განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001271439
საქმე 2ბ/2433-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი 2018 წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ეკატერინე ცისკარიძე, ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი
აპელანტი - ქ------- ჯ-----–---–ი, ბ--–- გ-----–--ე, ნ---- ხ----------–---–ი, მ------ ხ----------–---–ი, ა-----------------
წარმომადგენელი - ნ-----–-------------
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- გ--–-–---–ი
წარმომადგენელი - თ----–------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის მისი არსებითად განხილვის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 07 მარტს სარჩელით მომართეს ქ------- ჯ-----–---–მა, მ------ ხ----------–---–მა, ნ---- ხ----------–---–მა, ბ--–- გ-----–--ემ და ა-- მ-----------–მა მოპასუხე გ------- გ--–-–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. 2017 წლის 11 იანვარს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოსარჩელეები ქ------- ჯ-----–---–ი, მ------ ხ----------–---–ი, ნ---- ხ----------–---–ი, ბ--–- გ-----–--ე, და ა-----------------, რომელთაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, საქმეში არსებული სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელეების წარმომადგენლებს ჯ----– ხ----------–---–სა და ნ-----–-------------ს (იხ. რწმუნებულებები საქმეში, ტ. I. ს.ფ. 23-24, ს.ფ. 27, ს.ფ. 60-63, ს.ფ. 65-66, ს.ფ. 410-411) სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობათ 2016 წლის 21 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. (ტ. I. ს.ფ. 429-430). ამასთან, მხარეებს არც საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობით მოუმართავს და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებლი გადაწყვეტილების გამოტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისიწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
3. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ------- ჯ-----–---–ის, მ------ ხ----------–---–ის, ნ---- ხ----------–---–ის, ბ--–- გ-----–--ისა და ა-----------------ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის თაობაზე.
5. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო საფუძვლით, კერძოდ, ნ-----–-------------ს, ბ--–- გ-----–--ისა და ქ------- ჯ-----–---–ის ,,უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში’’ ყოფნის ფაქტით. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ ნ-----–-------------ს, ბ--–- გ-----–--ისა და ქ------- ჯ-----–---–ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, მათ შორისაა ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, მხარე, მართალია, თავისუფლდება მტკიცებულების წარდგენისაგან, თუმცა, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი ფართო გაგებით და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება. ფაქტისათვის „საყოველთაოდ ცნობილის“ სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელია, რომ ასეთი ფაქტის შესახებ ცნობილი იყოს საზოგადოების ფართო წრისათვის. ამგვარ ფაქტს კი შეიძლება წარმოადგენდეს: ბუნებრივი მოვლენები (მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვ); ომი და სხვ. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ნ-----–-------------ს, ბ--–- გ-----–--ისა და ქ------- ჯ-----–---–ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებას საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად ვერ მიიჩნევს და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოცემული გარემოების მტკიცების ტვირთს მოსარჩელე მხარეს აკისრებს. სასამართლოსთვის მოსარჩელეთა გარკვეული ნაწილისა და მათი წარმომადგენლისთვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის
18 იანვარს, როდესაც ნ-----–-------------მ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე (ტ.II; ს.ფ.22). საქმეში თავად საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ-----–-------------, ბ--–- გ-----–--ე და ქ------- ჯ-----–---–ი დაკავებულ იქნენ 2016 წლის 26 დეკემბერს (იხ. ბრალდების დაკავების ოქმი (ტ.II; ს.ფ.33-37); თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინება პირის დაკავების შესახებ (ტ.II; ს.ფ.38-40); თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე (ტ.II; ს.ფ.41-47)). დადგენილია, რომ მოსარჩელეების წარმომადგენელს ნ-----–-------------ს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2016 წლის 21 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. (ტ. I. ს.ფ.430). დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2017 წლის 11 იანვარს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე (ტ.II; ს.ფ.1-7). ამდენად, ქ------- ჯ-----–---–ს, ბ--–- გ-----–--ესა და ნ-----–-----------------ს შეეძლოთ დაკავების შესახებ სასამართლოსთვის ეცნობებინათ სასამართლოს სხდომამდე. მათ კორესპონდენციის გამოგზავნის შესაძლებლობა სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულებიდან ჰქონდათ. თუმცა, მათ ამ უფლებით კონკრეტულ შემთხვევაში არ უსარგებლიათ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ნ-----–-------------მ არაერთხელ ისარგებლა სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდებისა, თუ მტკიცებულებების გამოთხოვა/წარდგენის უფლებამოსილებით. ამ ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსთვის შეეძლოთ მოსარჩელეთა მეორე წარმომადგენელს ჯ----– ხ----------–---–საც, რომელიც არაერთხელ გაეცნო საქმის მასალებს (ტ.II; ს.ფ.110-112; ს.ფ. 112; ს.ფ. 123-1241).
6. სასამართლო აღნიშნულ განჩინებაში მიუთითებს, რომ სასამართლოს სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო, აგრეთვე, მოსარჩელეთა მეორე წარმომადგენლისთვის ჯ----– ხ----------–---–ისთვის (იხ. რწმუნებულებები საქმეში, ტ. I. ს.ფ. 24, ს.ფ. 27, ს.ფ. 60-63, ს.ფ. 65-66, ს.ფ. 410). ჯ----– ხ----------–---–ი არის, აგრეთვე, მ------ ხ----------–---–ის კანონიერი წარმომადგენელი-მამა (ტ.I; ს.ფ.411), რომელსაც სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა 2016 წლის 21 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. (ტ. I. ს.ფ. 429). სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ჯ----– ხ----------–---–ი მოსარჩელეთა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არ ახორციელებდა და მის ფუნქციაში მხოლოდ საქმის მასალების მოწოდება და მხარეთათვის გადაცემა შედიოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ჯ----– ხ----------–---–ი არის მ------ ხ----------–---–ის კანონიერი წარმომადგენელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ეს უკანასკნელი სარგებლობს წარმომდგენის ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორიც მინიჭებული აქვს მის მეორე კანონიერ წარმომადგენელს-ნ-----–-------------ს. რაც შეეხება ქ------- ჯ-----–---–ის, ნ---- ხ----------–---–ის, ბ--–- გ-----–--ისა და ა-----------------ს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, ჯ----– ხ----------–---–ის სახელზე გაცემული მინდობილობები შეიცავს სპეციალურ უფლებამოსილებებსაც, გათვალისწინებულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით, ამდენად, ჯ----– ხ----------–---–ი არის ქ------- ჯ-----–---–ის, ნ---- ხ----------–---–ის, ბ--–- გ-----–--ისა და ა-----------------ს სრული წარმომადგენელი, რომლის უფლებებიც სასამართლოში საქმის წარმოებისას არ არის რაიმე ფორმით შეზღუდული. სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვერ უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, რის გამოც ვერ მოხდა მისი (მოსარჩელეთა) 2017 წლის 11 იანვარს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადება და რომელტ არსებობის შემთხვევაშიც სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ------- ჯ-----–---–მა, ბ--–- გ-----–--ემ, ნ---- ხ----------–---–მა, მ------ ხ----------–---–მა და ა-----------------ა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები: აპელანტების წარმომადგენლის ნ-----–-------------ს განმარტებით, მისი, აგრეთვე ბ--–- გ-----–--ის, ქ------- ჯ-----–---–ისა და მ-------------------ს გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები სასამართლო პროცესის გამართვის დღისათვის, იყვნენ დაკავებულები. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ ობიექტური შესაძლებლობა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლო პროცესზე. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ისასამართლო სხდომის გამართვის თარიღი ეცნობათ მხოლოდ ნ-----–-------------სა და ჯ----– ხ----------–---–ს. ისინი კი მოკლებულ იყვნენ შესაძლებლობას, დროულად ეცნობებინათ სასამართლოსათვის მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, ვინაიდან, 2016 წლის 26 დეკემბერს, გამოძიებამ საადვოკატო ბიურო ,,ა-----ს’’ ოფისიდან ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სადაც ინახებოდა ინფორმაცია ჩანიშნული სასამართლო პროცესების თარიღების თაობაზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ნ-----–-------------სა და ჯ----– ხ----------–---–ს ზეპირად ხსომებოდათ ზემოაღნიშნული სასამართლო სხდომის გამართვის თარიღი იმ პირობებში, რომ სამომავლოდ დანიშნული სასამართლო სხდომების თარიღები ნ-----–-------------სა და ჯ----– ხ----------–---–ს ჩანიშნული ჰქონდათ კომპიუტერში, ხოლო 2016 წლის 26 დეკემბრიდან აღნიშნულ კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა არ გააჩნდათ წარმომადგენლებს. აპელანტების წარმომადგენელი ასევე განმარტავს რომ დანარჩენ აპელანტებს, რომლებიც არ იყვნენ დაკავებულები, არ შეეძლოთ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და არც გამოუცხადებლობის მიზეზების სასამართლოსათვის დროულად შეტყობინება იმ მარტივი მიზეზით, რომ ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას სასამართლო სხდომის დანიშვნის თარიღის თაობაზე. რაც შეეხება ჯ----– ხ----------–---–ს, აპელანტის წარმოამდგენელი ნ-----–------------- განმარტავს, რომ ერთ-ერთ მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მოსარჩელეების წარმომადგენლები ნ-----–------------- და მ-------------------, განაცხადეს, რომ ჯ----– ხ----------–---–ი არ მიიღებდა სასამართლო სხდომებზე მონაწილებას, რადგან მას სათანადო გამოცდილება არ ჰქონდა, იგი აღნიშნული საქმის ფარგლებში ახდენდა მხოლოდ საქმის მასალების გამოთხოვას, წარდგენას, დოკუმენტების ჩაბარებას, აქედან გამომდინარე დაუჯერებელია, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს ჯ----– ხ----------–---–ს ეცნობა სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ. გარდა ამისა, აპელანტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესი, 70-78 მუხლები, არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-241-ე მუხლები, არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 106-ე მუხლის დანაწესის, არასწორად შეაფასა ჯ----– ხ----------–---–ის წარმომადგენლობა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სასამართლოსა და სხვა უწყებებში ახდენდა მხოლოდ მტკიცებულებების შეგროვებას, დოკუმენტების გამოთხოვასა და წარმოდგენას, და იგი საქმის განხილვაში უშუალოდ არ იღებდა მონაწილებას. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჯ. ხ----------–---–ი ყველა მოსარჩელის წარმომადგენლად მიიჩნია. ამასთან, ჯ. ხ----------–---–ის წარმომადგენლობა რა სახისაც არ უნდა ყოფილიყო, ეს არ ათავისუფლებდა სასამართლოს ვალდებულებისაგან, შეეთავაზებინა პატიმრობაში მყოფი მოსარჩელეებისა და მისი ადვოკატებისათვის სასამართლო პროცესში მონაწილეობა და თანხმობის შემთხვევაში გამოეტანა განჩინება საქმის განხილვაში ამ პირების მონაწილეობის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები და საბოლოოდ მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს არა მხოლოდ პრეზუმციას, არამედ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი) რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, მის მიერ აღძრულ სარჩელზე (ან ინსტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს). ამის საწინააღმდეგოდ, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საფუძვლები, რადგან არ დგინდება არც ის გარემოება რომ მოსარჩელემ დაკარგა დავის განხილვის იურიდიული ინტერესი. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტები (მოსარჩელეები) ცხადდებოდნენ ყველა სასამართლო სხდომაზე. პირველი სასამართლო სხდომა დაინიშნა 2016 წლის 13 ივნისს (ს.ფ.133.ტომი2.) მოსარჩელეთა ინტერესებს იცავდა და სხდომას ესწრებოდა მხოლოდ მ------------------- და ნ-----–-------------, მხარე ნ---- ხ----------–---–ი. მეორე სასამართლო სხდომა ჩატარდა 2016 წლის 1 სექტემბერს, სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ ნ-----–------------- და მ-------------------. საქმის განხილვა გადაიდო 2016 წლის 29 სექტემბერს. (ს.ფ.406. ტომი1) ამ დროისათვის კი საქმე განსახილველად გადაეწერა სხვა მოსამართლეს, სადაც აპელანტები ითხოვდნენ საქმის დროულ განხილვას და სხდომის ჩანიშვნას.
12. სასამართლო სხდომა დაინიშნა 2017 წლის 11 იანვარს. დადგენილია და სადავო არ არის რომ ნ-----–------------- (მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი), ბ--–- გ-----–--ე (მხარე), ქ------- ჯ-----–---–ი (მხარე), მ------------------- (მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი) 2017 წლის 11 იანვრის დროისათვის იყვნენ დაკავებულები და ისინი ობიექტურად მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დასწრებოდნენ სასამართლო სხდომას. (ს.ფ.146. ტომი 2) ერთ-ერთი მხარე მ------ ხ----------–---–ი კი არასრულწლოვანია. (მისი კანონიერი წარმომადგენლების დედა ნ-----–------------- და მამა ჯ----– ხ----------–---–ი) მხარეთ განმარტებით გამოძიება დაწყებული იყო სწორედ მოპასუხის გ------- გ--–-–---–ის განცხადებით და როგორც აპელანტები აღნიშნავენ მოწინააღმდეგე მხარემ იცოდა მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზებისა და მათი დაკავების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტითა და 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ასევე დგინდება, რომ სასამართლო სხდომის დღის შესახებ სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობათ მხოლოდ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებს - ნ-----–-------------სა და ჯ----– ხ----------–---–ს 2016 წლის 21 ნოემბერს. (ს.ფ.429; 430 ტომი1) ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმებით დგინდება, რომ სასამართლო სხდომებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთაგან ესწრებოდნენ და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას რეალურად სრულად ახორციელებდენ მხოლოდ ნ-----–------------- და მ-------------------. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს ჯ----– ხ----------–---–ს, როგორც საქმის მასალებით დგინდება მას არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ სასამართლო განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა, ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
10. პალატა იზიარებს სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ აპელანტების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარის (მხარეების) წარმომადგენელთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო ობიექტური საფუძვლით -- მათ მიმართ თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში იმგვარი სარწმუნო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაში. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–-------------ს, ქ------- ჯ-----–---–ს, მ-------------------სა და ბ--–- გ-----–--ეს არ ჰქონდათ ობიექტური შესაძლებლობა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლო სხდომაზე, ხოლო რაც შეეხება ჯ----– ხ----------–---–ს, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მართალია, ის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-96-ე მუხლების თანახმად, წარმოადგენდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, თუმცა ის, როგორც წარმომადგენელი, არ იღებდა მონაწილეობას არც ერთ სასამართლო სხდომაზე. პალატა დამატებით განმარტავს, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე2 ნაწილი არაიმპერატიული ხასიათისაა და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“(იხ.სუსგ - #საქმე №ას-853-797-2017 ).
11. პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ სადაც ევროპულმა სასამართლომ განმარტა რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legalcertainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება(Mirigall Escolano andOthers v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, გასაჩივრებული განჩინების და დაუსწერებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ------- ჯ-----–---–ის, მ------ ხ----------–---–ის, ნ---- ხ----------–---–ის, ბ--–- გ-----–--ისა და ა-----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები ვანო წიკლაური ეკატერინე ცისკარიძე