განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2018
საქმის ნომერი
330310016001225377
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310016001225377 (3ბ/380-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯ----------------------------------”

წარმომადგენელი - ი------------–--–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–---

 

მესამე პირი - შპს ,,ნ----–-----’’

წარმომადგენელი - დირექტორი მ-------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ნ----–-----’’, მდებარე ქ. თბილისი, ზ--------------–-, კორპ. N---–- წარმოადგენს სასმელი წყლის მომხმარებელს და კომპანია რეგისტრირებულია მონაცემთა ბაზაში სააბონენტო ნომრით 7--------.

 

2.2. შპს „ჯ----------------------------------ს“ 2015 წლის 03 აგვისტოს N0----- ,,დამღის დადების აქტით’’ დადგენილია, რომ მომხმარებელთან დამონტაჟებულ მრიცხველზე დამღა დაედო 2015 წლის 03 აგვისტოს. ამავე აქტის თანახმად, დამღის დადებისას მრიცხველის ჩვენება იყო 9 მ3.

 

2.3. შპს „ჯ----------------------------------ს” მიერ შპს ,,ნ----–-----ს’’ მიმართ შედგენილი აღურიცხავი წყლის მოხმარების 2015 წლის 01 სექტემბრის N0----- აქტის თანახმად, კომპანიის თანამშრომლების მიერ შპს ,,ნ----–-----ს კუთვნილ ობიექტზე დაფიქსირდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარება, კერძოდ, ობიექტზე არსებული ორი დამოუკიდებელი წყალმომარაგების მილიდან მრიცხველი დამონტაჟებული იყო ერთზე, ხოლო მეორე მილიდან ხდებოდა წყლის აღურიცხავად მოხმარება, ანუ ობიექტის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხებოდა არასრულად, რის გამოც შპს ,,ნ----–-----ს’’ მიერ უკანონოდ მოხმარებულმა წყლის ღირებულებამ შეადგინა 517,01 ლარი.

 

2.4. შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ მ---–----------–----ის ბიზნეს-ცენტრის მენეჯერის კ------------------------ის მიერ შპს „ნ----–-----ს“, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის, მიმართ 2015 წლის 01 სექტემბერს შედგა ასN0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს ,,ნ----–-----ს’’ მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას. შპს „ჯ----------------------------------ს“ 2015 წლის 02 სექტემბრის N8------- შეტყობინების საფუძველზე ასN0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვასთან დაკავშირებით 2015 წლის 04 სექტემბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ნ----–-----ს“ დირექტორი მ-------------–-–---–-. შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 4 სექტემბრის N--- დადგენილებით შპს ,,ნ----–-----’’ დაედო ადმინისტრაციული სახდელი „გაფრთხილება“.

 

2.5. შპს ,,ნ----–-----ს’’ დირექტორმა მ-------------–-–---–მა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა 2015 წლის 04 და 07 სექტემბრის N5------ და N6------ განცხადებებით და მოითხოვა კომპანიის 2015 წლის 1 სექტემბრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ დარიცხული თანხისა და შპს ,,ნ----–-----ს’’ მიმართ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 4 სექტემბრის N--- დადგენილების გაუქმება.

 

2.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 30 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე 4--- საკითხად, ხოლო 2015 წლის 05 ნოემბრის სხდომაზე 2--- საკითხად განხილულ იქნა შპს „ნ----–-----ა“ და შპს „ჯ---------------------------------ს“ შორის არსებული დავა. სხდომას ესწრებოდა შპს ,,ნ----–-----ს’’ დირექტორი მ-------------–-–---–-.

 

2.7. დარღვევის აღმოჩენის შემდეგ ობიექტზე დამონტაჟდა მეორე მრიცხველი, სექტემბრის თვიდან აღრიცხვის კვანძი მოწესრიგდა, რის შედეგადაც მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხება სრულად.

 

2.8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 06 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით შპს ,,ნ----–-----ს’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა შპს ,,ნ----–-----სათვის’’ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 4 სექტემბრის N--- დადგენილება; შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 01 სექტემბრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ შპს ,,ნ----–-----სთვის’’ 517,01 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; მოსარჩელეს დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება; მასვე დაევალა, რომ დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. მითითებული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს განამრტებით, აღნიშნული ნორმა ერთმანეთისგან განასხვავებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს წყლის მოხმარების მიზნობრიობაში, კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი წყალს მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, განსხვავებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში სუბიექტს წარმოადგენს შპს „ნ----–-----“, რომელიც სასმელ წყალს მოიხმარს არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ მიერ შპს „ნ----–-----სათვის“ თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა მის კუთვნილ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღურიცხავად, კერძოდ, ობიექტზე არსებული ორი დამოუკიდებელი წყალმომარაგების მილიდან მრიცხველი დამონტაჟებული იყო ერთზე, ხოლო მეორე მილიდან ხდებოდა წყლის აღრიცხვის გარეშე მოხმარება, რის გამოც სასმელი წყლის მოხმარება არ აღირიცხებოდა სრულად.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს მითითებით, წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა, გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. იმავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. მითითებული კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. იმავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2015 წლის 01 სექტემბერს N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა“ და N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე, 2015 წლის 04 სექტემბრის N--- დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).

 

2.14. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს „ნ----–-----ს“ მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს უნდა მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების განსაზღვრისას ერთმანეთისაგან განასხვავებს შემთხვევებს, რამდენად შესაძლებელია ასეთი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა. კერძოდ, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ხოლო იმავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. საქალაქო სასამართლომ, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ნ----–-----“ წარმოადგენს რეგისტრირებულ აბონონეტს, რომელსაც საკითხის განხილვის დროისათვის მოწესრიგებული აქვს სასმელი წყლის მიღების აღრიცხვის კვანძი. აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ შპს „ნ-----–----ს“ დარღვევის გამოვლენის შემდეგ წყალმომარაგების ორ დამოუკიდებელ მილზე დამონტაჟებული აქვს ორი მრიცხველი და სექტემბრის თვიდან მოხმარებული წყალი აღირიცხება სრულად. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის განმარტება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს დარღვევის პერიოდი ანუ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდი და მოხმარებული წყლის რაოდენობა, რაც გამორიცხავს იმ ნორმის ამოქმედებას, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც შეუძლებელია უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებულ აქტში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დეტალურად მიუთითებს შპს „ნ-----–----ის“ მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენის წესს, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ სექტემბრის თვიდან აღრიცხვის კვანძი მოწესრიგებულია, შესაბამისად, დარღვევის პერიოდმა შეადგინა ორი თვე, ხოლო აღნიშნულ პერიოდზე უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრისათვის შპს „ჯ---------------------------------მა“ აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების შემდეგ შპს „ნ----–-----ს“ მიერ ორი თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობას უნდა გამოაკლოს დარღვევის პერიოდში ერთი მრიცხველის მიერ აღრიცხული წყლის რაოდენობა - 16მ3 და მიღებული სხვაობა დააკისროს მომხმარებელს.

 

2.15. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ჯ----------------------------------ს“ მიერ 2015 წლის 01 სექტემბრის N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს „ნ----–-----სთვის“ დარიცხული თანხის ოდენობა ეწინააღმდეგება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კანონიერად გააუქმა ხსენებული დარიცხვა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება არ მიექცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სემეკის მიერ საკითხის გადაწყვეტისას არ მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გმაოკვლევა, თუ რატომ ჩამოერთვა უფლება კომპანიას, დამრღვევი პირისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაშინ როდესაც აბონენტის მიერ სასმელი წყალის დატაცების ფაქტი დადგენილია და ეს გარემოება სადაოდ არ არის გამხდარი.

3.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

3.3. აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის საკამრისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ნ----–-----’’, მდებარე ქ. თბილისი, ზ--------------–-, კორპ. N---–- წარმოადგენს სასმელი წყლის მომხმარებელს და კომპანია რეგისტრირებულია მონაცემთა ბაზაში სააბონენტო ნომრით 7--------.

 

4.3. შპს „ჯ----------------------------------ს“ 2015 წლის 03 აგვისტოს N0----- ,,დამღის დადების აქტით’’ დადგენილია, რომ მომხმარებელთან დამონტაჟებულ მრიცხველზე დამღა დაედო 2015 წლის 03 აგვისტოს. ამავე აქტის თანახმად, დამღის დადებისას მრიცხველის ჩვენება იყო 9 მ3.

 

4.4. შპს „ჯ----------------------------------ს” მიერ შპს ,,ნ----–-----ს’’ მიმართ შედგენილი აღურიცხავი წყლის მოხმარების 2015 წლის 01 სექტემბრის N0----- აქტის თანახმად, კომპანიის თანამშრომლების მიერ შპს ,,ნ----–-----ს კუთვნილ ობიექტზე დაფიქსირდა სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარება, კერძოდ, ობიექტზე არსებული ორი დამოუკიდებელი წყალმომარაგების მილიდან მრიცხველი დამონტაჟებული იყო ერთზე, ხოლო მეორე მილიდან ხდებოდა წყლის აღურიცხავად მოხმარება, ანუ ობიექტის მიერ მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხებოდა არასრულად, რის გამოც შპს ,,ნ----–-----ს’’ მიერ უკანონოდ მოხმარებულმა წყლის ღირებულებამ შეადგინა 517,01 ლარი.

 

4.5. შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ მ---–----------–----ის ბიზნეს-ცენტრის მენეჯერის კ------------------------ის მიერ შპს „ნ----–-----ს“, როგორც ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის, მიმართ 2015 წლის 01 სექტემბერს შედგა ასN0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, შპს ,,ნ----–-----ს’’ მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას. შპს „ჯ----------------------------------ს“ 2015 წლის 02 სექტემბრის N8------- შეტყობინების საფუძველზე ასN0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვასთან დაკავშირებით 2015 წლის 04 სექტემბერს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ნ----–-----ს“ დირექტორი მ-------------–-–---–-. შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 4 სექტემბრის N--- დადგენილებით შპს ,,ნ----–-----’’ დაედო ადმინისტრაციული სახდელი „გაფრთხილება“.

 

4.6. შპს ,,ნ----–-----ს’’ დირექტორმა მ-------------–-–---–მა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა 2015 წლის 04 და 07 სექტემბრის N5------ და N6------ განცხადებებით და მოითხოვა კომპანიის 2015 წლის 1 სექტემბრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ დარიცხული თანხისა და შპს ,,ნ----–-----ს’’ მიმართ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 4 სექტემბრის N--- დადგენილების გაუქმება.

 

4.7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 30 ოქტომბერს დანიშნულ სხდომაზე 4--- საკითხად, ხოლო 2015 წლის 05 ნოემბრის სხდომაზე 2--- საკითხად განხილულ იქნა შპს „ნ----–-----ა“ და შპს „ჯ---------------------------------ს“ შორის არსებული დავა. სხდომას ესწრებოდა შპს ,,ნ----–-----ს’’ დირექტორი მ-------------–-–---–-.

 

4.8. დარღვევის აღმოჩენის შემდეგ ობიექტზე დამონტაჟდა მეორე მრიცხველი, სექტემბრის თვიდან აღრიცხვის კვანძი მოწესრიგდა, რის შედეგადაც მოხმარებული სასმელი წყალი აღირიცხება სრულად.

 

4.9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 06 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით შპს ,,ნ----–-----ს’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა შპს ,,ნ----–-----სათვის’’ ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 4 სექტემბრის N--- დადგენილება; შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ 2015 წლის 01 სექტემბრის N0----- ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით’’ შპს ,,ნ----–-----სთვის’’ 517,01 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; მოსარჩელეს დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება; მასვე დაევალა, რომ დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება. მითითებული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. იმავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

4.14. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იმავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული ნორმა ერთმანეთისგან განასხვავებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს წყლის მოხმარების მიზნობრიობაში, კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი წყალს მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, განსხვავებით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისგან, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის, ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში სუბიექტს წარმოადგენს შპს „ნ----–-----“, რომელიც სასმელ წყალს მოიხმარს არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,,ჯ----------------------------------ს’’ მიერ შპს „ნ----–-----სათვის“ თანხის დარიცხვის საფუძველი გახდა მის კუთვნილ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღურიცხავად, კერძოდ, ობიექტზე არსებული ორი დამოუკიდებელი წყალმომარაგების მილიდან მრიცხველი დამონტაჟებული იყო ერთზე, ხოლო მეორე მილიდან ხდებოდა წყლის აღრიცხვის გარეშე მოხმარება, რის გამოც სასმელი წყლის მოხმარება არ აღირიცხებოდა სრულად.

 

4.15. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა, გამოიწვევს გაფრთხილებას. ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით. ამდენად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას.

 

4.16. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. იმავე კოდექსის 264-ე მუხლი კი ადგენს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. მითითებული კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. იმავე კოდექსის 2283 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სასმელი წყლის უკანონო მომხმარებლისთვის, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების დაკისრებას, წინ უნდა უსწრებდეს სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის კანონით დადგენილი წესით დადასტურება ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რომლის არსებობაც დადგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შპს ,,ჯ---------------------------------მა’’ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2015 წლის 01 სექტემბერს N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა“ და N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე, 2015 წლის 04 სექტემბრის N--- დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება).

 

4.17. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს „ნ----–-----ს“ მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს უნდა მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების (არასაყოფაცხოვრებო ტარიფით) ანაზღაურება. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების განსაზღვრისას ერთმანეთისაგან განასხვავებს შემთხვევებს, რამდენად შესაძლებელია ასეთი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა. კერძოდ, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ხოლო იმავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. საქალაქო სასამართლომ, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შპს „ნ----–-----“ წარმოადგენს რეგისტრირებულ აბონონეტს, რომელსაც საკითხის განხილვის დროისათვის მოწესრიგებული აქვს სასმელი წყლის მიღების აღრიცხვის კვანძი. აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ შპს „ნ-----–----ს“ დარღვევის გამოვლენის შემდეგ წყალმომარაგების ორ დამოუკიდებელ მილზე დამონტაჟებული აქვს ორი მრიცხველი და სექტემბრის თვიდან მოხმარებული წყალი აღირიცხება სრულად. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის განმარტება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს დარღვევის პერიოდი ანუ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდი და მოხმარებული წყლის რაოდენობა, რაც გამორიცხავს იმ ნორმის ამოქმედებას, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც შეუძლებელია უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებულ აქტში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დეტალურად მიუთითებს შპს „ნ----–-----ს“ მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენის წესს, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ სექტემბრის თვიდან აღრიცხვის კვანძი მოწესრიგებულია, შესაბამისად, დარღვევის პერიოდმა შეადგინა ორი თვე, ხოლო აღნიშნულ პერიოდზე უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრისათვის შპს „ჯ---------------------------------მა“ აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების შემდეგ შპს „ნ----–-----ს“ მიერ ორი თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობას უნდა გამოაკლოს დარღვევის პერიოდში ერთი მრიცხველის მიერ აღრიცხული წყლის რაოდენობა - 16მ3 და მიღებული სხვაობა დააკისროს მომხმარებელს. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „ჯ----------------------------------ს“ მიერ 2015 წლის 01 სექტემბრის N0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს „ნ----–-----სთვის“ დარიცხული თანხის ოდენობა ეწინააღმდეგება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კანონიერად გააუქმა ხსენებული დარიცხვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტი მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ----------------------------------ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე