განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001803927
საქმე N3ბ/2349-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენლები - და------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- მ--------------ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ--------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის M------------------- ბრძანება მ----ა ნ-------ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში; მ--------------ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის N------------------ ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ დგინდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ყოფილი თ--------------–---–----–ი (ს-–---------------------------------–----–---–---------–------ N 8--------) I კლასის რიგითი მა-----------------–----------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2016 წლის 28 თებერვლიდან (საფუძველი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება (N----------------------------- წ.).
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 02 მარტის N M---------------- ბრძანებით თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დგინდება, რომ მა-----------------–----------ძე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–-თ--------ად 2016 წლის 28 თებერვლიდან (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატი N8--------) (საფუძველი: სპეციალური ოპერაციების ძალების პატაკი (N--------------------- 22.02.2016 წ.) და გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის პატაკი (N----------------------------- წ.).
2.1.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით „სპეციალური ოპერაციების ძალების N8-------- შტატისა და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის
2015 წლის 25 ივნისის N M------------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების დანართი N 1 (სპეციალური ოპერაციების ძალების შტატი N 8--------) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. დანართი N1-ის თანახმად, შემცირდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის თანმდებობები 4 (ოთხი) საშტატო ერთეულიდან 2 (ორი) საშტატო ერთეულამდე.
2.1.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ზვიად ოქროპირიძის 2017 წლის 16 ივნისის N5----- წერილის პასუხად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოლკოვნიკი დ-------ი კ-----ის 2017 წლის 10 ივლისის M---------------- წერილით დგინდება, რომ განხორციელებული საშტატო ოპტიმიზაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის 25 ბრძანებით შემცირდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის თანმდებობები 4 (ოთხი) საშტატო ერთეულიდან 2 (ორი) საშტატო ერთეულამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ოთხივე საშტატო ერთეულზე დანიშნული იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის ი---–------ი ენის სპეციალისტები, ოპტიმიზაციის განხორციელებისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნული მოსამსახურეების თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ი---–------ი ენის მასწავლებლად მუშაობის სტაჟი და გამოცდილება, სამხედრო მოსამსახურეებთან თ--------ად მუშაობის გამოცდილება, მათ მიერ გავლილი სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, საქმისადმი განსაკუთრებულად კეთილსინდისიერი მიდგომა და სამსახურის პერიოდში მიღებული წახალისებები.
ზემოაღნიშნული წერილის თანახმად, დასახელებული ფაქტორები გახდა იმის საფუძველი, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობის მიერ უპირატესობა მიენიჭა იმ ორ მოსამსახურეს, რომელთაც გააგრძელეს სამსახური დაკავებულ თანამდებობებზე.
2.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, მა-----------------–----------ძე გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატი N8--------) თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან (საფუძველი: J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის წერილი (N----------------------------- წ.) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება (N------------------------------- წ.)).
2.1.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის M---------------- ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დადგენილია, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის
თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თარჯიმანი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატი N8--------), მა-----------------–----------ძე გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 12 მაისიდან (საფუძველი: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება (N M---------------- 11.01.2017 წ.).
2.1.6. სპეციალური ოპერაციების ძალების დღის 22 ნოემბრის აღსანიშნავად, სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსის 2015 წლის 29 ოქტომბრის 8----- შეტყობინების საფუძველზე, I კლასის რიგითი მ----ა ნ-------ძის - სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა შეფასების, განვითარებისა და სწავლების განყოფილების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მასწავლებლის მიმართ, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, განისაზღვრა წახალისების შემდეგი ფორმა - გენერალური შტაბის უფროსის სახელით „მადლობა“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოლკოვნიკი დ-------ი კ-----ის დახასიათება-რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ყოფილი თ--------------–---–----–ი მა-----------------–----------ძე სხვა თანამშრომლებს შორის გამოირჩეოდა პროფესიული უნარ-ჩვევებით, დისციპლინით, კეთილსინდისიერებით და შრომისმოყვარეობით. მას აქვს სამხედრო შტატზე მუშაობის ორწლიანი სტაჟი და როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კოლექტივში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. იგი იყო ენერგიული, მომთხოვნი და მაღალ დონეზე მომზადებული კადრი. ადვილად უმკლავდებოდა სიძნელეებს და აქვს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. მას შესწევს უნარი შეინახოს სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოება. სპეციალური ოპერაციების ძალებში მისი სამი წლის ღირსეული თანამშრომლობისათვის მეთაურის მიერ გამოცხადებული აქვს მადლობა და წახალისებები, მათ შორის მან ა-------–---–---–----------------ზე არსებულ თავდაცვის ენის ინსტიტუტში გაიარა ენის პროფესიული კურსი და ასევე თავდაცვის მინისტრის აპარატთან არსებული გენდერული მრჩევლის ტრენინგები საქართველოს თავდაცვის აკადემიაში.
მა-----------------–----------ძე ხასიათდება დადებით სამოქალაქო მოსამსახურედ და რეკომენდაცია ეძლევა განაგრძოს კარიერა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, ან სხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ი---–------ი ენის თ--------ის და/ან მასწავლებლის პოზიციაზე და მისი გამოცდილების შესაბამის სხვა თანამდებობაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის
,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანება კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის M---------------- ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა მოთხოვნების კანონშესაბამისობაზე მოსარჩელე მ----ა ნ-------ძის სამსახურში აღდგენასთან, განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით.
2.2.2. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ მ--------------ძე მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თ--------------–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–-თ--------ის თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
2.2.3. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა- გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
2.2.4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის’’ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე; ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუქტების თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
დადგენილია, რომ მ--------------ძე დაკავებული თანამდებობებიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №MOD 3
1---------- ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის M---------------- ბრძანების საფუძველზე მ--------------ძე 2017 წლის 12 მაისიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, შტატის შემცირების მოტივით.
2.2.5. სადავე პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ამავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები.
ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კერძოდ საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება- მოვალეობების შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოხელის გასათავისუფლებლად აუცილებელია რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც შტატები სრულად არ უქმდება, გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ერთი და იგივე პოზიციაზე დანიშნული რომელი მოხელე გაათავისუფლოს და რომელი დატოვოს თანამდებობაზე.
2.2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანება კი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის Nბს-166-165 (კ-16) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის მისი კვალიფიკაციური კადრის დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა, უკავშირდება მუშაკთა უნარჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. ,,საჯარო სამსახურის’’ კანონის დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------------- ბრძანების თანახმად, „სპეციალური ოპერაციების ძალების N8-------- შტატისა და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების დანართი N 1 (სპეციალური ოპერაციების ძალების შტატი N 8--------) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. დანართი N1-ის თანახმად, შემცირდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თ--------------–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის თანმდებობები 4 (ოთხი) საშტატო ერთეულიდან 2 (ორი) საშტატო ერთეულამდე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ზვიად ოქროპირიძის 2017 წლის 16 ივნისის N5----- წერილის პასუხად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოლკოვნიკი დ-------ი კ-----ის 2017 წლის 10 ივლისის M---------------- წერილით დგინდება, რომ განხორციელებული საშტატო ოპტიმიზაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N25 ბრძანებით შემცირდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის თანმდებობები 4 (ოთხი) საშტატო ერთეულიდან 2 (ორი) საშტატო ერთეულამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ოთხივე საშტატო ერთეულზე დანიშნული იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის ი---–------ი ენის სპეციალისტები, ოპტიმიზაციის განხორციელებისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნული მოსამსახურეების თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ი---–------ი ენის მასწავლებლად მუშაობის სტაჟი და გამოცდილება, სამხედრო მოსამსახურეებთან თ--------ად მუშაობის გამოცდილება, მათ მიერ გავლილი სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, საქმისადმი განსაკუთრებულად კეთილსინდისიერი მიდგომა და სამსახურის პერიოდში მიღებული წახალისებები.
ზემოაღნიშნული წერილის თანახმად, დასახელებული ფაქტორები გახდა იმის საფუძველი, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობის მიერ უპირატესობა მიენიჭა იმ ორ მოსამსახურეს, რომელთაც გააგრძელეს სამსახური დაკავებულ თანამდებობებზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ბრძანებები კი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
2.2.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.2.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის M---------------- ბრძანება; ასევე, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მ--------------ძის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანებები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
2.2.9. მ--------------ძე ასევე მოითხოვს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კომპენსაციის სახით ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრებას. მისი განმარტებით, შესაბამისი წესით არ იყო ინფორმირებული სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ უნდა ეცნობებინა ერთი თვით ადრე (მოთხოვნის საფუძველი: ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ 108-ე, 114-ე მუხლები).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის’’ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმ ფაქტზე, რომ შესაბამისი წესით არ იყო ინფორმირებული სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან, ვინაიდან მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენდა გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 26 თებერვლის N------------------ ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ დგინდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ყოფილი თ--------------–---–----–ი (ს-–---------------------------------–----–---–---------–------ N 8--------) I კლასის რიგითი მა-----------------–----------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2016 წლის 28 თებერვლიდან (საფუძველი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება (N----------------------------- წ.).
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის
02 მარტის N M---------------- ბრძანებით თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დგინდება, რომ მა-----------------–----------ძე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–-თ--------ად
2016 წლის 28 თებერვლიდან (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატი N8--------) (საფუძველი: სპეციალური ოპერაციების ძალების პატაკი (N------------
0-----------------6 წ.) და გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის პატაკი (N----------------------------- წ.).
4.1.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით „სპეციალური ოპერაციების ძალების N8-------- შტატისა და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის
2015 წლის 25 ივნისის N M------------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების დანართი N 1 (სპეციალური ოპერაციების ძალების შტატი N 8--------) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. დანართი N1-ის თანახმად, შემცირდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის თანმდებობები 4 (ოთხი) საშტატო ერთეულიდან 2 (ორი) საშტატო ერთეულამდე.
4.1.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ზვიად ოქროპირიძის 2017 წლის 16 ივნისის N5----- წერილის პასუხად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოლკოვნიკი დ-------ი კ-----ის 2017 წლის 10 ივლისის M---------------- წერილით დგინდება, რომ განხორციელებული საშტატო ოპტიმიზაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის 25 ბრძანებით შემცირდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის თანმდებობები 4 (ოთხი) საშტატო ერთეულიდან 2 (ორი) საშტატო ერთეულამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ ოთხივე საშტატო ერთეულზე დანიშნული იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის ი---–------ი ენის სპეციალისტები, ოპტიმიზაციის განხორციელებისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნული მოსამსახურეების თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ი---–------ი ენის მასწავლებლად მუშაობის სტაჟი და გამოცდილება, სამხედრო მოსამსახურეებთან თ--------ად მუშაობის გამოცდილება, მათ მიერ გავლილი სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, საქმისადმი განსაკუთრებულად კეთილსინდისიერი მიდგომა და სამსახურის პერიოდში მიღებული წახალისებები.
ზემოაღნიშნული წერილის თანახმად, დასახელებული ფაქტორები გახდა იმის საფუძველი, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობის მიერ უპირატესობა მიენიჭა იმ ორ მოსამსახურეს, რომელთაც გააგრძელეს სამსახური დაკავებულ თანამდებობებზე.
4.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, მა-----------------–----------ძე გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატი N8--------) თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან (საფუძველი: J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის წერილი (N----------------------------- წ.) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება (N------------------------------- წ.)).
4.1.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის M---------------- ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დადგენილია, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თარჯიმანი (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“ შტატი N8--------), მა-----------------–----------ძე გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 12 მაისიდან (საფუძველი: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება (N M---------------- 11.01.2017 წ.).
4.1.6. სპეციალური ოპერაციების ძალების დღის 22 ნოემბრის აღსანიშნავად, სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსის 2015 წლის 29 ოქტომბრის 8----- შეტყობინების საფუძველზე, I კლასის რიგითი მ----ა ნ-------ძის - სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა შეფასების, განვითარებისა და სწავლების განყოფილების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მასწავლებლის მიმართ, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, განისაზღვრა წახალისების შემდეგი ფორმა - გენერალური შტაბის უფროსის სახელით „მადლობა“.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოლკოვნიკი დ-------ი კ-----ის დახასიათება-რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ყოფილი თ--------------–---–----–ი მა-----------------–----------ძე სხვა თანამშრომლებს შორის გამოირჩეოდა პროფესიული უნარ-ჩვევებით, დისციპლინით, კეთილსინდისიერებით და შრომისმოყვარეობით. მას აქვს სამხედრო შტატზე მუშაობის ორწლიანი სტაჟი და როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კოლექტივში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. იგი იყო ენერგიული, მომთხოვნი და მაღალ დონეზე მომზადებული კადრი. ადვილად უმკლავდებოდა სიძნელეებს და აქვს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. მას შესწევს უნარი შეინახოს სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოება. სპეციალური ოპერაციების ძალებში მისი სამი წლის ღირსეული თანამშრომლობისათვის მეთაურის მიერ გამოცხადებული აქვს მადლობა და წახალისებები, მათ შორის მან ა-------–---–---–----------------ზე არსებულ თავდაცვის ენის ინსტიტუტში გაიარა ენის პროფესიული კურსი და ასევე თავდაცვის მინისტრის აპარატთან არსებული გენდერული მრჩევლის ტრენინგები საქართველოს თავდაცვის აკადემიაში.
მა-----------------–----------ძე ხასიათდება დადებით სამოქალაქო მოსამსახურედ და რეკომენდაცია ეძლევა განაგრძოს კარიერა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, ან სხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ი---–------ი ენის თ--------ის და/ან მასწავლებლის პოზიციაზე და მისი გამოცდილების შესაბამის სხვა თანამდებობაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს, რომ:
4.2.2. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ--------------ძე დაკავებული თანამდებობებიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის №M---------------- ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 08 მაისის M---------------- ბრძანების საფუძველზე მ--------------ძე 2017 წლის 12 მაისიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, შტატის შემცირების მოტივით.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------------- ბრძანების თანახმად, „სპეციალური ოპერაციების ძალების N8-------- შტატისა და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების დანართი N 1 (სპეციალური ოპერაციების ძალების შტატი N 8--------) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. დანართი N1-ის თანახმად, შემცირდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ასეულის თ--------------–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მ--–---–----–ი-თ--------ის თანმდებობები 4 (ოთხი) საშტატო ერთეულიდან 2 (ორი) საშტატო ერთეულამდე.
პალატა განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მისი მიზნის შესაბამისად (სზაკ-ის 6.2 მუხ.). შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს, ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, მისაღები გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებამაც ადმინისტრაციული ორგანო უნდა მიიყვანოს საკითხის სწორად გადაწყვეტამდე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ--------------ძის გათავისუფლების საფუძველი გახდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება და არა გაუქმება, ამ პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა სამსახურებრივ მოთხოვნებთან თანამშრომელთა შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმებით და კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო გადაწყვეტილების მიღება, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მ--------------ძის მიმართ გათვალისწინებულ ზომებს არ უნდა გამოეწვია მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
4.2.3. პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის პოლკოვნიკი დ-------ი კ-----ის დახასიათება-რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ყოფილი თ--------------–---–----–ი მა-----------------–----------ძე სხვა თანამშრომლებს შორის გამოირჩეოდა პროფესიული უნარ-ჩვევებით, დისციპლინით, კეთილსინდისიერებით და შრომისმოყვარეობით. მას აქვს სამხედრო შტატზე მუშაობის ორწლიანი სტაჟი და როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო კოლექტივში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. იგი იყო ენერგიული, მომთხოვნი და მაღალ დონეზე მომზადებული კადრი. ადვილად უმკლავდებოდა სიძნელეებს და აქვს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. მას შესწევს უნარი შეინახოს სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოება. სპეციალური ოპერაციების ძალებში მისი სამი წლის ღირსეული თანამშრომლობისათვის მეთაურის მიერ გამოცხადებული აქვს მადლობა და წახალისებები, მათ შორის მან ა-------–---–---–----------------ზე არსებულ თავდაცვის ენის ინსტიტუტში გაიარა ენის პროფესიული კურსი და ასევე თავდაცვის მინისტრის აპარატთან არსებული გენდერული მრჩევლის ტრენინგები საქართველოს თავდაცვის აკადემიაში.
გარდა ამისა, სპეციალური ოპერაციების ძალების დღის 22 ნოემბრის აღსანიშნავად, სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსის 2015 წლის 29 ოქტომბრის 8----- შეტყობინების საფუძველზე, I კლასის რიგითი მ----ა ნ-------ძის - სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის უზრუნველყოფისა შეფასების, განვითარებისა და სწავლების განყოფილების თარჯიმან-მ--–---–----–თა ჯგუფის ი---–------ი ენის მასწავლებლის მიმართ, სამსახურეობრივი მოვალეობებისა და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, განისაზღვრა წახალისების შემდეგი ფორმა - გენერალური შტაბის უფროსის სახელით „მადლობა“.
მ--------------ძე ხასიათდება დადებით სამოქალაქო მოსამსახურედ და რეკომენდაცია ეძლევა განაგრძოს კარიერა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, ან სხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში ი---–------ი ენის თ--------ის და/ან მასწავლებლის პოზიციაზე და მისი გამოცდილების შესაბამის სხვა თანამდებობაზე,პალატა განმარტავს, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული, თუ კონკრეტულად, რა კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა მ--------------ძე და რა კონკრეტული ფაქტორები გახდა იმის საფუძველი, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობის მიერ უპირატესობა მიენიჭა იმ ორ მოსამსახურეს, რომელთაც გააგრძელეს სამსახური დაკავებულ თანამდებობებზე, ამდენად სადავო აქტები არ იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.
პალატა ასევე ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მ--------------ძის დანარჩენი მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნულზე უნდა იმსჯელოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა