განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2018
საქმის ნომერი
010141318700054031
ინსტანცია
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054031

საქმე №1/ა.გ-197 -18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ---------------–---–-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ პ----- ჩ--------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

პ---------------–---–- (დაბადებული 1----–-–------------–-------------------- ნასამართლობის არ მქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

პ----- ჩ--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივად დაკავების მომენტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 13 ოქტომბრიდან 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------ გადაწყვეტილებით პ---------------–---–-ს გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 2 (ორი) თვითა და 5 (ხუთი) დღით ადრე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ პ---------------–---–-ს მიმართ.

 

ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენში.

 

მსჯავრდებულ პ---------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი;

 

პ----- ჩ--------–---–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის სამქეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინების გამოტანის მომენტისთვის დადგენილი სასჯელი მოხდილი ჰქონდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა პ----- ჩ--------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით 2017 წლის 26 ივლისს, ცვლილება შევიდა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად მცენარე კანაფის დიდი ოდენობა განისაზღვრა 140 გრამიდან და შესაბამისად 71 გრამი მცენარე კანაფის შეძენა შენახვა,( რისთვისაც იყო მსჯავრდებული), დიდ ოდენობად აღარ ითვლება.

 

პ----- ჩ--------–---–მა შუამდგომლობით ასევე მოითხოვა მის მიმართ დამატებითი სასჯელის ჯარიმის 5000 ლარის შემცირება მინიმალურ ოდენობამდე, ვინაიდან 2017 წლის 26 ივლისის კანონით 2731 მუხლით ახლებურად განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ პ---------------–---–-ს შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით, (რომელშიც ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ'' 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე.) პ----- ჩ--------–---–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების 71.18 გრამი ,,კანაფის“ (მცენარე) უკანონო შეძენა, შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2017 წლის 26 ივლისის კანონი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-4 ნაწილი დასჯად ქმედებად ითვალისწინებს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას დიდი ოდენობით, ხოლო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, მცენარე კანაფის დიდ ოდენობდ მიჩნეულია 140 გრამი. აღნიშნული კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის 71, 18 გრამი, ექცევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობაში.

 

პალატა მიუთითებს, რომ მართალია პ---------------–---–-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება 71.18 გრამი ,,კანაფი“ (მცენარე) დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს დიდი ოდენობას, თუმცა მიუხედავად ამისა პალატას მიაჩნია, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული ცვლილებით მსჯავრდებულის სამართლებრივი მდომარეობა არ უმჯობესდება, ვინაიდან მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი, (რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების „მცენარე კანაფის“ უკანონო შეძენა, შენახვისთვის, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე) წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ისევე როგორც საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილი, (რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების „მცენარე კანაფის“ დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვისთვის, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია ჯარიმა ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე), შესაბამისად მსჯავრდებულ პ---------------–---–-ს მიმართ არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია.

 

რაც შეეხება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, პალატა განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა.

 

განსახლილველ შემთხვევაში მართალია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული ცვლილებით მსუბუქდება იმ მსჯავრდებულთა მდგომარეობა, რომლებსად მსჯავრი დაედოთ 140 გრამამდე დიდი ოდენობით კანაფის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ვინაიდან განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დიდ ოდენობად ითვლება 140 გრამიდან კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა, შესაბამისად აღნიშნული ასახვას ჰპოვებს განსაზღვრულ სასჯელზეც, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–ს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, მის მიმართ ახალი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მეორე ნაწილით, მის სამართლებრივ მდგომარეობას არ ამსუბუქებს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის, 5 000 ლარის მინიმალურ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------- განაჩენით პ----- ჩ--------–---–ს ჯარიმა 5000 ლარი განსაზღვრული აქვს დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და ხსენებულ მუხლში რაიმე ცვლილება, რომელიც შეამსუბუქებს პ---------------–---–-ს სამართლებრივ მდგომარეობას არ განხორციელებულა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ პ---------------–---–-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

 

მზია ლომთათიძე