განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.03.2018
საქმის ნომერი
330310017002026214
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
26.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002026214

საქმე №3ბ/3090-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ---------------

მოწინააღმდეგე მხარე - ჰ----------------------------–------

წარმომადგენელი - მ-------------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჰ----------------------------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–--------–-------------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ეგ----------------------------–------------–------------------------------------–----------------------------------------------–-–--------------------------------–--------–-----–-----–-------------------------------–---–---–------–----------------------------- ცხ----------------------–------------------------------–-–----------–----–-------------–-–------–---–---------–--------------------------–-------------------–--------------------–-–--–-----–--------------------–-------------–--------------------------–---------------–-------------------------------

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავშესაფარის მაძიებელი პირის 17.01.2017 წლის ანკეტა;

- გასაუბრების მასალები (23.06.2017წ.).

 

2.1.2. 2016 წლის 9 იანვარს ჰ----------------------------–------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების მოთხოვნით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-09.01.2017წ. განცხადება, რეგისტრაციის №------;

-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა.

 

2.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საერთაშორისო დაცვის მაძიებელ პირს - ჰ----------------------------–------ს ჩაუტარდა გასაუბრება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გასაუბრების მასალები (23.06.2017წ.).

 

2.1.4. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ეგვიპტის ა-----------------–---- მოქალაქისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჰ----------------------------–------ არ აკმაყოფილებდა 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე ვერ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია ჰ----------------------------–------ისთვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნა.

 

2.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–---------–-------------------- გადაწყვეტილებით, ჰ----------------------------–------ს 1951 წლის ჟენევის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–---------–-------------------- გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–--------–-------------------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ჰ----------------------------–------ს უარი ეთქვა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის №02-01/05/17478 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.2.2. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის“ შესაბამისად, ცნება „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

საქართველოს კონსტიტუციისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე მიღებულ იქნა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად, მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებსა და სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას პირი ამ კანონით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

2.2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება. ამავე კანონის 43-ე მუხლის თანახმად კი, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ანკეტირება-გასაუბრების მასალების, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 ჟენევის კონვენციისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ჰ----------------------------–------ისთვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.

 

2.2.4 . სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქის ჰ----------------------------–------ისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნაზე, სადაც ნათქვამია, რომ განმცხადებელმა წარმოშობის ქვეყანა დატოვა ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტაციის გამო, ხოლო წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, შეექმნება პრობლემები, ვინაიდან ქვეყანაში არ არის თავისუფლება და კონვერტირებულ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ დასკვნაში მიუთითა, რომ კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ- ერთ ნიშანს, რაც არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ კვლევა გაგრძელებულიყო ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.

 

ჰუმანიტარული სტატუსის შეფასებასთან დაკავშირებით კი დასკვნაში მითითებულია, რომ წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამმართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტის ა-----------------–---ში არ ფიქსირდება გარე აგრესიის, ოკუპაციისა და შიგა კონფლიქტების შემთხვევები. ამდენად სამინისტრომ მიიჩნია, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ----------------------------------–------ი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ დადგება სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე, სადაც მიმოხილულია ეგვიპტის ა-----------------–---ში კოპტების მდგომარეობისა და სახელმწიფოს რეაგირებაზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ანგარიშში მითითებულია, რომ რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილმა თავდასხმებმა იფეთქა ქრისტიანების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ზემო ეგვიპტეში და ჩრდილო სინაიში. ასევე, ხშირია კოპტების მიმართ, ბრბოს მიერ ჩადენილი ძალადობა. „Amnesty International“ თავის 2016-2017 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ რელიგიური უმცირესობები, მათ შორის კოპტი ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ბაჰაის მიმდევრები აწყდებიან დისკრიმინაციას საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკაში. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონი ეკლესიების შესახებ კი, თვითნებურად ზღუდავს ეკლესიების მშენებლობას, განახლებასა და გაფართოებას. „Freedom House“ თავის 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ან რელიგიაზე დაფუძნებული პარტიების საქმიანობას. ანგარიშშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ,,არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც არსებობს ადგილები, სადაც კოპტი ქრისტიანები დადგებიან წამების ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ, რაც გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. „Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ეკლესიების მშენებლობასა და განახლებაზე. აღნიშნული კანონი ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულია. ეგვიპტის ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა ასევე დააფიქსირეს სხვა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების, დამცირების ფაქტებიც - გადაადგილების შეზღუდვა და დაკითხვებზე გამოძახება.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ გამორიცხა ის ფაქტი, რომ წარმოშობის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე იქ დაბრუნების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მაძიებელი არ დადგება სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე.

 

2.2.5. სასამართლომ განმარტა, რომ იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დაფუძნებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მოსალოდნელი გარემოებები, მისი სოციალური სტატუსის გათვალისწინებით.

 

ადმინისტრაცული წარმოების მასალების საფუძველზე დასტურდება, რომ სამინისტროს მიერ ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება; მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე, გამოკვლეულ იქნა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებლის ბიოგრაფია, ქვეყნის გარეთ მისი გადაადგილების მარშუტი, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალები წარმოშობის და სხვა ქვეყნებში, მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, მისი სამომავლო მიზნები და სხვა. მოსარჩელის ცხოვრებისა და ყოფის იმგავარი დეტალების თაობაზე მითითება, რაც სამინისტროს დასკვნაშია გადმოცემული, ცალსახად მიუთითეს, რომ სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდა საქმისთვის.

 

3.2. აპელანტს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ასევე წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამინისტროს მიერ მოპოვებული მასალების ანალიზი საფძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიერ გამოთქმული სუბიექტური შიში არ არის გამყარებული ობიექტური გარემოებებით.

 

აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე:

 

ეგვიპტის ა-----------------–---- მოქალაქე, ეთნიკურად არაბი, როგორც თავად აცხადებს ის-–--------------------------------------------–------------------------------------------------------–-–---------------------------------–----------–-----–-------------------------------–-----–------–------------------------------–-----------------------–-- მე-------------------------–-–----------–----–-------------–-–------–---–---------–--------------------------–-------------------–---------------–----–----------------–---–------------–---------–---–-----------------------------------–-------------–--------------–-------------–------–---------------------–--–-------

 

მ---------–-----------------–-------------------–--------------------–--–--------------------------------–-----------–------------------------–--–-----------------–--------–-–---–--------–------------------------------------------–--–-------------–---------–--–-------------–----------------–----–------------–-------–----------------–------------------–---–-------------------------–-–--–--------------–-----–-------------------–-, მანამდე კი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული.

 

ჰ----------------------------–---------–--------------------–-–----------------–---------------–-–--–------------–---------------–---------------------–--------–--–---------–---------------------------–------------–------------------–------------------------–--------------–-----------–------–------------------–------------------------–------ გ----–-------------–-----------------------–-----------–--------–--–-----–-------------------------–-–---------------------–-----------------------------------------------------–--------–-------------------------------------–-----–----------–------------–----------------------------------–--------------------------------------------------------–---------------------------------------–------–--------------------------–---------–----–----–------------------–------------------–--------–------–--–-----------–-------–---------------- ფ-–----------–---------–-------------------–--–------------––---------–-------–------------------–---–--------–--------–---------------------–------–-–--–---–-------------------–------------------–-----------------–---–--------–----–---------–---------------------–-------------------–------------------------------------–--------------–-----------–----–---–---------------------------------------------------------- რ-----–--–-------------------------------–------------------------–--------–-------------------------–--------------------–--------------------–------------------------–-----------------------–---------–-------------–----–--------------–---------------------------

 

ჰ----------------------------–------მა ეგ------------–-–---------------------------------------------------------------–--–--------------------------------–----------------------–--------–----------------------------–--–----------–--------------------------–-–----–-------------------------–--

 

აპელანტი სანდოდ არ მიიჩნევს თავშესაფრის მაძიებლის განაცხადს ისლამიდან ქრისტიანობაზე კონვერტაციასთან დაკავშირებით, რადგან იგი ვერ ერკვევა ქრისტიანული მოძღვრების ზოგად და საბაზისო ელემენტებში და გარდა ამისა, მის განაცხადში შეინიშნება მთელი რიგი შეუსაბამობები, რომელთაც ვერ ხსნის. კერძოდ, ჰ----------------------------–------ აცხადებს, რომ ქრისტიანულ მოძღვრებაში თავისუფლებამ დააინტერესა, რაშიც არარადიკალიზმს გულისხმობს. მისი თქმით, ისლამში ბევრი შეუსაბამობა დაინახა, თუმცა ვერ ხსნის თუ რას გულისხმობს შეუსაბამობაში. უბრალოდ აცხადებს, რომ ისლამი მახვილითა და ძალდატანებით გავრცელდა ქრისტიანობისგან განსხვავებით, გარდა ამისა, მისი თქმით, ისლამში, ქრისტიანობისგან განსხვავებით, ხშირია კონფესიათაშორისი (სხვადასხვა მიმდინარეობას შორის) დაპირისპირება.

 

მოსარჩელე ამბობს, რომ გ---------–-----------------------------------------------–---------–----–----–----------------–-----------------–----------–-–-–----------------------------------------------------–-----------------------–------------------------------–----–-----–------------–--------------------–---------–--------–---------------–----------–-------------------------------–--–-------------–--------–- ს--–---–---------------------–----------–--------------------------------------–-----------------------------------–---------–------------------------------------–-----------–---–-----------–--------–------------------------------------–------------------------------------------–----------------------------–-----–-----–--------–--------------------------------------------------–-----------–--------–--------------–-------------ა---------–-----------–-----------–-–---------------–----------------–-–-–------–-------------–---–---------------–------–----------–--------------------------------------–-----------------------------–---------------------------------–------------------------------–---------–----------–-----------------------–------------------–-----–--------–----------

 

ი-----------–-----------------–-------–------------–-----–-------–---------------–---------–--------------–-------–--------–-------------------------------------–---------------------------–--–------------–-----------------------------------------------------------------–------------------------–---–----------–-–--–--–------–----------–------------------–----–-----–----------–--------–------------------–--–---------------–-----–-------–---–----–----–-------------------–----------–---------------------------- წ---–-------–----------–--------–----------------------–---––------------------------–------------------------–-----------------–--------–-----------------------–------------------–------–----------–-------–---–--–-----------––----------––-–--------------------------–---------------------------–---------------------------–-----------–---------------------–------------–-------------------------------------------------------------–-------------–---–------––--–-------------–---------------------------–--–----------------–----------------------------–----

 

უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე გარდა იმისა, რომ დამაჯერებლად ვერ ხსნის, თუ რამ დააინტერესა ქრისტიანობაში და მხოლოდ ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლება (ტოლერანტობა, ჰუმანურობა და ა.შ.), აღსანიშნავია, რომ იგი ვერ ერკვევა ქრისტიანული მოძღვრების ზოგად და საბაზისო ელემენტებში, კერძოდ, შეკითხვაზე თუ რომელი ქრისტიანული დღესასწაულები იცის, განმცხადებელი პასუხობს, რომ იცის დღესასწაულის „ღიტასი“ შესახებ, რომელიც მისი განმარტებით, ახალშობილთა საყოველთაო ნათლობას ნიშნავს და 12 დეკემბერს აღინიშნება; აცხადებს, ასევე, რომ გაუგია აღდგომის შესახებ, რომელიც პირველ იანვარს აღინიშნება და ბზობის შესახებ, რომელიც არ იცის როდის აღინიშნება. მ------------------------–--–----------–---–--------------------–--------–--------------------------------------------–------------------–------------------–------------------------–----------------------------------------------------------------------–--–-----------------–-----–-------------–--------–-----------------------------–-----------–---–--------------------–--–--–---–----------–-----------------------------------------------------–------ რ--------–----–--–------------–----------–--------------–---------–---------------------------–-----------–--–--–------------–---------------------------------------------------–-------–------------------------------–--------------–--------–----–--–--------------------------–-------–--–--–---------------–-------------–----–--–--------–--------–------------------------–----–--–----

 

გარდა ამისა, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები განმცხადებლის მიერ ანკეტირებასა და გასაუბრებისას მოწოდებულ ინფორმაციას შორის, კერძოდ: ანკეტირებაზე განმცხადებელმა თქვა, რომ 20--------–-–--–------–---------------------------–--–-----------–----------------------------------------–-------------------–----------------–-–--–------------------------------–--–-----------–--------–----–-–------------------–------------------–------------------–--------------------------------–------- აღნიშნულ განმარტებას სამმართველო დამაჯერებლად ვერ მიიჩნევს.

 

ამასთან, ანკეტირებისას, თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ მისმა მუსლიმმა მეგობრებმა, რომელთაც განმცხადებელი ე--–----–--–-----–--------------–----------------------–------–-–--–---–---------------–--–-------------------–----–---–---------------------–------------------------------–--------–----------------------------------------–-------–---------–-----------------–-----–--–---–-. აღნიშნულ შეუსაბამობას განმცხადებელი ვერ ხსნის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი კონვერტაციის ფაქტთან დაკავშირებით, არ არის სანდო.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება „ტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, რაც არ ქმნის იმის საფუძველს, რომ კვლევა გაგრძელდეს ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზულ ზიანს წარმოადგენს: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამმართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტის ა-----------------–---ში არ ფიქსირდება გარე აგრესიის, ოკუპაციისა და შიგა კონფლიქტების შემთხვევები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით აპელანტს მიაჩნია, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შედეგად. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელებიის მოთხოვნა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს:

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. ეგვიპტის ა-----------------–---- მოქალაქე ჰ----------------------------–------ი, ეთნიკურად არაბი, დაიბადა 19---–-–--------------------------------–--------–-----–-----–-------------------------------–---–---–------–------------------------------–-----------------------–------------------------------–-–----------–----–-------------–-–---- ს–---–---------–--------------------------–-------------------–--------------------–-–--–-----–--------------------–------------–--------------------------–---------------–------------------------------

 

4.1.2. 2016 წლის 9 იანვარს ჰ----------------------------–------მა განცხადებით მიმართა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების მოთხოვნით.

 

4.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საერთაშორისო დაცვის მაძიებელ პირს - ჰ----------------------------–------ს ჩაუტარდა გასაუბრება.

 

4.1.4. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ეგვიპტის ა-----------------–---- მოქალაქისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჰ----------------------------–------ არ აკმაყოფილებდა 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე ვერ აკმაყოფილებდა ამავე კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია ჰ----------------------------–------ისთვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა.

 

4.1.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2----–-–---------–-------------------- გადაწყვეტილებით, ჰ----------------------------–------ს 1951 წლის ჟენევის კონვენციითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სასამართლო არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა, თავად გადაეწყვიტა დავა და მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება, რამდენადაც გასაჩივრებული აქტების მიღებისას არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას; ხოლო თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული, თავად გამოეკვლია ისინი.

 

4.2.2. დადგენილია, რომ ლტოლვილის სტატუტის მინიჭებას მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოში ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მან უარყო მაჰმადიანური სარწმუნოება და მოინათლად ქრისტიანად, რის გამოც, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, წარმოშიბის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, ექმურება საფრთხე.

 

პალატა იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე, გარდა იმისა, რომ დამაჯერებლად ვერ ხსნის, თუ რამ დააინტერესა ქრისტიანობაში და მხოლოდ ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლება (ტოლერანტობა, ჰუმანურობა და ა.შ.), აღსანიშნავია, რომ იგი ვერ ერკვევა ქრისტიანული მოძღვრების ზოგად და საბაზისო ელემენტებში, კერძოდ, შეკითხვაზე თუ რომელი ქრისტიანული დღესასწაულები იცის, განმცხადებელი პასუხობს, რომ იცის დღესასწაულის „ღიტასის“ შესახებ, რომელიც მისი განმარტებით, ახალშობილთა საყოველთაო ნათლობას ნიშნავს და 12 დეკემბერს აღინიშნება; აცხადებს, ასევე, რომ გაუგია აღდგომის შესახებ, რომელიც პირველ იანვარს აღინიშნება და ბზობის შესახებ, რომელიც არ იცის როდის აღინიშნება. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქრისტიანულად არ ცხოვრობს, რადგან ამის დრო არ აქვს. აცხადებს, რომ მუშაობს რე---------–------------------------–----------------------------------------------------------------------–--–-----------------–-----–-------------–--------–-----------------------------–-----------–---–--------------------–--–--–---–--------------------------------------------------------–-----------------–----–--–------------–-----

 

მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანია ის შეუსაბამობები, რაც დაფიქსირდა განმცხადებლის მიერ ანკეტირებასა და გასაუბრებისას მოწოდებულ ინფორმაციას შორის, კერძოდ: ანკეტირებაზე განმცხადებელმა თქვა, რომ 20--------–-–--–------–---------------------------–--–-----------–----------------------------------------–-------------------–----------------–-–--–------------------------------–--–-----------–--------–----–-–------------------–------------------–------------------–--------------------------------–------- ასეც რომ იყოს, და თავშესაფრის მაძიებელი ვერ იხსენებდეს ზუსტ დროს, პალატა დამაჯერებლად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ანკეტირებისას, თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ მისმა მუსლიმმა მეგობრებმა, რომელთაც განმცხადებელი ე--–----–--–-----–--------------–----------------------–------–-–--–---–---------------–--–-------------------–----–---–---------------------–------------------------------–--------–----------------------------------------–-------–---------–-----------------–-----–--–---–-. აღნიშნულ შეუსაბამობას განმცხადებელი ვერ ხსნის.

 

მნიშვნელოვანია ასე ის გარემოება, რომ ფოტოზე ზუსტად ვერ მიუთითა იმ კელესიაზე, სადაც მისი თქმით, ხშირად დადიოდა და ლოცულობდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი კონვერტაციის ფაქტთან დაკავშირებით, არ არის სანდო.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

კვლევის პროცესში არ გამოვლინდა ისეთი სახის არსებითი ფაქტი, რომელიც თავისი არსით მიეკუთვნება „ტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ ნიშანს, რაც არ ქმნის იმის საფუძველს, რომ კვლევა გაგრძელდეს ლტოლვილის სტატუსის დადგენის მიმართულებით.

 

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზულ ზიანს წარმოადგენს: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამმართველოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტის ა-----------------–---ში არ ფიქსირდება გარე აგრესიის, ოკუპაციისა და შიგა კონფლიქტების შემთხვევები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. იმ პირობებში, როცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შედეგად; შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა.

 

სასამართლო ხარჯები:

 

6. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

გიორგი ტყავაძე