განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.02.2018
საქმის ნომერი
330310016001297737
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001297737

საქმე №3ბ/1722-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

9 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–-ძე

 

აპელანტი (მესამე პირი) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ორ---ი’’

 

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ორ---ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 მარტის №---- განკარგულება ,,შპს ,,ორ---ის’’ გაფრთხილების შესახებ”. მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოსარჩელე შპს ,,ორ---ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2015 წლის 09 ივნისს ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ, შპს ,,ორ---ს’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №---, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარის და აქსესუარების (C-------------------) შესყიდვა. ხელშეკრულების 3.1-ე მუხლით ხელშეკრულების ღირებულებას შეადგენდა 82400 (ოთხმოცდაორი ათას ოთხასი) ლარი. ამავე ხელშეკრულების 13.1-ე მუხლით წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (2015 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით) შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარი და აქსესუარები.

 

ხელშეკრულების 9.1-ე მუხლით წინამდებარე ხელშეკრულების 4.1-ე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში ან 6.3-ე პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან. ხელშეკრულების 5.1-ე პუნქტით მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების №1 დანართში მითითებულ მაჩვენებლებს და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს. 5.2-ე პუნქტის თანახმად, საქონლის საგარანტიო ვადაა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან დანართი №1-ში მითითებული ვადის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 09 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--- (ს.ფ. 15-18)

 

3.1.2. 2015 წლის 25 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით ერთი მხრივ, შპს ,,ორ---ის” დირექტორი მ----ლ კვ-------ე და მეორე მხრივ, შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის, მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სასაწყობო სამსახურის №4 საწყობის მთავარი სპეციალისტი მ----ლ მა-–-–--ე, შსს მომარაგების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გ-- ყ---–--ე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გმს ინსპექტორი გ-----------–------ე ადგენენ წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტს მასზედ, რომ პირველმა მხარემ ჩააბარა, ხოლო მეორე მხარემ მიიღო 09.06.2015 წლის №--- ხელშეკრულების საფუძველზე 82,400.00 (ოთხმოცდაორი ათას ოთხასი) ქართული ლარის ღირებულების საქონელი. კერძოდ, 1. ვოლფრამის კარბიდისგან დამზადებული მომრგვალებულ ცხვირიანი კონუსური ფრეზი 10 ცალი - ჯამში 450.00 ლარი; 2. ზედაპირის დასამუშავებელი ფრეზი 1 ცალი- ჯამში 200.00 ლარი; 3. პრეცეზიული R8 ცანკების ნაკრები 1 ცალი - ჯამში 350.00 ლარი; 4. მრგვალთავიანი ფრეზების ნაკრები 1 ცალი - ჯამში 250.00 ლარი; 5. ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარი თავისი აქსესუარებით 1 ცალი - ჯამში 80,700.00 ლარი; 6. ვოლფრამის კარბიდისგან დამზადებული მომრგვალებულ ცხვირიანი კონუსური ფრეზი 10 ცალი - ჯამში 450.00 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 25 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.20-21)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 14 სექტემბრის №M------------1 წერილით შპს ,,ორ---ის” დირექტორს დ----- გ------–--ეს ეცნობა, რომ ორგანიზაციის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1-ე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1-ე პუნქტის შესაბამისად ეკისრებათ პირგასამტეხლო 2966.40 (ორი ათას ცხრაას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი. ამავე წერილით შპს,,ორ---ს” ეთხოვა წარმოედგინა პირგასამტეხლოს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან გააფორმოს დავალიანების არსებობის შესახებ შეთანხმება.

 

ზემოთ აღნიშნული წერილის პასუხად, შპს ,,ორ---ის” დირექტორმა 2015 წლის 22 სექტემბერს მიმართა შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსს ირ---–---------–---–ს და განმარტა, რომ ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს სახით 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანახმა არის გადაიხადოს პირგასამტეხლოს სახით 741.60 ლარი, აღნიშნულ შემოთავაზებაზე დასტურის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 09 ოქტომბრის №MI------------ წერილით შპს ,,ორ---ის” დირექტორს დ----- გ------–--ეს უარი ეთქვა მის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვით პირგასამტეხლოს თანხის შემცირების თაობაზე. იმავე წერილით ეცნობა, რომ შპს ,,ორ---ის” მიერ გადახდილმა თანხამ შესაბამის ანგარიშზე შეადგინა 741.60 (შვიდასორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი, შესაბამისად დარჩენილი 2224.80 (ორიათას ორასოცდაოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 16 დეკემბრის №M------------- წერილით შპს ,,ორ---ის” დირექტორს დ----- გ------–--ეს ეცნობა, რომ პირგასამტეხლოს სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თქვენი ორგანიზაციის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 14 სექტემბრის წერილი №M------------1 (ს.ფ.22)

- შპს ,,ორ---ის” 2015 წლის 22 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 23)

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 09 ოქტომბრის წერილი №MI------------ (ს.ფ. 24-25)

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 16 დეკემბრის წერილი №M------------- (ს.ფ. 26-27)

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2016 წლის 04 თებერვალს №M------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ საქართველოს შინგანა საქმეთა სამინისტროსა და შპს,,ორ---ს’’ შორის 2015 წლის 9 ივნისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება ავტომატური კომპიუტერიზებული ფრეზირების დანადგარების და აქსესეუარების შესყიდვაზე, რომლის მიწოდების ვადა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. შპს ,,ორ---ის’’ მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1-ე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1-ე პუნქტის შესაბამისად შპს ,,ორ---ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო 2 966,40 (ორიათას ცხრაასსამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო შპს,,ორ---ის’’ მიერ გადახდილმა თანხამ ანგარიშზე შეადგინა 710.60 (შვიდასორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი. 2016 წლის 31 იანვარს გავიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო შპს ,,ორ---ი’’ თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, 2016 წლის 3 თებერვლამდეს შპს ,,ორ---ს’’ პისგასამტეხლოს თანხა შესაბამის ანგარიშზე სრულად არ გადაუხდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,ორ---ის” შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 მარტის №---- განკარგულების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგინა, რომ შპს ,,ორ---ს” (ს/კ: 4--------) 2016 წლის 25 მარტს მიეცა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 04 თებერვლის №M------------- წერილი (ს.ფ.29-30)

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 მარტის განკარგულება №---- ,,შპს ,,ორ---ის’’ გაფრთხილების შესახებ’’(ს.ფ. 31-34)

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 მარტის №---- განკარგულება შპს ,,ორ---ის’’ გაფრთხილების შესახებ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

4.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1.-ე მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2015 წლის 09 ივნისს ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ, შპს ,,ორ---ს’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №---, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარის და აქსესუარების (C-------------------) შესყიდვა.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1-ე მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1-ე მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 04 თებერვალს №M------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ საქართველოს შინგანა საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,ორ---ს’’ შორის 2015 წლის 9 ივნისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება ავტომატური კომპიუტერიზებული ფრეზირების დანადგარების და აქსესეუარების შესყიდვაზე, რომლის მიწოდების ვადა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. შპს ,,ორ---ის’’ მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1-ე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1-ე პუნქტის შესაბამისად შპს ,,ორ---ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო 2 966,40 (ორიათას ცხრაასსამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო შპს ,,ორ---ის’’ მიერ გადახდილმა თანხამ ანგარიშზე შეადგინა 710.60 (შვიდასორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი. 2016 წლის 31 იანვარს გავიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო შპს ,,ორ---ი’’ თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, 2016 წლის 3 თებერვლამდე შპს ,,ორ---ს’’ პისგასამტეხლოს თანხა შესაბამის ანგარიშზე სრულად არ გადაუხდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,ორ---ის” შავ სიაში დარეგისტრირება.

 

4.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12-ე მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1-ე მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების და/ან გაფრთხილების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

4.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 3.4-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად, კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამასთან, კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება №ბს-348=345კ-11).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ კანონის მიზნისა და მის განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 3.4-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი განიმარტება იმგვარად, რომ იმისათვის, რომ პრეტენდენტი/მიმწოდებელი დარეგისტრირდეს შავ სიაში (ან მიეცეს გაფრთხილება) სავალდებულოა შემდეგი ორი პირობიდან ერთ-ერთის არსებობა: ა)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამავე დროს ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა და 2. ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, კიდევ ერთხელ ყურადღება მიაბყრო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2015 წლის 09 ივნისს ერთი მხრივ, საქართველოს შს სამინისტროს (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორე მხრივ, შპს ,,ორ---ს’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №---, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარის და აქსესუარების (CPV კოდი:4-------) შესყიდვა. ხელშეკრულების 3.1-ე მუხლით ხელშეკრულების ღირებულებას შეადგენდა 82400 (ოთხმოცდაორი ათას ოთხასი) ლარი. ამავე ხელშეკრულების 13.1-ე მუხლით წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (2015 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით) შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარი და აქსესუარები, ხელშეკრულების 9.1-ე მუხლით წინამდებარე ხელშეკრულების 4.1-ე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში ან 6.3-ე პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან. ხელშეკრულების 5.1-ე პუნქტით მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების №1 დანართში მითითებულ მაჩვენებლებს და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს. 5.2-ე პუნქტის თანახმად, საქონლის საგარანტიო ვადაა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან დანართი №1-ში მითითებული ვადის განმავლობაში.

 

- 2015 წლის 25 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით ერთი მხრივ, შპს ,,ორ---ის” დირექტორი მ----ლ კვ-------ე და მეორე მხრივ, შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის, მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სასაწყობო სამსახურის №4 საწყობის მთავარი სპეციალისტი მ----ლ მა-–-–--ე, შსს მომარაგების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გ-- ყ---–--ე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გმს ინსპექტორი გ-----------–------ე ადგენენ წინამდებარე მიღება-ჩაბარების აქტს მასზედ, რომ პირველმა მხარემ ჩააბარა, ხოლო მეორე მხარემ მიიღო 09.06.2015 წლის №--- ხელშეკრულების საფუძველზე 82,400.00 (ოთხმოცდაორი ათას ოთხასი) ქართული ლარის ღირებულების საქონელი;

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 14 სექტემბრის №M------------1 წერილით შპს ,,ორ---ის”დირექტორს დ----- გ------–--ეს ეცნობა, რომ ორგანიზაციის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1-ე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1-ე პუნქტის შესაბამისად ეკისრებათ პირგასამტეხლო 2966.40 (ორი ათას ცხრაას სამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი. ამავე წერილით შპს ,,ორ---ს” ეთხოვა წარმოედგინა პირგასამტეხლოს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან გააფორმოს დავალიანების არსებობის შესახებ შეთანხმება.

 

- შპს ,,ორ---ის” დირექტორმა 2015 წლის 22 სექტემბერს მიმართა შსს საფინანსო სამეურნეო დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსს ირ---–---------–---–ს და განმარტა, რომ ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს სახით 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თანახმა არის გადაიხადოს პირგასამტეხლოს სახით 741.60 ლარი, აღნიშნულ შემოთავაზებაზე დასტურის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 09 ოქტომბრის №MI------------ წერილით შპს ,,ორ---ის” დირექტორს დ----- გ------–--ეს უარი ეთქვა მის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვით პირგასამტეხლოს თანხის შემცირების თაობაზე. იმავე წერილით ეცნობა, რომ შპს ,,ორ---ის” მიერ გადახდილმა თანხამ შესაბამის ანგარიშზე შეადგინა 741.60 (შვიდას ორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი)ლარი, შესაბამისად დარჩენილი 2224.80 (ორი ათას ორას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 04 თებერვალს №M------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ საქართველოს შინგანა საქმეთა სამინისტროსა და შპს,,ორ---ს’’ შორის 2015 წლის 9 ივნისს გაფორმდა №--- ხელშეკრულება ავტომატური კომპიუტერიზებული ფრეზირების დანადგარების და აქსესეუარების შესყიდვაზე, რომლის მიწოდების ვადა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60(სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. შპს ,,ორ---ის’’ მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1-ე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1-ე პუნქტის შესაბამისად შპს ,,ორ---ს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო 2 966,40(ორიათას ცხრაასსამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო შპს,,ორ---ის’’ მიერ გადახდილმა თანხამ ანგარიშზე შეადგინა 710.60(შვიდასორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი. 2016 წლის 31 იანვარს გავიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო შპს ,,ორ---ი’’ თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. კერძოდ- 2016 წლის 3 თებერვლამდეს შპს,,ორ---ს’’ პირგასამტეხლოს თანხა შესაბამის ანგარიშზე სრულად არ გადაუხდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,ორ---ის” შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სასამართლომ განმარტა - დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 09 ოქტომბერს გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარის და აქსესუარების (CPV კოდი:4-------) შესყიდვა. ხელშეკრულების 3.1-ე მუხლით ხელშეკრულების ღირებულებას შეადგენდა 82400 (ოთხმოცდაორი ათას ოთხასი) ლარს. მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (2015 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით) შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარი და აქსესუარები, ხოლო ხელშეკრულება მოქმედებდა 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს ,,ორ---ს’’ ხელშეკრულებით განსაზვღვრული საქონლის მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა (2015 წლის 08 აგვისტო) არ შეუსრულებია, მაგრამ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯერ კიდევ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში- 2015 წლის 25 აგვისტოს, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმწოდებლის (შპს,,ორ---ი’’) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველი ორგანიზაციის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა არ მომხდარა, უფრო მეტიც, შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მხოლოდ 2016 წლის 04 თებერვალს, ანუ მას შემდეგ რაც გავიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა საერთო ვადა №M------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,ორ---ის” შავ სიაში დარეგისტრირება. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოება, რომ შავ სიაში დარეგისტრირება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ორ---ი’’ თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, 2016 წლის 3 თებერვლამდე შპს,,ორ---ს’’ პირგასამტეხლოს თანხა შესაბამის ანგარიშზე სრულად არ აქვს გადახდილი.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საერთო ჯამში ადასტურებს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 3.4-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული არც-ერთი პირობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 მარტის №---- განკარგულების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგინა, რომ შპს ,,ორ---ს” (ს/კ: 4--------) 2016 წლის 25 მარტს მიეცა გაფრთხილება.

 

4.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო შპს ,,ორ---ის’’ გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და რომ არ არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის და/ან გაფრთხილების საფუძველი, რამეთუ როგორც აღინიშნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ თანახმად გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის(საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება არ აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ 3.4-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს სრულად, რის გამოც არ არსებობდა შპს ,,ორ---ის’’ მიმართ გაფრთხილების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. ხოლო ის გარემოება, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს ,,ორ---ის’’ მიერ პირგასამტეხლო არ იქნა გადახდილი მითითებული - 2966,40 (ორი ათას ცხრაასამოცდაექვსი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით და გადახდილი იქნა მხოლოდ 741,60(შვიდასორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი - აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა სასარჩელო წარმოების ფარგლებში სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ თანახმად არ წარმოადგენს პრეტენდენტისათვის (შპს ,,ორ---ი’’) გაფრთხილების ან თუნდაც შავ სიაში დარეგისტრირების სამართლებრივ საფუძველს.

 

4.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 მარტის №---- განკარგულება შპს ,,ორ---ის’’ გაფრთხილების შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი.

 

5. სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:

5.1. აპელანტის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი. 2015 წლის 09 ივნისს დადებული N--- ხელშეკრულების საფუძველზე, საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე (2015 წლის 08 აგვისტო და არა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 31 იანვარი), რაც დარღვეულია. კერძოდ, ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული 82 400 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, 2015 წლის 08 აგვისტოს ნაცვლად განხორციელდა 25 აგვისტოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

5.2. აპელანტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით შპს ,,ორ---ის" მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტებმა ვერ მიუთითეს რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ დაასაბუთეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს საპელაციო საჩივრების ავტორთა პრეტენზია.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მოცემული დავის მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

 

აღნიშნული წესის 2.1-ე მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

პალატა მიუთითებს, რომ ამავე წესის მე-4 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს ამავე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12-ე მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში.

 

ამავე ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 24 მარტის №---- განკარგულების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ორ---ს” (ს/კ: 4--------) 2016 წლის 25 მარტს მიეცა გაფრთხილება.

 

პალატა განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს კვლავ მიუთითოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტზე. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეპუნქტი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის (ან მიეცეს გაფრთხილება) განსაზღვრავს სავალდებულო ორი პირობიდან ერთ-ერთის არსებობას - 1. მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამავე დროს ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა. 2. ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ პირველი პირობის არსებობისას სახეზე უნდა იყოს კუმულატიურად კვლავ ორი გარემოება.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 09 ოქტომბერს გაფორმებული №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარის და აქსესუარების (CPV კოდი:4-------) შესყიდვა. ხელშეკრულების 3.1-ე მუხლით ხელშეკრულების ღირებულებას შეადგენდა 82400 (ოთხმოცდაორი ათას ოთხასი) ლარს. მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (2015 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით) შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული ავტომატური კომპიუტერიზირებული ფრეზირების დანადგარი და აქსესუარები, ხოლო ხელშეკრულება მოქმედებდა 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს ,,ორ---ს’’ ხელშეკრულებით განსაზვღვრული საქონლის მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა (2015 წლის 08 აგვისტო) არ შეუსრულებია, მაგრამ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯერ კიდევ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში- 2015 წლის 25 აგვისტოს, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმწოდებლის(შპს,,ორ---ი’’) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველი ორგანიზაციის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა არ მომხდარა.

 

დადგენილია, ისიც, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მხოლოდ 2016 წლის 04 თებერვალს, ანუ მას შემდეგ რაც გავიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა საერთო ვადა №M------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვა შპს ,,ორ---ის” შავ სიაში დარეგისტრირება. ამავე დროს საგულისხმოა ის გარემოება, რომ შავ სიაში დარეგისტრირება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ორ---ი’’ თავს არიდებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, 2016 წლის 3 თებერვლამდე შპს,,ორ---ს’’ პირგასამტეხლოს თანხა შესაბამის ანგარიშზე სრულად არ აქვს გადახდილი.

 

ამ პირობებში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება არ აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ 3.4-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობდა შპს ,,ორ---ის’’ მიმართ გაფრთხილების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. ხოლო ის გარემოება, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს ,,ორ---ის’’ მიერ პირგასამტეხლო არ იქნა გადახდილი მითითებული ოდენობით 2966,40, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ თანახმად არ წარმოადგენს პრეტენდენტისათვის (შპს ,,ორ---ი’’) გაფრთხილების ან თუნდაც შავ სიაში დარეგისტრირების სამართლებრივ საფუძველს.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. „სახელწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

8.2. აპელანტის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

მანანა ჩოხელი