განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001090072
საქმე 3ბ/220-16
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2018წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი
აპელანტი - მ------ ი-----–---ი
წარმომადგენელი - ლ----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - შ--–--------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი- გ---------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ------ ი-----–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1; ს.ფ. 216-230).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, გ-–--------------–----------------------–----------–------------------------- რეგისტრირებულია მ------ ი-----–---ის საკუთრების უფლება (ს.კ.------------------------).
2.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 2014 წლის 5 დეკემბერს, მ------ ი-----–---ის მიმართ შეადგინა ?------ მითითება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------ის მიმდებარედ განთავსებულია ავტოფარეხი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული მითითებით სამართალდამრღვევს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღიანი ვადა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟისათვის.
2.1.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 12 იანვარს შედგენილ იქნა ?------ შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 5 დეკემბრის ?------ მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
2.1.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის 2----–-–--------------------------- ბრძანების საფუძველზე მ------ ი-----–---ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადა გაგრძელდა 2----–-–-----------------------–-–------------დე.
2.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილებით მ------ ი-----–---ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ-–-----------------------------------------ის მიმდებარედ უნებართვოდ ავტოფარეხის განთავსებისთვის. მასვე დაევალა უნებართვოდ განთავსებული ავტოფარეხის დემონტაჟი.
2.1.6. 2015 წლის 25 მაისს მ------ ი-----–---ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ------ ი-----–---ის წარმომადგენლის მ------ ტ------ის 2015 წლის 25 მაისის ?------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილება.
2.1.7. ბ------------------------------------------------------–-–---------------------- ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 100% ადასტურებს მ------ ი-----–---ის საკუთრებაში 12.48 კვ.მ. ფართის ავტოფარეხის 1996 წლიდან არსებობის ფაქტს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ------ ი-----–---ი ითხოვდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილების ბათილად ცნობას.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, ცხადია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
2.2.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2014 წლის 5 დეკემბერს მ------ ი-----–---ის მიმართ შეადგინა ?------ მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, გ-–----------------------------------------- ის მიმდებარედ მ------ა ი-----–---ის მიერ განთავსებულ იქნა ავტოფარეხი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული მითითებით მოსარჩელეს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღიანი ვადა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟისთვის. ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 12 იანვარს შედგენილ იქნა ?------ შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა ზემოაღნიშნული მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
2.2.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
ამდენად, აღნიშნული მუხლის თანახმად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე, უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილებით მ------ ი-----–---ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ-–-----------------------------------------ის მიმდებარედ უნებართვოდ ავტოფარეხის განთავსებისთვის. მასვე დაევალა უნებართვოდ განთავსებული ავტოფარეხის დემონტაჟი.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ?57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა- ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ?57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა- ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა - ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ------ ი-----–---ის მიერ განხორციელებულია ახალი მშენებლობა, ვინაიდან მან სადავო ობიექტი -ავტოფარეხი განათავსა მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც შენობა-ნაგებობა არ იდგა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 90-იან წლებში, ნებართვის გარეშე, იქნა აშენებული ავტოფარეხი, რომელიც დღემდე მოსარჩელის მფლობელობაშია; აღნიშნული დასტურდება, ასევე, ბ------------------------------------------------------–-–---------------------- ოქმით. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებას არც მოსარჩელე ხდის სადავოდ. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებულია უკანონო მშენებლობა.
2.2.5. სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ ვინაიდან 2014 წლის 25 სექტემბერს ავტოფარეხის ლეგალიზების მოთხოვნით მ------ ი-----–---მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, 2015 წლის 6 მაისს, აღარ უნდა მიეღო ?------ დადგენილება უნებართვოდ ავტოფარეხის განთავსებისათვის მოსარჩელის 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მ------ ი-----–---ის მიმართ მითითება შედგენილი იქნა 2014 წლის 5 დეკემბერს; დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 30 დღე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მ------ ი-----–---ს მითითებით განსაზღვრულ 30 (ოცდაათი) დღიან ვადაში ლეგალიზაციის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის არ მიუმართავს. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენელთა მიერ სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ განმარტებას იმის შესახებ, რომ წითელი ხაზების დადგენის მოთხოვნით მიმართეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება გაიგივებული ლეგალიზაციის მოთხოვნით არქიტექტურის სამსახურისათვის მიმართვად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე; შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
2.2.6. მოსარჩელე, ასევე, ითხოვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანების ბათილად ცნობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------ ი-----–---ის სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა ქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, იმას რომ აპელანტი 1----–-–---------–-----------------–----------–--–----–----------------–------------------------------------------------------------–------------------------------, რაც იმას ნიშნავს რომ ავტოფარეხი ეხლა არ არის აშენებული მის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ბ-------------------------------------------- ნოტარიულად დამოწმებული.
აღნიშნული ავტოფარეხის აშენებამდე აპელანტს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და დევნილს აქვს საქართველოს პრეზიდენტის 1----–-–-----------------------------------–----------------–-–--------------------- განკარგულების თანახმად დევნილებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოუყვეს მიწის ნაკვეთები. გარდა დევნილობისა ის არის ასევე პირველი ჯგუფის ინვალიდი და აფხაზეთის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
გამოყოფილ მიწებზე დაიწყო მხოლოდ ცხაურის ტიპის ავტოფარეხების განთავსება, ესეც არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია მიზანშეწონილად, ვინაიდან 1996 წელს ცხაურის ტიპის ავტოფარეხებზე ნებართვა არ გაიცემოდა. აღნიშნულ მიწის ფარეხებზე წითელი ხაზების დადგენა ხდებოდა ეტაპობრივად, ნაწილს წითელი ხაზები დაუდგინდათ ცხაურის ტიპის ავტოფარეხებზე და დაირეგისტრირეს. წითელი ხაზების დადგენის შესახებ შეხვედრა დევნილთა სამინისტროსა და არქიტექტურის სამსახურს შორის არ შემდგარა ჯერ კიდევ , რის გამოც დღემდე ელიან პასუხს.
აპელანტი მიუთითებს, რომ საკრებულოს აღიარების კომისიაზე მიწის ლეგალიზებასთან დაკავშირებით შეტანილი აქვს საბუთები, ამ ყველაფერთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაცია წარუდგინა თბილისი საქალაქო სასამართლოს, რაც მის მიერ არ იქნა მიჩნეული მტკიცებულებად, უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და კანონიერად ჩათვალა გასაჩივრებული აქტები, რაც არასწორია რადგან ცახურის ტიპის ავტოფარეხები 1996 წელს ნებართვას არ საჭიროებდა. აღნიშნულს ადასტურებს 2015 წლის 04 დეკემბრის წერილი სადაც წერია, რომ 1---------–-–--–------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------–-----–--------------------–-----–------------------------------------–-------------------–----------------------–-–------------------ დადგენილების საფუძველზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მ------ ი-----–---ის სააპელაციო საჩივარი;
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------ ი-----–---მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილების ბათილად ცნობა.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანების ბათილად ცნობა (ტ-1; ს.ფ. 1-12);
4.1.2. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ქ-------–--–-----–--------------–-----------------------–----------–----------------- ბინაზე რეგისტრირებულია მ------ ი-----–---ის საკუთრების უფლება (ს.კ. ?-----------------------) (ტ-1; ს.ფ. 157).
4.1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2014 წლის 5 დეკემბერს მ------ ი-----–---ის მიმართ შეადგინა ?------ მითითება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------ის მიმდებარედ განთავსებულია ავტოფარეხი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული მითითებით სამართალდამრღვევს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღიანი ვადა მითითების გაცემის მომენტისთვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟისათვის (ტ-1; ს.ფ. 167-168).
4.1.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 12 იანვარს შედგენილ იქნა ?------ შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 5 დეკემბრის ?------ მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა (ტ-1; ს.ფ. 165-166).
4.1.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის 2----–-–--------------------------- ბრძანების საფუძველზე მ------ ი-----–---ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადა გაგრძელდა 2----–-–-----------------------–-–------------დე (ტ-1; ს.ფ. 150).
4.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილებით მ------ ი-----–---ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ-–-----------------------------------------ის მიმდებარედ უნებართვოდ ავტოფარეხის განთავსებისთვის. მასვე დაევალა უნებართვოდ განთავსებული ავტოფარეხის დემონტაჟი (ტ-1; ს.ფ. 143-145).
4.1.7. 2015 წლის 25 მაისს, მ------ ი-----–---ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ------ ი-----–---ის წარმომადგენლის მ------ ტ------ის 2015 წლის 25 მაისის ?------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილება (ტ-1; ს.ფ.18-23).
4.1.8. ბ------------------------------------------------------–-–---------------------- ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 100% ადასტურებს მ------ ი-----–---ის საკუთრებაში 12.48 კვ.მ. ფართის ავტოფარეხის 1996 წლიდან არსებობის ფაქტს (ტ-1; ს.ფ.25-26).
4.1.9. პალატას საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ი-----–---ი არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი. ასევე იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი(ტ-1; ს.ფ. 245 ).
სამართლებრივი დასაბუთება:
- 4.2.1. პალატა მიუთითებს, რამდენადაც გასაჩირებულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანება, რომლებიც სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, პალატა საკითხის კანონისმიერი გადაჭრისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თავდაპირველად, სამართლებრივი თვალსაზრისით, შეაფასოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილების კანონიერება, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას, ყურადღება უნდა მიექცეს მის დასაბუთებას, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
4.2.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და გადაწყვეტილების მხოლოდ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა.
4.2.3. პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას სარჩელის უსაფუძვლობის გამო მის არდაკმაყოფილების თაობაზე, შემდეგ გარემოებეზე მითითებით:
ადმინისტრაციული ორგანოს მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დაჯარიმება და მისთვის გარკვეული სანქციების დაკისრება. ნებისმიერი გადაცდომა უნდა იქნეს საფუძვლიანად შესწავლილი. მართალია, სასამართლო არ ახალისებს შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონო მშენებლობის განხორციელებას და არც კანონის არცოდნას მიიჩნევს ქმედების სამართალდარღვევად კვალიფიკაციის გამომრიცხავ გარემოებად, თუმცა, აღნიშნავს, რომ კანონის არსი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, ყველა შემთხვევაში უნდა შეაფასოს სამართალდარღვევა ინდივიდუალურად და მათ შორის, გამოიკვლიოს, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა კანონის შესაბამისი მუხლით დაწესებულია კონკრეტული სანქცია, რაც არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვის შესაძლებლობას.
კანონის სულისკვეთება და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოების მიზანი არ არის მოქალაქის უსახალკაროდ დატოვება და მიუსაფარად გადაქცევა. პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას და აღნიშნავს, ასეთი კატეგორიის ადამიანების (მოქალაქეების) მიმართ სახელმწიფო უნდა იჩენდეს განსაკუთრებულ მზრუნველობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაავალა აპელანტს მიშენების დემონტაჟი, რომ არ გამოუკვლევია, აღნიშნული ხომ არ გამოიწვევდა საერთოდ მიხეილ დანელიას საცხოვრებელი სახლის დანგრევას და ამგვარად მის დაუცველად გადაქცევას ხომ არ შეუწყობდა ხელს.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, ყველა იმ გარემოების გამოკვლევასთან ერთად, რაზეც მიუთითებს პალატა თავის გადაწყვეტილებაში, სათანადო შეფასება უნდა მისცეს ქმედებას და ასევე იხელმძღვანელოს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებით, შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში იმსჯელოს მათზე.
4.2.5. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანებას ი-----–---ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა სადავო საკითხის გადაუწვეტლად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის ?------ დადგენილების ბათილად ცნობის პირობები, მისი გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანებას კანონშეუსაბამობა სახეზეა, რაც იწვევს მისი ბათილობის აუცილებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ხარჯები:
5.2..2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ი-----–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ------ ი-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 06 მაისის №------ დადგენილება და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. ბათილად იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------–--------- ბრძანება.
5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. ?32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. ?7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
თავმჯდომარე: ნათია ქუთათელაძე