განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2018
საქმის ნომერი
010210017001882878
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001882878

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-26-18 19 მარტი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - ია----- ბო-–----- - რუ------- ბ---------ე - თე-- და------- - და---- დ--------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თე-- დ-------ის სარჩელი ია----- ბ---–----ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე;

 

- დაეკისრა ია----- ბო-–-----ს არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 08 ნ--------- დაბადებული ა--------- ბ---–----ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 11 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარე--ბის სხვაგვარად შეცვლამდე;

- დაეკისრა ია----- ბო-–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მითითებულია, მხოლოდ გასაჩივრებული მოთხოვნის ნაწილში).

 

2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. თე-- და------- და ია----- ბო-–----- 2012 წლის 16 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2012 წლის 08 ნ--------- შეეძინათ ქალიშვილი - ა--------- ბო-–-----. 2013 წელს მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით;

 

2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი შვილი ა--------- ბო-–----- ცხოვრობს დედასთან, თე-- და-------სთან ერთად და შესაბამისად მის კმაყოფაზე ზრუნავს დედა. ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დავა არ არის;

 

2.3. ია----- ბო-–----- ამჟამად მუშაობს საქართველოს ს------------ პ---–-–--- ს--------- დ-–--- დეპარტამენტში და მისი ერთი თვის დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 948,75 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 759 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ია----- ბ---–----ის კმაყოფაზე ამჟამად არავინ არ იმყოფება;

 

2.4. ა--------- ბო-–----- არის ქ. ბ-------- შპს ,,ს----–--ლ-–---- მ---------–----“ აღსაზრდელი და მისი სწავლის საფასური ყოველთვიურად შეადგენს 230 ლარს. ასევე ა--------- ბო-–----- დადის ”ბ------ბ----- ბ--------” სტუდიაში, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 125 ლარს;

 

2.5. თე-- და-------მ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 11 აპრილს;

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარე--ბის გათვალისწინებით არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაკისრებოდა ია----- ბო-–-----ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, მისი ამჟამინდელი მატერიალური მდგომარე--ბიდან გამომდინარე, იყო თვეში 250 ლარი. ხოლო სსკ-ის 1234-ე მუხლის თანახმად, გასული პერიოდის ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს ია----- ბ---–----ისათვის არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მონაწილე--ბის მისაღებად, უფრო მეტიც, როგორც მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა იგი ხელს უშლიდა მამას შვილთან ურთიერთობაში;

 

სასამართლომ ასევე დასაბუთებლად მიიჩნია და შესაბამისად, დააკმაყოფილა ია----- ბ---–----ის სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ია----- ბო-–-----მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 5.2.2. სადაო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ ია----- ბ---–----ის კმაყოფაზე ამჟამად არავინ არ არის. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მასთან ერთად ოჯახში ცხოვრობენ მისი ასაკოვანი მშობლები, ხოლო მამას აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა. ეს ფაქტი სადავოდ არც მოპასუხეს გაუხდია;

 

3.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 5.2.3. სადაო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ ა--------- ბ---–----ის სწავლის საფასური ყოველთვიურად შეადგენს შპს ,,ს----–--ლ-–---- მ---------–--–-“ 230 ლარს, ხოლო ,,ბ------ბ----- ბ--------“ სტუდიაში კი 125 ლარს. ა--------- ბო-–----- დაბადებულია 2012 წლის 08 ნ--------- და მისი ასაკი შეადგენს 5 წელს, წარმოდგენილი ორივე სასწავლებლის ფუნქცია არის ერთი და იგივე. შესაბამისად, არ არსებობს 5 წლის ბავშვისათვის ორ მსგავს სასწავლებელში სიარულის აუცილებლობა;

 

3.3. აპელანტმა მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემობაზე და განმარტა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ერთ პიროვნებაზე საარსებო მინიმუმი შეადგენს 150 ლარს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მოპასუხეს გააჩნია ვალდებულებები ბანკის წინაშე, ასევე, სამსახურიდან გამომდინარე, მას უწევს ბინის დაქირავება და შესაბამისი კომუნალური გადასახადების გადახდა. ასევე სასამართლომ არასწორად მოახდინა ბაჟის დაანგარიშება და დაკისრება.

 

3.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თე-- დ-------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.5. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, რომელიც ფასდება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარე--ბას;

 

4.6. არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან). კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალე--ბებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღე--ბისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქე--ბა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს;

 

4.7. საგულისხმოა, რომ კონტინეტური სამართლის ქვეყნების, საკანონმდებლო სივრცის თუ პრაქტიკის, გაიდლაინების გათვალისწინებით განსხვავებულია ალიმენტის ოდენობის გამოთვლა. ასეთი შეიძლება უკავშირდებოდეს მშობლის შემოსავლის დონეს ან ბავშვისათვის განკუთვნილ აუცილებელ ხარჯებს, შესაძლებელია ერთობლივი შეფასებაც, მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნას ბავშვების ასაკი და მათი რაოდენობა. მაგალითად, გერამანიის სასამართლოები სარგებლობენ ,,დუსელდორფის ცხრილით“ და აშ (იხ. ლინკი http://www.olg-duesseldorf.nrw.de/infos/Duesseldorfer_tabelle/Tabelle-2013/);

 

4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ საქმეში ალიმენტის ოდენობის განსაზღვისათვის განმარტავს შემდეგს: ,,კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარე--ბას, მე--რე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას“ (იხ. საქმე ას-1356-1194-2010 სუსგ 04.03.2011წ).

 

4.9. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი უთითებს, რომ სტატისტიკის მიხედვით, ერთ პიროვნებაზე საარსებო მინიმუმი შეადგენს 150 ლარს; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მის კმაყოფაზე არიან მისი მშობლები; მოპასუხეს გააჩნია ვალდებულებები ბანკის წინაშე; ასევე სამსახურიდან გამომდინარე მას უწევს ბინის დაქირავება და შესაბამისი კომუნალური გადასახადების გადახდა. შესაბამისად, იგი ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას და ალიმენტი აღნიშნული ოდენობით არის არაგონივრული;

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარე--ბის გათვალისწინებით. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს;

 

4.10. მშობლის ვალდებულება, არჩინოს შვილები, არ არის დამოკიდებული მის ფინანსურ მდგომარე--ბაზე. თუნდაც მშობელს არ გააჩნდეს საკმარისი სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის სრულყოფილად და გონივრულ ფარგლებში რჩენის ვალდებულებისაგან. ამ თვალსაზრისით აპელანტის მითითება, რომ მას ყავს ასაკოვანი მშობლები - არ შიძლება გახდეს მშობლის უშუალო მოვალე--ბის (შვილს გაუწიოს სათანადო მატერიალური დახმარება) ,,შემსუბუქების’’ საფუძველი;

 

4.11. საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარე--ბის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტი არის გონივრული ოდენობის.

 

4.12. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვების განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. პალატა მხედველობაში იღებს აპელანტის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარე--ბას, მისი ვალდებულებებს, საყოფაცხოვრებო ხარჯებს, თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ალიმენტი 250 ლარის ოდენობით არ სცილდება გონივრულობის ფარგლებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ია----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ია----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვე--ბით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა