განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2776-17
საქმე № 330310017001957175
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი: ნ----------------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე – გ-------–------–---–-–---–ი
წარმომადგენელი: მ----------–--–--–---–-
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი: მ--------------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გ-------–-------–---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის N2---- ბრძანება ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2 მაისის №1------ ბრძანება ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ-------–-------–---–-–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;
დაევალა მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-------–---–-–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2164292 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N1549 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. შეიქმნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების დანართის შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს საშტატო განრიგი განისაზღვრა 45 საშტატო ერთეულით, მათ შორის რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილება განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით: განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) – 1; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 3. უფროსი ინსპექტორი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 2; ინსპექტორი (პოლიციის კაპიტანი ს/მ) – 3.
2015 წლის 1 ოქტომბერს, გ-------–------–---–-–---–ი დაინიშნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 ივნისის N1341566 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N1549 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკის ს/მ) თანამდებობა ჩამოყალიბდა შემდეგი სახელწოდებით: განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი) - (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის ს/მ)–3შტატი.
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258147 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N1549 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების 2016 წლის 31 დეკემბრის დანართის შესაბამისად გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილება, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს კოორდინირების განყოფილება, ამასთან შემცირდა რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებასა და კოორდინირების განყოფილებაში ყველა თანამდებობა და შეიქმნა კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანების დანართის შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილების საშტატო განრიგი განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით, მათ შორის განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) – 1. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 1. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი) - (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 3. უფროსი ინსპექტორი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 3. ინსპექტორი (ანალიტიკოსი) - (პოლიციის კაპიტანი ს/მ) – 2.
2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 04 იანვრის N2---- ბრძანებიდან ამონაწერით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–------------------–---–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 01 იანვრიდან.
2.5 . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის N1------ ბრძანებიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შსს კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს ყოფილი რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–------------------–---–-–---–ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის N2---- და 2 მაისის №1------ ბრძანებები, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ შეამოწმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე გ-------–------–---–-–---–ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
2.7. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ გ-------–------–---–-–---–ი, წოდებით პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანმდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
2.8 . სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, პოლიციელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლებს ამომწურავად განსაზღვრავს, კერძოდ, აღნიშნული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა)პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ)შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ)სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, „პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი: კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–------------------–---–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 01 იანვრიდან. შსს კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს ყოფილი რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–---------------------–---–-–---–ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანების დანართის შესაბამისად გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილება, ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს კოორდინირების განყოფილება, ამასთან, შედეგად შეიქმნა კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილება. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია გაუქმდა რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებისა და კოორდინირების განყოფილები, მაგრამ იმავდროულად საპატრულო პიოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოში შეიქმნა კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილება, რომელშიც გათვალისწინებულია განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსი) - (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) – 3 საშტატო ერთეული.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება- მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანების მე-10 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთეულების კომპეტენცია, კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ჭ“ პუნქტის თანახმად, საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციაში შედის რისკების მართვა და ანალიზი, რისკებთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების პროგნოზირება და რეკომენდაციების გაცემა პრაქტიკული დახმარების გაწევის მიზნით.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258147 ბრძანებით განხორცილებული ცვლილების შედეგად ახლად შექმნილ კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობა იგივეა, რაც ეკავა მოსარჩელე გ-------–------–---–-–---–ს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) პოზიციაზე ყოფნისას. აღნიშნულის საწინააღმდეგო განმარტებები არ წარმოუდგენიათ მოპასუხესა და მესამე პირს. შესაბამისად, არ არსებობდა რეორგანიზაციის საფუძვლით, მოსარჩელე გ-------–-------–---–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის N2---- და 2 მაისის №1------ ბრძანებები და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ-------–-------–---–-–---–ის კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; ასევე, უნდა დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-------–---–-–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
2.11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-------–------–---–-–---–ის თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან სწორედ მინისტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანამდებობაზე პირის დანიშვნის საკითხი.
2.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაევალა მოსარჩელე გ-------–------–---–-–---–ის სამსახურში აღდგენა, სასამართლოს მოსაზრებით მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან მისი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანამდებობაზე აღდგენამდე.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258147 ბრძანების საფუძველზე საქართველოს შინააგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ცვლილება. რის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 04 იანვრის N2---- ბრძანებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკებისა და ანალიზის განყოფილების ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–------------------–---–-–---–ი (პ/ნ 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის N1------ ბრძანების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი, შსს საპატრულო განყოფილების განსაკუთრებით მნიშნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი) პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–-----------------–---–-–---–ი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართელოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 34-ე მუხლის თანახმად, „პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა)პირადი განცხადების(პატაკის)საფუძველზე; ბ)შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ)სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად“ ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად კადრების განკარგულებაში აყვანა გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმება/შემცირებას. ამავე ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთბის შეწყვეტას. ხოლო მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან დათხოვნა გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ კადრების განკარგუელბაში ყოფნის ვადის გასვლას აწესებს. 37-ე მუხლის თანახმად, კი ,,კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ხდება პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258147 ბრძანებით ჩანს, რომ რისკებისა და მართვის ანალიზის განყოფილებაში გაუქმდა/შემცირდა ყველა შტატი. ამასთან, კოორდინირების განყოფილება და რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილება ერთობლივად მოიცავდა 14 შტატს, ხოლო ახლად შექმნილ კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილებაში სულ 10 შტატია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსაბუთებელი და უკანონოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება გ-------–-------–---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2164292 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N1549 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. შეიქმნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების დანართის შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს საშტატო განრიგი განისაზღვრა 45 საშტატო ერთეულით, მათ შორის რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილება განისაზღვრა 9 საშტატო ერთეულით: განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) – 1; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 3. უფროსი ინსპექტორი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 2; ინსპექტორი (პოლიციის კაპიტანი ს/მ) – 3. 2015 წლის 1 ოქტომბერს, გ-------–------–---–-–---–ი დაინიშნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობაზე.
4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 ივნისის N1341566 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N1549 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკის ს/მ) თანამდებობა ჩამოყალიბდა შემდეგი სახელწოდებით: განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი) - (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის ს/მ)–3 შტატი
4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258147 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N1549 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების 2016 წლის 31 დეკემბრის დანართის შესაბამისად გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილება, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს კოორდინირების განყოფილება, ამასთან შემცირდა რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებასა და კოორდინირების განყოფილებაში ყველა თანამდებობა და შეიქმნა კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანების დანართის შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილების საშტატო განრიგი განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით, მათ შორის განყოფილების უფროსი (პოლიციის პოლკოვნიკი ს/მ) – 1. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 1. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი) - (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) - 3. უფროსი ინსპექტორი (პოლიციის მაიორი ს/მ) - 3. ინსპექტორი (ანალიტიკოსი) - (პოლიციის კაპიტანი ს/მ) – 2.
4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 04 იანვრის N2---- ბრძანებიდან ამონაწერით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–------------------–---–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 01 იანვრიდან.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის N1------ ბრძანებიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შსს კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს ყოფილი რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–------------------–---–-–---–ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის N2---- და 2 მაისის №1------ ბრძანებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.11. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის N2---- და 2 მაისის №1------ ბრძანებები, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
4.12. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასების გარეშე.
4.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
4.14. სააპელაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სასამართლოს მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
4.15. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა)პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ)შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ)სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, „პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.
4.16. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის საფუძვლით, თუმცა იმისათვის რომ რეორგანიზაცია გახდეს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი ადგილი უნდა ჰქონდეს დაწესებულების შტატების შემცირებას.
4.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე რომლითაც განიმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
4.18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ-------–------–---–-–---–ი, წოდებით პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანმდებობაზე.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–------------------–---–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 01 იანვრიდან. შსს კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს ყოფილი რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ანალიტიკოსი), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გ-------–---------------------–---–-–---–ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
4.19. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანების დანართის შესაბამისად გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილება, რომელშიც გათვალისწინებული იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსი) - (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) – 3 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილება, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსი) - (პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ს/მ) – 3 საშტატო ერთეული.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას თუ რა გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანმდებობაზე მომუშავე მომუშავე მოსარჩელეს რატომ არ ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა მუშაობა რეორგანიზაციის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსი) თანამდებობაზე.
4.20. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N993 ბრძანების მე-10 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთეულების კომპეტენცია, კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ჭ“ პუნქტის თანახმად, საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციაში შედის რისკების მართვა და ანალიზი, რისკებთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების პროგნოზირება და რეკომენდაციების გაცემა პრაქტიკული დახმარების გაწევის მიზნით. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258147 ბრძანებით განხორცილებული ცვლილების შედეგად ახლად შექმნილ კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობა იგივეა, რაც ეკავა მოსარჩელე გ-------–------–---–-–---–ს რისკების მართვისა და ანალიზის განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) პოზიციაზე ყოფნისას. შესაბამისად, არ არსებობდა რეორგანიზაციის საფუძვლით, მოსარჩელე გ-------–-------–---–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
4.21. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
აღნიშნული ნორმა იცავს მოქალაქეს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ,,იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4.22. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის N2---- და 2 მაისის №1------ ბრძანებების ბათილად ცნობის, გ-------–-------–---–-–---–ის კოორდინირებისა და ანალიზის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (ანალიტიკოსის) თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი საქართველოს ოკუპირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე