განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
330310115756052
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები , ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310115756052 (3ბ/863-16)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,------------ი’’

წარმომადგენელი - ნ-------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–--ე

 

მესამე პირი - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი, გ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,------------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 თებერვლის №-- განკარგულებით, შპს ,------------ს”, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე მიეცა გაფრთხილება.

 

2.2. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა ერთეტაპიანი ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვების შესახებ. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 05 დეკემბრის №- ოქმით შპს ,------------ს” დაევალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, შეთავაზებული საქონლის ბრენდის/მოდელის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ასევე მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის - M---------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9----ის წარდგენა. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 22 დეკემბრის №--------- დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ ტენდერში ატვირთული მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა - M-------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9--- არ იყო გაცემული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე, პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 22 დეკემბრის №-------ით მიღებული იქნა ასევე გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიემართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,------------ის” შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე.

 

2.3. 2015 წლის 13 იანვარს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და განუმარტა, რომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა ერთეტაპიანი ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვების შესახებ. აღნიშნულ ტენდერში უმცირესი ფასი დააფიქსირა შპს ,------------მა”. შპს ”გ-----------ს” მიერ ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 05 დეკემბრის №- ოქმით შპს ,------------ს” დაევალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, შეთავაზებული საქონლის ბრენდის/მოდელის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ასევე მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის - M---------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9----ის წარდგენა. 2014 წლის 09 დეკემბერს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც კვლავ გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. 2014 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი იქნა დასკვნა, სადაც აღნიშნულია შემდეგი: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ,,შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა” - M---------------------------------------- და ,,მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი” - ISO 9--- არ იყო გაცემული პრეტენდენტზე, რაც დასტურდება შპს ,------------ის” მიერ შეთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიიდან მიღებული ელექტრონული წერილით. ზემოაღნიშნუილიდან გამომდინარე, პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ითხოვა შპს ,------------ის” მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.

 

2.4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის №--- მიმართვით შპს ,------------ს” მოეთხოვა წარედგინა წერილობითი განმარტება სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის.

 

2.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 06 მარტის №--- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, შპს ,------------ი” დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ არის ქცეული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 06 მარტის №--- განკარგულება შპს ”გ-----------ს” შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შავი სიის წარმოება.

 

2.9. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცდა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”, რომლის 24-ე მუხლით განისაზღვრა შავი სიის წარმოების წესი და პირობები. მითითებული მუხლის (2015 წლის მარტში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში - სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2.10. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 13 იანვარს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და განუმარტა, რომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა ერთეტაპიანი ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვების შესახებ. აღნიშნულ ტენდერში უმცირესი ფასი დააფიქსირა შპს ,------------მა”. შპს ,------------ის” მიერ ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 05 დეკემბრის №- ოქმით შპს ,------------ს” დაევალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, შეთავაზებული საქონლის ბრენდის/მოდელის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ასევე მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის - M---------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9----ის წარდგენა. 2014 წლის 09 დეკემბერს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც კვლავ გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. 2014 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი იქნა დასკვნა, სადაც აღნიშნულია შემდეგი: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ,,შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა” - M-------------------------------------- და ,,მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი” - ISO 9--- არ იყო გაცემული პრეტენდენტზე, რაც დასტურდება შპს ,------------ის” მიერ შეთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიიდან მიღებული ელექტრონული წერილით. ზემოაღნიშნუილიდან გამომდინარე, პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ ითხოვა შპს ,------------ის” მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.

 

2.11. საქალაქო სასამართლოს განამრტებით, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის №--- მიმართვით შპს ,------------ს” ეცნობა, რომ წარედგინა წერილობითი განმარტება სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა- გადაწყვეტისათვის.

 

2.12. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მე-9 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები აკმაყოფილებდა მითითებული ნორმის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ ჰქონდა ადგილი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რაც სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული იქნა 2011 წლის 07 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზების გამო, ანუ შპს ,------------მა” ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ასევე დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია, იგი ძალაშია და კანონით მოთხოვნათა დაცვით ბათილად, არარად ან ძალადაკარგულად არ ყოფილა ცნობილი. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოსარჩელის დისკვალიფიკაციის კანონიერების საკითხი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 თებერვლის №-- განკარგულებით შპს ,------------ს” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე მიეცა გაფრთხილება. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 თბერვლის წერილზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და 2015 წლის 16 მარტს მიიღო №--- განკარგულება შპს ,------------ის” შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, რაც საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 06 მარტის №--- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. შპს ,------------ის’’ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევია, არ შეუსწავლია და არ შეუფასებია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ: 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად: „1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონლი ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად (განკარგულების გამოტანისას მოქმედი რედაქცია): „სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე.“ აპელანტის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე და სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტის, სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2015 წლის 6 მარტის N--- განკარგულების გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოება და ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული მის მიერ. მართალია, შემსყიდველის ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება შეიცავდა ზემოაღნიშნული წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ინფორმაციას, თუმცა იგი არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ მოუთხოვია შემსყიდველი ორგანიზაციისგან წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, არადა გარკვეული გარემოებების (პრეტენდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერების ფაქტი) ნამდვილობა, რომელიც საფუძვლიანი ეჭვის საბაბს იძლეოდა (რაც უდაოდ იკვეთება აპელანტის მიერ წარმოდგენილ სარჩელში) დაამტებით უნდა გამოკვლეულიყო სააგენტოს მხრიდან, რაც აუცილებელი იყო პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული საკითხით უფრო მეტად დაინტერესების და დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის, ასევე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შპს ,------------ის“ სასარგებლოდ. ამასთან, ზემოხსენებული წესის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად (განკარგულების გამოტანისას მოქმედი რედაქცია): „7. სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები.“

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ“. ხოლო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა“. აპელანტის მითითებით, მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ გ---------ის ქმედებით ზიანი არ მიდგომია შემსყიდველ ორგანიზაციას, პირიქით, მას გ---------ის დისკვალიფიკაციის შედეგად ხარჯები გაეზარდა, რამდენადაც შეისყიდა ზუსტად იგივე სახის და ხარისხის საქონელი, რომელსაც შპს ,------------ი“ მიაწოდებდა, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე კომპანია შპს ნ-------ის“-გან უფრო მაღალ ფასად, რაც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან დასტურდება. ამასთან, მოსარჩელემ დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა შპს ,------------ი“ შავ სიაში დარეგისტრირება მნიშვნელოვნად დაირღვეოდა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპი, რადგან ერთი წლის მანძილზე მოსარჩელე ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, ამით მას, ასევე, მიადგებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავალი მისი ძირითადი შემოსავალია. ამასთან, ეს ხელს მისცემდა კონკურენტ ორგანიზაციას - შპს ,,ნ-------ს“ რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა შორის ამ სფეროში ერთპიროვნული ლიდერია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საქონლის მიწოდება მოეხდინა მაღალ ფასში და ზიანი მიეყენებინა საჯარო ინტერესებისათვის.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 თებერვლის განკარგულება შპს „გ-----------ს“ გაფრთხილების შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა სადავო ადმინისტრაციულ აქტს და იყო მისი გამოცემის ერთ-ერთი საფუძველი (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონლი ტენდერის ჩატარების წესის" 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით) კანონიერ ძალაში არ იყო შესული სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, რადგან არ მომხარა მისი მხარისთვის - შპს ,------------ისათვის“ სათანადო წესით გაცნობა ანდა გამოქვეყნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე-58-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული საკითხი დაყენებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მისი ქმედებით შემსყიდველ ორგანიზაციას ზიანი არ მიადგებოდა, ხოლო ასეთი პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგებოდა არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნებოდა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, მიიჩნია, რომ მის მიმართ ზემოაღნიშნული წესის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო გაფრთხილება (თუ საერთოდ რაიმე სახის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო). აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე არ მომხდარა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 თებერვლის განკარგულების შპს ,------------ისათვის“ სათანადო წესით გაცნობა ანდა გამოქვეყნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე-58-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც მისი ძალაში შესვლისსთვის იყო აუცილებელი, იგი ვერაფრით ვერ გახდებოდა სადაო ადმინისრაციული აქტის გამოცემის საფუძველი. აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნულ ყველა საკითხთან (1-ლი.; მე-2. და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საკითხები) მიმართებით უნდა ითქვას, რომ მოპასუხეს და მესამე მხარეს აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, არა და მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოპასუხეს აწევს. ამასთან, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოუთხოვია დამატებითი მტკიცებულებებისა და ინფორმაციის წარმოდგენა ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ზემოაღნიშნულ საკითხებზე (1-ლი.; მე-2. და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საკითხები) არ უმსჯელია და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკლევის, შესწავლისა და შეფასების გარეშე გამოიტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად და იურიდიულად საკმარისად არაა დასაბუთებული. სასამართლომ მხოლოდ მიუთითა კანონის ნორმებზე, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, თუმცა არ შეაფასა ეს ურთიერთობები. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ამომწურავად შეფასების შესახებ, არ არის საკმარისად და სრულად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე პრიმა“ პუნქტების შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლებია, გადაწყვეტილება გაუქმებულ უნდა იქნას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება შპს „გ-----------ს’’ სარჩელი სრულად.

 

3.4. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სადაო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, მისი სამართლებრივი დასაბუთებისათვის სხვა სამართლებრივ ნორმებთან ერთად გამოიყენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 24-ე მუხლი, რომელიც მართებულად იქნა გამოყენებული, თუმცა არასწორად განიმარტა. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი და 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები. ხსენებული წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (განკარგულების გამოტანისას მოქმედი რედაქცია): ,,2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გამო; ბ) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტებში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გაცდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემწსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრლებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის თაობაზე.’’ აპელანტის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზის გამო, კერძოდ პრეტენდენტის მხრიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით თითქოს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად (განკარგულების გამოტანისას მოქმედი რედაქცია): ,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვების განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში - სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შეწყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძვლეზე; ზ)ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ან ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.’’ აპელანტის მითითებით, მართალია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება შეიცავდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ინფორმაციას, თუმცა იგი არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და გარკვეული გარემოებების ნამდვილობა, რომელიც საფუძვლიანი ეჭვის საბაბს იძლეოდა დამატებით უნდა დაზუსტებულიყო და გამორკვეულიყო სახელმწიფო შესწყიდვების სააგენტოს მხრიდან სადაო განკარგულების გამოტანამდე, რაც მას მოეთხოვებოდა კიდეც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და ზემოხსენებული წესის 24-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

 

3.5. აპელანტი განმარტავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7, 8 და მე-9 პუნქტების თანახმად: ,,7. სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. 8. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის გნამავლობაში. 9. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.’’ აპელანტის მითითებით, სააგენტოს მხრიდან არც შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შეტყობინებაში მიწოდებული ინფორმაციის საფუძვლიანობა იყო შემოწმებული, არც ის გარემოება, ხომ არ დაირღვეოდა მნიშვნელოვანი პრეტენტენტის შავ სიაში დარეგისტრირებით ბაზარზე კონკურენციისა და თანაზომიერების პრინციპი, არც ზიანის მნიშვნელობა, რაც პრეტენდენტს შავ სიაში დარეგისტრირებით მიადგებოდა ან ხომ არ დადგებოდა არათანაზომიერი შედეგი ან/და ხომ არ დაირღვეოდა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი კი, ადგენს, რომ: ,,დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.’’ ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული წესის ნორმები, არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი და 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები. აპელანტის წარმომადგენლის აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს ,,.. სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები აკმაყოფილებდა მითითებული ნორმის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს..’’. ყოველივე აღნიშნულმა კი განაპირობა ის, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე გამოიტანა არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 თებერვლის №-- განკარგულებით, შპს ,------------ს”, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე მიეცა გაფრთხილება.

 

4.3. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა ერთეტაპიანი ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვების შესახებ. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 05 დეკემბრის №- ოქმით შპს ,------------ს” დაევალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, შეთავაზებული საქონლის ბრენდის/მოდელის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ასევე მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის - M---------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9----ის წარდგენა. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 22 დეკემბრის №--------- დადგინდა, რომ პრეტენდენტის მიერ ტენდერში ატვირთული მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა - M-------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9--- არ იყო გაცემული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე, პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 22 დეკემბრის №-------ით მიღებული იქნა ასევე გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიემართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,------------ის” შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე.

 

4.4. 2015 წლის 13 იანვარს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და განუმარტა, რომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა ერთეტაპიანი ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვების შესახებ. აღნიშნულ ტენდერში უმცირესი ფასი დააფიქსირა შპს ,------------მა”. შპს ”გ-----------ს” მიერ ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 05 დეკემბრის №- ოქმით შპს ,------------ს” დაევალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, შეთავაზებული საქონლის ბრენდის/მოდელის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ასევე მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის - M---------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9----ის წარდგენა. 2014 წლის 09 დეკემბერს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც კვლავ გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. 2014 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი იქნა დასკვნა, სადაც აღნიშნულია შემდეგი: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ,,შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა” - M---------------------------------------- და ,,მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი” - ISO 9--- არ იყო გაცემული პრეტენდენტზე, რაც დასტურდება შპს ,------------ის” მიერ შეთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიიდან მიღებული ელექტრონული წერილით. ზემოაღნიშნუილიდან გამომდინარე, პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ითხოვა შპს ,------------ის” მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.

 

4.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის №--- მიმართვით შპს ,------------ს” მოეთხოვა წარედგინა წერილობითი განმარტება სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის.

 

4.6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 06 მარტის №--- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, შპს ,------------ი” დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შავი სიის წარმოება.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცდა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”, რომლის 24-ე მუხლით განისაზღვრა შავი სიის წარმოების წესი და პირობები. მითითებული მუხლის (2015 წლის მარტში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელება; ბ) ტენდერის განხორციელების შემთხვევაში - სატენდერო განცხადების ნომერი, გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში - შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელება; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტები; ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის (თუ იგი ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას - ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები - თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

4.13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 13 იანვარს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და განუმარტა, რომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა ერთეტაპიანი ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის გამარტივებული ელექტრონული შესყიდვების შესახებ. აღნიშნულ ტენდერში უმცირესი ფასი დააფიქსირა შპს ,------------მა”. შპს ,------------ის” მიერ ელექტრონულ ტენდერში წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2014 წლის 05 დეკემბრის №- ოქმით შპს ,------------ს” დაევალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. კერძოდ, შეთავაზებული საქონლის ბრენდის/მოდელის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, ასევე მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის - M---------------------------------------- და მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი - ISO 9----ის წარდგენა. 2014 წლის 09 დეკემბერს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც კვლავ გადაეცა საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მრჩეველს ბ----- უ----–---ს, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით და აღნიშნულის შესახებ დაევალა შესაბამისი დასკვნის მომზადება. 2014 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი იქნა დასკვნა, სადაც აღნიშნულია შემდეგი: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ,,შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა” - M-------------------------------------- და ,,მწარმოებლის ხარისხის მართვის სერტიფიკატი” - ISO 9--- არ იყო გაცემული პრეტენდენტზე, რაც დასტურდება შპს ,------------ის” მიერ შეთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიიდან მიღებული ელექტრონული წერილით. ზემოაღნიშნუილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენდენტს მართებულად მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ ითხოვა შპს ,------------ის” მიმართ შესაბამისი ზომების მიღება.

 

4.14. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის №--- მიმართვით შპს ,------------ს” ეცნობა, რომ წარედგინა წერილობითი განმარტება სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 იანვრის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის.

 

4.15. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მე-9 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები აკმაყოფილებდა მითითებული ნორმის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ ჰქონდა ადგილი. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული იქნა 2011 წლის 07 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზების გამო, ანუ შპს ,------------მა” ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ასევე დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია, იგი ძალაშია და კანონით მოთხოვნათა დაცვით ბათილად, არარად ან ძალადაკარგულად არ ყოფილა ცნობილი. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოსარჩელის დისკვალიფიკაციის კანონიერების საკითხი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 თებერვლის №-- განკარგულებით შპს ,------------ს” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე უკვე მიცემული ჰქონდა გაფრთხილება. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 თბერვლის წერილზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და 2015 წლის 16 მარტს მიიღო №--- განკარგულება შპს ,------------ის” შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ-----------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე