განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001877180
საქმე №3ბ/2085-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა;
წარმომადგენელი - თ------------–-ძე,აპელანტი (მოპასუხე) – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ბ--------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--------------აძე;
კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) - ზ-------------ა
წარმომადგენელი - ე-–--------------აძე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა სასამართლო სხდომაზე; იხ. 2017 წლის 05 მაისის სხდომის ოქმი); ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1---- ბრძანება ,,ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის ზ-------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ (იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ 1-14 ); დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის ლ--------------აძისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ.1-14).
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ--------------აძის (კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) ზ-------------ა) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1---- ბრძანება ,,ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის ზ-------------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე) ზ-------------ას მიერ ქ.თბილისში, დასახლება ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხეებს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას, მოსარჩელე - ლ--------------აძის (კანონიერი წარმომადგენელი(მეურვე) ზ-------------ა) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელწმიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 იანვრის №0-------- გადაწყვეტილებით მიღებული იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და მოქალაქე ლ-----ა პ------- ასულ გ---------ს 4 სულზე (თვითონ და 3 შვილი) მისივე შერჩევით, გამოეყო 44.32კვ.მეტრი ფართის ბინა ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონის, 34-ე კორპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-3 სართულზე, აღრიცხვიდან მოხსნით. (ს.ფ.16)
4.2. საქართვეელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 25 ივნისის №0--------- გადაწყვეტილებით მოქალაქე ზ-------------ა დაინიშნა ქმედუუნაროდ აღიარებული დედის - ლ--------------აძის მეურვედ. (ს.ფ.41-42)
4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ №M---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე) ზ-------------ას განცხადება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ნუმერაციის წარმოშობის შესახებ და ლ--------------აძის სახელზე აღრიცხული უძრავი ნივთის მისამართი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ.თბილისი, ვ---------–ი 3-ის დასახლება, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34, ბინა №12. (ს.ფ. 17)
4.4. 2015 წლის 25 დეკემბერს, ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვე) ზ-------------ამ №121861/12 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, ვ---------–ი 3-ის დასახლება, მე-2 მ/რაიონი, 34-ე კორპუსში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- წერილით, ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ-------------ას განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით დედნის სახით 2 ეგზემპლიარად. (ს.ფ. 123; ს.ფ. 119)
4.5. 2016 წლის 23 მაისს, ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვე) ზ-------------ამ №1-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და წარადგინა საცხოვრებელი კორპუსის სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს (მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნისათვის წარდგენილი უნდა იქნეს დაინტერესებაში არსებული ფართის აზომვითი ნახაზი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზი რეალურ სურათს არ ასახავდა და ვერ მიიღწეოდა კანონის ის მიზანი, რის გამოც შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტად იყო განსაზღვრული.(ს.ფ. 154; ს.ფ. 120)
4.6. 2016 წლის 12 აგვისტოს, ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ, კვლავ მიმართა განცხადებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მასში მითითებული ფაქტობრივ გარემოებებსა და წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მოითხოვა ქ.თბილისი, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე ბინა №12-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდული განყოფილების უფროსის 2016 წლის 14 სექტემბრის №4-------- წერილით, ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- წერილით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა საჯარო რეესტრის მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით (დედანი 2 ცალი). 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით კი ეცნობა, რომ აუცილებელი იყო უშუალოდ საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის აზომვითი ნახაზის წარდგენა და არა სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზის, რაც განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, აღნიშნული წერილით მხარეს განემარტა, რომ როგორც კი წარადგენდა საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს, სამგორის რაიონის გამგეობა მიუბრუნდებოდა საკითხის განხილვას. (ს.ფ. 94)
4.7. 2016 წლის 19 სექტემბერს, ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ №3-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდული განყოფილების უფროსის 2016 წლის 14 სექტემბრის №4-------- წერილის ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 07 დეკემბრის №0------- ბრძანებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის 2016 წლის 14 სექტემბრის №4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაითვალა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და ბრძანების კონტროლი დაევალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებელს. (ს.ფ. 86-88; ს.ფ. 84-85)
4.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- წერილით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა საჯარო რეესტრის მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით(დედანი 2 ცალი). 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით კი ეცნობა, რომ აუცილებელი იყო უშუალოდ საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის აზომვითი ნახაზის წარდგენა და არა სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზის, რაც განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, აღნიშნული წერილით მხარეს განემარტა, რომ როგორც კი წარადგენდა საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს, სამგორის რაიონის გამგეობა მიუბრუნდებოდა საკითხის განხილვას. (ს.ფ. 18)
4.9. 2016 წლის 22 დეკემბერს, ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის ზ-------------ას 2016 წლის 22 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (ს.ფ. 79-81; ს.ფ.19-24)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობის და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემეობა, რომ დასახელებულ ბრძანებულებაში კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალი არ არის სრულყოფილად მითითებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენაციის ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა და შესაბამისად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, ვ---------–ი 3-ის დასახლება, მე-2 მ/რაიონი, №34 კორპუსში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ----ს კ--------ს წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით დედნის სახით 2 ეგზემპლარად. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა 15(თხუთმეტი) დღე. ამასთან, განემარტა, რომ თუკი დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ 2016 წლის 23 მაისს №1-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და წარადგინა საცხოვრებელი კორპუსის სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო დაინტერესებაში არსებული ფართის აზომვითი ნახაზი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზი რეალურ სურათს არ ასახავდა და ვერ მიიღწეოდა კანონის ის მიზანი, რის გამოც შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტად იყო განსაზღვრული. შესაბამისად, როგორც კი წარდგენილი იქნებოდა საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამგორის რაიონის გამგეობა მიუბრუნდებოდა საკითხის განხილვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად, კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამასთან, კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს- ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება №ბს-348=345კ-11).
სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ კანონის მიზნისა და მის განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებასთან და/ან საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო იმსჯელებს არსებითად და აღნიშნულზე უკვე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასეთ შემთხვევაში ხელახლა განცხადება და/ან საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და 2. თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე დროს იმ შემთხვევაში თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დასახელებული მუხლის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, ვ---------–ი 3-ის დასახლება, მე-2 მ/რაიონი, №34 კორპუსში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს (მეურვე) ზ-------------ას წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით დედნის სახით 2 ეგზემპლარად. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა 15(თხუთმეტი) დღე. ამასთან, განემარტა, რომ თუკი დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ 2016 წლის 23 მაისს №1-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და წარადგინა საცხოვრებელი კორპუსის სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით ლ--------------აძის კანონეირ წარმომადგენელს(მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო დაინტერესებაში არსებული ფართის აზომვითი ნახაზი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზი რეალურ სურათს არ ასახავდა და ვერ მიიღწეოდა კანონის ის მიზანი, რის გამოც შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტად იყო განსაზღვრული. შესაბამისად, როგორ კი წარდგენილი იქნებოდა საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამგორის რაიონის გამგეობა მიუბრუნდებოდა საკითხის განხილვას.
დადგენილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) ზ-------------ამ 2016 წლის 12 აგვისტოს, კვლავ მიმართა განცხადებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მასში მითითებული ფაქტობრივ გარემოებებსა და წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მოითხოვა ქ.თბილისი, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე ბინა №12-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით კი, ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- წერილით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა საჯარო რეესტრის მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით (დედანი 2 ცალი). 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით კი ეცნობა, რომ აუცილებელი იყო უშუალოდ საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის აზომვითი ნახაზის წარდგენა და არა სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზის, რაც განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, აღნიშნული წერილით მხარეს განემარტა, რომ როგორც კი წარადგენდა საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს, სამგორის რაიონის გამგეობა მიუბრუნდებოდა საკითხის განხილვას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, - გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სამართლებრივ ნორმად-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი მითითებული არ არის, შესაბამისად გაურკვეველია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იქნა თუ არა დასახლებული მუხლის საფუძველზე, ამავე დროს ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102.2 მუხლის იმპერატიული დათქმა და მასში არ არის კონკრეტულად მითითებული ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც არსებითად უარი ეთქვა მხარეს განცხადების დაკმაყოფილებაზე, სადავო აქტში მითითებულია მხოლოდ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- წერილით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა საჯარო რეესტრის მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით(დედანი 2 ცალი). 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით კი ეცნობა, რომ აუცილებელი იყო უშუალოდ საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის აზომვითი ნახაზის წარდგენა და არა სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზის, რაც განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) არაერთხელ მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას ქ.თბილისში, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნით, თუმცა საკითხის განხილვა არ მომხდარა, არსებითი და დასაბუთებული უარი არ მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას არ უთქვამს, - ასეთ პირობებში კი, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებაზე, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაინტერესებული პირის(ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენელი ზ-------------ა) მიერ წარდგენილი იქნა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და სხვა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რამდენად შესაბამისობაშია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, აღნიშნული თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე) ზ-------------ას მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ წარდგენილი და მის მიერ დამატებით მოკვლეული და მოპოვებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ქ.თბილისში, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის ლ--------------აძისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისთვის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ კანონით დადგენილი წესით არსებითად უნდა განიხილოს ქ.თბილისში, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის(მეურვე) ზ-------------ას მიერ 2016 წლის 12 აგვიტოს წარდგენილი განცხადება და აღნიშნულზე გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება.
6.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხებზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში - როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციულ ორგანოს არაერთხელ ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა კანონის იმპერატიული მოთხოვნით შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში, კერძოდ მაშინ, როდესაც არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ფაქტობრივი და სამართლებრივი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება.
აპელანტი განმარტავს, რომ ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ლ--------------აძის განცხადებები ქ. თბილისში ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის არაერთი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტით დარჩა განუხილველი, არსებობდა მისი 2016 წლის 12 აგვისტოს N 2-------- განცხადების განხილვის დროსაც, კერძოდ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ქ. თბილისში ვ---------–ის 3, მე-2 მ.რ. კორპ. 34-ში, მდებარე N12 ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის დედნები, ორ ეგზემპლარად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით. განცხადებით, რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, არ დასტურდება იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლა, რომელიც საფუძვლად დაედო ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს და ლ--------------აძისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, არც განცხადების და არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე არ გამოვლენილა, რის გამოც არსებობდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის N4-------- და 2016 წლის 28 ივნისის N4-------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომლითაც განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მოთხოვნილი ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომლის წარუდგენლობის გამო განცხადება დარჩა განუხილველი.
6.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სამგორის რაიონის გამგეობა, კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების შესაბამისად, მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ამავე დადგენილებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას იღებენ გადაწყვეტილებას მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებილი და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი, რომელიც ლ--------------აძემ ვერ წარადგინა. შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობა მიიჩნევს რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ პირველი მუხლის თანახმად განისაზღვრა, რომ ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
დასახელებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამავე წესის მე-2 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტება, კერძოდ,- დასახლებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი(არასაცხოვრებელი) ფართის ფლობის და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემეობა, რომ დასახელებულ ბრძანებულებაში კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალი არ არის სრულყოფილად მითითებული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შეუძლებელია აღნიშნული სახის დოკუმენაციის ამომწურავი ჩამონათვალის განსაზღვრა და შესაბამისად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს წარდგენილ დოკუმენტებს, ფაქტობრივ გარემოებებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
7.2. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) იმ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი;
დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ პუნქტებით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, იგი დაუყოვნებლივ განუსაზღვრავს მას 15 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვე) ზ-------------ამ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ.თბილისში, ვ---------–ი 3-ის დასახლება, მე-2 მ/რაიონი, №34 კორპუსში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ----ს კ--------ს წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით დედნის სახით 2 ეგზემპლარად. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოსადგენად კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) დღე. ამასთან, განემარტა, რომ თუკი დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია ასევე, რომ ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვე) ზ-------------ამ 2016 წლის 23 მაისს №1-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და წარადგინა საცხოვრებელი კორპუსის სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს (მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო დაინტერესებაში არსებული ფართის აზომვითი ნახაზი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზი რეალურ სურათს არ ასახავდა და ვერ მიიღწეოდა კანონის ის მიზანი, რის გამოც შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტად იყო განსაზღვრული. შესაბამისად, როგორ კი წარდგენილი იქნებოდა საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამგორის რაიონის გამგეობა მიუბრუნდებოდა საკითხის განხილვას.
7.4. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის შესახებ განცხადება შესაძლებელია განმეორებით იქნეს წარდგენილი, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, შეიცვალა განმცხადებლის სასარგებლოდ. თავის მხრივ ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი(მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად, კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამასთან, კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება №ბს-348-345კ-11).
სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ კანონის მიზნისა და მის განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იმ შემთხვევაში როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებასთან და/ან საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო იმსჯელებს არსებითად და აღნიშნულზე უკვე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასეთ შემთხვევაში ხელახლა განცხადება და/ან საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და 2. თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე დროს იმ შემთხვევაში თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დასახელებული მუხლის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
დადგენილია, რომ ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვე) ზ-------------ამ 2016 წლის 23 მაისს №1-------- განცხადებით კვლავ მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და წარადგინა საცხოვრებელი კორპუსის სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით ლ--------------აძის კანონიერ წარმომადგენელს(მეურვე) ზ-------------ას ეცნობა, რომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო დაინტერესებაში არსებული ფართის აზომვითი ნახაზი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზი რეალურ სურათს არ ასახავდა და ვერ მიიღწეოდა კანონის ის მიზანი, რის გამოც შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტად იყო განსაზღვრული. შესაბამისად, როგორ კი წარდგენილი იქნებოდა საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამგორის რაიონის გამგეობა მიუბრუნდებოდა საკითხის განხილვას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნეს შემოწმებული. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სამართლებრივ ნორმად- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი მითითებული არ არის, შესაბამისად გაურკვეველია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იქნა თუ არა დასახლებული მუხლის საფუძველზე, ამავე დროს ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102.2 მუხლის იმპერატიული დათქმა და მასში არ არის კონკრეტულად მითითებული ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც არსებითად უარი ეთქვა მხარეს განცხადების დაკმაყოფილებაზე, სადავო აქტში მითითებულია მხოლოდ, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 25 დეკემბრის №4------- წერილით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა საჯარო რეესტრის მიერ ჩამოყალიბებული მისამართის მითითებით(დედანი 2 ცალი). 2016 წლის 28 ივნისის №4-------- წერილით კი ეცნობა, რომ აუცილებელი იყო უშუალოდ საპრივატიზაციოდ მოთხოვნილი ფართის აზომვითი ნახაზის წარდგენა და არა სართულებრივი გეგმის მიხედვით შესრულებული ნახაზის, რაც განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ--------------აძის კანონიერმა წარმომადგენელმა(მეურვე) არაერთხელ მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას ქ.თბილისში, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოთხოვნით, თუმცა საკითხის განხილვა არ მომხდარა, არსებითი და დასაბუთებული უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას არ უთქვამს, ასეთ პირობებში კი, ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დაინტერესებული პირის(ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენელი ზ-------------ა) მიერ წარდგენილი იქნა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და სხვა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რამდენად შესაბამისობაშია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, აღნიშნული თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით ყურადსაღებია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარისათვის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოთხოვნა, რადგან მიჩნეული იქნა, რომ სართულებრივი გეგმის საფუძველზე შესრულებული აზომვითი ნახაზი ვერ გამოდგებოდა ფართის პრივატიზებისათვის. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარემ წარადგინა იმგვარი აზომვითი ნახაზი, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა ასეთი ნახაზისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი უნდა ჩათვლილიყო საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ აზომვით ნახაზად. კერძოდ, ზემოაღნიშნული პუნქტი მოითხოვს, რომ წარდგენილი იყოს ფართობის აზომვითი ნახაზი და არა გამგეობის მიერ მოთხოვნილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; უფრო კონკრეტულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისათვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. ერთადერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს აზომვითი ნახაზის ცნებას, არის თავად აღნიშნული ინსტრუქცია, რომლის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შენობა - ნაგებობის /შენობა - ნაგებობის ერთეულის ადგილმდებარეობას/ მისამართს;
ბ) შენობა - ნაგებობის /შენობა - ნაგებობის ერთეულის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული);
გ) შენობა - ნაგებობის /შენობა - ნაგებობის ერთეულის ფართობს;
დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);
ე) საკადასტრო აღწერის თარიღს;
ვ) ამზომვაზე უფლებამოსილი და დაინტერესებული პირის ხელმოწერას.
აღსანიშნავია, რომ მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი აზომვითი ნახაზი (ს.ფ.25), მიუხედავად იმისა, რომ შესრულებულია სართულებრივი გეგმის საფუძველზე, შეიცავს ყველა ზემოაღნიშნულ მონაცემს. ამდენად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიუღებლობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული განმარტება მნიშვნელოვანია კონსტიტუციითა და ადამიანის უფელებათა ევროპული კონვენციით დაცული საკუთრების უფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის თვალსაზრისითაც, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ აქვს ფიზიკური წვდომა სადავო ფართთან, რადგან იქ, ცხოვრობს სხვა პირი, რომელიც, მოსარჩელის განმარატებით, მას კარს არ უღებს, რაც გამორცხავს მოსარჩელის მხრიდან ფართის ფიზიკური აზომვის მიხედვით აზომვითი ნახაზის შედგენას და საკთრების უფლების სრულყოფილ რეალიზაციას.
ასევე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის ანალოგიურ ვითარებაში მყოფმა პირებმა შეძლეს სართულებრივი გეგმის საფუძველზე შედგენილი აზომვითი ნახაზით საცხოვრებელი ფართის პრივატიზება (იხ. ს.ფ. 26-28), რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკითხზე თავიდან მსჯელობისას, სზაკ-ის 4.3 მუხლის მოთხოვნათა კვალობაზე (კანონის წინაშე თანასწორობა) აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე) ზ-------------ას მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებაში. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ წარდგენილი და მის მიერ დამატებით მოკვლეული და მოპოვებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ქ.თბილისში, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის ლ--------------აძისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისთვის,- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ კანონით დადგენილი წესით არსებითად უნდა განიხილოს ქ.თბილისში, ვ---------–ი 3, მე-2 მ/რაიონი, კორპუსი №34-ში მდებარე №12 ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ლ--------------აძის კანონიერი წარმომადგენლის(მეურვე) ზ-------------ას მიერ 2016 წლის 12 აგვიტოს წარდგენილი განცხადება და აღნიშნულზე გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულინი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -