განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210117002163664
საქმე №2/ბ-1249
განჩინება
საქართველოს სახელით
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
28 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: მ----- ბ--------, მ------ ბ------
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ბ-------------------------”
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების
დასკვნებზე მითითება
2017 წლის 08 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ----- ბ--------მ და მ------ ბ------მ, მოპასუხედ დაასახელეს შპს ,,ბ-------------------------" და დარიცხული პირგასამტეხლოს და საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა იმავდროულად იშუამდგომლეს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს, კერძო აღმასრულებელ ვ------- მ--–------–-- N1--------------- წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოება.
შუამდგომლობის ავტორთა განმარტებით მათ, შპს ,,ბ------------------------- სასარგებლოდ დაეკისრათ 12317 აშშ დოლარისა და 1505, 65 ლარის გადახადა, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ვინაიდან, აღძრულია სარჩელი პირგასამტეხლოს და საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირების თაობაზე, თუკი არ მოხდება უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერება, მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, მ----- ბ--------სა და მ------ ბ------ს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
სასამართლომ მიუთითა რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, რაც სასამართლოს არ უქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებითაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, კერძოდ:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიზნად ისახავს დავის საგნის დაცვას, რომლის აღსრულება დაკავშირებულია სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში.
აღსრულების შეჩერების თაობაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" და ,,ი" ქვეპუნქტები, როდესაც მიმდინარეობს დავა ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელზე, ასევე ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერებას, რომელიც აღსრულდება მოცემულ დავაზე სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად.
გარდა აღნიშნულისა, სააღსრულებო წარმოების შეჩერება გათვალისწინებულია სპეციალური კანონით - ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც სარჩელში მითითებული საფუძვლით აღსრულების შეჩერებას არ ითვალისწინებს.
დასახელებული განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მ----- ბ--------მ, მ------ ბ------მ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
საჩივრის ავტორთა განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა სახეები არაა ამომწურავი, სასამართლომ, იმის მიხედვით თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი, თავად უნდა გადაწყვიტოს რა სახის ღონისძიება გამოიყენოს.
ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ----- ბ--------მ და მ------ ბ------მ, მოპასუხედ დაასახელეს შპს ,,ბ-------------------------" და დარიცხული პირგასამტეხლოს და საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა იმავდროულად იშუამდგომლეს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდეს, კერძო აღმასრულებელ ვ------- მ--–------–-- წარმოებაში არსებული N1--------------- სააღსრულებო წარმოება.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, მ----- ბ--------სა და მ------ ბ------ს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
დასახელებული განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მ----- ბ--------მ, მ------ ბ------მ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.
ე.ი. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს სარჩელის საგანი, საფუძველი, შესაძლოდ მისაღები გადაწყვეტილება და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობა.
თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ აღსრულება, რომლის შეჩერებასაც განმცხადებელი ითხოვს, მიმდინარეობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მოვალე-მ----- ბ--------- და მ------ ბ------- მიერ, კრედიტორის-შპს ,,ბ-------------------------ათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია 12317 აშშ დოლარი და 1505,65 ლარი.
განცხადების შინაარსით დგინდება, რომ სარჩელის საგანია, იმ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოსა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება, რაზედაც დავა სასამართლოში უკვე განხილულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ ჩამოუყალიბდა ვარაუდი სარჩელის დაკმაყოფილებისა. ასეთი მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული შემთხვევა, როცა შესაძლებელია სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
მითითებული საფუძვლით მოთხოვნა წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, ამ მოტივითაც მ----- ბ--------- და მ------ ბ------- განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მ------ ბ------- და მ----- ბ--------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ----- ბ--------- და მ------ ბ--------- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე; ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე