განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001772928
საქმე N3ბ/2346-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- მ----------ია
წარმომადგენელი - თე-----------ძე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მ----------იას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №---- ბრძანება და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ----------იას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ----------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლზეც გაცემულია- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, ო-------ე, კ-–------–ის ქ------, დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ნ----–-----ი გ.ს------ს ქ. №118.
2.1.2. 2015 წლის 30 ივნისს შედგენილი „ს--–---–---------------------ის“ ცხრილის თანახმად, მ----------ია (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა N--- (კ-----------------) ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კ-------ას ქ. N51ა. სოციალური კრიტერიუმია - ნათესავთან/ ახლობელთან ქირის გარეშე -1; სიღარიბის მაჩვენებელი - 3; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი I ჯგუფი - 3; მ----------–ა პენსიონერი -1; საბოლოო ქულა -8.
2.1.3. მ----------იას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის (დანართიN3) შესაბამისად, მ----------იას (6----------) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, კ-------ას ქ. N51ა. მ----------ია არის მ----------–ა, I ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ხერხემლის დაზიანებით); ჰყავს ძმა, რომელიც ასევე დევნილია, დაოჯახებულია და ცხოვრობს ცალკე. მ-----------იას უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახის საშუალო ხარჯია: სურსათზე, სასმელზე - 60 ლარი, ტანსაცმელი-ფეხსაცმელი - 10 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელი - 10 ლარი, სათბობის და ელექტროენერგიის - 40 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 100 ლარი, ქირა - 80 ლარი, სულ - 300 ლარი (ეხმარება ძმა). ამავე კითხვარის თანახმად, მ----------იას შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია - 150 ლარი, დევნილთა შემწეობა - 45 ლარი და სოციალური შემწეობა 60 ლარი. საჩუქრად მიღებული აქვს 150 ლარი, შემოსავლი სულ არის - 345 ლარი. კითხვარის შევსების დროს მ----------იას საცხოვრებელი სტატუსს წარმოადგენდა - ნაქირავები, ქირის ოდენობა - 80 ლარი. საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.
2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, მ----------იას შემოსავლის წყაროს წარმოადგენს 150 ლარი, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ზ------------–იას, რომელიც არის დის ქმარი; საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, კ-------ას ქ.N47ა, სადაც მ----------ია ცხოვრობს უკვე 2 თვეა. ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ქირის გარეშე. ხოლო, მანამდე 4 თვე ცხოვრობდა ქირით (100 ლარი) ქ. თბილისი, კ-------ას ქ. N51ა. განმცხადებლის ინფორმაციით არ არის დაოჯახებული და არც არასოდროს ყოფილა. ამავე მონიტორინგის ფორმის დასკვნის თანახმად, მ----------იას ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არის 210 ლარი. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვს 4----- ქულა, საკუთრება არ გააჩნია, გაკეთებული აქვს კუდუსუნის ოპერაცია და იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. გასაუბარება წარმოებული იქნა განმცხადებელთან.
2.1.4. 2016 წლის 24 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე თბილისი, კ-------ას ქ. N47ა, სახლში დახვდათ ზ------------–ია, რომელმაც განაცხადა, რომ მ----------ია არის მეუღლის და, რომელიც 4 თვის მანძილზე აღარ ცხოვრობს ამ სახლში. გადავიდა საცხოვრებლად ქირით. ზ------------–იას განმარტებით სახლი ეკუთვნის ოთ-----------ს, რომელიც მეუღლის დი-----------ას (გარდაცვლილია 2008 წელს) ახლო ნათესავია. მისივე განმარტებით, მ-----------ია ამ სახლიდან გადავიდა იმის გამო, რომ მასთან იყვნენ დევნილთა სამინისტროდან წარმომადგენლები შესამოწმებლად, სახლს გადაუღეს მთლიანად სურათები და არ მისცეს ბინა.
2016 წლის 25 აგვისტოს შევსებული მონიტორინგის ფორმის თანახმად, მ----------ია ცხოვრობს ქე-------–-------ს საცხოვრებელ ბინაში, მასთან ერთად და უხდის ქირას 200 ლარის ოდენობით, 5 თვის მანძილზე, ქ. თბილისი, გ-–----ი ,,ა“ მ/რ კორპ.N60, ბინა N37- ში (ერთოთახიანი 25კვ.მ.). მანამდე ცხოვრობდა სიძესთან ზ------------–იასთან 8 თვის მანძლზე. მანამდე ზ--------ის რაიონის სოფელ კ---–ი. დაზუსტების ჯგუფის დასკვნა შეიცავს აპლიკანტის შემდეგ განმარტებას: ამ მისამართზე ცხოვრობს ქირით ბოლო ხუთი თვის მანძილზე. ქირის ოდენობაა 200 ლარი. ბინის მეპატრონეა ქე-------–-------, ნაცნობი ო----------ან, რომელმაც დაადასტურა ქირით ყოფნის ფაქტი. აპლიკანტის შემოსავალია 240 ლარი. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირდება 44070 ქულით. არის პირველი ჯგუფის შშმპ. მ----------–ა პენსიონერი. დაოჯახებული არ ყოფილა.
2.1.5. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV- 100ა, ავადყოფობის N--- ისტორიის თანახმად, მ----------იას ძირითადი დაავადებაა: ქ------------–---------------------------------------------------–-----------------------------–-----–--–---------------–-----------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------------------------------------–----------------------------------------------–---------------–-------------------------------------------–------------------------–-------7.
,,ლიბერთი ბანკის“ საბანკო გადარიცხვების ამონაწერის თანახმად, მ----------იას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ერიცხებოდა დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხა.
2.1.6. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №122 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზურუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰუალინგ ჯგუფი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.
ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილებაზე მ----------იას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება, რომ ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის N3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, მ----------იას პ/ნ 6---------- ოჯახს, ამ ეტაპზე განსხლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის N3--- ბრძანებას მ----------იას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლის ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
2.2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.
2.2.4. განსახილველ შემთვევაში მოსარჩელის მოსაზრებით, მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება მოპასუხემ არასწორად შეაფასა, მიიჩნია რა, რომ მ----------ია არ საჭიროებს ამ ეტაპზე გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რადგან იგი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით, ვინაიდან ცხოვრობს მის ნათესავთან. თავის მხრივ სასამართლო, ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული მიზეზი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განმცხადებლისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს და საქმის გადაწყვეტისას, საკითხიც ძირითადად ამ ჭრილში განიხილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი, რომლითაც საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელი რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცდურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.
სასამართლო მიუთითებს წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: შესაძლებლობისა და საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დევნილებისაგან; ასევე, მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლის შემთხვევაში, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. მე-11 პუნქტის თანახმად, დამუშავებული მასალები გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით მოცემული პროექტის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს. ხოლო, მე-12 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამდენად, კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამოდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით (მე-2 მუხლის მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტები) განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხს შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს დევნილ პირს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის ინვალიდი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. არ არის დაოჯახებული და არ ჰყავს ახლო ნათესავი, რომელსაც ექნებოდა შესაძლებლობა მუდმივად ეზრუნა მასზე. მის საკუთრებაში არ ირიცხება უძრავი და მოძრავი ქონება. დროის მოკლე მონაკვეთის გამოკლებით, როდესაც იგი ცხოვრობდა გარდაცვლილი დის მეუღლესთან, დევნილობის ძირითადი დრო ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელე მიეკუთვნება ისეთ მოწყვლად ჯგუფს, რომლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის ვალდებულების ხარისხი, კიდევ უფრო მაღალია. აღნიშნული გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გარდა, ასევე დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით მოწვეული მ----------იას გარდაცვლილი დის მეუღლის ზ------------–იასა და მოწმე ქე-------–-------ს განმარტებებით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მ----------ია არ აკმაყოფილებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესით დაგენილ კრიტერიუმებს, რაც გახდა მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დანართებით განსაზღვრულ განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების ოდენობაზე, რომელიც კითხვარის შევსების შემდეგ მიენიჭა მ----------იას და რომელიც შეადგენს 8 ქულას. მითითებული ნორმატიული აქტით შემუშავებულ ქულათა ცხრილის გათვალისწინებით, მ----------იასათვის მინიჭებული 8 ქულა სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რათა იგი უზურუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი სცხოვრებელი ფართით. ასევე, ყუარადსაღებია საქმეში წარმოდგენილ ,,ლიბერთი ბანკის“ საბანკო ამონაწერი და თავად მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ მ----------ია სამინისტროს მიერ უზურუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით, რაც ერიცხებოდა შესაბამის ანგარიშზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მითითებული ქმედება, გრაკვეულ წილად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამინისტროსათვის მ----------ია წარმოადგენდა დევნილს, რომელიც მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.
2.2.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია მთელი რიგი ნორმატიული აქტები დევნილი მოსახლეობის ცხოვრებისათვის ღირსეული პირობების შექმნისათვის, რომელთა ეფქტიანი განხორციელება დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე. ნორმატიულ აქტებში ასახულია სახელმწიფოს სურვილი და მზადყოფნა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა სფეროში გამოწვევების მიღების, წამოჭრილი პრობლემების მოგვარების და დაძლევის თვალსაზრისით. ამ კუთხით, სახელმწიფო მრავალი წელია ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და შეიმუშავებს მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. მ----------იას საკითხის განხილვის დროისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვალს მიღებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ №127 განკარგულების შესავალში, 1.8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია უვადოა, ხოლო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს 2015-2016 წლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რაც თავისთავად არ გულისხმობს სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ამ ვადაში დასრულებას. 1.2 პუნქტით დადგენილი იქნა, რომ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. ხოლო, 1.3 პუნქტით თანახმად, 1.2 პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა. 1.6 პუნქტის შესაბამისად, 2015–2016 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომში - სამოქმედო გეგმა), რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიის ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევას, ითვალისწინებს სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას, მათ შორის: ა) დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით. აღსანიშნავია, რომ იგივე სახელმძღვანელო პრინციპებს შეიცავს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჰქონდა სრული შესაძლებლობები და ბერკეტი იმისათვის, რომ ეფქტიანად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება მ----------იას სოციალური, ფიზიკური და ეკონომიური მდგომარეობის თალსაზრისით უნდა განხორციელებულიყო, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას მიეკუთვნებოდა თუ არა მ----------ია თავისი სპეციფიური მოთხოვნილებებით და მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა განსაკუთრებით გაჭირვებული ჯგუფს, რომლის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტულად შექმნილი სიტუაციის ადეკვატური და, შესაბამისად კანონიერი უნდა იყოს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსარჩელის მდგომარეობის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელა ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
2.2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახამად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და თავად სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი დევნილთა გრძელვადიან განსახლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას.
2.2.7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის №---- ბრძანება მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელე მ----------იას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტმა განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ----------იას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამინისტრო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის 2016 წლის 24 აგვისტოს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შედგენილი ოქმი, რომლის თანახმადაც მოკვლევა განხორციელდა ქ. თბილისში, კ-------ას ქ. N47ა-ში. მონიტორინგის სამსახურს გაესაუბრა განმცხადებლის დის ქმარი, ზ------------–ია. ზ------------–იას განმარტებით, მ----------ია ცხოვრობდა მათთან (ანალოგიური დასტურდება 2015 წლის მონიტორინგის ოქმით), ხოლო ბინის მიღების მიზნით, ბოლო 4 თვის განმავლობაში შეიცვალა საცხოვრებელი და გადავიდა ნაქირავებ ბინაში, ვინაიდან, წინა მონიტორინგის დროს განხორციელებული მოკვლევის შემდეგ მას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე. მომიტორინგის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს განმცხადებლის სიძე ზ------------–ია. ასევე, ზ------------–იას განცხადებით, ქ. თბილისში, კ-------ას ქ. N47ა-ში მდებარე ბინა ეკუთვნის მ----------იას ახლო ნათესავს ოთ-----------ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მ----------იას საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რომელთაც დიდი სურვილი აქვთ სწრაფად მიიღონ ბინა, ქირაობენ ბინებს, უთანხმდებიან მესაკუთრეებს, რომ სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს დაუდასტურონ ამა თუ იმ პირის ცხოვრების ფაქტი, ხოლო ქირას, რომელსაც სამინისტრო ურიცხავს უხდიან რეგულარულად, რათა კმაყოფილი იყოს მესაკუთრე და სამინისტროს თანამშრომლების მისვლაზე ყოველ ჯერზე დაადასტურონ ცხოვრების ფაქტი, ამ შემთხვევაში - ქირის არსებობის შემთხვევაში- აპლიკაციის შევსებისას მათ ემატებათ ქირის ქულა, რაც ემატება რეალურად არსებულ ქულებს, როგორც ყველასათვის ცნობილია რაც უფრო მაღალია ქულა მით მეტია ბინის მიღების შანსი. ასევე ხშირია შემთხვევები მათივე საკუთრების გასხვისების ან გაჩუქებისა ისევ ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე, რაც ასევე ქულის მომატების მიზეზია. ახლახანს გამოიკვეთა კიდევ ერთი საგულისხმო ტენდენცია, პირები, რომლებიც სხვის საკუთრებაში ცხოვრობენ უთანხმდებიან მესაკუთრეებს შეიტანონ სარჩელი გამოსახლების მოთხოვნით (გამოსახლების შემთხვევაში აპლიკანტი იღებს 3 ქულას), ხოლო სასამართლო პროცესის პირველივე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები - დევნილები ცნობენ სარჩელს. ძალიან ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იქცევიან ამდაგვარად, რადგან წლების წინ, როდესაც არ არსებობდა განსახლების პერსპექტივა გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოში წარმოებულ დავებში მოპასუხე მხარე - დევნილები ბოლო წუთამდე არ თმობდნენ პოზიციებს და წაგების შემთხვევებში ასაჩივრებდნენ ყველა ინსტანციის სასამართლოში. მსგავსი მაგალითები უსასრულოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელთა გამოყენებაც ხელოვნურად იწვევს ქულის მომატებას და რომელთა გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო, როდესაც განსახლების წესი იქმნებოდა.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე ცდილობს სამინისტრო შეიყვანოს შეცდომაში და ხელოვნურად შექმნას სიტუაცია, ვითომდა ის ცხოვრობს ქირით, გაუსაძლის პირობებში, აქვს საკმარისი ქულა და უფრო ადრე უნდა მიიღოს საცხოვრებელი. ასეთი შემთხვევები მრავლადაა და სამინისტრო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ბინა გადასცეს რეალური საჭიროების მქონე პირს და არა ხელოვნურად მოპოვებული ქულების გამო. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ----------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლზეც გაცემულია- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის აფხაზეთი, ო-------ე, კ-–------–ის ქ------, დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ნ----–-----ი გ.ს------ს ქ. №118.
4.1.2 . 2015 წლის 30 ივნისს შედგენილი „ს--–---–---------------------ის“ ცხრილის თანახმად, მ----------ია (6----------) დამისამართებულია: ქ. თბილისი, ს------ს ქუჩა N--- (კ-----------------) ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კ-------ას ქ. N51ა. სოციალური კრიტერიუმია - ნათესავთან/ ახლობელთან ქირის გარეშე -1; სიღარიბის მაჩვენებელი - 3; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი I ჯგუფი - 3; მ----------–ა პენსიონერი -1; საბოლოო ქულა -8.
4.1.3. მ----------იას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის (დანართიN3) შესაბამისად, მ----------იას (6----------) ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, კ-------ას ქ. N51ა. მ----------ია არის მ----------–ა, I ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ხერხემლის დაზიანებით); ჰყავს ძმა, რომელიც ასევე დევნილია, დაოჯახებულია და ცხოვრობს ცალკე. მ-----------იას უძრავი, მოძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახის საშუალო ხარჯია: სურსათზე, სასმელზე - 60 ლარი, ტანსაცმელი-ფეხსაცმელი - 10 ლარი, საოჯახო მოხმარების საქონელი - 10 ლარი, სათბობის და ელექტროენერგიის - 40 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 100 ლარი, ქირა - 80 ლარი, სულ - 300 ლარი (ეხმარება ძმა). ამავე კითხვარის თანახმად, მ----------იას შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: პენსია - 150 ლარი, დევნილთა შემწეობა - 45 ლარი და სოციალური შემწეობა 60 ლარი. საჩუქრად მიღებული აქვს 150 ლარი, შემოსავლი სულ არის - 345 ლარი. კითხვარის შევსების დროს მ----------იას საცხოვრებელი სტატუსს წარმოადგენდა - ნაქირავები, ქირის ოდენობა - 80 ლარი. საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა. 2015 წლის 21 აგვისტოს მონიტორინგის ფორმის თანახმად, მ----------იას შემოსავლის წყაროს წარმოადგენს 150 ლარი, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ზ------------–იას, რომელიც არის დის ქმარი; საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, კ-------ას ქ.N47ა, სადაც მ----------ია ცხოვრობს უკვე 2 თვეა. ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ქირის გარეშე. ხოლო, მანამდე 4 თვე ცხოვრობდა ქირით (100 ლარი) ქ. თბილისი, კ-------ას ქ. N51ა. განმცხადებლის ინფორმაციით არ არის დაოჯახებული და არც არასოდროს ყოფილა. ამავე მონიტორინგის ფორმის დასკვნის თანახმად, მ----------იას ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არის 210 ლარი. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვს 4----- ქულა, საკუთრება არ გააჩნია, გაკეთებული აქვს კუდუსუნის ოპერაცია და იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. გასაუბარება წარმოებული იქნა განმცხადებელთან.
4.1.4. 2016 წლის 24 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის თანახმად, ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე თბილისი, კ-------ას ქ. N47ა, სახლში დახვდათ ზ------------–ია, რომელმაც განაცხადა, რომ მ----------ია არის მეუღლის და, რომელიც 4 თვის მანძილზე აღარ ცხოვრობს ამ სახლში. გადავიდა საცხოვრებლად ქირით. ზ------------–იას განმარტებით სახლი ეკუთვნის ოთ-----------ს, როემლიც მეუღლის დი-----------ას (გარდაცვლილია 2008 წელს) ახლო ნათესავია. მისივე განმარტებით, მ-----------ია ამ სახლიდან გადავიდა იმის გამო, რომ მასთან იყვნენ დევნილთა სამინისტროდან წარმომადგენლები შესამოწმებლად, სახლს გადაუღეს მთლიანად სურათები და არ მისცეს ბინა.
2016 წლის 25 აგვისტოს შევსებული მონიტორინგის ფორმის თანახმად, მ----------ია ცხოვრობს ქე-------–-------ს საცხოვრებელ ბინაში, მასთან ერთად და უხდის ქირას 200 ლარის ოდენობით, 5 თვის მანძილზე, ქ. თბილისი, გ-–----ი ,,ა“ მ/რ კორპ.N60, ბინა N37- ში (ერთოთახიანი 25კვ.მ.). მანამდე ცხოვრობდა სიძესთან ზ------------–იასთან 8 თვის მანძლზე. მანამდე ზ--------ის რაიონის სოფელ კ---–ი. დაზუსტების ჯგუფის დასკვნა შეიცავს აპლიკანტის შემდეგ განმარტებას: ამ მისამართზე ცხოვრობს ქირით ბოლო ხუთი თვის მანძილზე. ქირის ოდენობაა 200 ლარი. ბინის მეპატრონეა ქე-------–-------, ნაცნობი ო----------ან, რომელმაც დაადასტურა ქირით ყოფნის ფაქტი. აპლიკანტის შემოსავალია 240 ლარი. სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირდება 44070 ქულით. არის პირველი ჯგუფის შშმპ. მ----------–ა პენსიონერი. დაოჯახებული არ ყოფილა.
4.1.5. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV- 100ა, ავადყოფობის N--- ისტორიის თანახმად, მ----------იას ძირითადი დაავადებაა: ქ------------–---------------------------------------------------–-----------------------------–-----–--–---------------–-----------------–-----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-------------------------------------------–----------------------------------------------–---------------–-------------------------------------------–------------------------–---------
,,ლიბერთი ბანკის“ საბანკო გადარიცხვების ამონაწერის თანახმად, მ----------იას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ერიცხებოდა დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართის ქირის თანხა.
4.1.6. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №122 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზურუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან, მენაშენეებისგან და ,,ჰუალინგ ჯგუფი’’-სგან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი.
ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით შევსებული განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ერთოთახიანი ბინებით დაკმაყოფილებაზე მ----------იას ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა განმარტება, რომ ამ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.
4.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 13 დეკემბრის N3--- ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, მ----------იას პ/ნ 6---------- ოჯახს, ამ ეტაპზე განსხლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო უარი ეთქვა გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
4.2.2. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროება აპელანტმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა,პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებას და განმარტავს, ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.
4.2.3. პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ უდავოდ დადგენილია, რომ მ----------ია წარმოადგენს დევნილ პირს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის ინვალიდი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, რაც თავის მხრივ გამორიცხავს გარკვეული სახის სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. არ არის დაოჯახებული და არ ჰყავს ახლო ნათესავი, რომელსაც ექნებოდა შესაძლებლობა მუდმივად ეზრუნა მასზე. მის საკუთრებაში არ ირიცხება უძრავი და მოძრავი ქონება. დროის მოკლე მონაკვეთის გამოკლებით, როდესაც იგი ცხოვრობდა გარდაცვლილი დის მეუღლესთან, დევნილობის ძირითადი დრო ცხოვრობდა დაქირავებულ ბინაში, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელე მიეკუთვნება ისეთ მოწყვლად ჯგუფს, რომლის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის ვალდებულების ხარისხი, კიდევ უფრო მაღალია. აღნიშნული გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გარდა, ასევე დადასტურებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მოწვეული მ----------იას გარდაცვლილი დის მეუღლის ზ------------–იასა და მოწმე ქე-------–-------ს განმარტებებით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები პალატას აძლევს შესაძლებლობას, რომ არ გაიზაიროს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მ----------ია არ აკმაყოფილებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესით დაგენილ კრიტერიუმებს, რაც გახდა მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დანართებით განსაზღვრულ განცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების ოდენობა რომელიც კითხვარის შევსების შემდეგ მიენიჭა მ----------იას, შეადგენს 8 ქულას, რაც მითითებული ნორმატიული აქტით შემუშავებულ ქულათა ცხრილის გათვალისწინებით, სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რათა მ----------ია უზურუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი სცხოვრებელი ფართით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია სს ,,ლიბერთი ბანკის“ საბანკო ამონაწერი და აპელანტი მხარის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ მ----------ია სამინისტროს მიერ უზურუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ბინის ქირის თანხით, რაც ერიცხებოდა შესაბამის ანგარიშზე. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მითითებული ქმედება, გარკვეულ წილად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამინისტროსათვის მ----------ია წარმოადგენდა დევნილს, რომელიც მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.
პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, აპელანტ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჰქონდა სრული შესაძლებლობები და ბერკეტი იმისათვის, რომ ეფქტიანად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება მ----------იას სოციალური, ფიზიკური და ეკონომიური მდგომარეობის თვალსაზრისით უნდა განხორციელებულიყო, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას მიეკუთვნებოდა თუ არა მ----------ია თავისი სპეციფიური მოთხოვნილებებით და მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა განსაკუთრებით გაჭირვებული ჯგუფს, რომლის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის, რაც, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში არსებული მასალები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. აპელანტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში
მოსამართლე ილონა თოდუა