განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2018
საქმის ნომერი
820310017001810219
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017001810219 (3/ბ-173-18 წელი)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქმის განსჯადი სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ

10 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატამ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ----------------------------------------- შ--–--ეების და მათი წარმომადგენლის ჯ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის განსჯადი სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2017 წლის 13 თებერვალს ნ------- შ--–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ---- შ--–--ის, ნ----- შ--–--ის, რ----- შ--–--ის, პ----- შ--–--ის, და ნ------ შ--–--ის მიმართ და მოითხოვა:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №8598 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

- მოპასუხეების ნ---- შ--–--ის, ნ----- შ--–--ის, რ----- შ--–--ის, პ----- შ--–--ის და ნ------ შ--–--ის დავალდებულება ცვლილება შეიტანონ სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში, რითაც აღმოფხვრილი იქნება ზედდება ნ------- შ--–--ის მიწის ნაკვეთთან, რის შემდგომაც მოსარჩელეს მიეცემა საშუალება რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი;

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ნ------- შ--–--ეს ქედის რაიონში, სოფ. ჭალახმელაში საკუთრებაში გააჩნდა 5002.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 2-----------, რომელიც რეგისტრაციაში გაატარა 2015 წლის 12 იანვარს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი იყო არასწორი, რის გამოც მან 2016 წლის 30 აგვისტოს მიწის ნაკვეთი ხელახლი ააზომვინა და შეუკვეთა ახალი ნახაზის დამზადება. მიწის ნაკვეთის ფაქტობრივმა ოდენობამ შეადგინა 4 073 კვ. მეტრი. ფართობი აზომილი იქნა რეალურად არსებული საზღვრებში, მაგრამ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ განხორციელდა, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და მოპასუხეების ნ---- შ--–--ის, ნ----- შ--–--ის, რ----- შ--–--ის, პ----- შ--–--ის და ნ------ შ--–--ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის დადგინდა ზედდება. მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს იმ ჩანაწერის გაუქმებაზე, რომლითაც არასწორად დაურეგისტრირდათ მიწის ნაკვეთი მოპასუხეებს, თუმცა რეესტრის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელის აღნიშვნით, მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზი სწორია და შეესაბამება რეალურად ღობის შიგნით მოქცეულ საზღვრებს, ხოლო მოპასუხეთა მიერ წარდგენილი ნახაზი არის არასწორი, თუმცა ისინი ნებაყოფლობით შესწორებაზე უარს აცხადებენ, რის გამოც მიმართა სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნ------- შ--–--ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ნ------- შ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, - მოპასუხეები ნ---- შ--–--ე, ნ----- შ--–--ე, რ----- შ--–--ე პ----- შ--–--ე და ნ------ შ--–--ე დავალდებულდნენ ცვლილება შეიტანონ საჯარო რესტრში მათ სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2-----------) საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში, რითაც აღმოიფხვრება ზედდება ნ------- შ--–--ის მიწის ნაკვეთთან და განხორციელდება მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ნ------- შ--–--ის მიერ რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით. ამავე გადაწყვეტილებით ნ------- შ--–--ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის N8598 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

 

მოპასუხეებს ნ----, ნ-----, რ-----, პ----- და ნ------ შ--–--ეებს დაეკისრათ მოსარჩელე ნ------- შ--–--ის სასარგებლოდ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის გადახდა.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ----------------------------------------- შ--–--ეებმა, რომლებიც ითხოვენ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ნ------- შ--–--ის სარჩელის სრულად უარყოფას.

 

მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დავა განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას და საქმე განსჯადობით უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ------- შ--–--ე სარჩელით ითხოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის №8598 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მოპასუხეების ნ----, ნ-----, რ-----, პ----- და ნ------ შ--–--ეების დავალდებულებას ცვლილება შეიტანონ სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში, რითაც აღმოიფხვრება ზედდება ნ------- შ--–--ის მიწის ნაკვეთთან, რის შემდგომაც მოსარჩელეს მიეცემა საშუალება რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ნ------- შ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეები ნ---- შ--–--ე, ნ----- შ--–--ე, რ----- შ--–--ე პ----- შ--–--ე და ნ------ შ--–--ე დავალდებულდნენ ცვლილება შეიტანონ საჯარო რესტრში მათ სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი - 2-----------) საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში, რითაც აღმოიფხვრება ზედდება ნ------- შ--–--ის მიწის ნაკვეთზე და განხორციელდეს მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ნ------- შ--–--ის მიერ რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით.

 

ამავე გადაწყვეტილებით ნ------- შ--–--ეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის N8598 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

 

დადგენილია, რომ ნ----------------------------------------- შ--–--ეების მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მათი დავალდებულების ნაწილში, _ ცვლილება შეიტანონ საჯარო რესტრში მათ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2-----------) საკადასტრო ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში, რითაც აღმოიფხვერება ზედდება ნ------- შ--–--ის მიწის ნაკვეთთან და განხორციელდება მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია ნ------- შ--–--ის მიერ რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის N8598 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სახელდობრ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ადმინისტრაცული ორგანოს დავალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის ”ა” ქვეპუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოქმნილი დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადასაწყვეტია - ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის (მოცემულ შემთხვევაში საჩივრის) წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის „აპელაციის“ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა უფლებამოსილია საქმე განსჯადობის წესების დაცვით გადასცეს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მხარეებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქმე №3/ბ-173-18წ. ნ----------------------------------------- შ--–--ეების და მათი წარმომადგენლის ჯ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრით - განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

 

2. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე