განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002123924 (3/ბ-572-17წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი(მოსარჩელე) - ნ--------------–--ის წარმომადგენელი პ------–----ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება- საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა
გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 10 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ--------------–--ის წარმომადგენელმა პ------–----ემ, მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება- საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 2------------ის №2--- და ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეცალისტის (ზედამხედველი) 2017 წლის 1------------ის აქტების, როგორც ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხე მხარის დავალდებულება, და დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შესახებ.
ნ--------------–--ემ ასევე მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 1------------ის №1---,2017 წლის 2------------ის №2--- დატექნიკური განყოფილების მთავარი სპეცალისტის (ზედამხედველი) 2017 წლის 1------------ის აქტების მოქმედების შეჩერება.
მოსარჩელის აღნისვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 2------------ის №2--- და ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტის (ზედამხედველის) 2017 წლის 1------------ის აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ეწინააღმდეგება კანონს და მოსარჩელე მხარეს აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს.
2017 წლის 0---------ოს, ინდ. მეწარმე ,,ნ--------------–--ესა’’ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შორის გაფორმდა №2-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზ--------ში, ვ-----------–-------–---------ის რეკონსტრუქციის სამუშაოების განხორციელებას. რეკონსტრუქციის სამუშაოების ლოკალური ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო დ=300 სისქის ლითონის მილების მოწყობა. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი (ზედამხედველი) 2017 წლის 1------------ის აქტი მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ ინდ.მეწარმე ,,ნ--------------–--ის’’ მიერ სარწყავი არხის რეკონსტრუქციის პროცესში ხორციელდებოდა მეორადი ლითონის მილების ჩაწყობა, რაც ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს და გამოუსწორებლობის შემთხვევაში მხარის მიმართ განხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, საქართველოში არსებული (ანალოგიური) პროექტების შედგენის დროს, პროექტის შემდგენი კომპანიები ხელმძღვანელობენ მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ დადგენილი კვარტალური სამშენებლო რესურსების ფასებით, რომელიც მოცემულია პროექტით სხვადასხვა ზომისა და სახეობის ახალი მილების ღირებულებით. იმ შემთხვევაში, თუ პროექტით გათვალისწინებული იქნებოდა მეორადი მილების მოწყობა, ლოკალურ ხარჯთაღრიცხვაში აღნიშნული იქნებოდა ამის შესახებ, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ მითითებას ადგილი არ ჰქონია.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ არც სატენდერო პირობები და არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება პირდაპირ არ ითვალისწინებდა ახალი ლითონის მილების გამოყენებას და შესაბამისად, ამის შესახებ უცნობი იყო ნ--------------–--ისათვის. მან (ნ. ჭ-----–--ემ) დაასრულა პროექტით გათვალიწინებული სამუშაოები და 2017 წლის 06 ოქტომბერს შესაბამისი განაცხადით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს.
ნ--------------–--ემ 2017 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,ნ---სგან“ შეიძინა ფოლადის მილი - დ-300 მმ, ღირებული - 7 252 ლარად, ხოლო ფოლადის მილი - დ 325 - 8521 ლარად, მთლიანობაში კი გადახდილი თანხის ოდენობამ შეადგინა - 15 773.70 ლარი, რაც დასტურდება №ელ 0--------- სასაქონლო ზედნადებით.
მოსარჩელეს არ დაურღვევია არც სატენდერო პირობა და არც ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის მოთხოვნა, საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, მათ შორის იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ რამდენად ვარგისია ნ--------------–--ის მიერ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით შეძენილი მილები და რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს შესრულებული სამუშაოები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებული იქნა სადავო საკითხის სათანადო შესწავლის და გამოკვლევის გარეშე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მათი ბათილობის უპირობო საფუძველია. გასაჩივრებული აქტებით, უხეშად ილახება ნ--------------–--ის, როგორც მეწარმის, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრული უფლებები და კანონიერი ინტერესები, რაც დაუშვებელია.
ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა შეჩერდეს გასაჩივრებული აქტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 2------------ის №2--- და ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტის (ზედამხედველი) 2017 წლის 1------------ის აქტების მოქმედება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრისგანჩინებით ნ--------------–--ის შუამდგომლობა, გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 53-57).
აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი შეიტანა ნ--------------–--ის წარმომადგენელმა პ------–----ემ (ს.ფ. 80-89), რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სადავო აქტების მოქმედების შეჩერება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 2------------ის №2--- და ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეცალისტის (ზედამხედველი) 2017 წლის 1------------ის აქტები არის აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელი, ისინი უნდა გაუქმდეს და ადმინისტრაციული ორგანო უნდა დავალდებულდეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. ხსენებული აქტებით პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგენა ნ--------------–--ეს. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სადავო აქტები სწორედაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ და მათი მოქმედების შეჩერება სწორედაც, რომ არსებითად მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიმართ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობისაგან დასაცავად, რადგან გასაჩივრებული აქტები მიღებულია სადავო საკითხოს სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ნ--------------–--ის წარმომადგენლის პ------–----ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი), რაც უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრულ სარჩელს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის სუსპენზიური ეფექტი უფლების დროებით დაცვას ემსახურება, რომლის მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე და მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც დავის საგანია უკვე გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი. უფლების დროებითი დაცვა ასევე გულისხმობს უფლების პრევენციულ დაცვას, ანუ მოსალოდნელი ღონისძიებების შედეგების თავიდან აცილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ ნ--------------–--ემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 2------------ის №2--- და ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეცალისტის (ზედამხედველი) 2017 წლის 1------------ის აქტების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის 2017 წლის 1------------ის N1--- წერილით ნ--------------–--ეს ეცნობა, რომ რეკონსტრუქციის სამუშაოების ლოკალური ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო დ=300 სისქის 4 მმ ლითონის მილების მოწყობა. რომ მელიორაციის სამსახურის სპეციალისტის (ტექზედამხედველი) მიერ გადამოწმებული და შედგენილი იქნა აქტი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ აღნიშნულ არხზე ახალი მილების (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მილების საბაზრო ღირებულება) ნაცვლად მოეწყო მეორადი ლითონის მილები, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას (ს.ფ. 23).
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავით ბექაიას 2017 წლის 1------------ის N1--- მიმართვით ნ--------------–--ეს ეცნობა 2017 წლის 0---------ოს N2-- ხელშეკრულების დარღვევის შესახებ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნ--------------–--ეს ევალებოდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის, ვ-----------–-------–---------ის რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება. ამავე ხელშეკრულებით ნ------ ჭ-----–--ეს ვალდებულება ჰქონდა აღებული 17 სექტემბრამდე მე-2 ეპატის (სამუშაოების დასრულების ვადა) 30 435.83 ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელების შესახებ. სამუშაოები შესრულებული და წარმოდგენილი არ არის, რაც წარმოდგენს არებული ვალდებულების დარღვევას. ამდენად ნ--------------–--ეს დაეკისრა ხელშეკრულების მე-7 მულის 7.1.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% ოდენობით. ასევე დარღვეულ იქნა ხელშეკრულების 7.3.1 პუნქტით გათვალისწინებული საჯარმო სანქციები ყოველ ვადაგადაციელებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღორებულების 0.2%-ის ოდენობით.
ამავე წერილით ეთხოვა ნ------ ჭ-----–--ეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების დროულად შესრულება (ს.ფ. 21).
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის 2017 წლის 2------------ის N2--- წერილით ნ--------------–--ეს ეცნობა, რომ მეორადი მილების გამოყენება ეწინააღმდეგებოდა ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს და გამოუსწორებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ხალშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ამავე წერილით, ირკვევა, რომ საქართველოში არსებული მსგავსი (ანალოგიური) პროექტების შედგენის დროს პროექტის შემდგენი კომპანიები ხელმძღვანელობენ მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ დადგენილი კვარტალური სამშენებლო რესურსების ფასებით, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა ზომისა და სახეობის ახალი მილები შესაბამისი ღირებულებით. იმ შემთხვევაში თუ პროექტით გათვალისწინებული იქნებოდა მეორადი მილების მოწყობა, მაშინ ლოკალურ ხარჯთაღრიცხვაში, როგორც წესი აღნიშნული იქნებოდან მეორადი ლითონის მილების მოწყობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არის მითითებული. ამდენად ლოკალურ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულია მშენებლობის შემფასებელთა 2017 წლის სამშენებლო რესურსების ფასების შესაბამისად ახალი ლითონის მილების ღირებულება (ს.ფ. 20).
ამდენად, გასაზიარებელია საქალაქო სასამართლოს შეაფსება, რომ დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 1------------ის №1--- და 2017 წლის 1------------ის №1--- წერილები თავისი შინაარსით წარმოადგენენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შემსყიდველი მხარის მიერ მიმწოდებლის გაფრთხილებას, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სათანადოდ განხორცილების შესახებ, ხოლო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2------------ის №2--- წერილით მიმწოდებლის წარმომადგენელს გაეცა წერილობითი პასუხი დეპარტამენტში წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც განმარტებული იქნა ლოკალური ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული კრიტერიუმის შესახებ, ლითონის მილებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეცალისტის (ზედამხედველი) და თვით მიმწოდებლის, ნ--------------–--ის ხელმოწერილ, 2017 წლის 1------------ის აქტს, ის წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მხარის, მიმწოდებლისა და ხელშეკრულების შესრულებისადმი კონტროლის განმხორციელებელი პირის მიერ ერთობლივად შედგენილ, კონკრეტული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტს.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 1------------ის №1---, 2017 წლის 2------------ის №2--- და ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეცალისტის (ზედამხედველი) 2017 წლის 1------------ის აქტები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს არ წარმოადგენს, რამდენადაც ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაცია მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებული იქნეს, რადგანაც ნ--------------–--ის სარჩელი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ აღძრულ სარჩელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია უკავშირდება, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრულ სარჩელს.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის უარყოფას. შესაბამისად, სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციონაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--------------–--ის წარმომადგენელი პ------–----ისკერძოსაჩივარიარ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქოსასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;
3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე