განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2018
საქმის ნომერი
030210017001849002
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210017001849002

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 1130

1 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: სს ”კ----------–-- ფოთის ს--------- ნ-----------ი”

წარმომადგენელი: ნ---- გ--–-----–ი

მოწინააღმდეგე მხარე: მ-----– წ------–---–ი

წარმომადგენელი: შ------- ხ------–---

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ-----– წ------–---–მა, მოპასუხე მხარედ სს ”კ----------–-- ფოთის ს--------- ნ-----------ი” მიუთითა და მოპასუხისათვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით - 18 635 ლარის დაკისრება ითხოვა.

2. მოსარჩელის განმარტებით: 2015 წლის 01 დეკემბერს, ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----– წ------–---–ის სარჩელი შპს „---–---- კ----------- ტ--------–ის“ მიმართ და მოპასუხე შპს „---–---- კ----------- ტ--------–ს“ დაევალა მ-----– წ------–---–ისათვის გადაეცა მისი კუთვნილი 11 ავტომანქანა. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ორგანიზაცია, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის იანვრის თვემდე უკანონოდ ფლობდა მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

3. მოპასუხე ორგანიზაციამ 2016 წელს განიცადა რეორგანიზაცია და მისი სამართალმემკვიდრე გახდა სს „კ----------–-- ფოთის ს--------- ნ-----------ი“.

4. მას შემდეგ, რაც მ-----– წ------–---–ს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა ავტომანქანები თითოეული მათგანი ს.ი.პ. საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე საპატრულო პოლიციის მიერ ტრანზიტული ნომრებით სარგებლობის ვადაგადაცილებისათვის თითოეული ავტომობილი დაჯარიმდა 501 ლარით და საურავი 91 ლარი, სულ - 6512 ლარით.

5. მოსარჩელე მხარე მოპასუხის ქმედებას მიიჩნევს უკანონოდ და თვლის, რომ აღნიშნული უკანონო ქმედებით მას მიადგა ზიანი, მისი განმარტებით ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი.

6. მოპასუხე სს ”კ----------–-- ფოთის ს--------- ნ-----------ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივი დასაბუთება, არასაკმარისია, ბუნდოვანია, არ ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ-----– წ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

8. სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-----– წ------–---–ის სარჩელი შპს „---–---- კ----------- ტ--------–ის“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და მოსარჩელის მ-----– წ------–---–ის მიერ შპს ,,ი--–----------------- ტ--------–ისათვის’’ 30900 ლარის გადახდის შემდეგ, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე შპს ,,ი--–----------------- ტ--------–ის’’ მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 11 ავტომანქანა: 1) M-----------------–--------------------------; 2) T--------------–----------------------------; 3) M-----------------–--------------------------; 4)N--------------–-------------------------; 5)N----------------–-------------------------; 6) B-----–--------------------------------; 7)B-----–--------------------------------; 8)H-------------–------------------------; 9)B-----–-------------------------------; 10)M-------------------–-------------------------; 11)B-----–-------------------------------.

10. 2----–-–---------------–-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით.

11. N------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

12. 2----–-–---------------–-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით.

13. N------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

14. 2----–-–---------------–-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით.

15. N------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

16. 2----–-–---------------–-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით. 9------ საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

17. 2----–-–-------------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით. N9------ საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–-" გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

18. 2----–-–-------------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით. N------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

19. 2----–-–------------–-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით. N------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

20. 2----–-–------------–-- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით. N------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

21. 2----–-–----------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით. N-------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

22. 2----–-–----------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით. N-------- საგადახდო დავალებით მ-----– წ------–---–ის მიერ სს „ლ-------------–- გადახდილ იქნა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

23. 2----–-–---------------–-- N-------- ქვითრის მიხდვით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 572 ლარს. 2016 წლის 23 თებერვლის N----------- და N--------- ქვითრების მიხდვით გადსახდელმა თანხამ შეადგინა 91 ლარი და 496 ლარი.

24. 2----–-–---------------–-- N-------- ქვითრის მიხდვით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 592 ლარი.

25. 2----–-–----------------------- ქვითრის მიხედვით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 501 ლარი.

26. 2----–-–------------------------------------------- ქვითრების მიხედვით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 431 ლარს და 91 ლარი.

27. 2----–-–------------–-- N-------- საგადასასახდო მოთხოვნის თანახმად საურავმა შეადგინა 136.76 ლარი.

28. 2----–-–------------–-- N--------- საგადასასახდო მოთხოვნის თანახმად საურავმა შეადგენა 99.63 ლარი.

29. 2----–-–---------------- მ-----– წ------–---–სა და შ------- ხ------–---ს შორის დაიდო N--- იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება.

30. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992, 412-ე მუხლებზე მითითებით სარჩელი დააკმაყოფილა და განმარტა, რომ მოპასუხის ქმედების შედეგია სსიპ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ავტომანქანების დაჯარიმება, რამეთუ მხოლოდ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცა შესაძლებლობა მ-----– წ------–---–ს შპს „---–---- კ----------- ტ--------–ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოეთხოვა შპს ,,ი--–----------------- ტ--------–ისათვის’’ 30900 ლარის გადახდის შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხის ქმედება სასამართლომ მოსარჩელის უფლების დარღვევად შეაფასა, რომლის აღდგენაც ზიანის ანაზღაურებას და სანაცვლო თანხის დაკისრებას დაუკავშირა.

31. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული სს ”კ----------–-- ფოთის ს--------- ნ-----------ის” მიერ.

32. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ-----– წ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

33. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება იმის შესახებ, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მ-----– წ------–---–ს, ფოთის ს--------- ნ-----------ისათვის მართებდა სადავოდ გამხდარი 11 ავტომობილის მიბარების საზღაური 30 900 ლარის ოდენობით. ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მიანიჭა ფოთის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილება მ-----– წ------–---–ს გაეყვანა მისი კუთვნილი 11 ავტომობილი ნ-----------ის პარკინგიდან. ამასთან მოსარჩელეს ქონდა შესაძლებლობა მიემართა მომსახურების სააგენტოსათვის თხოვნით, ჩაებარებინა შიდა ტრანზიტული სანომრე ნიშნები სატრანსპორტო საშუალების დაურეგისტრირებლად, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია, შესაბამისად ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად მოსარჩელის უმოქმედობამ.

34. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, აპელანტის მოსაზრებით უკანონოა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ის უნდა გაუქმდეს, ხოლო მ-----– წ------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

35. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ასახული მითითებული განჩინების 9-29 პუნქტებში, ასევე იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად: მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ სესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილიაერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

37. აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობითა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად თანხის 30 900 ლარის გადახდის შპს ”ი--–----------------- ტ--------–ი” არ ათავისუფლებდა მ-----– წ------–---–ის საკუთრებაში არსებულ 11 ავტომანქანას. სწორედ იმიტომ, რომ 30 900 ლარის გადახდის მიუხედავად მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანებს, მ-----– წ------–---–ი გახდა იძულებული სარჩელი აღეძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე მხარის დავალდებულება, თანხის 30 900 ლარის გადახდის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა 11 ავტომანქანა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კიდეც. კერძოდ: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-----– წ------–---–ის სარჩელი შპს „---–---- კ----------- ტ--------–ის“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და მოსარჩელის მ-----– წ------–---–ის მიერ შპს ,,ი--–----------------- ტ--------–ისათვის’’ 30900 ლარის გადახდის შემდეგ, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე შპს ,,ი--–----------------- ტ--------–ის ’’ მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 11 ავტომანქანა: 1) M-----------------–--------------------------; 2) T--------------–----------------------------; 3) M-----------------–--------------------------; 4)N--------------–-------------------------; 5)N----------------–-------------------------; 6) B-----–--------------------------------; 7)B-----–--------------------------------; 8)H-------------–------------------------; 9)B-----–-------------------------------; 10)M-------------------–-------------------------; 11)B-----–-------------------------------.

38. აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ მ-----– წ------–---–ის მხრიდან არსებულმა სანაცვლო ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია 11 ავტომობილის გადაცემის დაყოვნება.

39. დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მ-----– წ------–---–ისათვის ავტომანქანების გადაცემის შემდეგ სსიპ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოსარჩელე მ-----– წ------–---–ი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289/1 მუხლის საფუძველზე თითოეულ ავტომობილზე დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარით.

40. აფასებს რა სამართლებრივი თვალსაზრისით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული დავა დელიქტის სამართლებრივი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.

41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ საქმეზე მოპასუხისათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად სახეზე გვაქვს ზიანის მიყენების ფაქტი.

42. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

43. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: 1. უნდა დადგინდეს ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

44. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზიანი მოპასუხე მხარის ქმედებამ (მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანების უსაფუძვლო დაკავებამ) გამოიწვია.

45. ამგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა არსებობისას, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სს კ----------–-- ფოთის ს--------- ნ-----------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

47. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. სს ”კორპორაცი ფოთის ს--------- ნ-----------ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ლაურა მიქავა