განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310013360857
საქმე №3ბ/603-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი - მა-------------–--ე
წარმომადგენელი - ლა-–----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------–---–ი
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მა---------–---ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით მა-------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მა-------------–--ე წარმოადგენს ქ. თ---–--–------------ ქ. №--ში, 90.46 კვ.მ. ფართის მესაკუთრეს (საკადასტრო კოდი №0------------------1).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ16-17).
3.2. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ------ს’’ 2011 წლის 27 იანვრის კრების ოქმის შესაბამისად, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ დადასტურებულ იქნა მა-------------–--ის მიერ, უ------- ქ. №--ში 2---- კვ.მ. სარდაფის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ნ------ს’’ 2011 წლის 27 იანვრის კრების ოქმი (ს.ფ 20-21).
3.3. მა-------------–--ემ 2011 წლის 1 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უ------- ქ. №--ში 2---- კვ.მ. სარდაფის რეგისტრაცია. 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მა-------------–--ეს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ 39).
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ 39).
3.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 9 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე უ------- ქ. №-. სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ 45).
3.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 7 თებერვლის №0------ მიმართვის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე უ------- ქ. №- რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაცია. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №-8------------3 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №-8------------3 გადაწყვეტილება (ს.ფ 42).
3.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 7 თებერვლის №0------ მიმართვის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე მდებარე - უ------- ქ. №- უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №--------------3 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №--------------3 გადაწყვეტილება (ს.ფ 67).
3.7. სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს ქ. თ---–--–------------ ქ. №--ში მდებარე საერთო ფართი 1658.15 კვ.მ. (მ/შ სარდაფი-545.79 კვ.მ. საკადასტრო კოდი №01---------------------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 7 თებერვლის №0------ მიმართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
რეესტრის ამონაწერი (ს.ფ 65-66).
3.8. მა-------------–--ის მიერ, 2011 წლის 1 თებერვალს განცხადებით მოთხოვნილი უ------- ქ. №--ში 2---- კვ.მ. სარდაფი შედის ქ. თ---–--–------------ ქ. №--ში მდებარე საერთო ფართში 1658.15 კვ.მ. ფართში, რომელზეც რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქმეში წარმოდგენილი წარმოების მასალა.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის `დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
4.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ამავე მუხლის ,,ი” პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად: სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქ/პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქ/პ თანამად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის N 4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქ/პ თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 7 თებერვლის №0------ მიმართვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, დასახელებულ მატერიალური სამართლისა და პროცედურულ ნორმებზე დაყრდნობით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აპელანტი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა არასათანადო დოკუმენტი. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რის გამოც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მა-------------–--ის სააპელაცო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მა-------------–--ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით მა-------------–--ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მა-------------–--ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მა-------------–--ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე მსჯელობის დავალება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით მა-------------–--ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება და საქმე შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მა-------------–--ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინება.
უძრავი ნივთის სახელწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 თებერვლის N1------ ბრძანების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და სზაკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა დანართი N1-ით წარდგენილი უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. დანართი N1-ის თანახმად უძრავი ქონების მისამართია - ქ. თბილისი, უ----ის ქუჩა N8, ს.კ. N01---------------------. 545.79 კვ.მ. სარდაფის ნაწილი - 2---- კვ.მ.
სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის 8.1-ე მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამდენად, რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის N 4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დმადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 09 დეკემბრის N0------ მიმართვის საფუძველზე, 2010 წლის 9 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე უ------- ქ. №-.
ასევე, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.
ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 7 თებერვლის №0------ მიმართვის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე - უ------- ქ. №- რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაცია. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №-8------------3 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 7 თებერვლის №0------ მიმართვის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე უ------- ქ. №- უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №--------------3 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 09 თებერვლის ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს ქ. თ---–--–------------ ქ. №--ში მდებარე საერთო ფართი 1658.15 კვ.მ. (მ/შ სარდაფი - 545.79 კვ.მ, პირველი სართული - 237.22 კვ.მ., მე-2 სართული - 336.35 კვ.მ., მე-3 სართული - 538.79 კვ.მ. საკადასტრო კოდი №01---------------------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 7 თებერვლის №0------ მიმართვა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილების, 2012 წლის 9 თებერვლის №-8------------3 გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 9 თებერვლის №--------------3 გადაწყვეტილების სახელმწიფოს საკუთრებად 2---- კვ.მ. სარდაფის ფართის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა.
პალატა მიუთითებს სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებაზე. კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 27 მარტის №1----- ბრძანება, მ---------–--ისათვისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 9 დეკემბრის №0------ მიმართვის ნაწილობრივ (29.59 კვ.მ. ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 9 დეკემბრის №0------ მიმართვა ქ. თბილისი, უ------- ქუჩა №--ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ 29.59 კვ.მ. ნაწილში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, გადაწყვეტილების კნონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
ასევე, დადგენილია, რომ მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულია უძრავი ნივთის სახელწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 2017 წლის 07 თებერვლის N1------ ბრძანება, რომლის თანახმადაც, გაუქმდა დანართი N1-ით წარდგენილი უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. დანართი N1-ის თანახმად უძრავი ქონების მისამართია - ქ. თბილისი, უ----ის ქუჩა N8, ს.კ. N01---------------------. 545.79 კვ.მ. სარდაფის ნაწილი - 2---- კვ.მ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების
შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ამასთან, არსებითია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას შესწავლილი და გამოკვლეული იყოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი. საგულისხმოა, ისიც რომ ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს რეგისტრაციამდე შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან, ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან, სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულია უძრავი ნივთის სახელწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ბრძანება, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №-8------------3 გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №--------------3 გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში) და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის განხილვისას მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ბრძანებით აღარ არსებობს სახელმწიფოს სახელზე ქ. თ---–--–------------ ქუჩა N8-ში მდებარე 2---- კვ.მ. სარდაფის ფართის რეგისტრაციის საფუძველი, ხოლო რაც შეეხება ამავე ფართზე მოგვიანებით განხორციელებულ ცვლილებებს (კორექტირება, გაერთიანება), პალატა მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენით უნდა უზრუნველყოს 2---- კვ.მ. სარდაფის ფართის იდენტიფიცირება და მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების შემდგომ მიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივრი, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №-8------------3 გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №--------------3 გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში) და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2---- კვ.მ. სარდაფის ნაწილში.
8. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად პალატა განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მა-------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 დეკემბრის №-------------- გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ფართის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №-8------------3 გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ფართის ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 თებერვლის №--------------3 გადაწყვეტილება (2---- კვ.მ. სარდაფის ფართის ნაწილში) და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2---- კვ.მ. სარდაფის ფართის ნაწილში.
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე მა-------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ( ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე