განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310117002202313 (3/ბ-128-2018 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა-----”, შპს ,,ე----------", თ----–- დ-------–--, ე-–------ დ-------–--, თ----- შ-----, ნ----- კ-----–---ია, ე-–------ ჯ--------ა (მოპასუხეები)
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფა
გასაჩივრებული განჩინება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 06 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების შპს ,,ა-----ს”, შპს ,,ე----------ს", თ----–- დ-------–--ს, ე-–------ დ-------–--ს, თ----- შ-----ს, ნ----- კ-----–---იას, ე-–------ ჯ--------ას წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, თ----–- დ-------–--ს (პ/ნ. 1----------), ე-–------ დ-------–--ს (პ/ნ. 1----------), თ----- შ-----ს (პ/ნ. 1----------), ნ----- კ-----–---იას (პ/ნ. 1----------), შპს ,,ე----------ს" (ს/ნ 4--------) და ე-–------ ჯ--------ას (პ/ნ. 1----------) საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების დაყადაღება:
- თ----–- დ-------–-- (პ/ნ 1----------) საბანკო ანგარიშების სს ,,ლიბერთი ბანკში” და სს ,,პ------------------ში”;
- ე-–------ დ-------–--ს (პ/ნ 1----------) უძრავი ქონების მდებარე, ზუგდიდი, ლ----------- N67 ს/კ. 4-----------;
- თ----- შ-----ს (პ/ნ 1----------) უძრავი ქონების ნაწილის მდებარე, ზუგდიდი, კ. გ-------------- ქუჩა N---, ს/კ. 4----------;
- ნ----- კ-----–---იას (პ/ნ 1----------) უძრავი ქონების ნაწილის, მდებარე, ზუგდიდი, კ. გ-------------- ქუჩა N--- ს/კ. 4----------;
- შპს ,,ე----------ს" (ს/ნ 4--------) საბანკო ანგარიშის სს ,,ს----------–--------ში”;
- ე-–------ ჯ--------ას (პ/ნ. 1----------) უძრავი ქონების მდებარე ზუგდიდი, ს------–--–--–- ს/კ. 4-----------;
- ე-–------ ჯ--------ას (პ/ნ1----------) საბანკო ანგარიშების სს ,,თ----------სა” და სს ,,პ------------------ში”;
- ე-–------ ჯ--------ას (პ/ნ1----------) ა/მანქანისს OPEL ZAFIRA “ სახ. ნომრით B------;
სსიპ შემოსავლების სამსახურის აზრით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შემთხვევაში, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყნებლობის გამო, მოხდეს მოპასუხეთა კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისება, რაც შეუძლებელს გახდის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულების შესრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 99-103).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (ს.ფ. 105-106), ხოლო 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 107-110).
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, 27.10.2017წ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შპს ,,ა----ს" (ს/ნ 2--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 199 254.21 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ,,ა-----ს” ქონებაზე 2015 წლის 2--------ის N0------- შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 27 მარტს. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2015 წლის 0-------ს, შპს ,,ა-----ს” მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0------- ბრძანება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 06 ივლისს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,ა----ს” გააჩნია სანებართვო მოწმობა 0-----.
შპს ,,ა-----” (ს/ნ 2--------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 24 მარტიდან, საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, მისამართი ქ. ზუგდიდი, გ-------------- ქუჩა N---. შპს ,,ა-----ს” (ს/ნ 2--------) 50% -იანი წლის მქონე დამფუძნებლები არიან თ----–- დ-------–-- (პ/ნ 1----------) და ე-–------ დ-------–-- (პ/ნ 1----------).
შპს ,,ა-----ს’’ მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 1-----------–ის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების №4--- საფუძველზე, რომელიც ჩაბარდა გადამხდელს 2015 წლის 19 თებერვალს. ბრძანების ჩაბარების შემდეგ, 2015 წლის 04 მარტს, შპს ,,ა-----ს’’ დირექტორისა და დამფუძნებლის მიერ (ს/ნ. 2--------) მიერ გასხვისდა უძრავი ქონების (ს/კ. 4-----------) ½ წილი შვილის - ე-–------ ჯ--------ას (პ/ნ 1----------) მეუღლეზე თ----- შ-----ზე (პ/ნ. 1----------), ხოლო ½ წილი კი შპს ,,ა-----ს’’ დამფუძნებლის ე-–------ დ-------–--ს (პ/ნ 1----------) მეუღლეზე ნ----- კ-----–---იაზე (პ/ნ 1----------). 2015 წლის 22 აპრილს შპს ,,ა----მა’’ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით მისი კუთვნილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (90 166.35 ლარის ღირებულების მედიკამენტები) გადასცა შპს ,,ე--------მს’’.
შპს ,,ე----------’’ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2015 წლის 1--------ს, მისი დირექტორი და დამფუძნებელია ე-–------ ჯ--------ა (პ/ნ 1----------), - შპს ,,ა-----ს’’ დამფუძნებლისა და დირექტორის შვილი. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, იურიდიული მისამართია ზუგდიდი, ს. ჩ--------- ქ.№------.
2015 წლის 10 თებერვალს ადგილზე დათვალიერების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ შპს ,,ა-----ს’’ (ს/ნ 2--------) იურიდიულ მისამართზე ქ.ზუგდიდი კ.გ-------------- ქუჩა №--- ფუნქციონირებს შპს ,,ე----------’’ (ს/ნ 4--------), რასაც ხელმოწერით ადასტურებს შპს ,,ე----------ს’’ (ს/ნ 4--------) თანამშრომელი ნ----- ჯ--------ა (პ/ნ. 1----------), რომელიც ასევე დასაქმებული იყო შპს ,,ა----ში’’ (ს/ნ 2--------) და არის დირექტორის თ----–- დ-------–--ს შვილი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, შპს ,,ა-----ს’’ (ს/ნ 2--------) მიერ აქტივების გადაცემა თ----- შ-----ზე (პ/ნ 1----------), ნ----- კ-----–---იაზე (პ/ნ 1----------) და შპს ,,ე--------მზე’’ (ს/ნ 4--------), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის შპს ,,ა-----ს’’ დირექტორის თ----–- დ-------–--ს (პ/ნ 1----------) შვილი ე-–------ ჯ--------ა, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას.
საჩივრის საფუძვლიანობაზე მსჯელობის მიზნით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. ამასთან, კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს, როგორც მოსარჩელის, ისე – მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის ვალდებულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებისადმი, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება გადაწყდება ინდივიდუალურად – სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერებით მსჯელობს გამოიყენოს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ესა თუ ის ღონისძიება.
საგულისხმოა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც უშუალოდ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, ამიტომ მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში მოწმდება უფლების უზრუნველყოფის საკითხი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლო შეძლებისდაგვარად ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წინამდებარე სარჩელის მიმართ წარმოადგენს მოპასუხეების ერთმანეთის ცურმაგიერ პირებად აღიარება და სარჩელის დაკმაყოფილების გზით ცრუმაგიერი პირების ქონებიდან მოახდინოს შპს ,,ა-----ს’’ საგადასახადო ვალდებულების შესრულება, რომელსაც 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება საგადასახადო დავალიანება - 199 254.21 ლარის ოდენობით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,ა-----ს’’, საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------, იურიდიული მისამართი - ზუგდიდი, კ.გ-------------- ქ. №---, რეგისტრირებულია 2000 წლის 2--------იდან. დირექტორად და 50%-ის მფლობელად მითითებულია თ----–- დ-------–-- (პ/ნ. 1----------), ხოლო 50%-ის მფლობელად მითითებულია ე-–------ დ-------–-- (1----------). საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით (ს.ფ. 29-30).
შპს ,,ა-----ს“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციების და საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. 2015 წლის 2--------ის №0------- შეტყობინებით გადასახადის გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2015 წლის 0-------ს შპს ,,ა-----ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №0------ ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს გაეცნო და ჩაბარდა 2015 წლის 06 ივლისს (ს.ფ. 18).
მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს ,,ა-----ს” (ს/კ.2--------), თ----–- დ-------–--ს (პ/ნ. 1----------) და შპს ,,ე----------ს“ (ს/კ. 4--------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 35).
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ 2015 წლის 1--------ს დარეგისტრირდა შპს ,,ე----------’’, საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------, იურიდიული მისამართი - ზუგდიდი, ს.ჩ--------- ქუჩა N-----------; სხვა მისამართი_ ზუგდიდი, კ.გ-------------- ქუჩა N---. საწარმოს 100% წილის მფლობელად და დირექტორად რეგისტრირებულია ე-–------ ჯ--------ა (პ/ნ. 1----------) _ თ----–- დ-------–--ს შვილი (ს.ფ. 33-34; 31).
საქმეში დაცული 2017 წლის 22 აპრილის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,ა----მა” (ს/კ.2--------) შპს ,,ე--------მს” (ს/ნ. 4--------) მიაწოდა 90 166.35 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (ს.ფ. 32).
საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც მომზადებულია 23.05.2017წ, ირკვევა, რომ ქ.ზუგდიდში, კ.გ-------------- ქუჩაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკუთრება, დაზუსტებული ფართით - 221 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 4-----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 განაშენიანების ფართი 147.7 კვ.მ. (აფთიაქი/მაღაზია/სასადილი), ს/კ. 4----------- _ მესაკუთრეები არიან თ----- შ----- (პ/ნ. 1----------) და ნ----- კ-----–---ია (პ/ნ. 1----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 02.10.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 25-26).
სასამართლოს მიერ ვებგვერდზე napr.gov.ge მოძიებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ 2006 წლის 30 მაისიდან 2015 წლის 02 მარტამდე ქ.ზუგდიდში, კ.გ-------------- ქუჩის N---, მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკუთრება, დაზუსტებული ფართით- 221 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 4-----------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 განაშენიანების ფართი 147.7 კვ.მ. (აფთიაქი/მაღაზია/სასადილი), ს/კ. 4----------- _ მესაკუთრეა შპს ,,ა-----’’ (ს/ნ. 2--------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ზუგდიდი რაიონის გამგეობის N161 განკარგულება.
04.03.2015 წლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ქონების (ს/კ. 4-----------) მესაკუთრეები არიან _ თ----- შ----- (ს/ნ. 1----------) და შ---------------- (პ/ნ. 1----------), - უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2015 წლის 02 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტების თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ყადაღის დადება მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე; მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შემთხვევაში კანონი იცავს მოპასუხის ინტერესებსაც, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეს არ უნდა მიადგეს ზიანი და თუ მიადგება, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს. სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება.
მოპასუხის კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონება განიხილება საშუალებად, საიდანაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადახდევინება უნდა განხორციელდეს. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შეიცავს დასაბუთებას, მოპასუხეების თ----- შ-----ს და შპს ,,ე----------ს’’ ქონებაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის შესახებ, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო პალატს მიაჩნია, რომ ყადაღა უნდა დაედოს თ----- შ-----ს (პ/ნ. 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილს, მდებარე ქ.ზუგდიდი, კ.გ-------------- ქუჩა N---, ს/კ. 4----------- და შპს ,,ე----------ს“ (ს/კ. 4--------, რეგისტრაციის თარიღი 17.03.2015წ) საბანკო ანგარიშს სს ,,ს----------–--------ში’’ - 90166.35 ლარის ფარგლებში.
რაც შეხება საჩივრის ავტორის მოთხოვნას თ----–- დ-------–--ს (პ/ნ 1----------) საბანკო ანგარიშების, ე-–------ დ-------–--ს (პ/ნ 1----------) უძრავი ქონების (ს/კ. 4-----------), ნ----- კ-----–---იას (პ/ნ 1----------) უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ. 4-----------), ე-–------ ჯ--------ას (პ/ნ. 1----------) უძრავი ქონების (ს/კ. 4-----------), ე-–------ ჯ--------ას (პ/ნ. 1----------) საბანკო ანგარიშების და ა/მანქანის (OPEL ZAFIRA “ სახ. ნომრით B------) დაყადაღების თაობაზე, ამ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419–420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სსიპ შემოსავლების სამსახურს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენებაზე თ----- შ-----ს (პ/ნ. 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მისამართი: ქ.ზუგდიდი, კ.გ-------------- ქუჩა N---; ს/კ. 4-----------) და შპს ,,ე----------ს“ (ს/კ. 4--------) საბანკო ანგარიშზე სს “ს----------–--------ში“;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, -
- ყადაღა დაედოს თ----- შ-----ს პ/ნ. 1---------- კუთვნილ (1/2 ნაწილი) უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ზუგდიდი, კ.გ-------------- ქუჩა N---, ს/კ. 4-----------;
- ყადაღა დაედოს შპს ,,ე----------ს“ (საიდენტიფიკაციო N4--------, რეგისტრაციის თარიღი 17.03.2015წ) საბანკო ანგარიშს სს ,,ს----------–--------ში’’ 90 166. 35 (ოთხმოცდაათი ათას ას სამოცდა ექვსი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ფარგლებში;
4. დანარჩენ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე